Hereti.info , აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება რომ , ზაქათალის რაიონში მოქმედ ერთერთ კაფეში დღეს ქმარმა ცოლი დანით დაჭრა.

გამოძიების ინფორმაციით, 1970 წელს დაბადებულმა რაშიდ ჩინგიზის ძე ჰუსეინოვმა ჯერჯერობით გამოძიებისათვის დაუდგენელი მიზეზის გამო, კაფეში სადაც მისი მეუღლე 1976 წელს დაბადებული ქამალა ილჰამის ასული ჰუსეინოვას მიუვარდა და დანით მრავლობითი ჭრილობები იმ კაფეში მიაყენა. ქ. ჰუსეინოვა გადაყვანილი იქნა ზაქათალის რაიონულ საავადმყოფოში.
როგორც ზაქათალის რაიონულ მას უტარდება სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია მისი მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება ბრალდებულ რაშიდ ჰუსეინოვს იგი ცხელ კვალზე იქნა დაკავებული პოლიციის მიერ.

საქმე განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მუხლით არის აღძრული და ზაქათალის რაიონული პოლიცია იძიებს

Comments

comments

დატოვე პასუხი