გამართლდა ჩემი ვარაუდი და ნათლად გამოჩნდა ჩვენი მთავრობის პოზიცია ჰერეთში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებით, კონკრეტულად, პეტიცია უარყოფილი იქნა!
შეგახსენებთ, რომ 11.06.2018 წელს ichange.gov.ge -ზე დავდე პეტიცია, რომელზეც არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ.
15 დღის შემდეგ კი მივიღე პასუხი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა განიხილოს …
გთხოვთ გააზიაროთ ყველამ, რათა გონს მოვეგოთ, გავერთიანდეთ და ყველამ ერთად ერთობლივი ძალისხმევით მოვითხოვოთ აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება!!!

image

საქართველოს მთავრობას
აზერბაიჯანის რესპუბლკის კახის, ზაქათალის და
ბელაქანის რაიონებში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კერძოდ კი კახის, ზაქათალის და ბელაქანის რაიონებში ათი ათასზე მეტი ეთნიკურად ქართველი მოსახლეა, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილს გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა (ერთდროულად საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეობა). მათ, ვისაც მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეობა აქვთ, არ გააჩნიათ არანაირი სოციალური დახმარება, არსებობს რიგი პრობლემები, როგორც სამედიცინო დახმარების კუთხით, ასევე განათლების და სამართლებრივი დახმარების კუთხით.
ზემოაღნიშნულ რაიონებში მცხოვრებ ქართველებს მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს ჩვენს სამშობლო საქართველოსთან. ჩვენი ახალგაზრდები სკოლის დამთავრებისთანავე უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოდიან საქართველოში, ხოლო უფროსი თაობის წამომადგენლები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ქართულ სამედიცინო კლინიკებში ღებულობენ შესაბამის მკურნალობას, ვინაიდან აღნიშნულ რაიონებს არ გააჩნია შესაბამისი, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.
სამედიცინო დახმარების კუთხით პრობლემა ის გახლავთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების შემთხვევაში, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, გვიწევს სამედიცინო მომსახურების მთლიანი საფასურის გადახდა, ამიტომ უმეტესწილად ფინანსური უსახსრობის გამო ვერ ვღებულობთ სამედიცინო დახმარებას შესაბამის სტაციონარებში. ანალოგიური პრობლემები ექმნებათ ხსენებული რაიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ორსულებს, რომელთაც უწევთ საქართველოში მშობიარობა. აქვე ავღნიშნავთ, რომ 2004 წლამდე საქართველოში ხორციელდებოდა სპეციალური სამედიცინო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ზემოთ ჩამოთვლილი რაიონებიდან ჩამოსული ქართველების დახმარების გაწევას გადაუდებელი (ურგენტული) სამედიცინო მომსახურების, მშობიარობის და რიგი დაავადებების მკურნალობის შემთხვევაში. 2004 წლიდან დღემდე პროგრამა აღარ მოქმედებს, რაც სერიოზული პრობლემების წინაშე გვაყენებს. ის უნიკალური პროგრამა “საყოველთაო დაზღვევის შესახებ“, რომელიც თქვენი მთავრობის მიერ იქნა მიღებული, სამწუხაროდ, ჩვენზე არ ვრცელდება საქართელოს მოქალაქეობის არქონის გამო.
განათლების მიღების კუთხით პრობლემა ის გახლავთ, რომ აღნიშნული რაიონების ქართული სკოლები საქართველოში არსებული სკოლების განათლების პროგრამას მრავალი წლით ჩამორჩება. ამის გამომწვევი მიზეზები მრავალია. ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ წლების მანძილზე ჩვენს სკოლებსა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის არანაირი სახის კომუნიკაცია არ შემდგარა. სახელმძღვანელო წიგნები ამ სკოლებში 2005- წლის მერე არ განახლებულა, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის ჩვენს აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას. 2003 წლამდე საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში გამოიყოფოდა განსაზღვრული რაოდენობის ლიმიტი ჩვენი კუთხის აბიტურიენტებისათვის, სადაც ისინი გადიოდნენ ერთწლიან მოსამზადებელ კურს, რაც მათ ეხმარებოდა ეროვნული გამოცდების ჩაბარება/დაძლევაში. 2003 წლის შემდეგ აღნიშნული მოსამზადებელი კურსი გაუქმნდა.
ასევე ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ჰერელებისთვის დასაქმების საკითხი. საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო ჰერელები ვერ ახერხებენ სახელმწიფო საჯარო სამსახურში დასაქმებას. აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში კი, ქართველებს არ ღებულობენ სამსახურში! ორივე მხრიდან ხდება ჩვენი გარიყვა!
თხოვნით მოგმართავენ პატრიოტიზმით აღსავსე ახალგაზრდებიც, რომლებსაც უნდათ, რომ ემსახურონ საქართველოს ჯარს და დაიცვან სამშობლო! მათაც ექმნებათ დიდი პრობლემები და ვერ ახერხებენ მოქალაქეობის არქონის გამო ჯარში წასვლას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას ვთხოვთ, მოგვანიჭოს ორმაგი მოქალაქეობის სტატუსი ან დაუშვას რაიმე სახის გამონაკლისი, რაც ზემოთ მოყვანილი პრობლემების მოგვარება/გადაჭრაში დაგვეეხმარება აზებაიჯანში მცხოვრებ ქართველებს…

 

imageimage

Comments

comments

დატოვე პასუხი