ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი ადრეფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ V ს. ქართველთა მეფე ვახტანგ გორგასალს საეპისკოპოსო კათედრალი დაუარსებია. ამავე პერიოდიდან ხორნაბუჯუ, ნეკრესთან ერტად საუფლისწულო საკუთრებად გვევლინება. უკვე VI ს. ხორნაბუჯი ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობის გამო ჰერეთის აღმ. საზღვრების დაცვის ფუნქციას ასრულებდა. ციხე-ქალაქი განსაკუთრებით XII ს.-ში გაძლიერდა, ერთიანი ფეოდალური საქართველოს მეფის – თამარის დროს, ამიტომ იგი აგრეთვე “თამარის ციხის” სახელწოდებით არის ცნობილი. XIII ს. 60-იან წლებში ციხე-ქალაქი მონღოლთა ლაშქარმა დაარბია. მოგვიანებით იგი კვლავ აღუდგენიათ. XVII ს. აქ ირანის შაჰის, აბას I-ის მიერ დანიშნული კახეთის გამგებლის, ფეიქარ ხანის რეზიდენცია მდებარეობდა. ციხე – ქალაქის საბოლოო აღდგენა და გაძლიერება კახთა მეფის, ერეკლე II-ის სახელს უკავშირდება (XVIII ს).

ამჟამად შემორჩენილი ნაგებობებიდან მნიშვნელოვანია კლდოვან მასივზე განთავსებული შიდაციხე მრავალი სათავსოსა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი ციცაბო კიბეებით. ძველი ქალაქის ტერიტორიაზე მიწისქვეშა აკლდამების ჯგუფს ვხვდებით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აგრეთვე აღმოჩენილია რამდენიმე არქიტექტურული ძეგლი და ორი წყალსაცავი. როგორც ძველი, ისე განვითარებული შუასაუკუნეების რკინის ისრისპირები, ქვის ბირთვები, მონეტები და სხვა ნივთები. ხორნაბუჯის მიდამოებში გამოვლენილია წინა ქრისტიანული ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები

Comments

comments