უცხოეთში დასაქმების მსურველებისთვისსაქართველოში სპეციალური ბაზა შეიქმნება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ kvirispalitra.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებაზე მუშაობა მიმდინარეობს, სპეციალურ ბაზაში ნებისმიერი მსურველის მონაცემები მოთავსდება, რომლის საშუალებითაც უცხოელი დამსაქმებლები ქართველ კანდიდატებს შეარჩევენ და მათ უცხო ქვეყნებში დაასაქმებენ.

ქვეყანამ ჩამოაყალიბა მიგრაციის ეროვნული სტრატეგია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე უწყებას. მაგალითად, შარშან გერმანიამ მსგავსი პროექტით ექთნები წაიყვანა და ენის კურსიც კი დაუფინანსა. ხშირია მოთხოვნა სასტუმრო ბიზნესში, ადმინისტრატორის და ბარმენის პოზიციაზე. კომპიუტერის მცოდნენიც სჭირდებათ ზოგჯერ. 

ბუნებრივია ჩვენ ვერ გავაჩერებთ თუ ვინმეს სურს წასვლა და მერე იქ არალეგალად დარჩენა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია პოტენციური ემიგრანტებისა და უკვე ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ. რაც შეეხება ცირკულარულ (შრომით) მიგრაციას, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამინისტროში წარმოადგინოს განაცხადი, გაიაროს კონსულტაცია და ჩვენ დავეხმარებით, რომ ეს ადამიანები არ აღმოჩდნენ კაბალურ პირობებში. Worknet-ში შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ასევე, მათ შორის უცხოეთში სამსახურის მაძიებლები. ამასთან, ვმუშაობთ ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებაზე, სადაც ყველა მსურველის მონაცემები მოთავსდება, რომ უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს, წაიყვანოს და დაასაქმოს,“-აღნიშნა ელზა ჯგერენაიამ.

Comments

comments

დატოვე პასუხი