იმიშლის რნ-ის მდინარეში მოზარდების მიერ უამრავი აზერბაიჯანული მოქალაქის პასპორტი იქნა ნაპოვნი.

ინფორმაციას hereti.info აზერბაიჯანულ მედია პორტალ APA ზე დაყრდნობით იუწყება, რომ იმიშლის რაიონის სოფელ სარიხანლის მდინარეში მოზარდებმა პოლიეთილენის პარკში გახვეული 57 პასპორტი იპოვეს. რომელიც შემდგომ პოლიციას წარუდგინეს.

პასპორტების მფლობელები ქ. შექის, ზაქათალისა და ბელაქნის მკვიდრები არიან.
თუ საიდან მოხვდა აღნიშნული პასპორტები ერთად და თან მდინარეში ჯერჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

Comments

comments

დატოვე პასუხი