თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე, კაცი, რომელიც ამ დრომდე ტრაპიზონში ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. გარდაცვლილი საქართველოში უკვე გადმოასვენეს. თურქეთში ავარია 14 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსში საქართველოს 21 მოქალაქე იყო. ის ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა.

ტრაპიზონის ორ კლინიკაში საქართველოს სამი მოქალაქე მკურნალობდა. ორი ქართველი ქალი ტრაპზონის კლინიკიდან 20 აგვისტოს გაწერეს და სარეაბილიტაციო კურსს ბათუმის კლინიკებში გადიოდნენ.

Comments

comments

დატოვე პასუხი