საქართველოსა და აზერბაიჯანის განათლების სამინისტროები თანამშრომლობას გააღრმავებენ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის მიზნით, მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანელ კოლეგას სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეა გააცნო, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის განათლების სამინისტროების წარმომადგენლებით და უნივერსიტეტების რექტორებით დაკომპლექტდება. საუბარი შეეხო ასევე სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების გაფართოებას და ყველა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა გამოთქვა მზაობა, აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი ქართველი და აზერბაიჯანელი მეცნიერების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოებას.

აზერბაიჯანელმა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მხარდაჭერისთვის. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ქართულ მხარესთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე, რათა ყოველ ჯერზე დროულად მოხდეს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსწავლეების მშობლიური ენის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.

მხარეებმა იმ კონრეტულ ნააბიჯებზე იმსჯელეს, რაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მომუშავე პედაგოგების კვალიფიკაციაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. ეს კი, თავის მხრივ, რეგიონში სწავლა-სწავლების ხარისხს გაზრდის.

Comments

comments

დატოვე პასუხი