ბოლო დროს ხშირად ვხედავთ უმეტესად სოციალურ ქსელში ისტორიული ჰერეთის დაყოფას ადამიანთა რწმენის მიხედვით. ქრისტიან ქართველებს რომელნიც კახში ცხოვრობენ ჰერეთს უწოდებენ, ხოლო ზაქათალა-ბელაქნის ქართველობას ინგილოებს. ეს არა სწორი მიდგომაა და მით უფრო არა სწორია ამგვარი დაყოფა დენაციონალიზაცია რელიგიური ნიშნით. როდესაც ვსაუბრობთ იმ ისტორიულ კუთხეზე , რომელიც თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა უნდა მოხდეს ამ ორი სახელიდან ჰერეთი ან საინგილო განზოგადება და არა რელიგიური ნიშნით დაყოფა. ან ვუწოდოთ საინგილო როგორც მას უწოდებენ მოსე ჯანაშვილი, თენგიზ პაპუაშვილი ან კიდევ ჰერეთი მისი ისტორიული სახელი. რელიგიური ნიშნით ქართველთა დენაციონალიზაციას ხელი შეუწყო რუსეთის იმპერიული პოლიტიკამ. სხვა აღმსარებლობის ქართველს ეროვნული კუთვნილება ჩამოართვა და იმ ერს მიაკუთვნა ვისი რწმენისაც იყო. რაც ბუნებრივია სიმახინჯე და დიდი სივერეგეა ქართველთ წინააღმდეგ. როგორც ისტორიის ფურცლებიდან ვიცით ისტ.ჰერეთი დამოუკიდებელ სამეფოდან ყალიბდება 8-ე 90ე სს-ში ხოლო ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა ნუხი ( შექი), ეპარქიალურად გიშის საეპისკოპოსოს სამწყსოს ეკუთვნოდა, რომელიც ვახტანგ გორგასალმა დაარსა სხვა ეპარქიებთან ერთად. გიშელი 35-ე ადგილზე იჯდა. მონღოლთა შემოსევების გამო ეპისკოპოსი გიშიდან ქურმუხზე გადმოდის თუმც გიშელის ტიტულს არ ცვლის და იწოდება გიშ-ქურმუხელად. ბაგრატ მე-3-ეს მიერ ერთიანდება დანარჩენ ქართულ სამეფოებთან ერთად ერთიან საქართველოში. XV საუკუნეში მას თავს დაატყდა სპარსელთა შემოსევები, რამაც მოშალა ამ კუთხის მშვიდი ცხოვრება. ვერაგი შაჰი აბას პირველი სასტიკად გაუსწორდა აქაურ ქართველობას უმეტესობა გაამუსლიმა და შემდგომში მათ ახლად მოქცეულნი ჰენგილავი უწოდა. საიდანაც წარმოიშვა სიტყვა ინგილო და საინგილო. XV საუკუნიდან სახელწოდება „ჰერეთი“ და ის გარე კახეთად მოიხსსნიება. ამას მრავალი ისტორიული წყარო მოწმობს. სწორედ გარე კახეთში ხდება ტრაგედია როდესაც გამუსლიმებული კონსტანტინე კახეთის მეფე ალექსანდრეს თავს მოკვეთს სხვა დიდებულებთან ერთად. ეს ძეგამის ტრაგედიის სახელითა ცნობილი. ირანის შაჰთა წაქეზებით გადმოსახლდნენ ლეკები, რომლებიც მძიმე ყოფაში ამყოფებდნენ ადგილობრივ ქართველებს. ძალისმიერი მეთოდებით ქართველთა დიდი ნაწილი გამუსლიმანდა.თუმც გულში მუდამ ინახავდა რწმენას იმისა რომ აუცილებლად დადგებოდა დრო როდესაც მას ექნებოდა საშუალება მამა პაპათა რჯულს დაბრუნებოდა.

როდესაც რუსეთის იმპერიამ ეს ტერიტორია დაიპყრო და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენმა კომისიამ დაიწყო გაქრისტიანება ამას დიდი სიხარულით შეხვდნენ ადგილობრივი ქართველობა. 1855 წელს კახში ივან ბაბა ბულუღაშვილის თაოსნობით და ვორონცოვ -დაშკოვის ხელშეწყობით იწყება ქართველთ გაქრისტიანება. ეს პროცესი კახიდან გაგრძელდებოდა ზაქათალასა და ბელაქანშიც. ალიაბათის ორი კომლის გაქრისტიანებამ დიდი შფოთი წარმოშვა მუსლიმ მმართველთა მხრიდან. თუმც ზაქათალასა და ბელაქანში მოქმედებდა ტაძრები. ხოლო როდესაც შამილი დააპატიმრეს .რუსულმა მმართველობამ აღარ განაგრძო გაქრისტიანება და ბედის ანაბარა მიატოვა ქართველობა.

რუსულ იმპერიას საბჭოთა კავშირი მოყვა, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა რწმენას.ამ პოლიტიკამ ჩაკლა საბოლოო იმედი ქართველთა გაქრისტიანებისა.რასაც შედეგად მოყვა 1921 წლის 5 ივლისს ზაქათალას ოლქის აზერბაიჯანისათვის გადაცემა.

ეს არის მოკლე ისტორიული ექსკურსი თუ რა მძიმე ყოფაში იყო და არის ეს ისტორიული კუთხე.

სამართლიანია როდესაც მას ვუწოდებთ ძველ ისტორიულ სახელს ჰერეთს.

ხოლო საინგილო მოგვიანებითი ტერმინია და ამ ტერმინით ხდება დაკნინება ისტორიული წარსულისა, რომ ეს კუთხე მუსლიმთა ოკუპაციამდე არსებობდა და ერთიანი საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო. ამიტომ განზოგადება უნდა მოხდეს ჰერეთის და არა დაყოფა რწმენის მიხედვით. რაც კიდევ უფრო გააღრმავებს დენაციონალიზაციას ერთი მუჭა ქართველობისა.

Comments

comments

დატოვე პასუხი