კიდევ ერთი გატაცება ოკუპანტების მხრიდან – რუსმა ოკუპანტებმა სასულიერო პირი, დირბის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოანე ოხანაშვილი გაიტაცეს.

სასულიერო პირის გატაცების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური ადასტურებს, უწყებაში აცხადებენ, რომ მამა იოანე საოკუპაციო ხაზთან ახლოს, კიდევ ერთ თანმხლებ პირთან ერთდ იმყოფებოდა.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. სავარაუდოდ, მამა იოანე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში იმყოფებოდა, სადაც ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს, რა დროსაც ის რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

პატრიარქის მდივანის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქოში საოკუპაციო ხაზთან დირბის ეკლესიის წინამძღვრის დაკავების ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს

წყარო R2.ge

Comments

comments

დატოვე პასუხი