ეს ქვა დაახლოებით 1979 წელს დიდი საყდრის ახლოს შემთხვივით აღმოაჩინა კახის მკვიდრმა ბატონმა გოგი ხუციშვილიმა (იგი სახელოვანი ხუციშვილების ღირსეული წარმომადგენელი იყო. სულ ახლახანს გარდაიცვალა)
მან მამაჩემთან ერთად აგვიყვანა დიდ საყდარზე და გვაჩვენა ეს ქვა. მაშინ გადავუღე ეს ფოტო. 1996-97 წლამდე ეს ქვა ჯერ კიდევ იქ იყო. სმწუხაროდ, ისევე როგორ სხვა მრავალი წარწერიანი ქვა, ეს ქვაც, ჩვენი (პირადად ჩემიც) დაუდევრობის შედეგად, ქართულ კვალზე ,,მონადირე’ შოვინისტებმა, რენეგატების დახმარებით გააქრეს.
თუმცა ვფიქრობ, რომ ისტორისაათვის ის მაინც არ არის დაკარგული., რადგან არსებობს ფოტო და არიან თვითმხილველები და ეს მნიშვნელოვანია, უბრალოდ ამ ფაქტით ქართველი ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები უნდა დაინტერესდენ. ვფიქრობ ქურმუხის დიდი საყდრის ისტორიისათვის ეს ყურადსაღები ფაქტია.
თავიდან ჩემთვის გაუგებარი იყო, რა მოხდა. დანიელის მიერ ეკლესია აღდგენილ იქნა 1877 წელს და სულ რაღაც 14 წლის შემდეგ ხელახლა აშენდა ახალი ეკლესია. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ არსებობს მასალა, სადაც დანიელ ნადირაშვილის შვილი ამბობს, რომ მამამისის აშენებული პატარა ეკლესია, სოფლის მოსახლეობისა და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების გადაწყვეტილებით დაანგრიეს და დღევანდელი უფრო დიდი და ლამაზი ააშენეს, ყველაფერი ნათელი გახდა.
სასწრაფოდ არის საჭირო ამ ფაქტისთვის ყურადღების მიქცევა, რადგან ყველაფერი რომ განზე გადავდოთ, სულ ახლახან 2-3 წლის წინ ჩვენმა აზერბაიჯანელმა ,,მეცნიერებმა’’ აწარმოეს ,,გათხრები’’ (რაც გამოიხატა იმაში, რომ ერთ დღეში ეკლესიის სამხრეთ საძირკველთან გათხარეს დაახლოებით 3-4 მ. სიგრძის, 0,5 მ, სიღრმის და 0,5 სიგანის არხი და სულ რაღაც ერთ საათში ძველი მეოთხე საუკუნის ალბანური ტძრის საძირკველი ,,აღმოაჩინეს”.
მაშინ გადათხარეს, გადაუღეს ვიდეოები, სურათები და კახიდან სასწრაფოდ გაქუსლეს (დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მზად ექნებათ დიდი ნაშრომები თავისი ,,საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული” დამამტკიცებელი მასალით).
მე ვნახე ეს საძირკველი და დიდი ალბათობით ის სწორედ გულანთებული ქართველის დანიელ ნადირაშვილის აგებული საყდრის საძირკველი იყოს (ფოტოებიც გადაღებული მაქვს)
აი ტექსტი:.
<< მას ჟამსა ოდეს ვიხილე სხვათა სჯულითა ხელითა აოხრება წმინდა მოწამე გიორგის ქურმუხის საყდრისა გულში განმიარა ფიქრმა აღვაშენო ნანგრევებზე ახალი სალოცავი მადლითა ღვთისათა აღმისრულდა ეს ფიქრი 4 აპრილსა 1877 წელსა დანიელ რუშან ნადირაშვილი ალიბეგლოელი >>

 

მ.ნუროშვილი. საინგილო.
ფოტო მასალაც ეკუთვნის ავტორს.

 

 

Comments

comments

დატოვე პასუხი