ემიგრანტიისტორიის მთავარი გმირი ქალბატონი ნ.მ. იმერეთის რეგიონის ერთ–ერთი სოფლის მკვიდრია. ემიგრაციაში 10 წლის წინ, უკეთესი ცხოვრების იმედით წავიდა, ხოლო საქართველოში მეუღლე და ორი შვილი დატოვა.

[sociallocker]„არასოდეს მაკმაყოფილებდა მცირედი. მშობლები პატარა ასაკში გარდამეცვალნენ. სულ ვოცნებობდი უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე. არ გამიმართლა–თქო ნამდვილად ვერ ვიტყვი. ოჯახი სიყვარულით შევქმენი. მე და ჩემს მეუღლეს ორი შვილი შეგვეძინა. მეუღლე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ოჯახი უზრუნველყოფილი ჰყოლოდა, მგრამ მე უფრო მეტი მინდოდა. ყოველთვის თეთრი შურით ვუყურებდი მეზობლის ქალს, რომელიც საბერძნეთში წავიდა და ოჯახში უამრავ რაიმეს აგზავნიდა. ჩემი მეზობლის დახმარებით ყველაფერი გავაკეთე, რომ თავი დამეღწია საქართველოსთვის. ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

 

ორი თვის წვალების შემდეგ, როგორც იქნა ჩავაღწიე საბერძნეთში. ადგილზე ჩემი მეზობლის ქალი დამხვდა. ერთ თვეში უკვე სამსახურში გავედი. თავი სიზმარში მეგონა. დაიწყო ჩემი ბედნიერი ცხოვრება. ხანშიშესული მამაკაცი, რომელსაც ვუვლიდი, მაქსიმალურს აკეთებდა, რომ თავი უცხოდ არ მეგრძნო. ჩემი მოვალეობა იყო მისთვის მხოლოდ მედიკამენტების მიწოდება და სახლის მოწესრიგება. თავიდან საშუალო ხელფასი მქონდა, რომელმაც ნელ–ნელა მოიმატა. ხელფასის ზრდა არ იყო ერთადერთი რაც მახარებდა. სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ მე და მოხუცი მამაკაცი, რომელსაც ვუვლიდი, უკვე ერთ ოჯახად ვცხოვრობდით. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ თავი ბედნიერად და ლაღად მეგრძნო. ვყიდულობდი ყველაფერს საუკეთესოს, რაზეც მიოცნებია. აღარ ვეკონტაქტებოდი ჩემს ემიგრანტ მეგობრებს. ოფიციალურად გავნქორწინდი ჩემს მეუღლესთან და ბავშვებთანაც გავწყვიტე ურთიერთობა. ვიმედოვნებდი, რომ ერთ დღესაც ძალიან გამდიდრებული ჩავიდოდი საართველოოში და ბავშვებსაც შევირიგებდი. მხოლოდ ის მაფიქრებდა, რომ როდესაც ქორწინებაზე დაიწყებოდა საუბარი, ალექსი ყოველ ჯერზე სხვადასხვა დროს მეუბნებოდა. მაშინებდა ის ფაქტი, რომ ხშირად ავადმყოფობდა. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი, რომ ჩვენი ქორწინების გადადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული. ერთ დღესაც კი ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ამ დღეს სტუმრად მოვიდნენ ალექსის შვილები და გამომიცხადეს, რომ სახლი უნდა დამეტოვებინა.

მიზეზი რა თქმა უნდა, არვაის აუხსნია. ამ პერიოდს ისიც დაემთხვა, რომ მე უკვე თავს კარგად ვერ ვგრძნობდი და პერიოდულად ტემეპერატურას ვუჩიოდი. ვიტირე, გავაპროტესტე, თუმცა ოჯახი დამემუქრა, რომ პოლიციას დაუძახებდნენ. გადამიხადეს ორი თვის ხელფასი და მითხრეს, რომ ეს მათი მხრიდან ძალიან დიდი სიკეთე იყო. ამის შემდეგ ისე, რომ პირადი ნივთების აღებაც ვერ მოვახერხე, სახლი დამატოვებინეს. ისევ ჩემს ძველ მეგობარს დავუბრუნდი, რომელმაც ჩემი შვილების ხათრით მიმიღო და რამენიმე ხანში მოხუც ბებოსთან გადავედი, თუმცა იმის გამო, რომ იქ გაუსაძლისი პირობები იყო, ფიზიკურად ვერ შვძელი მუშაობა. დავიწყე ახალი სამსახურის ძებნა და მალე მოვხვდი არაჩვეულებრივ ოჯახში, სადაც ცოლი სტომატოლოგი იყო, ხოლო ქმარს თავისი ბიზნესი ჰქონდა. ოჯახში სამი წლის ბიჭუნა ჰყავდათ, რომლისთვისაც უნდა მომევლო. ოჯახმა პირველი რაც მომთხოვა ეს იყო, რომ ყველა საჭირო გამოკვლევა ჩამეტარებინა და მათთვის ჯანმრთელობის ცნობა მიმეტანა. ცხადია ყველა გამოკვლევა ჩავიტარე. გამოკვლევებისთვის საჭირო თანხა ოჯახმა გაიღო.

თუმცა გამოკვლევის შედეგები ჩემთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. შევიტყვე, რომ აივინფიცირებული ვიყავი. ამის გაგების შემდეგ, ოჯახმა უარი თქვა ჩემს დასაქმებაზე. დიდი მცდელობის მიუხედავად, არც სხვაგან მიმიღეს სამუშაოდ. ვზივარ ახლა და ჩემს შეცდომებზე ვფიქრობ. რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას? რა მინდოდა და საერთოდ რატომ მოვდიოდი აქ? რატომ ვტოვებდი საქართველოში მოსიყვარულე ქმარ-შვილს? ეს ის კითხვებია მოსვენებას რომ არ მაძლევს და სულს მიმწარებს, მაგრამ ახლა რაღა დროსია? როგორც ჩანს, ამგვარად ჩემი შეცდომებისთვის ვისჯები. დასჯა კი ნამდვილად დავიმსახურე.

ამ ისტორიას იმიტომ გიყვებით, რომ ის სხვა დედებისთვის მაგალითი იყოს და ჩემი შეცდომა არასოდეს გაიმეორონ. განდიდების მანიას ოჯახს და სიცოცხლეს ნუ შესწირავენ”. [/sociallocker]

Comments

comments

დატოვე პასუხი