აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბი „ყარაბაღი“ ქართულ კლუბ „სამტრედიასთან“ მამტჩისას უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებს ითხოვს. ამასთან დაკავშირებით კლუბმა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, უეფას სპეციალური განცხადებით მიმართა, რომელშიც წერია, რომ მასპინძელ გუნდს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება მოეთხოვება, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო პროვოკაციები.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს აღნიშნული ორი კლუბის და უეფას წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ სტადიონზე ნებადართული იქნება მხოლოდ ორი დროშის შეტანა: აზერბაიჯანის და საქართველოსი. ქართულმა მხარემ კი განაცხადა, რომ ის ყველა ზალისხმევას გამოიყენებს, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო პროვოკაციები.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის და საქართველოს საფეხბურთო კლუბებს შორის შეხვედრებისას რამდენიმე ინციდენტს უკვე ქონდა ადგილი გასულ წლებში. 2014 წელს „ნეფტჩის“ და „ჩიხურას“ შეხვედრის დროს ბაქოში სტადიონზე გამოფინეს პლაკატი, რომელზეც გამოსახული იყო საქართველოს რუკა, იმ ტერიტორიებით რომელიც ახლა აზერბაიჯანის შემადგენლობაშია. მსგავი შინაარსის პლაკატი იქნა გამოფენილი 2015 წელს თბილისშიც „დინამმოსა“ და „გაბალას“ შეხვედრის დროს.

Comments

comments

დატოვე პასუხი