ისტორიული ჰერეთი (დღვანდელი საინგილო) იწყება იქ, სადაც კახეთი მთავრდება. საქართველოს და ჰერეთის ტერიტორიას  მდინარე მაწიმი ჰყოფს. დღეს აქ მდებარეობს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომლის საშუალებითაც, ჰერეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს უკავშირდებიან. მდიდარი ბუნება, რელიეფის მრავალფეროვნება, შესანიშნავი ჰავა და წყალუხვი მდინარეები, მეტად ნაყოფიერი ნიადაგი, მდიდარი მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო ძველთაგანვე იქცევდა ყურადღებას. მდიდარი ისტორიის მქონე მხარე დღესაც ცდილობს, მოიკრიბოს უკანასკნელი ძალები და შეინარჩუნოს სარწმუნოება და ქართველობა. თუმცა, ეს ძალიან ძნლია და რაც დრო გადის მით უფრო რთულდება. ახალგაზრდებს უჭირთ იქ ცხოვრება, ამიტომ, ყველა საქართველოში ჩამოდის და შესაბამისად, იქაურ სოფლებში მოსახლეობა უფრო და უფრო მცირდება. იქ მცხოვრებ ქართველებს უამრავი პრობლემა აქვთ განათლებასთან დაკავშირებით. სარწმუნოების შესანარჩუნებლად კი ძალიან დიდი გარჯა უწევთ.

ამ ველაფერს ემატება მართლმადიდებლური ეკლესიების შეურაცხყოფის არაერთი მაგალით, რომელიც, ბოლო სამი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ჩნდება არაერთი ტელევიზიის ეკრანებზედა ვრცელდება ონლაინ მედიაში. (ვრცლად ინფორმაცია იხილეთ ლინკზე).

დღესდღეობით, მძიმე მდგომარეობაა ზაქათალაში არსებულ წმიდა სამების ეკლესიაში, რომელიცაზერბაიჯანის ხელისუფლებას საპირფარეშოდ აქვს ქცეული. მართლმადიდებლური ეკლესიისშენობა XIX საუკუნისაა. თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ტაძრისთვის დაფა აქვს მიკრული, სადაც წერია, რომ ეკლესია   IV-X საუკუნეების აალბანური ძეგლია.

საქართველოს მხრიდან, ასეთ ფაქტებზე მხოლოდ საპატრიარქო რეაგირებს (განცხადება იხილეთ ლინკზე), მმართველი ხელლისუფლება კი, როგორც ყოველთვის ჩუმადაა. იმ შემთხვევაში კი, როცა ჰერეთის მოსხლეობა აპროტესტებს და მოითხოვს საკუთარი უფლებების დაცვას, აზერბაიჯანში მთზე, სხვადასხვა სახით ზეწოლა ხორციელდება.

 

22 ოქტომბერს ჰერეთის ასოციაციის ორგანიზებით ჰერელები მამა სერაფიმეს, ქანდაში, წმინდაცამეტ ასურელ მამათა მონასტერში ესტუმრნენ. მამა სერაფიმე მომლოცველებს გულთბილადდახვდა.  ჰერელება საკუთარ მხარეში არსებული პრობლემები გააცნეს და რჩევა სთხოვეს, თუროგორ მოქცეულიყვნენ.

როგორ უნდა მოიქცეს ჰერელი მოსახლეობა, რაშია გამოსავალი? ამასთან დაკავშირებით მამასერაფიმე  „ჯორჯან თაიმსსაც“ ესაუბრა:

“ეკლესიის წაბილწვა, რომელიც ჩვენ ვიდეო რგოლში ვნახეთ შემზარავია და ამაზრზენი. ჩვენ ყველაერთად, ჰერეთის სულიერ სადარაჯოზე უნდა დავდგეთ!  ეს აუცილებელია. ხმა ყოველთვის უნდამივაწვდინოთ და მოგვაწვდინონ. ამის შესახებ ხმამაღლა ითქვას. ოღონდ,უნდა ითქვას რბილად დაარა -ზიზღით. სწორად უნდა წარმოადგინონ ის ფაქტები, რაც იქ ხდება. შეფასება უნდა მივცეთ იქარსებულ მოვლენებს, რომლის შემდეგაც აქ მყოფ მუსლიმები გაიგებენ, თუ რა ხდება იქ, ეკლესიებში. ვფიქრობ, ამის შემდეგ აქ მყოფი აზერბაიჯანელებიც უნდა გამოეხმაურონ ამ ფაქტს. ჩვენ კი აუცილებლად, ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ამ ამაზრზენ ფაქტზე, თუ როგორ ბილწავენეკლესიებს და საპირფარეშოდ აქცევენ.

ერთია ის, რომ ყველამ ერთად ვილოცოთ და მეორე ის, რომ ამის შესახებ ბევრი უნდავილაპარაკოთ, არ უნდა შეგვეშინდეს. მიუხედავად იმის, რომ მოსახლეობის შევიწროება ხდება. ესეცცალკე პრობლემაა და ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევენ იქმყოფ ქართველებს.

მე ყველა ჰერელს მივმართავ დიდი სიყვარულით… აქ არიან ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდები დაზუსტად ჰერელი უნა გახდეს მღვდელმსახური, რომ იქაურობას მიხედოს და იდგეს სადარაჯოზე. აი, 2 000 ასურელი ვართ და მათგან ერთ–ერთი მე ვარ. წარმოშობით ასურელი ვარ და უწმინდესმა მემაკურთხა, რომ ასურელებში ვყოფილიყავი, ასურულ ენაზე წირვა აღმევლინა, მექადაგა.  დღეს, ხედავთ, რომ სადღაც, ღმერთის წყალობით, უწმინდესის ლოცვა–კურთხევით მივაღწიეთ. ჩვენსშესახებ იციან და გავაცანით ჩვენი თავი. ასევე უნდა მოიქცნენ ჰერელებიც. არავინ არ მოეკიდებაპრობლემას, ისე, როგორც შენი სისხლი და ხორცი,“– აღნიშნა მამა სერაფიმემ.

 

ჰერეთის პრობლემებზე ასევე გვესაუბრა „ჰერეთის ასოციაციის“ ერთ–ერთი წევრი დანიელყულოშვილი:

 

„ჩვენი ჩამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ მამა სერაფიმეს ქართველი მრევლისთვის გაეცნო ჰერეთისკუთხე და მისი პრობლემები. თვითონ მამა სერაფიმე დედით ჰერელია და გულთანა ძალიან ახლოსმიაქვს ჰერელების პრობლემები. წირვის დროს იქადაგა იმის შესახებ, რომ ჰერელებს გვერდშიდგომა სჭირდებათ.

ეს მართლაც ასეა, რადგან იქ ძალინ მძიმე სიტუაციაა და  დახმარება გვჭირდება. მართლმადიდებლური ტაძრების შეურაცხყოფა და წაბილწვა მიდის. ამის არაერთი მაგალითიგვაქვს: თუნდაც ერთი რომ ვთქვათ, ზაქათალის წმინდა სამების ეკლესია საპირფარეშოდაა ქცეული, კარები აქვს ჩამოხსნილი და გაუბედურებულია. ეს იმის, ფონზე უფრო მძაფრად ჩანს, როდესაცსაქართველოში ამდენი მეჩთია და ქართველი ხალხისგან ასეთი ფაქტები იშვიათა.

 

ასევე მოვუწოდებ ჰერელ ახალგაზრდებსაც, რომ გვერდში დაგვიდგნენ და ფართოდ გავაცნოთსაზოგადოებას ის, მძიმე მდგომარეობა, რაც ჰერეთშია,“–აღნიშნა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარშიდანიელ ყულოშვილმა.

 

 

/ ნინო ოთარაშვილი /

Comments

comments

დატოვე პასუხი