2009 წელი, 18 იანვარი, ურეკი.

ვხედავ, რუსეთი სომხებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომისთვის ამზადებს. ეს ყარაბაღია!!! მაგრამ ქართველებიც უნდა გავფრთხილდეთ, ვინაიდან რუსეთმა უამრავი იარაღი შეზიდა სასომხეთში, რაზეც ყველა ალაპარაკდება და მთავარი, ეს მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსკენ!!! რუსეთი თითქოს ორ და სამ კურდღელს იჭერს ერთდროულად. მთავარი აზერბაიჯანის ენერგორესურსებია. ამიტომ აუცილებელია აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა შეიქმნას და ეს გზა მოჭრან, ანუ პირდაპირ დაარტყან `ნაბუქოს~ პროექტს. ამით საქართველოც პარალიზდება, ევროპა კი ისევ რუსეთზე დამოკიდებული დარჩება.

2009 წელი, 25 აპრილი, თბილისი.

რაც შეეხებათ სასომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს – ეს ძალიან რთული და საშიში საკითხია. რუსეთი აქაც, მათ პოლიტიკაშიც აფათურებს ხელებს. თუ სასომხეთი კარგად არ მოიქცევა, რა მოხდება მაშინ? ან თუ აზერბაიჯანს შეეშლება რამე რუსეთთან, მაშინ?

რუსეთი, ვხედავ, ისევ შეეცდება ყარაბაღის საკითხის გახსნას, ანუ არეულობის შემოტანას, რათა ომი გააღვივოს, იქაც აახმიანოს ტანკები და ითამაშოს მშვიდობისმყოფელის როლი. მაგრამ ვხედავ, ეს თამაში რუსეთს მთელ კავკასიაში ძალიან ძვირი დაუჯდება!

***

კრემლი… აზერბაიჯანსა და სასომხეთში “მშვიდობისმყოფლად” გვევლინება, მაგრამ იქაც სამხედრო ბაზებს ამაგრებს, კერძოდ, სასომხეთში. აზერბაიჯანს კი ყარაბაღს ჰპირდება, თუ იგი მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეთანხმებებს შეწყვეტს ევროპა-ამერიკასთან და ა.შ. მომავალში, ვხედავ, აზერბაიჯანი არ დაემორჩილება რუსეთს. მათ ზუსტად იციან, რომ რუსეთი, უხეშად რომ ვთქვათ, ატყუებს.

***
აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობები, ვხედავ და ვიმეორებ, შეუძლებელია. ყოველთვის იქნება ინტრიგები და ომები, რაც დასავლეთს ნამდვილად არ აწყობს.

2009 წელი, 1 ივლისი, ურეკი.

ვხედავ, რუსეთი აზერბაიჯანის სახელმწიფოსკენ იხრება, ანუ მოლაპარაკებებს აწარმოებს მასთან. თემა – ყველასათვის ცნობილი ყარაბაღის ტერიტორიები. მომავალში ვხედავ სასომხეთის მოტყუებას, ანუ გადაგდებას ამ საკითხში. რუსეთს სომხეთის მხრიდან არავითარი დარტყმისა არ ეშინია. ეს საკითხი მათთვის სასაცილოც კია. ისინი სასომხეთით მანიპულირებენ, როგორც სურთ. მითუმეტეს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსების სამხედრო ბაზებია განლაგებული და ამბოხებას წამში ჩააქროებენ! მოკლედ, როგორც კატა ტომარაში, ისე ყავთ სომხები, თავისი ჭკუით, პოლიტიკურად დაჭერილი. მაგრამ ვხედავ, ეს თამაში სომეხ პოლიტიკოსებსა და მთავრობას არ გამოეპარებათ. რუსეთი ღიად აწარმოებს მთელ კავკასიაში ომების გაჩაღების პოლიტიკას!

აქ არც აზერბაიჯანს ძინავს. ვხედავ რომ ისინი რუსეთს საერთოდ არ ენდობიან და არც აქვთ სურვილი, ყარაბაღის საკითხი რუსებმა გადაუწყვიტონ. ან რატომ უნდა გადაუწყვიტონ? რატომ ყოფენ ცხვირს აზერბაიჯანის სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში? ეს ყოველივე ხმამაღლა ითქმება.

ყველაზე მთავარი კი ის, არის, რომ ვხედავ, რუსეთი კავკასიის, კერძოდ, აზერბაიჯანის ენერგორესურსებს ხელშივერ ჩაიგდებს! ამას არც სომხების მიმართ ღალატი უშველის და არც ყარაბაღის თემით თამაში!!! აზერბაიჯანი ბოლოს უარს ეტყვის რუსეთს, ყარაბაღის საკითხს კი რუსების გარეშე უკეთესად გადაწყვეტენ! ხოლო გაზი და ნავთობი ევროპისკენ საქართველოზე გაივლის! მოკლედ და კონკრეტულად, ვხედავ, რუსეთი ამ პოლიტიკურ ბრძოლას წააგებს. მათ სხვა პრობლემები ექმნებათ – ეს სასომხეთია. ამ თამაშს ისინი რუსეთს არ აპატიებენ და ვხედავ, ერთ დღეს ატეხენ ყვირილს, რუსეთმა თავისი ჯარი გაიყვანოს სომხეთის სახელმწიფოდანო. აზერბაიჯანი არ აჰყვა კრემლს, თორემ რუსებმა სომხები, ფაქტობრივად, გაყიდეს, უღალატეს! სომხეთის მთავრობა ხვდება, რომ მათი პოლიტიკა საქართველოს პოლიტიკას უნდა გამოებას და გეზი ევროპისკენ უნდა აიღონ, თორემ რუსების მონებად დარჩებიან სამუდამოდ; ანუ სომხეთი ერთ დიდი რუსულ ყაზარმად, სამხედრო ბაზად გადაიქცევა და მეტი არაფერი. ეს კი სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული იქნება!

მთავარი ის არის, რომ მომავალში ევროპა ყარაბაღში ომს არ დაუშვებს – ორივე მხარეს, როგორც მათ უყვართ, მოუწოდებენ მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. ეს იმ დროისთვის, ვხედავ, სომხეთს ძალიან აწყობს, იმიტომ, რომ აზერბაიჯანს ყარაბაღის დაბრუნება ომით აქვს გადაწყვეტილი. სხვა გზას ისინი ვერ ხედავენ.

2008 წელი, 8 ივლისი, ურეკი.

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, იქ რუსეთის სამშვიდობო მცდელობანი არც დაიჯეროთ. პირიქით, მათ სურთ, ახალი ომი გააჩაღონ ამ ორ სახელმწიფოს შორის და მიაჩნიათ, რომ დროულია საკუთარი გეგმის განხორციელება, ანუ `ნაბუქოსა~ და სხვა პროექტების ჩაშლა, ნატოში ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა და ა.შ. განსაკუთრებით ამ ორი სახელმწიფოს დაახლოებაა საშიში რუსულ სცენარში.

***
რუსეთს არც აზერბაიჯანსა და სომხეთთან გაუვა სამშვიდობო მომრიგებლის როლის თამაში. არცერთი სახელმწიფო არ ენდობა რუსეთს. ყარაბაღი – ეს რუსული გეგმა იყო, და დღეს ძალიან ძნელად დასაჯერებელია ამ საკითხის მშვიდობიანი გზით დარეგულირება, ისიც, რუსეთის მხრივ! ამიტომ სომხეთი და აზერბაიჯანი არცერთ შემთხვევაში არ ენდობიან რუსეთს. ისინი მომხრეები არიან, გააძევონ რუსეთი კავკასიიდან!

2009 წელი, 25 აგვისტო, ურეკი.

ვხედავ, აზერბაიჯანი არცერთ შეთანხმებაზე არ წავა რუსეთთან. კრემლის გაცოფებული ბინადარნი ხმამაღლა გამოთქვამენ აღშფოთებას და ღიად უპირისპირდებიან აზერბაიჯანს, თითქოს წარსულში დაპირისპირებული არ იყო. ყარაბაღის ომიც ხომ რუსეთის კისერზეა? ამას აზერბაიჯანი რუსეთს არ აპატიებს და სადაც კი შეძლებს, “დიდ რუსეთს” ყველგან და ყოველთვის შეაქცევს ზურგს.

რუსეთს ძალიან უყვარს გამოთქმა “უმცროსი ძმები”. ასე უწოდებდნენ ისინი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და ძალიან სწყინთ, როცა “უმცროსი ძმები” ღალატობენ! ესე იგი, საკუთარი ინტერესების დაცვა, რუსეთისთვის ღალატია?! ნამდვილად სასაცილოა! ვხედავ, ასეთი მახეების დაგება აღარ გამოუვათ. აზერბაიჯანთან ძალიან სერიოზული პოლიტიკური შეჯახებები იქნება და ამაზე მთელი მსოფლიო ილაპარაკებს. საქართველოს დაემატა აზერბაიჯანიც! ეს კი რუსეთისთვის უდიდეს პრობლემებს ქმნის!

2009 წელი, 14 ოქტომბერი, ურეკი.

ვხედავ, მომავალში აზერბაიჯანი არ აპატიებს თურქეთის სახელმწიფოს ღალატს; დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თურქეთის მთავრობა საკუთარ დამოკიდებულებას რუსეთისადმი იმით ხსნის, რომ სომხებთან გარიგებით, აზერბაიჯანის დაკარგულ მიწებს, ყარაბაღს მოითხოვენ. მაგრამ ეს საკითხი არც სომხების გადასაწყვეტია და არც აზერბაიჯანელებისა, ვინაიდან რუსეთი ამ შემთხვევაშიც აგრესორია და ისინი წყვეტენ ყარაბაღის ბედს.

და მაინც, ეს პოლიტიკურად გაუმართლებული ნაბიჯები აღმოჩნდება თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან რუსეთი – მოსკოვი, მხოლოდ თავის სასარგებლოდ თამაშობს და პარტნიორებს ბოლოს კარგად უცრუებს იმედებს.

ისიც საინტერესოა, თვითონ სომხები დათმობენ ყარაბაღს??? პასუხი, ვხედავ, ასეთია: “არა! არა! და არა!!!” სომხები ჯერ ჩუმად არიან და თვალყურს ადევნებენ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. კი, ვითომ ისინი წყვეტენ ამ საკითხს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტყუილია. ყველამ იცის, რომ ეს რუსეთის მიერ დამუშავებული გეგმაა თურქეთთან და ძალიან ბევრი ჩანაფიქრი აქვთ! მაგრამ აზერბაიჯანი ყველას გაუცრუვებს იმედებს. ვხედავ, აქ ირანიც ერთვება. “შეხედეთ თურქეთის პოლიტიკას”, – იტყვიან მომავალში. – “ერთმორწმუნე აზერბაიჯანს სწირავენ!”. აქედან გამოიკვეთება, თუ როგორია მომავალში თურქეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობები. ისინი ერთმანეთს არ ენდობიან.

აზერბაიჯანი სომხეთის სახელმწიფოს არასდროს შეურიგდება ბოლომდე! ანუ ხალხი ერთმანეთს არ აპატიებს. დიდი სიძულვილია მათ შორის და ამას სიყვარული ვერ მოჰყვება, ვერ გადალახავენ სიძულვილს!!! კრემლის მიერ შემუშავებული პოლიტიკური გეგმა განწირულია!!! იქით ირანი ცდილობს გააძლიეროს გავლენა აზერბაიჯანზე, მოიყვანოს თავისი ხალხი მთავრობაში და ნელ-ნელა დაიკავოს, ანუ, ასე ვთქვათ, დაიპყროს აზერბაიჯანის სახელმწიფო. ირანი თავის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს აზერბაიჯანს. რუსებს ეს დიდად არ აწყობთ, მაგრამ დღეს იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ატარებენ სასომხეთსა და აზერბაიჯანთან მიმართებით, არაფერი გამოუვათ. რატომ? ამერიკას ვხედავ ჩართულს ამ დიდ თამაშში და რუსეთი მათ მიერ დაგებულ მახეში გაებმება. ამაზე მთელი მსოფლიო ილაპარაკებს! აზერბაიჯანი ძლიერი სახელმწიფოა და ბევრი მომხრეც ჰყავს! რუსეთი დღეს აზერბაიჯანს ვერ მოერევა.
მოდის ქალი-პრეზიდენტი, მეტად ჭკვიანი და დიდი დიპლომატი. აი მაშინ ნახეთ, რაოდენ დიდი, რადიკალური პოლიტიკური ცვლილებები მოხდება აზერბაიჯანში. საქართველოს გზა – ეს არის ის, რასაც ცნობს და ენდობა აზერბაიჯანი. ქალი-პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს საკითხებს გადაწყვეტს. ეს ძალიან დაარტყამს რუსეთს და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყარაბაღის საკითხი წყდება აზერბაიჯანის გამარჯვებით. დიახ, ასეც არის! პრეზიდენტს ტერორსაც კი მოუწყობენ, მაგრამ იგი ცოცხალი დარჩება. რუსეთი წააგებს ასი პროცენტით.

2010 წელი, 17 თებევალი, თბილისი.

აზერბაიჯანსა და სასომხეთს შორის ყარაბაღის საკითხი მხოლოდ ომით გადაწყდება. სიწყნარე და სიმშვიდეც რომ იყოს, მაინც ომით გვარდება ეს საკითხი. ყველაფერს კოსმოსი წყვეტს. მომავალში ყველა იბრუნებს იმას, რაც ეკუთვნოდათ და უკან აბრუნებენ იმას, რაც არ ეკუთვნოდათ და ამ პროცესებს ვერავინ შეაჩერებს. აქ რუსეთის პოლიტიკა უძლურია, უძლური!

2010 წელი, 5 მარტი, თბილისი.

რაც შეეხებათ სომხებს, მათ მორიგებას თურქეთთან არ ვხედავ. ყველაფერი ჩაშლილია. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანი უფრო ომისთვის ემზადება ყარაბაღის დასაბრუნებლად, ვიდრე მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის. აზერბაიჯანი რუსეთს არ ენდობა და არც არასდროს ენდობოდა! ეს ზუსტად ის გეგმაა, რომელიც საქართველოში აამოქმედეს რუსებმა. ახლა ყარაბაღის სახელმწიფოს შექმნა სურთ.

2010 წელი, 26 აპრილი, დილის 5 საათი, თბილისი.

რაც შეეხება სომხების გენოციდს ოსმანთა მიერ, ეს თემა კიდევ გაგრძელდება სომხებსა და თურქებს შორის. თვითონ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ვერ ადასტურებენ სამართლებრივად ამ მართლაც ვანდალურ ფაქტს!!! აქვეა აზერბაიჯანიც თავისი მოთხოვნებით ყარაბაღთან დაკავშირებით. მოკლედ, დიდი პოლიტიკური თამაშები მიდის. რაც შეეხება საქართველოს ჩარევას ამ საკითხში, მომავალში ეს არ მოხდება, ანუ საქართველო ვერ ჩაერევა, ვინაიდან თურქეთსა და აზერბაიჯანთან არავითარ შემთხვევაში _ ვიმეორებ: არავითარ შემთხვევაში! _ არ გააფუჭებს დიპლომატიურ და, ასე ვთქვათ, მეგობრულ ურთიერთობებს.

2010 წელი, 4 ივნისი, თბილისი.

ვხედავ, რუსეთი აზერბაიჯანში ცდილობს არეულობის მოწყობას. აზერბაიჯანის პრეზიდენტი დიდ წინააღმდეგობას გაუწევს კრემლს და რუსეთს არ მისცემს საშუალებას, რომ მზაკვრული გეგმები განახორციელოს და ახლა აზერბაიჯანში მოაწყოს მეორე ყირგიზეთი, ანუ რევოლუცია. ეს ბრძოლა იქნება ძალიან სასტიკი, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტი არაფერს დაუთმობს კრემლის ბინადართ და მოუგებს მათ. იგი სასტიკად ჩაახშობს ყველანაირ გამოსვლას და ხალხიც მათ აზერბაიჯანის მტრებად გამოაცხადებს! მოკლედ, რუსეთი ერთიმეორის მიყოლებით წააგებს კავკასიაში! ამინ!

2010 წელი, 9 ივნისი, თბილისი.

მინდა აღვნიშნო: 1995-1996 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი ყარაბაღში არ დამთავრებულა, ომი გაგრძელდება-მეთქი. ასეც მოხდება! ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან აზერბაიჯანს ჩრდილოკავკასიელები მიემხრობიან. ნუ გავიწყდებათ, რომ ისინი მუსლიმები არიან და დღესაც მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, ასე რომ, სომხეთი ფრთხილად, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და რუსეთს არ უნდა ენდოს! ეს ყველამ იცის!

2010 წელი, 27 ივნისი.

“აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი არ დამთავრდება!” _ ეს ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე, ვთქვი, რომ ეს ომი მაინც გაგრძელდებოდა, ყარაბაღის საკითხი კი გადაწყდება ისე, როგორც ნაწინასწარმეტყველებია.

დღეს ეს ორი ქვეყანა ომით ფიქრობს ყარაბაღის საკითხის მოგვარებას. ვხედავ, რუსეთი ამ საკითხში მთავარ როლს თამაშობს: “აზერბაიჯანი და სომხეთი ხომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაა? ჰოდა, რუსეთს ეკუთვნის”.

ვხედავ, ძალიან რთული პროცესები იწყება. რუსები ვითომ სომხებს უჭერენ მხარს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა. რუსეთი თავის სასარგებლო პოლიტიკას ითამაშებს. ვხედავ, კრემლში ფიქრობენ, იგივე გაიმეორონ, ანუ მოახდინონ ყარაბაღის ოკუპირება, მაგრამ ამის თავი ნამდვილად არ აქვთ. არც დალაგდებიან, არაფერს დაალაგებენ! პირიქით, უფრო დაძაბავენ სიტუაციას და ორივე მხარის ემისრებად მოგვევლინებიან. ასევე ვხედავ, როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გაატარეს აგრესია, იგივეს გააკეთებენ ყარაბაღშიც _ ოკუპაციას; ჩადგებიან იქ, დაიწყებენ სამხედრო ბაზების მშენებლობებს და ამ ოკუპაციას დაარქმევენ სამშვიდობო მოქმედებებს, თითქოს კავკასიას ერთი დიდი ომი ააცილეს _ ის ომი, რომელიც თავად წამოიწყეს და ისევ თავად განაგრძობენ. რუსეთის გეგმით, ყარაბაღის ტერიტორია ერთგული, ყურმოჭრილი სომხეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს. აქ რუსები რამდენიმე კურდღლის ერთდროულად დაჭერას ცდილობენ. ასევე მნიშვნელობა აქვს, როგორ მოიქცევა აზერბაიჯანი, რომელიც რუსებისთვის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს ენერგო-რესურსების ხაზით, რისი ხელში ჩაგდებაც სურს მოსკოვს. დიახ, კრემლმა უნდა მართოს, რაც კავკასიაში ენერგორესურსებია თუ დამაკავშირებელი გზები, რომლებიც ასევე საქართველოზეც გადის _ “აბრეშუმი გზა!” მოკლედ, თუ დიპლომატია არ გაჭრის, მაშინ ომი! ომით გადაჭრის კრემლი მომავალში ამ საკითხებს. ფრთხილად! კაცი ბჭობდა, ღმერთი კი იცინოდაო. ისე არ არის, პოლიტიკოსებო, ყველაფერი, როგორც თქვენ გსურთ. თუმცა, ეს ყველას ეხება, ერსაც და ბერსაც! მომავალი დიდი მოულოდნელობებით არის სავსე, თქვენ რომ ვერც წარმოიდგენთ! დიახ, თქვენ რაღაცეებს იგონებთ და ეპოტინებით, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია _ ეს წინასწარმეტყველებაა, რომელიც ყოველთვის მართლდება და ყველას ადგილს მიუჩენს. რაც მთავარია, “დრონი მეფობენ და არა მეფენი!” ცვლილებები კი ძალიან მალე იქნება! ადამიანებს გეჩქარებათ, თორემ კოსმოსი სულაც არ ჩქარობს!

ასე რომ, ყარბაღის ომი მოკლე ხნით, მაგრამ მაინც იქნება. ფრთხილად, აქ მუსლიმების გაერთიანებას ვხედავ. ეს გაერთიანება დიდი დარტყმა იქნება როგორც რუსეთის, ისე სომხეთისთვის. აზერბაიჯანი უკან არცერთი ნაბიჯით არ დაიხევს. მისი ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე თურქეთია, რომლის უკან ამერიკა დგას. ასე რომ, რუსეთის მთავრობს დიდი სიურპრიზები ელის.

2011 წელი, 27 ივნისი, თბილისი, დილის 9 საათი.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის საკითხი მშვიდობიანად ვერ გადაწყდება. რატომღაც რუსეთის მთავრობას ჰგონია, რომ იგი ისეთი დიდი ავტორიტეტია აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, რომ მათ წინადადებებს მიიღებენ და ასე გადაწყდება ყარაბაღის საკითხი. პასუხი კი იმავე წამს მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა: ვერ შეთანხმდნენ მხარეები. ვერც მომავალში შეთანხმდებიან! იქნება ომები, სანამ არ გაყოფენ ტერიტორიას!
მანამდე კი ორივე ქვეყანას _ აზერბაიჯანსა და სომხეთს დიდი სირთულეები ექნებათ გადასალახი. ეს ომები და სიჯიუტე კი ხალხს დააზარალებს, როგორც ყოველთვის!
რუსეთის როლი, ვხედავ, ძალიან, ძალიან უარყოფითად აისახება ამ ორი სახელმწიფოს ბედზე. ვიმეორებ: აზერბაიჯანსა და სომხეთს ერჩივნათ, საერთო ენა რუსეთის გარეშე გამოენახათ. როცა ამას მიხვდებიან… ან მიხვდებიან, რომ? მოკლედ, კოსმოსი გაფრთხილებთ და როგორ მოიქცევი, ეს უკვე, ადამიანო, შენი გადასაწყვეტია.

2011 წელი, 27 ივლისი,
ურეკი, დილის 12 საათი.

სომხები აზერბაიჯანელებს საფლავში ჩაჰყვებიან, ყარაბაღს კი არ თმობენ. მათი იმედი რუსეთია. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი აუცილებლად დაუბრუნებს მათ ყარაბაღს. მაგრამ დღეს აზერბაიჯანი ცუდად არ იქცევა და ამიტომ რუსეთს მძინარე დათვის პოზიცია უკავია, როგორც ყოველთვის, და თამაშობს.

2012 წელი, 25 იანვარი, თბილისი.

რაც შეეხებათ აზერბაიჯანსა და სასომხეთს, უამრავი რამ ვიწინასწარმეტყველე და ვიცი, რომ ყველაფერი ზუსტად ასრულდება!!! რუსეთი უკვე იწყებს თავისი ბინძური პოლიტიკის თამაშს ყარაბაღის საკითხში. შემოგვხედეთ, რუსები მშვიდობისმყოფელები ვართ და არა აგრესორებიო, ამბობენ. მსოფლიო კი, ვხედავ, ასე არ ფიქრობს. ნეტავ, ვის ატყუებენ რუსები?! მალე ამ პოლიტიკურ თამაშებსაც აეხდება ნიღაბი. აზერბაიჯანი კი უსმენს რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ წინდაწინ იციან, რომ ეს საკითხი ასე ადვილად არ გადაწყდება. საინტერესოა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რატომ არ გაატარეს ამგვარი პოლიტიკა?

***

აზერბაიჯანი, ვხედავ, მომავალში სვამს საკითხს: ან მთელი ყარაბაღი, ან სულ არაფერი, ანუ ომით დაიბრუნოს. ვხედავ, სომხებიც ამგვარად ფიქრობენ, უბრალოდ, რუსებს პოლიტიკურ თამაშში აყვნენ. სხვა გზა არ აქვთ. რუსეთია დღეს მათთვის დასაყრდენი ბაზა. თავის მხრივ, სომხეთია კავკასიაში რუსეთის დასაყრდენი. თუმცა, გარწმუნებთ, ვხედავ, მათ ერთმანეთი არ ეპიტნავებათ, მაგრამ, რას იზამ, პოლიტიკა თავისას თხოულობს. ეს არის კავშირი ქვეყნებისა, რომლებიც ერთმანეთს არ ენდობიან. ეს უნდობლობა კი რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს კარგს არაფერს მოუტანს.

მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთისა და სომხეთის მოლაპარაკებებიდანაც არაფერი გამოვა. თითქოს რაღაც მიზანს აღწევენ, მაგრამ ყველაფერი ჩაიშლება. რუსეთი სამშვიდობო მისიას არ შეასრულებს; პირიქით, ორივე მხარეს გააღიზიანებს. ვხედავ, გაღიზიანებული აზერბაიჯანი მსოფლიოს მიმართავს, რომ რუსეთი უხეშად ერევა მის საშინაო საქმეებში, რომ რუსეთი ყარაბაღის საკითხით ურცხვად ვაჭრობს და აზერბაიჯანი ამ პოლიტიკურ თამაშს არ აყვება. ეს იქნება ყარაბაღში ომის დაწყების კიდევ ერთი საბაბი. ფრთხილად! რუსები როგორც საქართველოს მოექცნენ _ დაგვბომბეს და ტერიტორიები ჩამოგვაჭრეს _ ასევე მოექცევიან აზერბაიჯანსაც. მოტივი იგივეა: პატარა სომხეთის დაცვა! სამოქმედო გეგმის შეცვლაც კი დაეზარათ კრემლის ბინადართ. ახლა რუსეთი ცდილობს, მსოფლიოს ყურადღება ყარაბაღზე გადაიტანოს, მაგრამ ეს რუსული პოლიტიკა განწირულია თავშივე.

Comments

comments