ქურმუხი

ქურმუხის ეკლესიის, ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის შესახებ ადგილობრივი ქართველების მეხსიერებაში რამდენიმე ლეგენდა–თქმულება შემონახულია.

 

გადმოცემის თანახმად, წელიწადში ერთხელ – აღდგომა დღეს მარიამ დედა (ღვთისმშობელს ასე მიმართავენ საინგილოში) აღებს ხოლმე ტაძრის ქვემოთ არსებულ გამოქვაბულის კარებს, გამოდის გარეთ და ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნის. ამავე დროს გამოფრინდება ხოლმე შიგნიდან ოქროს მამალი და ყივილს დაიწყებს, ბანს აძლევენ მახლობელი სოფლის მამლები. ერთხელ, როცა ჩვეულებისამებრ გამოვიდა მარიამ დედა და ნაწნავების ვარცხნა დაიწყო, თათარი მიეპარა და დაჭერვა მოუნდომა, მაგრამ ხელი მაშინვე გაუშეშდა. ღვთისმშობელი კი სასწრაფოდ შევიდა გამოქვაბულში და კარები დაიხშო. თათარი შეევედრა ღვთისმშობელს და წმინდა გიორგის, განიკურნა და ქრისტიანობა მიიღო.

ერთ ურწმუნო ვაჭარს თავისი ქარავნით ქურმუხის ეკლესიისაკენ გამოუვლია და ტაძრისთვის შესაბამისი პატივი არ მიუგია. რის გამოც წმინდა გიორგის ისიც და მისი აქლემების ქარავანიც გაუქვავებია

Comments

comments

დატოვე პასუხი