ლელა კაკულია

2009 წელი, 28 ოქტომბერი, თბილისი.

ვხედავ, ოპოზიცია არასწორ ნაბიჯებს დგამს. ზოგი პარლამენტში შედის მყარი ალიბით, ზოგი – საქართველოს სიყვარულით, ზოგი გარეთ რჩება და ზოგიც რუსეთში დარბის! ხალხმა აღარ იცის, ვისი იმედი უნდა ჰქონდეს, აღარ იცის, ვინ ვინ არის და საერთოდ, არსებობს თუ არა ოპოზიცია???

ვხედავ, ხალხი მათ საერთოდ აღარ ენდობა! აღარას ვამბობ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებზე (ვაი თქვენ პატრონს!). ერთი სიტყვით, დიდი ქაოსია.
მოკლედ ვიტყვი: ვხედავდი და ვხედავ ახლაც, რომ ოპოზიცია არასდროს გაერთიანდება. დგებიან ერთად, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მერე ვეღარ ძლებენ და იშლებიან. დიახ, ისინი ერთ ენაზე ვერასდროს ილაპარაკებენ. “ლეიბორისტები” კი ყვირიან, მაგრამ მათ ხალხი ყურს არ უგდებს, რომელსაც მობეზრდა ოპოზიციის შეყრა-გაერთიანება და მერე დაშლა. `ლეიბორისტების~ შეფასებები სწორია, მაგრამ გულგატეხილ ხალხს აღარც მათი მოსმენა სურს.
საინტერესოა ისიც, რომ ქართულ ოპოზიციას საკუთარი ოპოზიცია ყავს შიგნით, მთავრობა კი განზე დგას და ყურადღებით ადევნებს თვალყურს, რომ ვინმემ თამაშის წესები არ დაარღვიოს. მოკლედ, ხალხი ლანძღავს ოპოზიციას, ოპოზიცია ცდილობს ხალხის შემობრუნებას და მიდის დრო! სად??? არსად – საწყის წერტილთან ბრუნდება!!! რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ლიდერი არ არის, ლიდერი, რომელიც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა მთავრობას და წამოიყვანდა სერიოზულ პოლიტიკურ დათმობებზე, როგორც ეს სხვა, ცივილურ სახელმწიფოებში ხდება! დიახ, ასეა. ხალხი კი, ისევ ვიმეორებ, მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საქართველოს, ფაქტობრივად, არ ჰყავს. ვხედავ, არსებობენ ჭკვიანი პოლიტიკოსები, მაგრამ ისინი ვერაფერს გახდებიან, რადგან მათი არავის ესმის.
ვხედავ, ყველაფერი კულმინაციას მიაღწევს, სოციალური აფეთქებაა უკვე მომწიფებული! და ამ ტაიფუნს ვინ შეაჩერებს? ვერავინ! ფრთხილად!!! კიდევ ვიმეორებ: რუსეთის წისქვილზე არ უნდა დაასხათ წყალი. ეს არც მოხდება.
ვხედავ, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, თვითონ რუსეთში დიდი გამოსვლები დაიწყება და ამას კრემლის ბინადარნი ვეღარ შეაჩერებენ. სხვის თვალში რომ ბეწვს ეძებს რუსეთი, საკუთარ თვალში გახერგილ ბოძს მიხედოს! სხვისი მიწების მითვისებით ორჯერ მეტს დაკარგავს რუსეთი და დგება დრო, როცა კავკასიონს ვეღარ გადმოაბიჯებს. ეს ასეა ასი პროცენტით.
ვხედავ, საქართველოსთან რუსეთი დიდ პოლიტიკას წააგებს. ისე, მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ თამაშობს. რუსეთს დიდ იმედებს აძლევს ოპოზიციონერთა მიერ გატარებული პოლიტიკა. რაც, თავის მხრივ, საქართველოს დროს აძლევს, თავიდან აიცილოს ომები და მოასწროს რუსი აგრესორების გაყრა ქართული ტერიტორიებიდან! ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხიც გადაწყდება და ამას ხელს ვერავინ შეუშლის. საქართველოს მალე მოევლინებიან მეცნიერი პოლიტიკოსები. მოდის მეცნიერთა პარტია, ვხედავ!!! ამინ! ეს ის ძალაა, რომელიც იხსნის საქართველოსა და ქართველებს არამხოლოდ რუსეთის შემდგომი აგრესიისგან, არამედ გადაშენებისგან! ისინი, ვისაც წინასწარმეტრყველებამ დაარქვა `მეცნიერები~, მოულოდნელად ჩნდებიან პოლიტიკურ არენაზე და ამას მთელი საქართველო მიხვდება. ყველაფერი სრულდება ასი პროცენტით.
დღეს კი ხალხი არავის უჯერებს. რაც ვიწინასწარმეტყველე ოპოზიციაზე, ყველაფერი ზუსტად სრულდება. ყველა მათი წამოწყება ფუჭად ჩაივლის! სამაგიეროდ, საპარლამენტო ოპოზიცია მოგვევლინება ვითომ ძლიერ პარტიებად, მაგრამ ხალხს მათი გაგონებაც არ სურს, ხალხი მათ ხმას არ მისცემს. ისინი უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდებიან, ვიდრე გარეთ დარჩენილი ოპოზიცია. თუმცა, ვხედავ, ხალხი მათ ერთნაირ შეფასებას აძლევს!
მინდა დავამშვიდო ჩემი საყვარელი ქართველები, რომ ვირუსები და ინფექციები არ გავრცელდება საქართველოში! რუსეთი, როგორც წარსულში ვიწინასწარმეტყველე, ბაქტეოროლოგიურ, ქიმიურ ომს იწყებს! ვხედავ, ეს ჭირი მათ საკუთარ სახლში მიუბრუნდებათ. მე ასე ვხედავ: კავკასიონი იცავს საქართველოს მომწამლავი ნივთიერებებისგან! ეს ასეა. იქნება პატარა ვირუსები და მეტი არაფერი. ნუ შეშინდებით. კოსმოსი არ დაუშვებს ქართველების, ასე ვთქვათ, ამოწყვეტას. პირიქით, ვხედავ საქართველო გადაურჩება ამ ჭირს, დიახ, შავ ჭირს, რასაც სხვა ქვეყნებზე ვერ ვიტყვი!

2009 წელი, 6 ნოემბერი, თბილისი.

ჩემო საყვარელო ქართველებო, ვიცი, რომ ყველაფერს გაუძლებთ და ის სიკეთე, რასაც უფლის მადლი ჰქვია, მთელ საქართველოს მოეფინება. ძალიან მიყვარხართ! მიყვარს ჩემი ხალხი და ჩემი სამშობლო.
მე არანაკლები დარტყმა მომაყენეს შავმა ძალებმა, მაგრამ ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს, ვინაიდან კოსმიური ენერგია უძლეველია! წინასწარმეტყველებას ვერაფერი დაუდგება წინ. ყოველთვის გამოვყავარ მას გასაჭირიდან, როცა უარყოფითი ძალა მიპირისპირდება! იმ კოსმიურ განზომილებას, საიდანაც მოვდივართ, უზარმაზარი დაცვითი ენერგია ახლავს და მასთან ბრძოლა უაზრობაა.
მინდა ისევ აღვნიშნო, რომ საქართველო ძალიან მალე ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი სახელმწიფო იქნება. ეს ასეა ასი პროცენტით. დედამიწაზე მართლა ყველაფერი დროებითია. რაც საქართველოში ხდება, ესეც დროებითია, ვინაიდან უკეთესი დრო მოდის და გაბრწყინდება ჩვენი ქვეყანა, ამინ!

2009 წელი, 16 ნოემბერი.
***
ქართულ პოლიტიკაში ერთი და იგივე მეორდება. ოპოზიცია ფეხზე ვერ დადგება, ვხედავ. რატომ? აქ კითხვაც კი არ უნდა დაისვას. ნუთუ გგონიათ, რომ ჩემს ხალხს სკლეროზი აქვს და არაფერი ახსოვს? თუ ოპოზიციის ახალი ლიდერები, ანუ მთავრობის ყოფილი წარმომადგენლები, ისე უცებ გადაკეთდნენ და გადასხვაფერდნენ, რომ ხალხი მათ ვერ ცნობს? სასაცილოა! ფრთხილად! თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემი ხალხი ბრბოა და გაჭირვება აიძულებს მათ, რომ ოპოზიციას გამოჰყვეს? მაგრამ თქვენი გათვლები არ გამართლდება. გეყოთ ხალხის დაცინვა. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. ჰოდა, ჩემი საყვარელი ხალხი და მთელი საქართველო ბოლოს გაიცინებს! ეს ასეა ასი პროცენტით! წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება. საცოდაობა ის არის, რომ იქმნება ვითომ ახალი პარტიები, მაგრამ ისევ ძველი სახეები ფიგურირებენ. ხალხს კი მათი არ სჯერა. ხალხს არავისი არ სჯერა. თუმცა, ეს გზაც გასავლელია.
საქართველო უნდა გახდეს ევროპის ნაწილი და ეს ასეც მოხდება მომავალში, მაგრამ დღეს ეს საკითხიც არ აინტერესებს ხალხს. დიახ, ძალიან ძნელია. რასაც შეჩვეული ხარ, იმას გადაეჩვიო, მაგრამ ქართული პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება. საქართველო შევა ნატოში. საქართველოს საკუთარი ჯარი ჰყავს. საქართველო იბრუნებს ტერიტორიებს და ეს არის გზა ჩემი ქვეყნის აღმავლობისკენ, გზა მშვიდობისა და თავისუფლებისკენ!

2009 წელი, 17 ნოემბერი, თბილისი.

ვხედავ, შავ ზღვაზე თურქეთ-რუსეთის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა მომავალში. ვხედავ, დიდი უთანხმოებაა ამ ორ სახელმწიფოს შორის და თურქეთი აცხადებს, რომ აფხაზეთი – ეს რუსეთის ტერიტორია არაა და რუსეთს არ აქვს უფლება, საქართველოს ტერიტორიის, ანუ შავი ზღვის ქართული ზოლის აგრესიისა. ეს რუსეთისთვის ძალიან მოულოდნელი დარტყმა იქნება თურქეთის სახელმწიფოსგან. დიახ, მომავალში ვხედავ, რუსეთი კარგავს ისეთ ძლიერ მოკავშირეს საქართველოსთან ბრძოლაში, როგორიც თურქეთია. ამ საკითხში ასევე ჩაერევიან შავი ზღვის აუზის ქვეყნებიც. მათ რუსეთის მეგობრული ურთიერთობებისა არ სწამთ, არ სჯერათ. ისინი მზად არიან პასუხის გასაცემად და ეს პასუხი რუსეთისთვის ძალიან უარყოფითია. შავი ზღვის აუზის ქვეყნები მომავალში დაუპირისპირდებიან რუსეთს და იძულებულს გახდიან, უკან დაიხიოს.
შავ ზღვაზე ასევე შემოდის ამერიკული სამხედრო გემები და ამაზე “დიდი რუსეთი” ხმასაც ვერ ამოიღებს. ყველა ერთხმად აღიარებს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას შავი ზღვის აფხაზეთის ზოლით, ანუ, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე.
გერმანია ყოველთვის უთმობდა რუსეთს და ორმაგ თამაშს ღიად თამაშობდა. მაგრამ მომავალში, ვხედავ, მოუწევთ, რომ აღიარონ ევროპის, მსოფლიოს აზრი საქართველოსთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით, ყოველგვარი პოლიტიკური თამაშის გარეშე! დიახ, გერმანიას რომ უარი არ ეთქვა საქართველოსთვის `მაპ~ზე, ანუ ნატოში გაწევრიანებაზე, რუსეთი ვერ გაბედავდა ჩვენს ქვეყანაზე აგრესიას. იცოდეთ, რაც არ უნდა შეალამაზოთ, ისტორია სიმართლეს იტყვის, რომ გერმანიამ, ანუ მისმა მთავრობამ მერკელის მეთაურობით, რუსეთს საშუალება მისცა საქართველოსთან ომის დაწყებისა. თუმცა მალე ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება!
საქართველომ თავისი გზით უნდა იაროს. ევროპა-ამერიკის რჩევები, თუკი ისინი ჩვენს ქვეყანას გამოადგება, კი, ბატონო, მივიღოთ; მაგრამ რაც არავითარ სარგებლობას არ მოუტანს ჩემს ქვეყანასა და ჩემს ხალხს, არაფერში არ გვჭირდება და უნდა უარვყოთ. დიახ, საქართველომ შეცდომები არ უნდა დაუშვას ამ შემთხვევაში! საქართველო ისედაც შევა ნატოში, დავიბრუნებთ ტერიტორიებს, რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს სამუდამოდ და სხვა, მაგრამ ბეწვის ხიდი, ჩემო ქართველებო, მაინც გასავლელი გვაქვს! და გავივლით კიდეც! ასეთია წინასწარმეტყველება, რომელიც, ალბათ, ეჭვი აღარ გეპარებათ, რომ ასრულდება.
იცვლება ქართული პოლიტიკა და იცვლებიან პოლიტიკოსები. მოდის, ვხედავ, ძლიერი, ნამდვილი ოპოზიცია და ეს დიდი პოლიტიკური ცვლა იქნება დასაწყისი საქართველოს სახელმწიფოს აღმავლობისა. ასეა, კოსმოსი ყველას, ეს ქვეყნებია თუ ხალხი, თავის ადგილს მიუჩენს!

***
საქართველო და ჩემი საყვარელი ქართველები კი ასი პროცენტით გადარჩებიან! ეს დიდი ომი ბევრ ქვეყანას შეეხება, მაგრამ სხვა ქვეყნებიც გადარჩებიან, უფლის წყალობით. გაიწირებიან ისინი, ვინც მესამე მსოფლიო ომს იწყებს. კოსმოსი მათ არ აპატიებს. საკუთარ სახლში აუფეთქდებათ ეს სასიკვდილო ქიმიური იარაღი! ზესახელმწიფოები იომებენ მხოლოდ, მერე გაერთიანდებიან და ბოროტებას დაამარცხებენ!!! და სიმშვიდე დაისადგურებს დედამიწაზე! მერეღა დააფასებს მთელი მსოფლიო მშვიდობას!
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევდაისევ ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთი ვერ წაგვართმევს მიწებს, ვერ დააქუცმაცებს საქართველოს! აფხაზეთი და სამაჩაბლო ძირძველი ქართული მიწებია და მათი წართმევა გამორიცხულია. იქ ქართული სული ტრიალებს და ნამდვილი ბატონ-პატრონები – ქართველები, მალე დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში! დღეს კი საქართველო იბრძვის და ეს ბრძოლა არ შეწყდება.

2009 წელი, 20 ნოემბერი. თბილისი.
***
საქართველო ოპოზიციის კრიზისს განიცდის. თითქოს დრო ისევ გაჩერდა, ხოლო უფლის საცერი კი იცრება.
ფრთხილად, პოლიტიკოსებო! ამ ყველაფერს ასე მსუბუქად და ადვილად ნუ უყურებთ. ყველაფერს აქვს ბოლო, დასასრული. პოლიტიკოსების გამოსვლები, ეს ძველი სიმღერებია, ანუ წარსულს ჩაბარებული ძველი `პლასტინკები~. როგორც არ უნდა აბრუნოთ, მაინც ძველები ხართ, ხალხისთვის ახალი არაფერია. ირჩევა ერთი და იგივე საკითხები, კი, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკობენ და მეტი არაფერი!!! მოკლედ, ყველაფერი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს.
როცა წარსულში ვიწინასწარმეტყველე ოპოზიციასთან დაკავშირებით, ანუ ვთქვი ის, რაც მოხდებოდა, ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა! მაგრამ ახლა? ახლა რაღას იტყვით? ვერაფერსაც ვერ იტყვით. თქვენი ხალხს არ სჯერა და არც დაგიჯერებთ! წინასწარმეტყველებები კი ყოველთვის სრულდება! მომავალში მოდის ძალა ნათელი, რომელიც ჩემს ხალხსა და ჩემს სამშობლოს თავისუფლებას მოუტანს. მოდის მეცნიერთა პარტია, მოდის “გიორგი ბრწყინვალე” და ეს არის გაგრძელება საქართველოს გათავისუფლებისა, საქართველოს გაძლიერებისა და დიდი ბრძოლა, რომელიც ჩემს საყვარელ ქართველებს გამარჯვებამდე მიიყვანს.
დიახ, ვხედავ გაერთიანებულ, ძლიერ ქართულ სახელმწიფოს!
დიახ, ვხედავ მომავალში 30 მილიონ ქართველს!
ვხედავ გასულ საუკუნეებში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას!
ასეთია წინასწარმეტყველება, რომელიც ასი პროცენტით ასრულდება და ამაში ეჭვიც ნუ შეგეპარებათ. ამინ!

2009 წელი, 25 ნოემბერი, თბილისი.

რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება. ვხედავ, მომავალში ისინი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან. ეს მალე ღიად გამოჩნდება. ამერიკას, სურს თუ არა, საქართველო უნდა დაიცვას რუსეთის აგრესიისგან (ასევე ევროპამაც) საკუთარი იმიჯისთვის, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში კვლავ ზესახელმწიფოდ უნდა რჩებოდეს. იგივეს ფიქრობს, ოღონდ სათავისოდ, რუსეთიც, მაგრამ რუსული პოლიტიკა წააგებს. არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები – აი, რაშია რუსეთის უბედურება. ჩიხიდან, რომელშიც რუსული პოლიტიკა მოემწყვდა, მხოლოდ ერთი გამოსავალია – რუსულმა არმიამ დატოვოს საქართველო!
ვიმეორებ: საქართველო ჩეჩნეთი და ჩრდილოეთ კავკასია არაა. საქართველო იკავებს ძალიან სერიოზულ ადგილს მსოფლიოს პოლიტიკაში თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო. გაიგეთ, ვერავინ შეძლებს უხეში პოლიტიკის გატარებას მომავალში საქართველოს წინააღმდეგ. დიახ, პატარა საქართველოს დიდი, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მომავალში. ასეთია კოსმოსის ნება. ხელის ერთი მოსმით განიწმინდება ჩემი ქვეყანა უწმინდურებისგან, შადიმანებისგან; უტვინო და არაფრისმცოდნე პოლიტიკოს-პოლიტოლოგ-ანალიტიკოსებიანად სანაგვეზე მოისვრის მათ კოსმოსი და ღალატისთვის – საკუთარი ხალხის ღალატისთვის, ნახავთ, როგორ დასჯის! ეს არც ხუმრობაა და არც თამაში. დიახ, თქვენ, ადამიანებო, შეგქმნათ კოსმოსმა და თუ მოისურვა, ერთი ხელის მოსმით გაგანადგურებთ!
დედამიწაზე არაფერი არსებობს კოსმოსზე აღმატებული. არ არსებობენ მეფენიც. ისინი მოდიან და მიდიან, ქვეყნები ვითარდებიან, მერე ცივილიზაცია აღწევს კულმინაციას, რასაც მოსდევს თვითგანადგურება და… დედამიწაზე ყველაფერი თავიდან იწყება. ასეა, ჩემო კარგებო. ამიტომ მიყვარს გამოთქმა: `დრონი მეფობენ და არა მეფენი!~ ადამიანები უნდა უფრთხილდებოდნენ დედამიწას, მაგრამ ბევრს ამდენი გონება არ აქვს.
მსოფლიო პოლიტიკაში, ისევ აღვნიშნავ, ვხედავ დიდ ცვლილებებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკისთვის.
მე ვიწინასწარმეტყველე ყველაფერი და ნათქვამი თანმიმდევრულად სრულდება. მთავარი: რასაც ვხედავთ და გვეუბნებიან, იმას ვწერთ და ზედმეტს არაფერს. წინასწარმეტყველებები კი გრძელდება. მართალია, ადამიანებს დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს, მაგრამ, უკაცრავად, წინასწარმეტყველება კვერცხი არაა. იგი უწყვეტად მოდის კოსმოსიდან და მომავალზე დიდ ინფორმაციას გვაწვდის, გვანახებს. ამას კი მხოლოდ ჭკვიანი და, რაც მთავარია, ნამდვილად მორწმუნე ადამიანი გაიგებს! დაბადებული მიწაზე მხოხავად, ცაში ვერ იფრენს! ეს კანონია. ადამიანები მოსულები ხართ კოსმოსის სხვადასხვა განზომილებიდან და საკუთარ მდგომარეობას ვერაფრით შეცვლით. ყველა თავის ჯვარს ატარებს. ეს კანონია. წინასწარმეტყველება კი მომავალს გვიჩვენებს, მსოფლიოს მომავალს. ეს ვისთვის საინტერესოა, ვისთვის – არა, მაგრამ ინფორმაცია უამრავი სიკეთის მომტანია და ბევრი გადარჩება, წინასწარმეტყველება არ არის მხოლოდ იმედი. წინასწარმეტყველება – ეს სიცოცხლის წყაროა და სიმართლე. რაც უფრო მეტად შორს დგები სიმართლისგან, ადამიანო, შენი ამბიციების გამო, მით მეტად დაიტანჯები მომავალში! ამიტომ ფრთხილად მოეპყარით წინასწარმეტყველებას. თუმცა, როგორც გნებავთ. ამას თქვენთვის ვწერთ. როგორ მიიღებთ ამ სიმართლეს, თქვენი თავსატეხია. ამინ!
რატომ ვწერთ? წინასწარმეტყველებაა და იმიტომ. ასეა, მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ! ვამბობ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება რუსეთშიც და ჩემს საქართველოშიც. ჰოდა, დაელოდეთ. თუმცა, სად წახვალთ?
წინასწარმეტყველება კი იწერება და სრულდება თითოეული სიტყვა. ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. ვიმეორებ: ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები ჩნდებიან, განსაკუთრებით კი ოპოზიციის ხაზით. ეს აუცილებელიციაა. განსაკუთრებით დიდ ცვლას ვხედავ ანალიტიკოს-პოლიტოლოგების რიგებში. სირცხვილია, დაიჩემო ის, რაც არც წარსულში გესმოდა და მომავალში ხომ საერთოდ გაგებაში არ ხარ, რა მოხდება. ამიტომაც არ გისმენთ ხალხი, ვხედავ, და არც მოგისმენთ!
ხალხი არც გაზეთებს აღარ კითხულობს. ეს ძალზე სერიოზული საკითხია. რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, ბევრი გაზეთი დაიხურება-მეთქი. ასეც მოხდება. გაზეთები კოტრდება, იხურება. ვხედავ, ამ პროცესებს ვერავინ შეაჩერებს! ამინ!!!

2009 წელი, 30 ნოემბერი, თბილისი.

ვხედავ, მუსლიმების იმედი, ძლიერი ფესვები გაიდგან ევროპაში, ცრუვდება, მცდელობა დიდი მარცხით მთავრდება მომავალში. დიახ, ევროპა არასდროს დაუშვებს მუსლიმთა სალოცავების – მინარეთების აშენებას. მომავალში ეს საკითხი არც კი დაისმება, პირიქით. ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, მუსლიმებს ევროპიდან, უხეშად რომ ვთქვათ, გაყრიან-მეთქი ასი პროცენტით. მუსლიმებს, რომლებიც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები არიან, უფლება არ აქვთ, საკუთარი ქალაქები დაარსონ – მუსლიმური სარწმუნოების მატარებელი ქალაქები – მინარეთ-სამლოცველოებით. მათ უფლება აქვთ მხოლოდ, იყვნენ ევროპის მოქალაქეები და მეტი არაფერი!!!
ნეტავ, ასე რატომ არ არის საქართველოში? რატომ ვიკლავთ თავს ტოლერანტობით? ვის რას ვანახებთ? ან რას ვუმტკიცებთ ვინმეს? თუ ვუმტკიცებთ, გვიფასდება თუ რა? პირიქით! საკუთარ მიწაზე – ქართულ მიწაზე, ვუქმნით ავტონომიებს, რომლებიც დროთა განმავლობაში აუცილებლად `ამუშავდება~. მაგრამ ეს საქართველოში, ვხედავ, მომავალში არ გაამართლებს. მე ვიწინასწარმეტყველე 1992 წელს, რომ საქართველოში ავტონომიები არ იარსებებს, რომ მოლა დადუმდება! ვხედავ მხოლოდ ქართულ ეკლესიებს, ვისმენთ ქართულ საგალობლებს ჩვენს საკუთარ მიწაზე და მოდის დრო, როცა ადამიანები თავიანთ სამშობლოებს დაუბრუნდებიან, იმიტომ, რომ მალე საქართველოში ბევრი რამ შეიცვლება ჩემი ქვეყნისა და ქართველების სასარგებლოდ. და ეს ყველაფერი კოსმოსიდან მოდის.
მომავალში ვერც ტერიტორიებს წაგვართმევენ და ვერც ეკლესიებს. მინდა აღვნიშნო, რომ ვხედავ, ის უამრავი სექტა, რომლებმაც, თითქოსდა, მყარად მოიკიდეს ფეხი საქართველოში, მალე გაქრება, ვინაიდან ვხედავ მომავალში ძალიან, ძალიან დიდ ცვლილებებს საპატრიარქოში: ძლიერი, რკინის ხელი, ძლიერი ენერგია მოევლინება ქართულ მართლმადიდებლობას, რომელიც გადაარჩენს არამხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ მთელ ჩემს ქვეყანას! საქართველო ისე იცავს თავის უფლებებს, როგორც არასდროს! არცერთ ტაძარს არ დავუთმობთ არავის. მთელი საქართველო ხმას აიმაღლებს, პროტესტს გამოთქვამს და ეს დიდ შედეგებს გამოიღებს!
ვიმეორებ: საქართველომ არავის არაფერი არ უნდა დაუთმოს, გარდა რომელიმე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხისა, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლო იქნება. კოსმოსი კი ყველა ბრძოლას მოაგებინებს საქართველოს ასი პროცენტით. დიახ, საქართველო ის სამოთხეა, რომელიც უყვარს უფალს. ქართველებო, ღმერთი ჩვენთანაა და არ დაუშვებს ქართველთა განადგურებას, გადაშენებას და იმ ბინძურ თამაშს, რომელსაც რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ანხორციელებს, გამარჯვება არ აწერია! გაიგეთ: არა!
ქართველები გავიმარჯვებთ! განიწმინდება ერი ჩემი ურჯულოთა და მოღალატეთაგან! დასუფთავდება ქართული ეკლესია უწმიდურთაგან და გაიხარებს ქართველი ერი! ასეთია წინასწარმეტყველება და იგი ასრულდება. დიახ, წინასწარმეტყველებას ვერაფერი შეაჩერებს. კიდევ იხილავთ ასრულებებს, უამრავ ასრულებას და ეს ყველაფერი მოდის კოსმოსიდან.
თქვენ კი, ძლიერნო ამა ქვეყნისანო, სჯობს ძალიან ფრთხილი ნაბიჯები გადადგათ პოლიტიკაში. თქვენი შეცდომები, იცოდეთ, დაუსჯელი არ დარჩება. კოსმოსი ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, თვალს გადევნებთ. ეს ყველაფერი რეალურია. ორმაგ ბინძურ თამაშს არ გაპატიებენ, იმიტომ, რომ დედამიწის მცხოვრებთ, მსოფლიოს ქვეყნებს ძალიან გაუჭირდებათ; იმიტომ, რომ ხდება გადანაწილება, მიმდინარეობს ზესახელმწიფოს წოდებისთვის ბრძოლა და ასევე ბრძოლა ენერგორესურსებისთვის. არის სხვა მრავალი საკითხიც, რომლებიც შედარებით უმტკივნეულოდ უნდა გადაიჭრას.
რაც შეეხება ჩემს საყვარელ საქართველოს, მინდა კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ შევუძახო: ქართველებო! ახლოსაა დრო, როცა ამოისუნთქებს მთელი ჩემი ქვეყანა, განსაკუთრებით, გაჭირვებული ადამიანები. სითბო და სიხარული შემოვა თქვენს ოჯახებში. ბარაქასა და სიკეთეს არ მოაკლებს უფალი თითოეულ ქართველს. ეს არის წინასწარმეტყველება, რომელიც ასი პროცენტით ასრულდება.
ვიმეორებ: ქართველები ვიყავით, ვართ და ვიქნებით! ყველა დიდი კატაკლიზმი, რაც კი იბობოქრებს დედამიწაზე, ასცდება საქართველოს. დიახ, ეს არ არის ზღაპარი, ეს რეალობაა.
საქართველო ერთი დიდი ტაძარია, რომელშიც ადამიანებს ხიფათი არ ელით, რომელსაც შეგიძლიათ თავები შეაფაროთ. შადიმანები და უწმინდურები იქ ვერ მოხვდებიან! ჩემი საქართველო გადარჩება! გადარჩება ჩემი ხალხი! ამინ!!!

2009 წელი, 2 დეკემბერი, თბილისი.

ვხედავ, მომავალში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მაინც არ დათბება! ევროპამ არ იცის, როგორ მოიქცეს, პატარა საქართველო ძვალივით ყელზე ადგათ, რუსებს კი ჩუმად მაინც უძვრებიან. მათი აზრით, დრო ყველაფრის მკურნალია. ცდებით, ბატონებო. ძალიან კარგად იცით, რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენი იმიჯისთვის, რომ რუსეთმა აღებული ვალდებულებები შეასრულოს, ანუ დატოვოს საქართველო.
დღეს მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი ტყუის საქართველოსთან იმის გამო, რასაც ქართულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში – სჩადიან, რათა მიწები ჩამოგვართვან. აფსუები, როგორც ერი, ნელ-ნელა რომ იკარგება, ესეც იციან მათ!

ის, რომ ოსები ვერ იცხოვრებენ სამაჩაბლოში, რომ ინგუშები ომს გაუმართავენ ჩრდილოეთ ოსეთს, ანუ წინ რომ დიდი ომები ელით, ეს წლების წინ ვიწინასწარმეტყველე, რაც ასრულდება ასი პროცენტით.
მაგრამ დღეს, ისევ ვიმეორებ, შიდაქართული პოლიტიკა ნულის ტოლია. ხალხი მშიერია, ხალხი გაღიზიანებულია, მთავარი კი ის არის, რომ ხალხს არ სჯერა პოლიტიკოსებისა. ყველამ დაკარგა ნდობა. მათი ლაპარაკი, მათი პოლიტიკა არაფერს ეყრდნობა. უკვე ისეთ საკითხებზე საუბრობენ, რომ მათი მოსმენა და ცქერა არავის სურს. ისინი ისეთ ქულებს იწერენ, რასაც ხალხი ზურგს შეაქცევს. ვიმეორებ: მათი მოსმენა არავის სურს. ყველამ იცის, რომ ოპოზიცია არაფრის გამკეთებელია. იგივე ადამიანები, იგივე სახეები და მთავარი: იგივე დაზეპირებული, ვითომ პოლიტიკურად მომგებიანი ფრაზები; ისევ ენერგიული, ისტერიული გამოსვლები, რათა ხალხი, მათი ჭკუით, გამოფხიზლდეს.
ვაი, თქვენ! ჩემს ხალხს დიდი ხანია ღვიძავს. თუ ვინმეა გამოსაფხიზლებელი, ეს თქვენ ხართ, ეს თქვენ გძინავთ. ამიტომ, ფრთხილად! თქვენი იაფფასიანი პოლიტიკური გამოსვლებითა და ფრაზებით ვეღარ მოატყუებთ საზოგადოებას! გირჩევთ, ფირფიტა შეცვალოთ. ყველანი ხედავთ, რომ ჩიხში ემწყვდევით. ხალხს აღარც ნატოში შესვლა აინტერესებს და აღარც რუსეთი. როგორ იარსებონ? როგორ იშოვონ პურის ფული? – აი მათი საფიქრალი და მართლებიც არიან. რომელ სამშობლოს სიყვარულსა და თავდადებას სთხოვთ მშიერ ხალხს? ყველაფერს კი ის ღუპავს, რომ არ არის ერთსულოვნება და ვერც მიღწევენ ამას. არც ხალხისა რცხვენიათ, მაგრამ ვხედავ, ძალიან ახლოსაა ის დრო, როცა ქართულ პოლიტიკაში ჩნდება მეცნიერთა პარტია. შეიცნოთ ისინი, ძალიან ადვილია, იმიტომ, რომ მათ გარდა არც არავინ აღარ იქნება უკვე პოლიტიკურ არენაზე.
დღეს მთავრობაშიც დიდი ცვლილებები იქნება – ისევ მინისტრების ცვლა, მაგრამ ხალხისთვის ესეც წარსულის გამეორებაა. მოკლედ, დრო გაჩერდა, შიდაპოლიტიკა ახალი ინტრიგებით ივსება და ყველა ზღვარს სცდება! საქართველოსთვის კი ყველაზე მთავარია ნატოში ინტეგრაცია, საკუთარი მიწების დაცვა, ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება, რუსული აგრესიის თავიდან აცილება და ა.შ. და ა.შ. რაც დღეს ხალხს სულაც არ აინტერესებს. ისინი გაზეთებსაც აღარ კითხულობენ. ამიტომ ბევრი გაზეთი დაიხურება – გაკოტრდება დიდი გაზეთები. ერთი და იგივე მობეზრდა ხალხს – ლაქლაქი და მეტი არაფერი. ვხედავ, უიმედობა უფროდაუფრო ღვივდება ადამიანებში, მათ უმოქმედობა აგიჟებთ! ერთი რამ უშველის ჩემს ერს: სწორად შეაფასონ საქართველოს პოლიტიკის მდგომარეობა. არასწორი ანალიზი გზას გირევთ და უსასრულო დეპრესიაში გისვრით, რომლიდანაც ვეღარ გამოდიხართ. იაზროვნეთ, ადამიანებო, და სწორი მიმართულება მიეცით თქვენს გადაწყვეტილებებს, თორემ რაც გაქვთ, იმასაც დაკარგავთ. თუმცა ყველაფერი კოსმოსიდან მოდის და წინასწარმეტყველება უნდა ასრულდეს! ჰოდა, ყველაფერი იქით მიდის.
მე ვიწინასწარმეტყველე ადრე, რომ ჩემი გაზეთი – “ქართველი წინასწარმეტყველი – ლელა კაკულია” – ერთადერთია, რომელშიც სიმართლე წერია; დიახ, სიმართლე, რაც მერე ასი პროცენტით სრულდება. მართალია, დიდი ბრძოლა გამოგვიცხადეს, მაგრამ წაგებულები თვითონ დარჩნენ. ყველაფერი თანმიმდევრულად სრულდება და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა. ხოლო ვინც უხეშად შეეხო უფლის სიტყვას – ახალ სიტყვას, კი ხედავთ, როგორც ისჯებიან. მათ კოსმოსი კიდევ მეტად დასჯის და ნებას არავის მისცემს, რომ ამ კაცუნებმა წინასწარმეტყველება, თავისი ჭკუით, გააბათილონ!
ჩემი გაზეთი – ეს არის უდიდესი ენერგია, იმედი, რომელიც დაგანახებთ სწორ გზას, სიკეთესა და სითბოს შემოიტანს თქვენს ოჯახებში! ამას ვხედავ და ვამბობ გულით, ვინაიდან მე მიყვარს ჩემი საქართველო, მე მიყვარს ჩემი დატანჯული ქართველები. ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, ამისთვის მე – ლელა კაკულიამ – ბევრი რამ დავთმე. დიახ, ჩემი ერის სიყვარულისთვის ბევრი დამიპირისპირდა, მაგრამ ისინი დამარცხდნენ ისე, რომ ჯერ კიდევ კარგად ვერ გაუაზრებიათ, რას ებრძოდნენ! როცა გაიაზრებენ, მაშინ უკვე ძალიან გვიან იქნება. ხალხს ახალი სიტყვა წყურია წყალივით და ისინი მიიღებენ მას – გაბრწყინებულ, თავისუფალ საქართველოს, ქვეყანას, რომელიც მხოლოდ ქართველებისაა და სხვა არავისი. ზნე, წესი, აზროვნება, დედა ენა – ყველაფერი ქართული რჩება (არც არსად წასულა). ამას ვერაფერი წაშლის. გაიგეთ, ქართველებო, ჩვენ ვიყავით და ვიქნებით მუდამ, ჩვენ მოვესწრებით გაბრწყინებულ, ძლიერ საქართველოს. ეს ჯერ კიდევ 25 წლის წინ – 1981-1984 წლებში ვიხილე და ვიწინასწარმეტყველე. თანდათან ყველაფერი სრულდება.
იცოდეთ, თითოეული ქართველის ოჯახში ხვავი და ბარაქა დაისადგურებს. აღარ იქნება შიმშილი და არც ცრემლები თქვენს სახეებზე. მერწმუნეთ, ეს სიმართლეა და ამას არამხოლოდ თქვენ, არამედ მთელი მსოფლიო იხილავს, ვინაიდან მე მრავალ სახელმწიფოზე ვწინასწარმეტყველებ და, რა თქმა უნდა, მათთვისაც ძალზე საინტერსოა ეს!
მალე გამოვა წიგნი – ძალზე მნიშვნელოვანი. ეს არის მთლიანი ენერგია და სასწაული, რომელიც იარსებებს მუდამ, საუკუნეების განმავლობაში; წიგნი, რომელიც მოგაცილებს ყველა გაჭირვებასა და უიმედობას; წიგნი, რომელიც სიცოცხლეს გაჩუქებს, მძიმე წუთებში დიდ ძალას გაგრძნობინებს და რომლითაც ყოველგვარ წინაღობას დაძლევ. ადამიანო, როცა წიგნს ხელში აიღებ, უმალ მიხვდები ამას. ეს არის სრული სიმართლე. სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს. ეს ასეა და მორჩა!
წინასწარმეტყველება ძალიან სათუთი თემაა და იცოდეთ, ვინც ჩვენთან ითამაშა, წააგო!!! რასაც ვამბობ, სრული სიმართლეა. არ გამოვრიცხავ და ვიტყვი, რომ შეიძლება ბევრმა ვერც შეიძინოს ეს წიგნი. იგი მხოლოდ განათლებული, სუფთა სულის მქონე ადამიანების ხელში მოხვდება. რასაც ახლა ვამბობ, ეს არის წინასწარმეტყველება წიგნთან დაკავშირებით. მოდის დრო, როცა მსოფლიოს ძალიან ბევრი კითხვა ექნება და მათ მხოლოდ ჩემი წიგნი – ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია უპასუხებს. დაიმახსოვრეთ: მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია პასუხი გავცეთ ყველას ყველაფერზე.
მაგალითად, ვიხილე საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და 1992 წელს ეს დავწერე კიდეც და გაზეთებში, ჟურნალსა და წიგნშიც გამოვაქვეყნე. დღეს მთელი საქართველო ნატოსა და ამერიკის ყვირილშია. ეს ზოგს მოწონს, ზოგს – არა! ზოგიც ამ საკითხს სხვადასხვა თემისთვის იყენებს; რომ იტყვიან, ყველა ბრუნვაში ატრიალებს.
ჩემო საყვარელო ქართველებო, მე გეტყვით, რასაც ვხედავ. 1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველებაში ვწერ, რომ ნატო გვაიარაღებს, ძლიერდება ქართული ჯარი, საქართველოს ტერიტორია დაცულია, იდგმება რაკეტები და ა.შ. იქვე ვიწინასწარმეტყველე, რომ ქართველი არ დაემსგავსება ევროპელსა და ამერიკელს. ქართულ კულტურას, ზნეს, წესებსა და ჩვეულებებს, რითაც ვართ განთქმულნი, კი არ ვკარგავთ, არამედ ვიბრუნებთ. ქართველი არ გადაშენდება! ვინარჩუნებთ ქართულ სახეს! ნატოში შევალთ თუ იმის იქით, მაინც არაფერს ვკარგავთ, არაფერს!
ნელ-ნელა, ჩემო საყვარელო ქართველებო, ყველაფერი დაიხვეწება და დალაგდება, დასუფთავდება ჩვენი ქვეყანა. ის რიტმი კი, რასაც ჰქვია დემოკრატიული განვითარება, არ უნდა დავკარგოთ არც ევროპასთან და არც ამერიკასთან მიმართებაში. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის. ნუ იკითხავთ, ჩვენ მოვესწრებითო? გეტყვით, რომ ბევრ სიკეთეს მოესწრებით. გიჭირთ, იცის უფალმა, მაგრამ ეს ბეწვის ხიდი გასავლელია და ამ ხიდს მთელი საქართველო გაივლის კოსმოსის დახმარებით.
ვხედავ, რომ საკუთარი მიწები სოფლებში არ უნდა მიატოვოთ. უფრო მეტიც, არ უნდა გაყიდოთ! იმიტომ, რომ ვხედავ, თქვენი მიწა გადაგარჩენთ მომავალში. არ გაყიდოთ! დაცარიელებული სოფლები, ადრეც აღვნიშნე, რომ ისევ გაივსება ხალხით! იცოდეთ, როგორც ნათქვამია, “სოფელი ძლიერია!” მიწა გამოგკვებავთ, მიწა შეგინახავთ. როგორც ჩვენი მამა-პაპანი შრომობდნენ და ამუშავებდნენ მას, ისე იშრომეთ და ნახავთ, რომ მოსავალსაც მოიმკით. მთავარია, არ იზარმაცოთ!!! ნუ მისცემთ სხვებს თქვენს მიწებზე გამდიდრების საშუალებას. იშრომეთ თვითონ და შექმენით თვითონ. ვინ არიან ჩინელები? ვინ არიან თურქები და სხვანი? მოუარეთ თქვენს მიწებს და შეუნახეთ ის შვილებს. ძალიან კარგად ხვდებით, რასაც ვამბობ!!! მომავალში ასეც მოხდება, ვხედავ, ამინ!

2009 წელი, 4 დეკემბერი, თბილისი.

მომავალში საქართველო დაიბრუნებს ყველა იმ ტერიტორიას, რომლებიც ჩვენმა “ძვირფასმა, საყვარელმა” რუსეთმა ჩამოგვაჭრა და წაგვართვა. დაგვანაწევრა!
მინდა, რასაც ვხედავ (და ისტორიულადაც ასეა), ხმამაღლა განვაცხადო და კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის ქართული ტერიტორიები, რომლებსაც მომავალში დავიბრუნებთ.

1. აფხაზეთი და სამაჩაბლო;
2. ჯიქეთი (სოჭი);
3. დვალეთი (ჩრდილო ოსეთი);
4. თებერდა (ჩრდილოეთ კავკასია. ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი. რუსეთი);
5. ქლუხორი;
6. საინგილო (აზერბაიჯანი);
7. იორი (მტკვრის შუამდინარეთი მინგეჩაურამდე, აზერბაიჯანი);
8. ლორე (სტეფანავან-კიროვოკანი; სომხეთი);
9. ართვინის ოლქი;
10. არდაგანის ოლქი, თურქეთი, ისტორიული ტაოკლარჯეთი;
11. არზრუმის ოლქის ჩრდილო ნაწილი (თურქეთი: სპერი, ბასიანი, თორთომი);
12. აღმოსავლეთ ლაზეთი (ხოფა, რიზე, ჭანიხი);
13. დასავლეთ ლაზეთი ( ტრაპიზონამდე).

აი, მთელი ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო. იქ, იმ დაკარგულ მიწებში ქართული სულია ჩამარხული, რომელიც სუნთქავს და ცოცხლობს. ვხედავ, მომავალში ვიბრუნებთ საქართველოს – მთლიან საქართველოს ასი პროცენტით.
ადრეც ვთქვი, ჩვენ მუდამ გვანაწევრებდნენ, მაგრამ მაინც ვერთიანდებოდით-მეთქი. ეს მომავალშიც ასე მოხდება. ვიცი, რომ ჩემს წინასწარმეტყველებებ კითხულობენ და ზეიმობს მთელი საქართველო – ზეიმობს გაერთიანებას. აი, ეს არის ჩემი საქართველო – ერთიანი, დემოკრატიული, ძლიერი ევროპული სახელმწიფო 30 მილიონი ქართველით! ეს ის პატრიოტი ქართველები არიან, რომლებიც უცხო ხალხს ფეხს არ მოაკიდებინებენ ჩვენს მიწაზე!!! თითოეული ქართველი, ვხედავ, რომ ჯარისკაცია, იცის ბრძოლა და თუ საჭირო იქნება, მთელი საქართველო ჯარისკაცად იქცევა. აი ეს არის თამარისა და დავით აღმაშენებლის ძლიერი საქართველო. აი ამას ჰქვია მებრძოლი სული – გადამრჩენელი ქართული გენისა! ეს არის საქართველოსა და ქართველების არსებობის გაგრძელება დედამიწაზე! ასეთია ნება კოსმოსისა, ნება უფლისა!
ვხედავ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრია ევროპა-ამერიკისთვის ყველა მიმართულებით. ამიტომ მას მუდმივი მხარდაჭერა აქვს. ტერიტორიების მთლიანობა კი დიდი ქვეყნების ინტერესებში შედის და ამით საქართველო ყოველმხრივ დაცულია!
ხალხი მუშაობს, სოფელი ძლიერია, გლეხი მდიდარია, საკუთარი მიწა გვინახავს და სხვისი არაფერი შემოედინება. საჭმელზე, უმუშევრობასა და კიდევ ბევრ სხვა რამეზე აღარ ფიქრობს ხალხი. წარსულში დარჩა ყოველივე, ცუდი სიზმარივით. დღეს ამის დაჯერება ძნელია, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც სხვა მრავალი წინასწარმეტყველება ასრულდა, ისე ასრულდება სიტყვა-სიტყვით.
თუ ჩვენს წინასწარმეტყველებებს ვინმე შეეხება, ან მოიპარავს, ვაი მას!!! ამის თაობაზე გამუდმებით ვაფრთხილებთ შადიმანებსა და უსახურებს! წინასწარმეტყველებს მტრები არ ჰყავთ, იმიტომ რომ ისინი კოსმოსიდან ყოველთვის ისჯებიან! დაიმახსოვრეთ!!!
ჩვენი წინასწარმეტყველება მსოფლიოს მოივლის, როგორც ადრე აღვნიშნე და ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის ვერაფერს.
წინაწარმეტყველება ყოველთვის არსებობდა და იარსებებს!!! ეს მხოლოდ ნამდვილ, დიახ, ნამდვილ მორწმუნეებსა და უფლის მოყვარულ ადამიანებს ესმით, ასევე ნაკითხ და განათლებულ საზოგადოებასაც, რომელიც აბსოლუტურად ზუსტ შეფასებას აძლევს ამ ყველაფერს. ხოლო უვიცი და მოთამაშე, მსახიობი კი ყოველთვის დაისჯება და იხოხებს ძირს მთელი ცხოვრება.
საერთოდ, უბრალოდ არაფერი ხდება. უბედურებას თავად იტეხს ადამიანი თავზე, ვინაიდან ითხოვს იმას, რაც მისი არ არის, რაც მას არ ეკუთვნის; ვინაიდან კლავს შური და ამბიცია, რაც ადამიანის დასასრულია და თან დამნაშავეს ეძებს არა საკუთარ თავში, არამედ სხვაში. ზუსტად აქ ისჯება კოსმოსისგან. მაგრამ, რა? მაინც ვერაფერს ხვდება, იმიტომ, რომ ესეც მისი ბედისწერაა. ეს შეეხება მეფესაც და უბრალო მოკვდავსაც. ამინ!

2009 წელი, 7 დეკემბერი, თბილისი.

რუსეთის ქმედებები შავ ზღვაზე აფხაზეთის სახელით, გამოიწვევს შავი ზღვის აუზის ქვეყნების უდიდეს უარყოფას. ისინი ხვდებიან, რომ რუსეთის აგრესია მხოლოდ საქართველოზე არ ვრცელდება. ვხედავ მარტივ რუსულ გეგმას: მხოლოდ ძალადობა(!), რომელსაც წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს – ვერც ერთი სახელმწიფო! ევროსაბჭო იმსჯელებს, განიხილავს, მერე ისევ იმსჯელებს და ა.შ. ეს აგვისტოს ომის თემას ჰგავს: დღემდე მსჯელობს ევროსაბჭო, დღემდე სთხოვს რუსეთს ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ რუსეთისთვის ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. უფრო მეტიც, რუსეთი მთელ მსოფლიოს მასხარად იგდებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ამერიკას, თავის შავკანიანი პრეზიდენტიანად. ფრთხილად, რუსებო! თქვენ უკვე შეუხებელ ზონას არღვევთ, რასაც არცერთი სახელმწიფო აღარ გაპატიებთ! ვხედავ დიდ პარტიზანულ მოძრაობას აფხაზეთში. აქ ჩრდილოკავკასიელი “ბოევიკები” და პარტიზანები ერთიანდებიან და თავს ესხმიან რუსულ ჯარს. სასტიკად უსწორდებიან რუსებს, ძალიან ბევრს ამოხოცავენ.
აფხაზეთში რუსები მარტო ბაღაფშს, ანუ სეპარატისტების ლიდერს უყვარს. მთელი დანარჩენი აფხაზეთი დიდი სიძულვილითაა განწყობილი მათ მიმართ. რუსეთმა ბევრი იმუშავა, რათა აფხაზებს ქართველები შეძულებოდათ, რაც კოსმოსმა რუსებს პირიქით შეუბრუნა. აფხაზ-აფსუები საკუთარ ბედსა და იმ დღეს დაწყევლიან, როცა რუსეთს დაუჯერეს და ლამის დედაენად გაიხადეს ენა რუსული, როცა უღალატეს საკუთარ ხალხს. მთელი აფხაზეთი რუსეთის პოლიგონადაა გადაქცეული მომავალში, ვხედავ!!! დიახ, ერთი დიდი სამხედრო რუსული “გარადოკია”.
ვხედავდი და ვხედავ დიდ ტერორებს. რუსულ გემებს ერთმანეთის მიყოლებით ააფეთქებენ; ააფეთქებენ სახლებს, იმ წართმეულ სახლებს, რომლებშიც ახლა რუსები ცხოვრობენ. ამაზეა ნათქვამი, დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო!
მომავალში ევროპის პრემიერ-მინისტრებს გადააყენებენ. ზოგ მათგანს სასამართლოებსაც გაუმართავენ. ეს ის ხალხია, რომლებიც რუსეთის პრემიერთან, პრეზიდენტთან მეგობრობენ, რომლებმაც რუსეთის აგრესიას თან მწვანე შუქი აუნთეს და იმავდროულად, თან დაგმეს, სიტყვები არ დაიშურეს თითქოს ამ აგრესიის შესაჩერებლად. ეს სრული სიმართლეა.
ძალიან მალე რუსეთის სახით მეორე ფაშიზმი მოევლინება ევროპას! აი აქედან დაიწყება ნამდვილი ბრძოლები, ვხედავთ! ევროპა რუსეთს ძლიერ დარტყმას მიაყენებს, ზუსტად იმ სანქციებს გამოიყენებს, რომლებიც საქართველოს აგრესიის დროს არ გამოიყენა, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობის სერიოზულად გაფუჭება არ სურდა. თუმცა, ევროპას არც ის სურდა, რომ რუსეთს ფრთები გაეშალა, არაფერს მორიდებოდა და თავხედურად დაერღვია საერთაშორისო კანონები, რაც რუსეთმა, პრინციპში, გააკეთა კიდეც.
თუმცა, ფრთხილად! აკეთო ერთია, მაგრამ ბედისწერა უმთავრესია. რუსეთს უმძიმესი პოლიტიკური ჩავარდნები აწერია, ისეთი ჩავარდნები, რომ ვერც კი წარმოუდგენია. ბოროტება ბოროტებით დაითრგუნება! ეს ურყევი კანონია. რუსეთის ინტერესები ყველასათვის ცნობილია. ისინი აფხაზებს – აფსუებსა და ოსებს ადამიანებად არ მიიჩნევენ. დღეს ეს ყველაფერი სახეზეა. აფხაზეთი, გიმეორებთ, არ არსებობს! დღეს იგი რუსული სამხედრო ქალაქია, ანუ დიდი ბაზაა შავიზღვისპირეთში. რუსეთის პირდაპირი მიზანია, გაანადგუროს საქართველო. ეს არის და ეს, მეტი არაფერი! ყოველივე კი იმით დამთავრდება, რომ რუსეთი თვითონ იქნება მომავალში ოკუპირებული და გადაბუგული მუსლიმთა მიერ. ეს ასეა ასი პროცენტით.
მსოფლიო პოლიტიკა ძალიან იძაბება. ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. იწყება ომები, რაც ბევრი სახელმწიფოს ტერიტორიებს შეცვლის. პატარ-პატარა ერები გაქრებიან, საქართველო კი გადარჩება. დაიმახსოვრეთ: ომები საქართველოს გვერდს აუვლის! წინასწარმეტყველების ყოველი სიტყვა ასრულდება, როგორც ყოველთვის!
მთავარი: მომავალში, ვხედავ, თბილისი გულია საქართველოსი. იგი დედაქალაქად რჩება. თბილისი ულამაზესი ევროპული ქალაქი ხდება. მართალია, შეუცვლელი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ თბილისი ნამდვილად შეუცვლელია. რასაც ახლა ვწინასწარმეტყველებ, 23-24 საუკუნეებში ვხედავ. ჩემი დანახული მომავალში პასუხს გასცემს ყველა კითხვას, რომლებიც თბილისს შეეხება. ათასი ჭორი აგორდება, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ისე ასრულდება, როგორც ვიწინასწარმეტყველე, ასი პროცენტით.

2009 წელი. 20 დეკემბერი.


იბადება ახალი ფაშიზმი და ეს რუსეთია! რაც აფხაზეთში ხდება, ამაზე მეტი ცირკი საყურებლად არ არსებობს დღეს. ეს მალე დამთავრდება. 1989 და 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე აფსუების გადაშენება, რაც დღეს სრულდება ასი პროცენტით. აფხაზეთი აფსუების გარეშე! თუმცა აფხაზეთი მათი სამშობლო არც არის. აფხაზეთი საქართველოა!
რუსეთი ვეღარ მართავს კავკასიას (ეს ჯერ კიდევ 1990 წელს ვიწინასწარმეტყველე, რაც უკვე სრულდება). ვხედავ, რუსეთი კავკასიას დღეს ვერ დააწყნარებს. წინ დიდი ომები და ტერორები ელით. ეს ტერორები არ შეწყდება, გაგრძელდება რუსეთის დიდ ქალაქებში. ფრთხილად! ხოლო ყველა მცდელობა, რომ საქართველოს გადააბრალონ ყველაფერი, ფუჭია, არაფერი გამოუვათ; იმდენად გადაამეტებენ, რომ თვითონვე აღნიშნავენ თავიანთ სითავხედეს.
ევროპა რუსეთზე, ვხედავ, ძალიან გამწარებულიცაა და თან ძალიანაც ეშინია მისი. ამერიკა კი არაფრის დათმობას არ აპირებს, განსაკუთრებით, კავკასიის, საქართველოს დათმობას.
რუსეთის მთავრობას აგიჟებს განათებული და მხიარული დედაქალაქი საქართველოსი. და არამხოლოდ თბილისი, ბათუმიც, ქუთაისიც და მთელი დანარჩენი საქართველო. როგორ წყდებათ გული, რომ საქართველო ჩეჩნეთს არ დაამსგავსეს და არ დაანგრიეს?! ვერც დაანგრევენ!
გაიხსენეთ, ჩემო საყვარელო ქართველებო, ჯერ კიდევ როდის ვთქვი, რომ თბილისს უზარმაზარი კოსმიური შოლტი აქვს შემოხვეული და ვაი მას, ვინც მიეკარება-მეთქი! დიახ, დაწყევლილია ის ერი და ის სახელმწიფო, ვინც ღვთისმშობლის ქვეყანას მიეკარება! ეს კარგად დაიხსომეთ თქვენც, ქართველო შადიმანებო. ვიცი და ვხედავ ასი პროცენტით, მერწმუნეთ, კოსმოსი არ გაპატიებთ და სასტიკად დაგსჯით. ყველამ კარგად უწყით, რომ წინასწარმეტყველება სრულდება.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე ბევრჯერ მისაუბრია საქართველოს მომავალზე პატრიარქთან, მრავალჯერ წამიკითხავს მისთვის ჩემი წინასწარმეტყველებები. და აბა სხვამ ვინ, თუ არა პატრიარქმა, იცის, რომ დღეს ეს ყველაფერი სიტყვა-სიტყვით სრულდება. ეს ისტორიაა, ბატონებო, რომელიც მომავალ საუკუნეებში აღინიშნება და ითქმება ყოველივე.
მე ბევრჯერ ვიწინასწარმეტყველე საპატრიარქოსა და მის ბინადარზეც, რაც ასევე ასი პროცენტით ასრულდება. დიახ, კოსმოსი დაასუფთავებს უფლის სახლს. და მერე როგორ?! ყველა იხილავს ამას. ასეთია ნება კოსმოსისა, რათა დარჩეს მღვდელი იგი პატიოსანი და ვხედავ, გადარჩება ბოლოს საპატრიარქო. განწმინდავს და დაასუფთავებს უფლის ხელი ყველაფერს. ირწმუნეთ, ვინაიდან თითოეული სიტყვა ასრულდება ასი პროცენტით. წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება.
მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და მუდამ მეყვარება ჩემი პირველი მოძღვარი, აწ გარდაცვლილი მიტროპოლიტი, მეუფე კონსტანტინე მელიქიძე – უნიჭიერესი, უჭკვიანესი, სიკეთით სავსე ადამიანი, რომელიც ძალიან მაკლია. მიყვარს ჩემი მოძღვარი – მამა ფარნაოზი, უგანათლებულესი პიროვნება, ჭეშმარიტი უფლის მსახური და ჭეშმარიტი მღვდელი.
ჰოდა დროა უკვე, ვხედავ, დასუფთავდეს ყოველივე. და დღე იგი უკვე დადგა, ვხედავ. ამინ!

2009 წელი, 28 დეკემბერი, თბილისი.


ის პოლიტიკა, რომელიც დღეს საქართველოში ტარდება, ხალხს საერთოდ არ აინტერესებს. ოპოზიციის პოლიტიკური ნაბიჯები არ მოწონთ, არ ეთანხმებიან. დრო ჩერდება. ლაპარაკია არჩევნებზე, მაგრამ ესეც უინტერესოა ხალხისთვის. მაინც არაფერი გამოვაო, ფიქრობენ. რა არ გამოვა? შადიმანებითაა ქვეყნა სავსე და ვის ენდოს ჩემი ხალხი? ოპოზიცია რუსეთის კარზე დარბის, ოკუპანტ რუსეთში ეძებს დასაყრდენს საქართველოს “გადასარჩენად”, საქართველოს “გასაერთიანებლად”. გაღიზიანებული კი კვლავ ადგენენ გეგმებს, თუ როგორ შემოიჭრან საქართველოში და როგორ მოახდინონ ჩემი ქვეყნის სრული ოკუპაცია. ეს ჩანაფიქრი ურყევია, მაგრამ ოპოზიციის ასეთი აქტიური ლტოლვა რუსეთისადმი კრემლს მზაკვრული გეგმების შესრულებაში – ომის დაწყებაში, ხელს უშლის. ისინი ისევ იფიქრებენ ქართული ოპოზიციის გამოყენებას და მთავრობის გადატრიალებას, ამიტომ ომი, ოკუპაცია და სხვა მზაკვრული გეგმები შეჩერებულია. ვხედავ, მომავალში ისევ ირბენს ჩვენი ოპოზიცია რუსეთის კარზე. და მერე რა? ამერიკა და რუსეთი რამ გაყო? თუ ერთი მხარე ამერიკის უკან დგას, რატომ არ შეიძლება ოპოზიცია დადგეს იმ ოკუპანტი რუსების უკან, რომლებმაც ჩემი სამშობლო დაანაწევრეს, დაბომბეს და კიდევ აპირებენ ომს? ხედავთ, ქართველებო, არავითარი განსხვავება არ ყოფილა?! მაგრამ წინასწარმეტყველება ასეთია: ვხედავ, არავის არაფერი გამოგივათ! უფლის საცერი ყველასათვის იცრება – მთავრობის, ოპოზიციის, მღვდელთათვის და პოლიტიკოსებისთვისაც. ფრთხილად! ფრთხილად, შადიმანებო! ვინც საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ღალატობს, აუცილებლად მიიღებს პასუხს კოსმოსიდან. თქვენი ქილიკი აღარავის აინტერესებს, თუნდაც ერთმანეთი დაგიხოცავთ! საცერი გაიცრება და გადარჩებიან ნამდვილი მამულიშვილები, რომელთაც სამშობლოს სიყვარულით უძგერთ გულები, მომართულნი არიან საბრძოლველად და სამშობლოს გადასარჩენად. ნუ გგონიათ, ბატონებო, რომ ქართველი ერი ისე დაჩაჩანაკდა, ომი არ შეუძლია. ცდებით, ძალიან ცდებით. გაიხსენეთ 10-15 წლის წინ დანახული წინასწარმეტყველება, თუ როგორ ეშვებიან ქართველი მებრძოლები კავკასიონიდან აბჯარასხმულნი, საბრძოლო სიმღერით და როგორ გუგუნებს მთელი კავკასიონი. ამ ძალას ვერავინ შეაჩერებს. დაჩმორებული და დამონებულები თქვენ ხართ, შადიმანებო, და მალე კოსმოსი პასუხს გაგცემთ ყველა ნამოქმედარზე. ამინ!
ქართული გენი არ ჩამკვდარა! ქართული სული ისევ ცოცხლობს და ელოდება დროს, რათა გაარღვიოს უკუნი და საქართველო დაასუფთავოს უწმინდურთა და გამყიდველ არაკაცთაგან; გაერთიანდეს მთელი საქართველო და იყოს იგი ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო.
არ მაინტერესებს, ვის როგორ სჯერა, ანუ შადიმანებს. თავზე რომ დაგემხობათ ყველაფერი, მერე ხომ კარგად დაიჯერებთ? ყველაფერი სრულდება, მაგრამ სიმართლე, უბრალოდ, არ გსურთ, რომ დაიჯეროთ. თქვენი მიწიერი ამბიციები თქვენვე დაგღუპავთ. გამოსავალი არ გექნებათ, არ არსებობს.

არც “დიდი რუსეთის” მთავრობას ექნება გამოსავალი. ისინი უარეს დღეში ჩაცვივდებიან. კარგავენ მიწებს, თუმცა ეს მიწები მათ არც ეკუთვნოდათ. რუსეთის აღმოსავლეთი მხარე, სადაც ზაფხული არ იცის, მუდამ გამყინვარებაა და ცივა, რუსს სულაც არ იზიდავს. აი სამხრეთი, კავკასია კი სულ სხვაა და ეს მიწები, მათი ჭკუით, რუსებს ეკუთვნით. მახსოვს, აგვისტოს ომის დროს რუსი ჯარისკაცი როგორ ყვიროდა: “ეტა ნაშა ზემლია!” წინასწარმეტყველება სულ სხვაგვარია: კავკასია თავისუფლდება რუსი აგრესორებისგან! საქართველო ერთიანია! საქართველო იბრუნებს ყველა იმ მიწას, რაც კი ოდესმე დაუკარგავს, პირველ რიგში აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, მერე კი ისეთი პოლიტიკური თამაში დაიწყება მსოფლიოში (თუმცა, უკვე დაწყებულიცაა), რომ ესეც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს დაუბრუნდება ადრე წართმეული ტერიტორიებიც, რაც მრავალჯერ ვიწინასწარმეტყველე.
ვიმეორებ: ბევრ წამყვან სახელმწიფოს დაჭირდება ძლიერი, გამთლიანებული საქართველოს ხილვა. ეს აუცილებელია, თვითონ დრო მოიტანს ამას.
დღეს კი, ირბინოს ოპოზიციამ რუსეთის კარზე, როგორც ოდესღაც ქართველი შადიმანები დარბოდნენ შაჰის კარზე. ოღონდ დღეს სულ სხვა დროა, სულ სხვა ხალხია და სულ სხვა კოსმიურ განზომილებაში ხართ. ამას ვერ გაიგებთ, მაგრამ სამყარო მთლიანად კოსმიური განზომილებებია… თქვენ კი ამ ენერგიებს ვერ მოიპოვებთ.
ვხედავ, ოპოზიცია იწმინდება, იფილტრება ბოლომდე. ხალხი ხედავს, ვინ ვინ არის და შესაბამის ნაბიჯებს გადაგამს. იქმნება ახალი პარტიები, რომლებიც არ ცდილობენ ოპოზიციასთან არც ლაპარაკს და არც, რა თქმა უნდა, გაერთიანებას. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ვხედავ, ოპოზიცია არასდროს გაერთიანდება. მოსინჯავენ, ასე ვთქვათ, მერე გალანძღავენ ერთმანეთს და მერე, ვინ სად გარბის, ღმერთმა უწყის. მართალია, ოპოზიციაში ნამდვილად არიან ჭკვიანი პოლიტიკოსები, მაგრამ რა ქნან, როცა უმცირესობაში არიან და რაც არ უნდა დიდი სიბრძნე აფრქვიონ, მაინც არ უგდებენ ყურს? ამიტომ იძულებულები არიან, მთლად გაჩუმდნენ და დაელოდნენ, ასე ვთქვათ, კარგ დროს.
რუსეთს ომის საკითხი საქართველოს მიმართ შეჩერებული აქვს. კრემლის კარზე მორბენალი ოპოზიცია უფრო გაიზარდა და ეს მოწონს რუსეთს. მაგრამ რატომ არ კითხულობენ, ქართველ ხალხს თუ მოწონს მათთან მსხდომი ქართველი პოლიტიკოსები? ვხედავ, რა თქმა უნდა, ხალხი მათ არ მიიღებს. ამ თამაშში დრო გადის და ჩვენს სახელმწიფოში ბევრი რამ შეიცვლება. რუსეთი ვერ შეძლებს ომის დაწყებას საქართველოში.
რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, იქ ომები გრძელდება და რაც ხდება, იმას საქართველოს ტელევიზია გააშუქებს და აჩვენებს მთელ მსოფლიოს. რუსეთის მთავრობა ვერაფერსაც ვერ იზამს. ასეა, სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს.
მინდა აღვნიშნო: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ამღიარებელ ქვეყნებს რუსეთი აღარ ეძებს! ეს საკითხი მიიჩქმალება და რუსეთი ურცხვად თავისად გამოაცხადებს ამ მიწებს. “დაავიწყდებათ”, რომ აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. “ეს დრო წავიდა!” _ განაცხადებენ რუსეთის მთავრობაში. _ “ეს მიწები რუსეთის საკუთრებაა!” თუმცა, რა? 1993-1994 წლებში ასე არ იყო? მაშინ ჩუმად და დიპლომატიურად წაგვართვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, დღეს კი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ და სჯერათ, რომ ძირძველი ქართული მიწები რუსეთის კუთვნილებაა, მათი სამშობლოა. ეს ძალიან საშიშია თავად რუსეთისთვის, ვხედავ. როცა სახელმწიფო რეალურ მდგომარეობას ვერ აფასებს, რეალობას წყდება, იცოდეთ, იგი მარცხისთვისაა განწირული, სწორედ ისე, როგორც ამ შემთხვევაში რუსეთი. ეს ასი პროცენტით ასეა და ასეც ასრულდება წინასწარმეტყველება.
რუსების ნამდვილი სამშობლო ვოლგისპირეთია, ბატონებო, ვოლგისპირეთი! და დარჩებიან კიდეც ბოლოს მის ანაბარა. რუსეთი კარგავს იმ მიწებს, რომლებიც არ უნდა დაკარგოს, მაგრამ დღეს რუსეთის პრეზიდენტები საქართველოს უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე საკუთარ სამშობლოს. დიახ, ასეა, რუსეთის სამიზნე საქართველოა.
რასაც ვხედავ, იმას ვწინასწარმეტყველებ და ეს ყოველივე სიმართლეა. მე მიყვარს რუსი ხალხი, მაგრამ წინასწარმეტყველებას ვერაფერი და არაფერი შეცვლის. ასეთია რეალობა.
ხომ ხედავთ, რომ ყველაფერი თანმიმდევრულად სრულდება? დიახ, ერთადერთი სიმართლე მხოლოდ წინასწარმეტყველებაა და რაც არ უნდა უარყოთ იგი, მაინც წინ დაგხვდებათ. ეს ასეა ასი პროცენტით. მავანთა ქილიკს კი უფალი, კოსმოსი ძალიან მწარე პასუხს გასცემს (ამინ!), როგორც ყოველთვის და, ალბათ, ეს დროც ახლოსაა.
მართალია, დროს ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ყველაფერი ძალიან ახლოსაა. მსოფლიო პოლიტიკა იძაბება და ვხედავ, აღწევს კულმინაციას, რაც აიძულებს წამყვან ქვეყნებს, დაიწყონ რეალური ქმედება, გადადგან მომქმედი პოლიტიკური ნაბიჯები. პირველ დარტყმას ისინი რუსეთს მიაყენებენ. სხვა გზა არც ექნებათ.
რუსეთის პოლიტიკაც იმ კულმინაციას აღწევს, რომ სხვა გამოსავალს არ უტოვებს არც ამერიკას, არც ევროპას და არც სხვა წამყვან ქვეყნებს. ლამის ომს გამოუცხადებენ, სანქციებს ბოლომდე აამოქმედებენ. არავითარი დათმობა! მსოფლიო ხვდება, რომ არ შეიძლება რუსეთს დაუთმო, ვინაიდან დაჭრილი დათვი უფრო საშიშია, ვიდრე მკვდარი. ჰოდა, ყველას სურს მკვდარი რუსეთი.
დღეს ამ ყოველივეზე, რაც ვიწინასწარმეტყველე, არც კი ფიქრობს ევროპა, თორემ ამერიკა ყოველთვის საშიშ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა რუსეთს და დღეს კიდევ უფრო საშიშად მიიჩნევს, ვიდრე წარსულში. ამიტომ ამერიკა აქტიურად ერევა კავკასიის საკითხებში, ვინაიდან, რა უფლებებიც აქვთ რუსებს კავკასიაში ჩარევისა, ისეთივე უფლებები აქვთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსაც; პირველ რიგში კი, ამერიკას, რომელიც, ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში უდიდეს როლს ითამაშებს მომავალში. ეს კი ძალზე სერიოზულია. დღეს არის სიტყვების რახარუხი, მრგვალ მაგიდებთან ენით ზურგის ფხანა, მაგრამ მომავალში ამერიკის ჩარევა სულ სხვა ხასიათს ღებულობს ქართულ პოლიტიკასთან მიმართებაში.
საქართველო ნატოში გაწევრიანდება! გინდათ თუ არა, წინასწარმეტყველება უნდა ასრულდეს.
აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს დროშა ფრიალებს ასი პროცენტით! გინდათ თუ არა ეს, შადიმანებო, ისევ და ისევ, ეს წინასწარმეტყველებაც აუცილებლად ასრულდება და სხვაც მრავალი _ დანახული საქართველოზე.
ბეწვის ხიდი თითქმის გავიარეთ, ქართველებო!
ყველაფერი ზუსტად ისე სრულდება, როგორც ვხედავ. ჭკვიანი ადამიანი თვალყურს ადევნებს წინასწარმეტყველებებს. ასრულებული უტყუარი ფაქტები წინ გიდევთ. პატიოსანი, სუფთა სულისა და სამშობლოს სიყვარულით ანთებული ადამიანი ყოველივეს დააფასებს, ხოლო ბოროტი, შურითა და ღვარძლით ავსებული, რასაც მოიმოქმედებს, ყველამ კარგად იცით. ამიტომ ისინი პასუხს მიიღებენ კოსმოსიდან. მათ დიდი დარტყმა ელით სამშობლოს ღალატისთვის, ვხედავ.
ვინ რას თამაშობს, კაცმა არ უწყის. ქართული პოლიტიკა, ვხედავ, ზღვარს დაცილდა. ოპოზიცია ერთმანეთსაა მწარედ ჩასაფრებულები, მთავრობა კი _ რუსეთს. არც ერთ პოლიტიკურ განცხადებასა თუ ქმედებას არ არჩენენ რუსებს. სანამ რუსები რაიმეს დააბოლოვებენ, ევროპა-ამერიკისათვის უკვე ყველაფერი ცნობილია სიტყვა-სიტყვით. არის ერთი გნიასი და პოლიტიკური განცხადებების კორიანტელი. დიახ, რუსეთი ქართულ პიარ-კომპანიასთან ვერასდროს მოვა.
ვხედავ და ისევ ვიმეორებ: საქართველოს ტელევიზია აუცილებლად გააშუქებს ჩრდილოეთ კავკასიის ამბებს. მერე ნახეთ რუსეთის გამწარება. მაგრამ ჯერ მთავრობას ეს არ აწყობს, ვინაიდან კავკასიაში ყველაზე აქტუალური თემა _ ეს მხოლოდ საქართველოა. დიახ, დღეს ყურადღება ჩვენი ქვეყნისკენ უნდა იყოს მოქცეული, ვინაიდან საქართველო კავკასიის გასაღებია. ის კი, რაც ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში, მსოფლიომ კარგად იცის, განსაკუთრებით ევროპამ და ამერიკამ. საქართველომ მათივე პოლიტიკური თამაში უნდა ითამაშოს და მოიგებს კიდეც ასი პროცენტით. ყველამ თავის თავს მიხედოს!
ისევ ვხედავ, ქართული შიდაპოლიტიკა ძალიან მოსაწყენი ხდება ხალხისთვის და არის სიჩუმე. ფრთხილად, პოლიტიკოსებო, ფრთხილად! არც ისეა საქმე, როგორც გგონიათ. ელოდეთ სიურპრიზებს!!!
ვხედავ, მომავალში მსოფლიო პოლიტიკა ძალიან აირევა. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ `დიდი რუსეთის იმპერია~ დაიშალა. რუსეთში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსები კი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ვაი-ვითომ-პრეზიდენტებს დაემსგავსნენ, ყოველდღე რომ დარბიან კრემლის კარზე. მათი შემყურე რუსეთის მთავრობა ძალიან ადვილად ანხორციელებს დიდი ხნით ადრე დაწერილ სცენარს საქართველოს მიმართ, მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული სახელმწიფოს წაშლას რუკიდან.
ყოველთვის ვხედავდი, რომ მართალი იყო რუსების ნათქვამი, საქართველო გვიყვარს ქართველების გარეშეო. ახლა მსოფლიოს ჰკითხოს რუსეთის ორმა პრეზიდენტმა, თვითონ მათ, სიყვარულზე არ არის საუბარი, ელემენტარულად, პატივს თუ ვინმე სცემს და თუ ენდობა? მსოფლიოს არც ერთი წამყვანი ქვეყანა არ ენდობა რუსეთს, ხოლო მთელი კავკასია ზიზღით არის შეპყრობილი მათ მიმართ. ეს ზიზღი მთელ კავკასიას გააერთიანებს და “დაყავი და იბატონე”, მერწმუნეთ, ხალხო, რომ ვხედავ, მომავალში რუსეთის მთავრობას არ გამოუვა, არა!!!
რაც შეეხება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, პირველ რიგში კი აფსუებს, რუსები მათ ძალიან შეავიწროვებენ. ცდილობენ, რომ ზნე-წესი, დედა-ენა და კულტურა საერთოდ წაშალონ აფსუების მეხსიერებიდან. მოკლედ, მიდის გაქანებული რუსიფიკაცია. სახლებსაც ჩამოართმევენ და მიწებსაც წაართმევენ. ისე ჩანს, რომ რუსეთის მთავრობას მსოფლიოს აზრი საერთოდ არ აინტერესებს მომავალში. თუმცა დღესაც ხომ ასეა, რომ პირდაპირ მასხარად იგდებენ ევროპასა და ზედ მიაყოლეს ამერიკაც, მათი უნიათო პრეზიდენტით (დიახ, ეს ასეა. რუსეთის მთავრობა ასე მიიჩნევს).
აფსუებს აფხაზეთში აღარ დაედგომებათ. ვხედავ, რუსები სძულთ. ჰოდა, დაიცვან ახლა აფხაზეთი, თავიანთი სახელმწიფო. თუმცა, რა? რისთვის უნდა იბრძოლონ? ნამდვილი აფხაზები ლტოლვილები არიან. რუსებმა საკუთარი მიწიდან გამოყარეს ისინი და საქართველოს სხვა კუთხეებს არიან მოდებულნი.
ეს ყველაფერი დროებითია, ჩემო ქართველებო. ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, ვხედავ. თითოეული ქართველი, აფხაზი თავის ქონებას უკლებლივ დაიბრუნებს. დღეს უცხო ჯიშის ხალხი იყოფს ქართულ მიწებს: რუსები, სომხები, აფსუები, კაზაკები და სხვადასხვა სახის ბომჟები, მოწანწალე უსახლკარონი. ვაი თქვენ! მოგივლენთ კოსმოსი ისეთ გასაჭირს, რომ ვერც ერთი ვერ გაჩერდებით ქართულ-აფხაზურ მიწაზე. ასევე სამშობლოშიც. ხოლო აფსუები ნუკი გამორბიან და თავშესაფარს ნუკი ითხოვენ, ურჩევნიათ, დაიცვან საკუთარი სახლები და თავები. იქნებ ახლა ქართველთა ხარჯზე სურთ ბრძოლა რუსების წინააღმდეგ? არაფერი გამოგივათ! წახვალთ იქ, საიდანაც ჩამოხვედით. საქართველოს მიწაზე თქვენ ფეხს ვერ მოიკიდებთ. ასეთია წინასწარმეტყველება.
რუსეთის მთავრობამ თვითონაც კარგად უწყის, რომ ოკუპანტების როლში დიდხანს დარჩენას ვერ შეძლებენ. ისიც იციან, რომ კავკასიას ვეღარ მართავენ და ვხედავ, რუსეთს სახვეწარი გაუხდება საქართველოსთან, იმიტომ, რომ ბრძოლა კავკასიაში წაგებული აქვთ და არის საშიშროება იმისა, რომ მუსლიმები მოსკოვში შეუცვივდნენ. ჯერ კიდევ რამდენი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე ეს ყველაფერი?! წინასწარმეტყველებები კი ყოველთვის სრულდება ასი პროცენტით.
ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს: საქართველო იბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, იბრუნებს ყველა დაკარგულ ტერიტორიას და ისე წარიმართება მსოფლიო პოლიტიკა, რომ თვითონ მიხვდებით ყველაფერს.

2009 წელი, 30 დეკემბერი, ურეკი.

იწყება, ვხედავ, დიდი წინააღმდეგობა ჩრდილოეთ კავკასიის მხრიდან რუსეთის მიმართ. ეს სულ სხვა ომია. ვხედავ, მოვიდა დრო, როცა რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ამ ქვეყნებში ჩაიდინა: გენოციდი ჩეჩნეთში, რომელიც მიწასთან გაასწორა, ასევე ინგუშეთში მოწყობილი პროვოკაციები და გენოციდი ვითომ ოსების ხელით და ასე შემდეგ.
ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე ჩრდილოეთ კავკასიაზე, უფრო ადრეც _ 1987 წელს და დღეს ყველაფერი სრულდება.
ეს ქვეყნები რუსეთის აქილევსის ქუსლია (რაც მეტ ინფორმაციას მისცემს მთელ მსოფლიოს მათ შესახებ), დიდი დარტყმა ელით ჩრდილოეთ კავკასიიდან. რუსეთი ომს ვერ ჩაქრობს. იგი უფრო ღვივდება. მუსლიმური სამყარო დიდი დახმარებით უდგას ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებს და არც აპირებს ამ დახმარების შეწყვეტას.
რუსეთს კავკასიაში დასაყრდენი ქვეყანა დაჭირდება. ასეთი ქვეყანა კი მხოლოდ ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი საქართველოა მთელს კავკასიაში. დიახ, ეს საქართველოა, სადაც რუსეთმა ომები გააჩაღა, მოინდომა მისი სრული ოკუპაცია და საერთოდ, რუკიდან წაშლა.
1992-1993 წლების წინასწარმეტყველებებში მიწერია: რუსეთის ჯარი გარბის საკუთარი მიწების დასაცავად. დღეს ეს წინასწარმეტყველება ასი პროცენტით ასრულდება. რუსეთს დიდი პრობლემები ელის მეზობელ ქვეყნებთან და ასევე დიდი დარტყმები საშინაო პოლიტიკაში.
ვხედავ, რუსეთის მთავრობაში გარდაიცვლება დიდი პიროვნება; რამდენიმე ადამიანის სიკვდილს ვხედავ. ეს ძალიან ცუდი ნიშანია.
რუსეთი ასევე კარგავს მეგობრებს ევროპაში. კავკასიის თემა დიდი დარტყმა იქნება მისთვის. იმართება დიდი საინფორმაციო ომი და ყველა იხილავს, რომ რუსეთი ნამდვილი ფაშიზმია!
საქართველო კი ძლიერდება. შემოდის ის სამხედრო ტექნიკა და რაკეტები, რომლებიც ჯერ კიდევ (იხილეთ წიგნში) 1992 წლის 18 დეკემბერს ვიწინასწარმეტყველე. დიახ, ქართული ჯარი და შეიარაღება შიშს ჰგვრის ჩვენს “ძვირფას” მეზობლებს, რაც საქართველოს გადაარჩენს.
ვიმეორებ: ამერიკა უკან არ დაიხევს, არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობს რუსეთს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ხოლო რუსეთის გეგმას, რომელიც, ვხედავ, ნამდვილად აქვთ _ საქართველოს მთლიანი ანექსია, ოკუპაცია _ ასრულება არ აწერია, ჩაშლილია. ისინი ომს, დიახ, ისევ ომს საქართველოს ვერ გაუმართავენ. ყველაფერი მოიმართება მათ წინააღმდეგ. რუსეთის ჯარი სხვა ადგილას უფრო საჭირო გახდება და ეს ადგილი ჩრდილოეთ კავკასიაა.
ამავე დროს უკვე იძაბება აფხაზეთი. უწყინარი ადამიანებიც კი დაუნდობელ ცხოველებს ემსგავსებიან. რუსების უკანონო ქმედებებს საზღვარი არ აქვს (ან როდის ჰქონია?) და ისინი `ძმები აფსუების~ სახით მიიღებენ დაუნდობელ მხეცებს, რომლებიც რუსებს სისასტიკეში გაასწრებენ. მართალია, ეს გუნდი ძალიან მცირერიცხოვანია, მაგრამ რასაც აფსუები გააკეთებენ, იმით რუსულ ჯარს მაინც დიდ დარტყმას მიაყენებენ ზურგში (რუსების ხარჯზე ხომ ვითომ ომობდნენ და მოუგეს კიდეც ქართველებს? ვინც ომობდა აფხაზეთში, ყველამ კარგად იცის. ჰოდა, ახლა საკუთარ ტყავზე გამოცდიან რუსულ ჩექმას). იწყებენ პარტიზანულ ომებს.
ვხედავ, რუსული უხეში პოლიტიკა ყოველთვის ხორციელდებოდა, მაგრამ ქართველთა სიძულვილი იმდენად ძლიერი იყო აფსუებში, რომ ამ სიძულვილმა გადაფარა რუსული უხეში პოლიტიკაც და საერთოდ ყველაფერი. დღეს კი ეს პატარა ერი რუსული ჩექმის ქვეშ არის მოყოლილი და განწირულია გასაქრობად. ასეც მოხდება, თუ არ იბრძოლეს.
ვხედავ, ტერიტორიებს ყველგან აფეთქებენ. მოკლედ, აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთისთვის ის ჭაობია, რომელიც მას შთანთქავს. ვიმეორებ: ეს ჭაობია, საიდანაც რუსეთი ვერ ამოვა! აფსუებს კი გადაშენება ემუქრებათ. რუსეთის გეგმა თავდაპირველად იყო ვაჭრობა, ანუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხით ვაჭრობა ევროპასთან და უფრო კი ამერიკასთან. მაგრამ მათმა ხისტმა პოლიტიკამ თითქოს ევროპას უკან დაახევინა (“მინდა და ვაკეთებ!” _ განუცხადა მათ რუსეთის მთავრობამ) და ყველაფერი ეს _ ვაჭრობის თემა _ გადაიყვანეს რეალურ აგრესიაში და საქართველოს ძირძველი მიწები, თითქოს, როგორც დღეს ჩანს, წაგვართვეს ისე, რომ დაბრუნებასაც აღარ ფიქრობენ. ვხედავ, ეს გეგმა მათ ყოველთვის ჰქონდათ. მექანიზმებიც ჰქონდათ შემუშავებული, რომელთაც, როცა დაჭირდებოდათ, აამუშავებდნენ და განახორციელებდნენ.
იქნებ გგონიათ, ქართველებო, რომ დღეს ეს რუსებს გამოუვათ? არა, არა და არა! ვიმეორებ ასჯერ დანახულს (1993 წლის წინასწარმეტყველებას), რომ რუსეთს ძალიან სურს აფხაზეთის შეერთება, მაგრამ ეს ღია, უტვინო თამაშია. მათ არაფერი გამოუვათ. აფხაზეთი საქართველოა. ვიბრუნებთ რუსეთის მიერ ჩამორთმეულ საერთოდ ყველა ტერიტორიას.
ის, რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, მათთვის, მათი პოლიტიკისთვის წამგებიანია. რუსეთი, ფაქტობრივად, იშლება. თითქმის დაშლილია. მათი მთავრობა საკუთარ ტერიტორიებს ვეღარ აკონტროლებს, ვხედავ, და მათ მოუწევთ ბრძოლა მიწებისთვის, განსაკუთრებით, ჩინეთთან. თითქოს ტერიტორიებს აძლევს, მაგრამ არც დაიჯეროთ. ვხედავ, რუსეთი იმ პოლიტიკას ატარებს, რაც მათ მოგებას მოუტანს, მაგრამ ჩინეთი ამერიკასთან ურთიერთობებს არ გააფუჭებს არც ერთ შემთხვევაში და რუსეთს არ დაუჭერს მხარს, მითუმეტეს, დიდ პოლიტიკაში. აქ საქმე იქამდე მივა მოულოდნელად, რომ რუსეთ-ჩინეთს შორის ლამის დაირღვეს დიპლომატიური ურთიერთობები.
ჩინეთს არც იაპონია ჩამორჩება. ჯერ კიდევ 15-16 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ იაპონია კურილის კუნძულებს მოითხოვდა. დღეს სრულდება წინასწარმეტყველება. დიახ, იაპონია დაიბრუნებს კურილის კუნძულებს, ეს მათი კუთვნილებაა.
რუსეთის მთავრობა პოლიტიკურ და, პლუს ამას, ეკონომიკურ ჩიხშია მომწყვდეული; წყლიდან ამოყვანილი თევზივით ფართხალებს. ისინი წააგებენ. თუ არ დათმეს, ანუ არ შეწყვიტეს საქართველოს მიმართ აგრესია და თუ არ დატოვეს ქართული ტერიტორიები, თევზივით გაიგუდება მათი პოლიტიკა.
ამერიკა არასდროს დაუთმობს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მათთვის. დათმობა ნიშნავს, რომ შენ არ ხარ დღეს ზესახელმწიფო, რომ შენი ძალა ნულის ტოლია და აღარ ხარ ანგარიშგასაწევი ქვეყანა. რუსეთი თავისი აგრესიით ცდილობს, ზუსტად ამ მხრივ დაარტყას ამერიკას. მაგრამ თუ რუსებს ევროპასთან რამე გამოსდით (თუმცა, მაინც ვერ მოილაპარაკებენ), ვხედავ, ამერიკასთან საერთოდ არაფერი გამოუვათ. ევროპა, განსაკუთრებით კი გერმანია, რუსულ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული (ამ თემაზე მე ადრეც ვიწინასწარმეტყველე), მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ბოლოს არც ევროპა დაუთმობს რუსებს, იმიტომ, რომ რუსეთი ძალიან თავხედურ პოლიტიკას ატარებს ევროსაბჭოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ევროპის აზრი ფეხებზე ჰკიდიათ. ნახავთ, რა უხეშად მოიქცევიან. ევროპა, ვხედავ, მალე მიხვდება, რომ საქართველოს თემა მათი იმიჯისთვისაც უმნიშვნელოვანესია. დროა უკვე, ყურები გამოიფერთხონ. რუსეთისთვის ამდენი დათმობა მათ კარგს არაფერს მოუტანს და ასეც მოხდება.
რუსეთი კარგავს ევროპაში მომხრე პრემიერ-მინისტრებს. ეს სალაპარაკო გახდება და ყველაფერს ფარდა აეხდება, განსაკუთრებით, ბიზნესებში თანამშრომლობას და კიდევ მრავალ სხვა რამეს, რასაც დიდი სკანდალები მოჰყვება. თუ ამ თემაზე აქამდე მხოლოდ ლაპარაკობდნენ, ახლა ფაქტებითა და დოკუმენტებით იქნება გარჩევები.
მოკლედ, მოვიდა დრო, რათა მოხდეს ამ ხროვის მხილება. ვიმეორებ: კოსმოსი მათ ნიღაბს ძალიან ცუდად ახდის, არავის მისცემს უფლებას, რომ საკუთარი ჯიბეებისთვის ქვეყნები წაშალონ რუკიდან.
მომავალში, გარდა დიდი პოლიტიკური დანაკარგებისა, რუსეთი ვერც ენერგომატარებლების თემას ჩაიგდებს ხელში სხვა ქვეყნების სამართავად. ვხედავ, ევროპა არ იქნება დამოკიდებული რუსეთზე. ამ ფრონტზე კრემლი დამარცხდება. არავინ ენდობა მათ _ არც დღეს და არც მომავალში.
საქართველოს თემა ისევ აქტუალური ხდება. მოკლედ, ეს საკითხი არ მოასვენებს ევროპას, სანამ ისინი რუსეთს სერიოზულ სანქციებს არ დაუწესებენ. ისე, ევროპამ (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე და მინდა, გავიმეორო) ყურადღება და მოქმედება მოადუნა საქართველოს მიმართ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხში, მაგრამ ამის საშუალება თავად საქართველომ არ მისცა; ცხვირში ამოუყვანეს ევროსაბჭოს ჩვენი ქვეყნის საკითხი და მოდუნების საშუალება არ მისცეს, თორემ აფხაზეთი, როგორც რესპუბლიკა, ლამის მისაღები გახდა ევროპისათვის. ასეთია, ბატონებო, პოლიტიკა. ამიტომ, ჭირი, რომელიც კოსმოსმა რუსეთს ჩვენი მთავრობის სახით მოუვლინა, მის პოლიტიკას ნელ-ნელა და მიზანმიმართულად ანადგურებს და ვხედავ, რომ გაანადგურებს. ისე, კარგი გამოთქმა აქვთ რუსებს: “კლინ კლინამ ვიბივაიუტ!”
ვხედავ, რუსული პოლიტიკა კოლაფსში ვარდება, ინფარქტს მიიღებს. რუსებმა, მერწმუნეთ, კიდევ არ იციან, რასთან აქვთ საქმე. არსებობს გამოთქმა, ჭიანჭველებმა სპილო წააქციესო. ეს სინამდვილეა.
მე რუსეთი, რუსი ხალხი ძალიან მიყვარს, რომელთაც დიდი გაჭირვება ადგათ. ხალხი იქაც შიმშილობს (უფრო მეტადაც), კრემლის ბინადართა პოლიტიკას არც მათთვის მოაქვს სიკეთე. მაგრამ რა ვქნა, ეს წინასწარმეტყველებაა და რასაც ვხედავ, ზუსტად უნდა ვიწინასწარმეტყველო. აქ რამის შეცვლა და რამის დამატება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. დიახ, ასეა, ბატონებო. მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ, რადგან ყველაფერი ასი პროცენტით სრულდება, რაც უკვე ყველამ იცით.
ის, რომ საქართველომ ტერიტორიები საბოლოოდ დაკარგა, ტყუილია. არც ის დაიჯეროთ, ჩემო საყვარელო ქართველებო, რომ თუ რუსული პოლიტიკა გატარდება საქართველოში, რუსეთი დაგვიბრუნებს ჩვენს ძირძველ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. არ დაიჯეროთ!
და მთავარი: რუსეთის მთავრობას თავისი ხალხისთვის, თავისი მიწებისთვის ვერ მოუვლია და საქართველოს უთამაშებს კუნთებს. “დიდი რუსეთის” უდიდესი კრახი და უბედურება იმაშია, რომ ვერ ხვდება, რაოდენ დიდ დარტყმას მიიღებს მათი პოლიტიკა საქართველოში. დიახ, მათი პოლიტიკა განწირულია. რუსეთს ძალიან ეშინია საქართველოს შეიარაღებისა. სწორეცაა. იმიტომ, რომ თუკი საქართველოს ექნება ყველაფერი სამხედრო ხაზით (და ვხედავ, გვექნება კიდეც), ყოველივე რუსეთის დიდი მარცხით დამთავრდება.
საინტერესო რამეს ვხედავ: თვითონ რუს ჯარისკაცს ბრძოლა არ უნდა. ან რისთვის უნდა იბრძოლოს? გასაძარცვიც აღარაფერია, თუ ისევ უნიტაზებს არ წაიღებენ. ამიტომ ვხედავ, რომ რუსეთს ჯარისკაცი აღარ ეყოლება, გარდა “მარადიორებისა”. თუმცა იმასაც ვხედავ, რომ “მარადიორებსაც”, ამ უგვარო ხალხსაც არ სურს ბრძოლა.
დღეს რუსი ჯარისკაცები ძარცვავენ “ძმებს” _ აფსუებს, საკუთარი სახლებიდან ყრიან მათ და ამას მალე ვიხილავთ ტელევიზიითაც. ამ ინფორმაციას თავად აფსუებიც მოგვაწვდიან.
ერთი რამ მინდა აღვნიშნო: რუსები აფსუებს ვითომ ავარჯიშებენ და წვრთნიან, მოკლედ, ყოველკვირა დიდი სამხედრო სწავლებები აქვთ. ეს ყველაფერი ტყუილია. მათ ეს საჩვენებლად სჭირდებათ და მეტი არაფერი; ანუ ნახეთ, როგორ ვითარდება აფხაზეთის სახელმწიფო, მისი არმიაო და ასე შემდეგ. ვაი თქვენს პატრონს! თქვენი სახელმწიფო არ გაიშვა!
მოკლედ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აწერია გაერთიანება და ამას ვერც რუსი და ვერც მთელი დანარჩენი მსოფლიო ხელს ვერ შეუშლის. საქართველო შევა ნატოში, რათა დაცულები ვიყოთ ურჯულოების შემოსევებისგან.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: საქართველოს ჰყავს ძლიერი არმია, ვინაიდან ქართველი სულით მებრძოლია და თავისი ქვეყნის ჯარისკაცია. ვერც ამ გენს წაშლის ვინმე. ყოველთვის იბრძოდა ჩემი საქართველო და ყოველთვის ვარსებობდით ქართველები. ბევრმა დიდმა ცივილიზაციამ შეწყვიტა არსებობა, მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო არასდროს გაქრება დედამიწიდან. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით, როგორც მაღალი სულიერებისა და დიდი კულტურის ერი. მერწმუნეთ, ეს ასეა!
საცოდავი შადიმანები, პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები კი ყველა ქვეყანაში არიან და იქნებიან. ეს გასაკვირი არაა. უბრალოდ, საქმე ისაა, რამდენად გაუმართლებთ? მაგრამ ბოროტება არასდროს იმარჯვებს, სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს. ასეა!
მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს გავლით ევროპაში ენერგორესურსების გატანის პროექტებს. მილები მაინც გაივლის საქართველოზე. შავ ზღვაზე რუსეთის ნამდვილად ბოროტ ზრახვებსა და გეგმებს ასრულებები არ აწერია. თუ ბუნებას, ბოდიში და, ფეხებზე დაიკიდებთ, თვითონ ბუნება უარესად დაგიკიდებთ ფეხებზე.
საქართველო გადარჩება! მომავალში კი, როგორც ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, თბილისი კავკასიის დედაქალაქი ხდება. კავკასიის გასაღები საქართველო იყო და ყოველთვის იქნება. აი ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი რუსეთი კი სად იქნება, ეს კიდევ საკითხავია. ასეა, საკუთარი ხელით დაგებულ მახეში თავად გაებმება “დიდი რუსეთი”. ეს არ არის ხუმრობა. ფრთხილად!

 

Comments

comments

დატოვე პასუხი