ლელა კაკულია

2008 წელი

წელი ჩვენი აღიარებისა!
წელი დიდი ცვლილებებისა!
მოდის “გიორგი ბრწყინვალე”. ამინ!

ზოგადი მონახაზი:

ვხედავ ქაოსს, არეულობებს, აღელვებულ ხალხს. მათ ვერავინ შეაჩერებს. მერე კი ვხედავ, როგორ დალაგდება და დამშვიდდება ჩემი საქართველო.
იქმნება ახალი მთავრობა, ახალი პარტიები, მოდიან მეცნიერები. ვხედავ კოალიციურ მთავრობას (იხ. წინასწარმეტყველება 1992 წლისა) ანუ პარლამენტს.
საქართველო ძლიერია!
შევდივართ ნატოში!
ხალხი წყვეტს ყველაფერს.
საპატრიარქოში დიდი ცვლილებებია…
ოლიგარქი ბიუჯეტში დიდ თანხებს დებს.
პატარა ომები!!!
რუსეთთან ნაყოფიერი მუშაობა დაიწყება.
იქნება დიდი, ხმაურიანი სასამართლოები.
დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ და სხვა მრავალ ინფორმაციას, რომელთაც ვიწინასწარმეტყველებ.
ქართველი წინასწარმეტყველი
ლელა კაკულია.

ესე არს სიტყვა უფლისა, სიტყვა მართალი, რომელიც მის ბაგეთაგან იფრქვევა და ჩვენ – ანგელოზნი, ვამცნობთ ქვეყანას!
დრო არ არსებობს კოსმოსში.
დრო არ იკითხოთ.
როდის რა ასრულდება, ეს უფალმა იცის.

2008 წელი, 8 იანვარი, ბაკურიანი.

ვხედავ, ხალხი აღარ ენდობა ჟურნალისტებს. რას ნიშნავს ეს, მომავალში ყველა დაინახავს.
მე ვიწინასწარმეტყველე, რომ ტელეარხს “იმედი” მხოლოდ ორი საათი ჭირდება, რათა ობიექტურად (რისიც ეშინია მთავრობას) გააშუქოს მოვლენები, თუ რა ხდებოდა არჩევნების დროს საქართველოში. ეს მასალა მათ მოეპოვებათ. ისინი უშიშრად შეუტევენ ყველა ზეწოლას მთავრობის მხრიდან. ეს არის ახალი ჯგუფი ჟურნალისტებისა ახალ ტელევიზიაში, რომელიც ადრე ვიწინასწარმეტყველე.
ვხედავ გაფრთხილებას ამერიკიდან: ტელევიზიის ტერიტორიას არც კი გადააბიჯის მთავრობამ! ეს უდიდესი დაცვითი წრეა მათთვის.
ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი სიმართლე გამჟღავნდება, რამდენი სიბინძურე ამოტივტივდება. ასეა, სიმართლე არასდროს იმალება.
საქართველო – ქართველი ხალხი, არ მიიღებს ექსპრეზიდენტს პრეზიდენტად. მისი საერთოდ არ ჯერათ და ვერც დააჯერებს ხალხს.
ვხედავ, როგორ იბრძვის მთავრობა დაუწერელი კანონებით, აქეთ კი მთელი ქართველი ხალხი არ თმობს პოზიციებს და არც დათმობს!!! ისინი ყველა გზას უჭრიან მთავრობას, აიძულებენ ბევრი საკითხის გადაწყვეტას. საქართველო, ხალხი თავს არ მოატყუებინებს ძალად მოსულ მთავრობას და მოუწყობენ “იების რევოლუციას!!!”
დიახ, სამეული დაიშალა. ეს ჯერ კიდევ 2003 წელს გამოცემულ წიგნში არის დაფიქსირებული. წინასწარმეტყველებათა წიგნი ასე მთავრდება: “ის ხალხი, ვინც ჩუმად იყო და გარეთ არ გამოსულა, აი ისინი აღდგებიან და ნახავთ, რა მასაა ეს – თითქმის 5 მილიონი!~

2008 წელი, 15 იანვარი, ღამის 11 საათი, ურეკი.

ვხედავ, ხალხი იმარჯვებს!
მდგომარეობა ძალიან დაიძაბება, ყველაფერი დროში იწელება, მართალია, მაგრამ “იების რევოლუციით” დასრულდება ასი პროცენტით.
ვხედავ, ოლიგარქი საქართველოში ჩამოდის, ისევ პოლიტიკაში ერთვება. იგი გაიმარჯვებს, ხალხი მხარს უჭერს.
ყოფილი მინისტრიც ჩამოდის. იქმნება ახალი პარტია, ბოლოს კი მოდიან მეცნიერები და ყველა ამ პარტიაში ერთიანდება.
ვხედავ, ხალხი არ თმობს საკუთარ პოზიციებს, “ნაციონალები” კი ცდილობენ, ძალით შეინარჩუნონ ხელისუფლება.
ექსპრეზიდენტს ეჯავრება თბილისი და სურს, საქართველოს დედაქალაქი სოხუმი გახდეს. მაგრამ სოხუმი, ვხედავ, ვერასდროს შეცვლის თბილისს. ისინი ვერ შეძლებენ ამ იდეის განხორციელებას. ვხედავ, რომ სოხუმი არასდროს გახდება საქართველოს დედაქალაქი. იქნება ბრძოლები, მაგრამ თბილისი გაიმარჯვებს.
როცა ქართველთა მეფემ – ვახტანგ გორგასალმა, ბრძანა, რომ საქართველოს დედაქალაქი იქნება თბილისი, კოსმოსში სამუდამოდ ჩაიბეჭდა ეს ინფორმაცია და არ არსებობს არავითარი მიწიერი ძალა, რომ ეს შეცვალოს.
ვხედავ, როგორ დალაგდება საქართველო. ჩემი ქართველები მშვიდდებიან.
ვხედავ, როგორ ასუფთავებს უფალი მთელ ქვეყანას ბოროტებისგან.
დღეს კი… კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ტყუილად კი არ არის ნათქვამი.
მოდის ახალი მთავრობა, ახალი ხალხი, მოდიან მეცნიერები, მოდის `გიორგი ბრწყინვალე~ და საქართველო გაბრწყინებულია, ვხედავ. ყოველივე ძალიან სწრაფად ასრულდება.

2008 წელი, 16 იანვარი, ურეკი.

საქართველო ექსპრეზიდენტის ინაუგურაციას არ ცნობს, ვერ მიიღებს. ხალხი ყვირის, ვხედავ: “ძირს პრეზიდენტი! იგი არ არის ქართველების პრეზიდენტი! იგი არაკანონიერია!”
ხალხი ძალიან გაღიზიანებულია. ფრთხილად! ხალხის ნერვებზე თამაში ძალიან ძვირად დაუჯდება მთავრობას. ფრთხილად!
ექსპრეზიდენტი ცდილობს, ოპოზიციასთან ურთიერთობები ააწყოს, გვერდში ამოიყენოს. `მე არაფერ შუაში ვარ!~ – ამბობს პრეზიდენტი. თურმე ყველაფერი მისი “ნაციონალური გუნდის” ბრალია, ყველაფერს აბრალებს პარლამენტს (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველეთ).
ექსპრეზიდენტი თავის გუნდს მთლიანად გაწირავს, დააპატიმრებს კიდეც ბევრს, რადგან თურმე, რაც მათ ჩაუდენიათ, ეს მან არ იცოდა. ამას განაცხადებს ხმამაღლა და აი, აქედან დაიწყება ნამდვილი ბრძოლა. მას თავისივე გუნდი მოუღებს ბოლოს. ფრთხილად!
დღეს “ნაციონალები” უკვე ხედავენ ექსპრეზიდენტის ორმაგ და ოთხმაგ თამაშებს, უკვე ხვდებიან, რომ იგი თავისუფლად გაწირავს თანაგუნდელებს. “დამაცადეთ!” – ყვირის პრეზიდენტი, მაგრამ მას არავინ დააცდის, მე მას აღარ ვხედავ მომავალში.

* * *
პარლამენტში ბევრი ღირსეული პარტია მოხვდება. მოდის საქართველოს გადამრჩენელი მთავრობა. მათთან არს ღმერთი!

* * *
საპატრიარქო და პოლიტიკა ერთად არ შეიძლება! ეს ბევრჯერ ვიწინასწარმეტყველე წარსულში, მაგრამ… მაგრამ ყოველივე უნდა ასრულდეს!
ბევრი რამ ამოტივტივდება. იქნება დიდი ჭორები და მოუწევს საპატრიარქოს თავის მართლება.
ხალხი, ვხედავ, განრისხებულია, ფრთხილად! ძალიან ცუდი თამაში წამოიწყო მთავრობამ, მაგრამ ისინი წააგებენ ასი პროცენტით.

2008 წელი, 17 იანვარი, ურეკი.

ოლიგარქი არ შეარჩენს არც მას და არც მის გუნდს ასეთ დამცირებას და პასუხსაც მიიღებენ ასი პროცენტით. იგი ქმნის რამდენიმე პარტიას, რომლებსაც აფინანსებს უპრობლემოდ და პატარა უმრავლესობას აყალიბებს პარლამენტში. ვხედავ, ეს სასიკეთოა საქართველოსთვის. იქმნება დროებითი მთავრობა, მერე უქმდება საპრეზიდენტო მმართველობა, ყალიბდება კოალიციური მთავრობა (1992-1993 წწ. წინასწარმეტყველება). ბოლოსდაბოლოს, საქართველო მშვიდდება, მაგრამ მაინც ვხედავ დიდ შეჯახებას. ხალხი მაინც გაიმარჯვებს, “ნაციონალებს” განდევნიან და დამშვიდდება მთელი საქართველო.
წავა დიდი მოლაპარაკებები: აქეთ ამერიკა, იქით რუსეთი, მაგრამ არის წინასწარმეტყველება 1992-1993 წლებისა: “საქართველო გავს შვეიცარიას!” ასე დავინახე და ვიცი, რომ ზუსტად ასრულდება ყოველივე. საქართველო, ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს, მომავალში ნეიტრალური სახელმწიფოა!!!
რუსეთი დათმობს პოზიციებს, საქართველო შედის ნატოში (წინასწარმეტყველება 1992 წლისა), რუსეთი საკუთარი ხელით გვიბრუნებს ქართულ ტერიტორიებს. ეს პროცესები უცბად დაიწყება.
ახალ პარლამენტში ის ხალხია, ვინც საქართველოს ჭირდება, ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან. ამას დაინახავს მთელი საქართველო.
ვიმეორებ ისევ და ისევ: მოდიან მეცნიერები, მოდის “გიორგი ბრწყინვალე!”
საქართველოში მთავრდება დიქტატურა!

2008 წელი, 18 იანვარი, ურეკი.

ვხედავ, საპატრიარქოს დიდი სირთულეები შეექმნება ისევ მთავრობასთან. უკვე ღია ბრძოლა დაიწყება. “ასეთი ბინძური თამაშის განგრძობა არ შეიძლება!” – განაცხადებს პატრიარქი და სიტყვით გამოდის. ეს ძალიან შეაშფოთებს მთავრობას, მაგრამ ვერაფერს შეაჩერებს. ძალიან სერიოზული საკითხია, რასაც ვხედავ. ფრთხილად!
ხალხის განწყობა იმ კულმინაციურ წერტილს აღწევს, როცა ომს კი არ ერიდებიან, პირიქით, ომი სურთ!!!

* * *

ვხედავ, დიდი ცვლილებები არ იქნება, უბრალოდ, ყველა ჩაიმალა და დროს ელოდებიან, რათა ისევ თავიანთი ადგილები დაიკავონ. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
ვხედავ, რომ მთავრობაც და ხალხიც მივა “იების რევოლუციამდე”. ეს საქართველოს ნამდვილად არ აცდება, სამწუხაროდ!!! წინასწარმეტყველება უნდა ასრულდეს და ასეც იქნება ასი პროცენტით.

* * *
“გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძალა და გავლენა უნდა დაკარგოს!” – ფიქრობს ექსპრეზიდენტი. მაგრამ ძალიან ცდება, ვინაიდან ხალხი, მთელი საქართველო მისი წინააღმდეგია და მიტინგებზე ივლიან მანამ, სანამ მთავრობას არ ჩამოაგდებენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
დიდი სიურპრიზები ელის მთავრობას, ამერიკელებიც კი გაოცდებიან.
ოლიგარქი? ოლიგარქი კი მოქმედებს. რუსეთი წაყენებულ ბრალდებებს მოუხსნის და გაამართლებს. აი ნახავთ!
ყველა პასუხს აგებს ჩადენილ დანაშაულზე. ფრთხილად! ბოროტებას ზეიმი არ აწერია. საქართველო, ხალხი იმარჯვებს!

2008 წელი, 19 იანვარი, ნათლისღება, ურეკი.

ვხედავ მომღიმარ ქართველებს. დედაქალაქი თბილისი და მთელი საქართველო ზეიმობს მომავალში. ხალხი იმარჯვებს. თავისუფლების დროშა ფრიალებს საქართველოში!
ჩვენ, ქართველები ვცხოვრობთ ისე, როგორც ჩვენი ზნე და წესია, როგორც მამა-პაპანი ჩვენნი ცხოვრობდნენ. ქართული სული უკვდავია და ამას ვერავინ წაშლის.
და როცა უჭირს საქართველოს და ემუქრება გადაშენება, მაშინ იხსნება გზა უფლისა და მოედინება უდიდესი დაცვითი ენერგია, რომელთანაც ბრძოლა არც შეიძლება და ვერც ვერავინ შეძლებს! მაშინ უფალი, ადამიანო, ძალიან ახლოსაა შენთან და ვაი იმ ბოროტს, ვინც მოგეკარება!

* * *
ვხედავ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად. ექსპრეზიდენტი ქრება, ვეღარ ვხედავ. იგი საერთოდ არ ჩანს მომავალში.
პარალელურად, რუსეთშიც ვხედავ დიდ ცვლილებებს. ცვლილებებია ასევე საქართველოსთან ურთიერთობებშიც, ბევრ რამეში მორიგდებიან თბილისი და მოსკოვი. ეს ის დროა, როცა ახალი მთავრობაა ორივე ქვეყანაში.
მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება. კავკასია თითქოს მშვიდდება, მაგრამ როცა აფხაზეთის საკითხი წამოიჭრება, უკვე ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის ქართველებს სახლებში დაბრუნებაში ხელს. ეს მიწები ქართულია და არ არსებობს ძალა, რომ მას ვინმე ურჯულო დააპატრონოს.
ასევე სამაჩაბლო. ქართველები ბრუნდებიან თავიანთ მიწაზე, ურჯულონი კი გარბიან.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: მოდის დრო, როცა უცხო ტომი ფეხს ვეღარ მოიკიდებს პატარა საქართველოში.
ვხედავ, როგორ იბადება უამრავი ქართველი ბავშვი.

2008 წელი, 20 იანვარი, ღამის 12 საათი, ურეკი.

ვხედავ, ამერიკის წარმომადგენელი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. ხალხი მის წინააღმდეგ მოიმართება. “გაერთიანებული ოპოზიცია” წინააღმდეგია, ვხედავ, მისი ჩარევისა ქართულ პოლიტიკაში. იყვირებენ, რომ კორუმპირებულია. მოითხოვენ გამოძიებას. ხალხი, ვხედავ, მოთხოვს ამერიკის ელჩს, რომ იყვნენ ობიექტურები.
ამერიკა სწრაფად შეაბრუნებს ყველაფერს. ბევრი რამ გაირკვევა. “ნაციონალები” გარბიან. დღეს უკვე ბევრია გაქცეული, ვხედავ.

2008 წელი, 22 იანვარი, დილის 6 საათი.

ვხედავ, ოპოზიცია სრულიად გაერთიანდება. ძალად პრეზიდენტს დაუმორჩილებლობას უცხადებს მთელი საქართველო. იწყება ნამდვილი ბრძოლები. ეს მიტინგებისა და ხალხის გამარჯვების დროა უკვე.

* * *
საპატრიარქო რთულ მდგომარეობაში ჩავარდება. ხალხი ვერ კი არა, არ გაუგებს პატრიარქს. ხალხი ხვდება, რომ საკუთარი უფლებები თავად უნდა დაიცვას.
ოპოზიცია ხალხს ვერ აკავებს. პრეზიდენტი კი ჩვეული ტემპით უბერავს.
მალე გაზაფხული მოვა, იებით გადაიპენტება ჩემი საქართველო!
დღეს კი თითქოს დაიბნევა ხალხი. რას აკეთებს “გაერთიანებული ოპოზიცია”, ვერ გაუგიათ. ხალხი ერთ მუშტად არის შეკრული, მთელი საქართველო და რა ხდება? ექსპრეზიდენტი ისევ პრეზიდენტი გახდა? მაგრამ ეჭვები ქრება. უბრალოდ, ოპოზიცია ცდილობს, დემოკრატიული გზით მიაღწიოს გამარჯვებას, ეშინიათ, რომ სისხლი არ დაიღვაროს. ეს ესმის ყველას, მაგრამ `იები~ მაინც არ აცდება საქართველოს. ექსპრეზიდენტი ამ ბრძოლას წააგებს ასი პროცენტით. კოსმოსი, ვხედავ, გადაკეტილია, მას ვერავინ დაეხმარება! მისი დრო ამოიწურა!

* * *
ბევრი საინტერესო რამ მოხდება საქართველოში. ჩამოდის ოლიგარქი, ჩამოდის ექსმინისტრი, “იმედი” ამუშავდება, ანუ ახალი ტელეარხი, ახალი “იმედის” მსგავსი!!!

2008 წელი, 22 იანვარი, დღის 12 საათი.


ქართულ პოლიტიკაში მომავალში მოდიან ისეთი პოლიტიკოსები, რომელთაც ძალუძთ გადაწონონ რუსეთ-ამერიკის მოთხოვნები საქართველოს სასარგებლოდ. დიახ, საქართველო ნატოში შევა ასი პროცენტით, მაგრამ, ამავე დროს, ნეიტრალიტეტსაც ინარჩუნებს მეზობელ ქვეყნებთან. დიახ, ეს ასე იქნება. ტყუილად კი არ ვიწინასწარმეტყველე თხუთმეტი წლის წინ, რომ საქართველო შვეიცარიას გავს, ხოლო ქვეყნის მოწყობის მოდელი ისეთია, როგორიც ისრაელში.
დღეს ხალხი სულ სხვა მოთხოვნებით დგას – მთავრობას არჩევნების გაყალბებას ედავება. ეს მთელი საქართველოა. ვხედავ, მიტინგი მიტინგზე იმართება, ქართველი ხალხი მოთმინებით უცდის შედეგებს.
ყველაფერი მხოლოდ დემოკრატიული გზით, არავითარი სხვა ხერხები! თუკი ზღვარს გადავლენ, მთავრობა დიდი სიამოვნებით დაარბევს ხალხს ისე, როგორც ეს 7 ნოემბერს იყო; რასაც, ვხედავ, ხალხი არ აპატიებს, აღარ აპატიებს ხელისუფლებას და ყოველივე გადაიზრდება “იების რევოლუციაში”. “ეს მთავრობა მოძალადეა!” – ყვირის ხალხი და ეს სრული სიმართლეა!
ვიმეორებ წარსულის წინასწარმეტყველებას: “იბადება და მოდის ძალა, რომელიც მთავრობას უპირისპირდება”.
ოპოზიცია არ წავა მთავრობის მიერ შემოთავაზებულ თანამდებობებზე. ამით ხალხში იმედის გაცრუება, უნდობლობა და ღალატი სურთ დათესონ ოპოზიციის მიმართ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. თანხმობა ამ შემოთავაზებაზე ნიშნავს, რომ სცნო პრეზიდენტი. ოპოზიციის მხრიდან თანხმობას, ვხედავ, ვერ მიიღებს პრეზიდენტი. გულითაც რომ უნდოდეს პრეზიდენტს, მისი საქართველოს არ სჯერა და არც დაუჯერებს!!! პოლიტიკური კურსის შეცვლა ერთია და იყო სიტყვის კაცი, სხვა. ზუსტად პრეზიდენტის სიტყვის კაცობისა არ სჯერა ქართველ ხალხს!!!
მოკლედ, ვხედავ, თბილისი ბობოქრობს, მაგრამ გამარჯვება, კიდევ ვიმეორებ, რომელსაც ვხედავ მომავალში, ხალხისაა! ასეთია ნება უფლისა ჩუენისა!
პარლამენტში ოპოზიცია იმარჯვებს და არა მხოლოდ პარლამენტში. საქართველო, ქართველი ხალხი აჩვენებს მსოფლიოს, თუ რა უმაღლესი კულტურის ერი ვართ, რომ ამერიკელ ბრაიზასნაირთა ასაგდებები არ გახლავართ, ბატონებო!!!

2008 წელი, 22 იანვარი, საღამოს 6 საათი.

ექსპრეზიდენტი მთავრობის ცვლას იწყებს. ხალხი იცინის. ადგილების გადაადგილებით ჯამი რომ არ იცვლება, ეს ბავშვმაც იცის, მაგრამ სინამდვილეში, ვხედავ, ექსპრეზიდენტმა ძალიან ცუდი თამაში წამოიწყო!!! ისე არ არის, როგორც პრეზიდენტი ბრძანებს.
ჩვენ, `ნაციონალები~ მეთაურს ვემორჩილებითო, აცხადებენ “ნაცმოძრაობის” დაბალ საფეხურზე მდგომი თანამდებობის პირები (მაღალ საფეხურზე მდგომნიც). მაგრამ ვხედავთ, რომ “ნაციონალებში” მოხდება კიდევ უფრო დიდი განხეთქილება, რადგან მალე ნათელი გახდება, რომ ისინი მათმა მეთაურმა სანაგვეზე მოისროლა!!!
ვხედავ, დიდი ბრძოლები გაიმართება. ბევრი “ნაციონალი”, ექსმინისტრის მსგავსად, ბევრ რამეს იტყვის, არ მოერიდებიან. ტელევიზიით ისევ ძველი სახეები ჩნდებიან. ფრთხილად!
ვხედავ, ხალხი როგორ ღელავს. ეს ღელვა ათბალიანი ტალღაა, ტაიფუნია, რომელსაც, ვხედავ, ვერაფერი შეაჩერებს უკვე. ჯარი, პოლიცია და სხვაც ყველა, პირველი დარტყმის შემდეგ ხალხის მხარეზე გადავა,იმიტომ, რომ ამხელა ძალის, ანუ მთელი საქართველოს მორევა შეუძლებელია!!! ეს ასეა. აი ნახავთ. ყველაფერი პიკს მიაღწევს.
ადრე ვიწინასწარმეტყველე, ხალხი გადასახადებს ვერ გადაიხდის-მეთქი. დღეს ეს სიტყვები ასრულდა. ამას მოყვება დიდი გარჩევები. ხალხი გარეთ გამოვა და აღარ დაიშლება!
ახალი ლიდერის გამოჩენაც ადრე, წარსულში ვიწინასწარმეტყველე. იგი ჯაბა იოსელიანს შევადარე, ოღონდ სხვა კუთხით.
ექსმინისტრი გამართლდება. ბევრი ფაქტი დაიდება, მთელი საქართველო გაოცდება, გაგიჟდება! მოთმინების ფიალა აივსო. ვხედავ, ხალხი ყვირის: `ომი, გვინდა, ომი! მშვიდობიანი მოლაპარაკება ბლეფია!!!~
ამერიკელ ბრაიზას ხალხი გააძევებს საქართველოდან.
ჩამოდის ელჩი, რომელიც უფრო ხალხს უგდებს ყურს, ძალიან სწორ ინფორმაციას ფლობს, არც თავს იტყუებს და არც ამერიკის მთავრობას ატყუებს.
`ლეიბორისტი~ შალვა ნათელაშვილი იწყებს ბრძოლას. ხალხი მართლა ხედავს, თუ რას აკეთებდა ეს ადამიანი მათთვის. ასეა, სანამ არ დაიხრჩობი, გადამრჩენელს ვერ დააფასებ!!!
* * *
ვხედავ, ექსმინისტრი ოქრუაშვილი ჩამოდის თბილისში. ეს ერთ-ერთი პირობაა ამერიკელების მხრიდან. ექსპრეზიდენტს სხვა გზა არ აქვს.
ოქრუაშვილისა და პატარკაციშვილის ქმედებები – ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ხრიკებია, რომელსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ და უფრო უარესსაც აკეთებენ. ამიტომ ჩვენი მთავრობის მიერ წარდგენილი მამხილებელი ფაქტები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ადამიანები სამშობლოს ღალატში დაადანაშაულონ. მოკლედ, `სამხილები არ არის!~ – განაცხადებენ ევროპა და ამერიკა.
ბევრი რამ შეიცვლება, იქნება დიდი სიურპრიზები!
პოლიტიკა იცვლება მთლიანად. ქართველი ხალხი ხმამაღლა გამოთქვამს უარყოფით დამოკიდებულებას ამერიკელებთან, იმიტომ, რომ ყველაფერში ისინი არიან დამნაშავენი, რომ ეს ამერიკელების დადგმული სცენარებია.
საქართველოსგან ასეთი ზურგშექცევა ამერიკელებს ძალიან ცუდ იმიჯს უქმნის კავკასიაში და არა მხოლოდ კავკასიაში. ესეც ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ნატოში შესვლა არავის აწყობს, მაგრამ ამის გაგონებაც კი არ სურს ამერიკის მთავრობას. ისინი ხვდებიან, უფრო სწორად, ძალიან კარგად იციან, სად არის კულმინაცია, ამიტომ ასოთხმოცი გრადუსით შეატრიალებენ პოლიტიკურ კურსს საქართველოში.
ერთი სიტყვით, ვხედავ, მოდის ახალი ტალღა, ჩნდებიან ის პოლიტიკოსები, ვისიც `ნაციონალებს~ ძალიან ეშინიათ.
ძალიან გაუჭირდება ექსპრეზიდენტს. ასეთ პოლიტიკურ ცვლას ნამდვილად არ ელის. იგი ჩიხში, ძალიან რთულ სიტუაციაში მოემწყვდევა. გამოსავალი? კი არის, მაგრამ…
ვხედავ, ხალხი აიძულებს, დიახ, აიძულებს ოპოზიციას, უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგას. მათ სხვა გზა არ დარჩენიათ. `არავითარი მოლაპარაკება! ჩვენ არაფერი გვაქვს სალაპარაკო!~ – ყვირის ხალხი. ეს მთელი საქართველოს მოსახლეობის ხმაა.
ძალიან, ძალიან დაიძაბება მდგომარეობა. ვხედავ, ოპოზიცია ხალხს ვეღარ აკავებს და მართვის სადავეებს თითქმის კარგავს.
ფრთხილად! რასაც ვხედავ, ყველაფერი ზუსტად ასრულდება, ასი პროცენტით.

2008 წელი, 23 იანვარი, დილის 9 საათი.

ვხედავ, როგორ იხევს უკან რუსეთი მომავალში, ანუ მიდის დათმობაზე. დიახ, ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა და არ არსებობს, რომ ეს ქართული ტერიტორიები დაიკარგოს. გაიგეთ, ჩვიდმეტი წელია, ამას ვწინასწარმეტყველებ და ასეც ასრულდება ასი პროცენტით.
ოსეთი ჩრდილოეთშია და სამხრეთი მათთვის არ არსებობს. ისტორია თავის სიტყვას იტყვის.
ვხედავ, სამაჩაბლოში ქართველები უბრუნდებიან საკუთარ კერას. ასევე აფხაზეთშიც. ეს ყველაზე ძველი ქართული მიწაა. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ აფხაზეთი ქართველებით გაივსოს. `ეს საკითხი რუსეთის ინტერესებშიც შედის და იგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს!~ – აცხადებს, ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტი (იხ. 1992წ წინასწარმეტყველება).
აფხაზეთში ქართული დროშა ფრიალებს! ეს ასეა, აი ნახავთ.
ქართულ მიწებს ვერც აზერბაიჯანი დაისაკუთრებს. ადრე ვიწინასწარმეტყველე, კახს, ნუხსა და მთელ საინგილოს საქართველო იბრუნებს ირანის მეშვეობით-მეთქი. ეს ასი პროცენტით ასრულდება, აი ნახავთ.
მოდის და ახლოსაა ის დრო, როცა ქართული ჯარი დაიცავს საქართველოს საზღვრებს.
საერთოდ, ვხედავ, დიდი პოლიტიკური ცვლილებები იქნება რუსეთშიც, რაც ძალიან მომგებიანია საქართველოსთვის.

2008 წელი, 24 იანვარი.

ვხედავ, აფხაზები და ოსები ცუდ დღეში არიან. მალე გამჟღავნდება, როგორ ატყუებს რუსეთი მათ დაპირებებით. დიახ, ეს ასეა ასი პროცენტით. კოსოვოს თემა სულ სხვაა, ძალიან შორსაა საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხისგან. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და რუსეთი თავის პოლიტიკას ვერ გაატარებს. მოდის დრო, როცა რუსეთმა უნდა დატოვოს ჩვენი ქვეყანა, ანუ რუსეთის პოლიტიკამ. ასეთია ღმერთის ნება!!!
ვხედავ, როგორ შევდივართ აფხაზეთში, სამაჩაბლოში!!! მაგრამ ის ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც ბუდობენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ჯარისა და პოლიციის ჩარევით იდევნებიან საქართველოს ტერიტორიებიდან. ამას პატარა ომს დავარქმევდი. ამის შემდეგ ყველაფერი დასუფთავდება. დევნილი ქართველი ქართულ მიწას, თავის სახლ-კარს უბრუნდება ასი პროცენტით. რუსეთში კი, ისევ ვიმეორებ, დიდი ცვლილებები იქნება პოლიტიკაში.

* * *

საქართველო, მთელი ხალხი ღელავს. ისინი პროტესტს გამოთქვამენ პრეზიდენტის წინააღმდეგ. ხალხი არ ცნობს პრეზიდენტს, ძალის გამოყენებით შენარჩუნებული სკამი მთელ საქართველოს აგიჟებს. ოპოზიცია, ვხედავ, ჩიხშია მომწყვდეული. მიტინგები, ხალხის უზარმაზარი მასა არ მოქმედებს მთავრობაზე. მათ ფეხებზე კიდიათ ხალხმრავალი გამოსვლები, თითქოს იგნორირებას უკეთებენ და არაფრად მიიჩნევენ. ვიცი და ვხედავ, რომ უფალი დააწყნარებს ყველას და ყველაფერს. საპატრიარქო განიწმინდება უარყოფითი ენერგიებისგან. მოდიან მართალი, მართლმადიდებელი მწყემსები და ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში.
მეუფე, რომელიც ხდება საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი მართლმადიდებელია, დამცველი თავისი ერისა და ქვეყნისა! ვხედავ, როგორ ადებს უფალი მას პატრიარქის ნიშანს! დიახ, ასე ვხედავ. აი ნახავთ!
მეუფეს ეს ბევრი წლის წინ ვუწინასწარმეტყველე პირადად, საპატრიარქოში, მის კაბინეტში. მაშინ მეუფე ძალიან ახალგაზრდა იყო და ვერ დაიჯერა წინასწარმეტყველება. დღეისათვის კი მან განვლო ისეთი გზა, რომელიც ცხადად გვანიშნებს, რომ იგი უნდა გახდეს ნამდვილი პატრიარქი საქართველოსი და განაგრძოს ქვეყნის აღმშენებლობა, რასაც აკეთებდა ილია II. უფრო განსხვავებულ გზას ვხედავ, მართალია, მაგრამ ყოველივე ეს ხომ ღმერთის ნებაა! ამინ!

2008 წელი, 26 იანვარი.

ვხედავ, პრეზიდენტი, როგორც იტყვიან, “ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო” და განაგრძობს დაჭერებს, ოღონდ არა ისეთი ხმაურით, როგორც ადრე.
ირგვლივ საეჭვო სიჩუმეა, უფრო მთავრობის არხები მუშაობს. სინამდვილეში კი მიდის სერიოზული მზადება საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად. ეს კარგად იცის ოპოზიციამ და პირდაპირ გეგმავს დიდ აჯანყებას – `იების რევოლუციას~(!!!). ვხედავ, რომ ამას არც დამალავენ. ეს არ არის მუქარა.
დრო გაჩერდა, არის სიჩუმე ირგვლივ.
ბევრი საკითხი გადაწყდება, ყველაფერი იბეჭდება გაზეთებში, ტელეარხები ისევ მთავრობაზე მუშაობს.
საზოგადოებრივი ტელეარხი _ ოპოზიცია ხელში აიღებს, ვხედავ, მართვის სადავეებს და ზუსტად იმგვარ თამაშს იწყებს, როგორსაც მთავრობა, `ნაციონალები~ თამაშობდნენ. მთავრობა უძლურია!!!
`ლეიბორისტების~ ლიდერს არ ვხედავ, რომ ავად არის. იგი ჯანმრთელია!!! ამინ!
მიდის ძალზე სერიოზული, უხილავი ბრძოლები, მაგრამ ვხედავ, რომ ხალხს, მთელ საქართველოს აქვს ყველანაირი ინფორმაცია. ოპოზიცია მშვენივრად ავრცელებს ყველა ახალ ამბავს. `ნაციონალები~ ვერაფრით დაბლოკავენ ამ ინფორმაციულ ნაკადს. პრეზიდენტი გაღიზიანებულია, მაგრამ უძლურია, შეაჩეროს ეს ყოველივე.
ოპოზიცია მოულოდნელად ჩაატარებს დიდ მიტინგს მთავრობის სახლის წინ. უზარმაზარი მასა ხალხისა დაიძვრება, ვხედავ. ეს არის დასტური იმისა, რომ ხალხი კი არ ჩაცხრა, პირიქით, უფრო გაღიზიანებულები არიან. გადასახადებმა სულ გადარია მოსახლეობა. მალე, ვხედავ, შუქს, გაზს და ყველაფერს გაუთიშავს და გადაუჭრის მთავრობა მას, ვინც ვერ გადაიხადა. გარეთ გამოვარდნილი ხალხი აღარ შევა სახლებში.
მგონი, არჩევნებამდე ვერც მიაღწიონ ხელისუფლებმა…

2008 წელი, 27 იანვარი.

უცნაური ხედვა მეხსნება. თითქოს არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეწინასწარმეტყველა, იმიტომ, რომ ეს ჯერ კიდევ 2002-2003 წლებში ვთქვი და დღეს ყველაფერი სრულდება. ვზივარ და ვუცდი…
მაგრამ მინდა, ჩემი წინასწარმეტყველება დავაფიქსირო, ანუ მთლიანი მონახაზი გავაკეთო იმისა, რასაც ვხედავ:
ოპოზიციამ სიფრთხილე არ უნდა დაკარგოს!!! მათ ბოლომდე ვერ გაიაზრეს, თუ ვისთან და რა ძალებთან აქვთ საქმე. ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. მიტინგებს ყველა მიეჩვია. ხელისუფლება ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ვერ აიღებს საკუთარ თავზე, მოუწოდოს ხალხს აჯანყებისკენ!!! მიდის ვაჭრობა…
კი, მაგრამ ხალხი? ფრთხილად! ვხედავ, ხალხს არავითარი მოლაპარაკება არ სურს. ან რაზე უნდა მოელაპარაკონ მთავრობას? ხალხს არ ჯერა მათი. მთელი საქართველო მზადაა აჯანყებისთვის!!! ოპოზიციას ხალხი აჩერებს. თორემ ვინ იცის, ვის რა აზრი დაებადებოდა თავში?
ლევან გაჩეჩილაძე, როგორც პრეზიდენტი, ხალხმა მიიღო იმიტომ, რომ “იგი სიტყვის კაცია, მას პრეზიდენტის სკამი არ ჭირდება!” თანაც, არც იყო სხვა სახე ოპოზიციაში, ვისაც ხალხი მიიღებდა!!!
სალომე ზურაბიშვილი – ჭკვიანი ქართველი-ევროპელი, დიპლომატი, რომელმაც თავისი მინისტრობის დროს აჩვენა, რა შეუძლია. იგი სავსებით მისაღებია არა მარტო ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროპა-ამერიკისთვისაც (???). სალომეს დღევანდელი მდგომარეობა და პოზიცია ბევრს აიძულებს, გადადგას რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი პოლიტიკურ საქმიანობაში. მაგრამ აქ ჩნდება პარლამენტის თავმჯდომარე. იგი მტერია სალომესი (ეს მანაც კარგად იცის) და მისი კანდიდატურა პრემიერის პოსტზე აგიჟებს!
მე ვიწინასწარმეტყველე, პარლამენტის თავმჯდომარე ორმაგ თამაშს დაიწყებს-მეთქი. თუკი გარიგება შედგება, იგი მოითხოვს პრემიერის პოსტს. სამწუხაროდ, ჰგონია, რომ საქართველო მას მიიღებს: `თუკი ოქრუაშვილი მიიღეს?~
პარლამენტის თავმჯდომარე ვერ იტანს სალომეს, ამიტომ ფრთხილად!!! იგი ყველაფერზე მიდის, რომ არ დაკარგოს ადგილი პოლიტიკურ არენაზე. სამწუხაროდ, მას არ შეუძლია დაუშვას, რომ იგი უნდა წავიდეს!
უმრავლესობა იშლება ასი პროცენტით. პარლამენტარები, ასე ვთქვათ, გარბიან.
ექსმინისტრი საფრანგეთში დააბეს, ოლიგარქი კი ისრაელში, ლონდონში. როდემდე? ორივე ჩამოვა თბილისში.
მოკლედ, `იების რევოლუცია~ არ აცდება საქართველოს!
`ლეიბორისტებმა~ იციან, რომ ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ; გამყრელიძე კი ვერ გადალახავს და ამიტომაც მიუჯდა უსუფაშვილ-კუკავას გვერდით. მიაღწევენ, რომ, არჩევნებამდე? მთავრობა მათ დღესაც მოატყუებს. აი, ნახავთ!
პრეზიდენტი ცდილობს, დრო გაწელოს, რადგან დრო ყველაფრის მკურნალია და დრო მოაბეზრებს ხალხს მიტინგებს. მაგრამ თავად პრეზიდენტი რას ცვლის? არაფერს!!! `ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია~ და იგი განაგრძობს რეფორმებს, ანუ დაჭერებს, წართმევებს… იგივეს იმეორებს და ამას ყოველივეს არქმევს `რეფორმებს~. მოკლედ, როგორც კუზიანს სამარის მეტი ვერაფერი გაასწორებს,.
ის კი არა, დიდი სურვილი აქვს, ჯარიც კი გამოიყვანის ხალხის წინააღმდეგ. ეგ არის, ჯარს არ ენდობა. დაუპირისპირდებიან, რომ ხალხს??? მადლობა უფალს!
იღბალმა მას ზურგი უკვე შეაქცია. იგი უფსკრულში მიექანება!
ვხედავ, მიდის დიდი ბრძოლები. არავინ ყრის ფარ-ხმალს. ყველას სურს, ხალხს დაანახოს საკუთარი ნიჭი და უნარი პოლიტიკაში, მაგრამ ჩვენი ხედვით, ნამდვილი პოლიტიკოსია ნესტან კირთაძე და არა თინა ხიდაშელი (იგი კარგი იურისტია და არა პოლიტიკოსი), და ბევრი სხვებიც ოპოზიციაში. სამწუხაროდ, თითო-ოროლა პოლიტიკოსი შემორჩა ქართულ რეალობას, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება. დიახ, ვხედავ, ნამდვილი პოლიტიკოსები, მეცნიერები მოდიან!!!
ჭკვიან პოლიტიკოსად ვხედავ ირინე სარიშვილ-ჭანტურიასაც და ყველა ისინი გაერთიანდებიან. აი, ეს იქნება ნამდვილად ძლიერი პოლიტიკური გუნდი.
ამასთან, იქმნება ახალი პარტიები. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე, მაგრამ აღვნიშნე, რომ ვხედავდი ისეთ პარტიებს, რომელთაც ხალხი, საქართველო მხარს არ დაუჭერდა.
და მაინც ყველაფერი იქით წავა, რასაც “იების რევოლუცია” ჰქვია.
ვხედავ, პარლამენტის დეპუტატებად ისეთ სახეებს წარადგენენ, რომ ხალხი მთლად გაგიჟდება. ვინ არიან? მომღერლები, არტისტები და ა.შ. თუმცა წინა პრეზიდენტის დროსაც ასე არ იყო? მის წინაშე დამსახურებისდამიხედვით ღებულობენ თანამდებობებს.
“ეს უკვე მეტისმეტია!” – ყვირის ხალხი და ამ თემას ჩუმად ვერ გააპარებენ. ხალხი ყველაფერს აკვირდება, აფიქსირებს და მთავრობას არაფერს შეარჩენს. ფრთხილად!
საპატრიარქოს თავზე კი დიდი, შავი ღრუბელია, ვხედავ. ხალხი არც მათ აპატიებს და შედეგს მალე მოიმკიან.
ვხედავ, მომავალში ოპოზიცია ვერ გაუძლებს მთავრობასთან თამაშს, ანუ პოლიტიკურ ურთიერთობებს, იმიტომ, რომ პრეზიდენტი არც ფიქრობს რაიმეს დათმობას. მან კარგად იცის, რომ ეს არ არის ის ხალხი, ვინც აჯანყებას მოაწყობს. ოპოზიცია ვერ გაბედავს ხელჩართულ ბრძოლას. მათ, უბრალოდ, ეშინიათ. რასაც ოპოზიცია აკეთებს, ეს მთავრობასაც აწყობს; ხოლო როცა არ აწყობს, პრეზიდენტი რადიკალურ ზომებს ღებულობს.
მერე იმართება დიდი მიტინგი. ხალხი, ასე ვთქვათ, ორთქლს გამოუშვებს და შლიან მიტინგს. ოპოზიციის ლიდერებს თითქოს ეს უფრო აწყობთ, ვიდრე ომი და აჯანყება. ვხედავ, ხალხში იწყება უკამყოფილება და ყალიბდება აზრი, რომ ოპოზიცია და მთავრობა გარიგებაზე მიდიან (რაც ქართველი ხალხისთვის მიუღებელია); რომ დრო იმისთვის იწელება, რათა მთავრობამ ისევ მოიგოს არჩევნები; რომ ყველამ მიატოვა ქართველი ხალხი _ ერმაც და ბერმაც… “და რა ვქნათ ახლა?~”
ხალხი პირდაპირ უფალს თხოვს მუხლმოდრეკილი შველას და მათ ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ხალხი ყველას გარეშე, თავად მოაწყობს აჯანყებას, თუმცა, ლიდერებიც გამოჩნდებიან, ის ლიდერები, რომლებიც ძალიან შეაშინებენ პრეზიდენტს და მთელ მთავრობას. ფრთხილად!
წინასწარმეტყველება მეტად საფრთხილო და ყურადსაღებია. შეიძლება ბევრი უარყოფითი მოვლენის შეჩერება, მაგრამ, მაინც უნდა ასრულდეს ყოველივე.
უმრავლესობას ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა აცხადდეს წინასწარმეტყველება, როცა მდგომარეობა სულ სხვანაირად იხატება.
ზუსტად აქ ცდები, ადამიანო! როგორც იწამებ, ისე მიიღებ.
ვხედავ, ოლიგარქი ბრდღვინავს. მასთან მორიგება ძალიან სახიფათოა. რატომ? იგი არც ერთ შემთხვევაში არ ენდობა არც პრეზიდენტს და არც მის გუნდს და სამაგიეროს გადაუხდის მათ. აი, ნახავთ.
ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში. ჩნდება საზოგადოებისათვის ბევრი ახალი და უცნობი სახე. ესენი არიან მეცნიერები. რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ მოდიან პროფესიონალები, მეცნიერები. ვინც საზღვარგარეთაა, ისინიც ჩამოდიან. პოლიტიკაში ნამდვილი პოლიტიკოსები ჩაერთვებიან. დიდი ცვლილებები იწყება საქართველოში. ეს, ვხედავ, დიდი მოულოდნელობაა ჩემი ქვეყნისთვის. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ 1997 წელს ვიწინასწარმეტყველე და 2003 წელს გამოცემულ წიგნშიც დაიბეჭდა.
დღეს განვითარებული პროცესები ხალხს გონებას გაუყინავს. არის ქაოსი, უიმედობა და დიდი სტრესები, მაგრამ მერე უცებ ყველაფერი შეიცვლება და აღსრულდება ყოველივე დანახული და წარმოთქმული წინასწარმეტყველება!!! ამინ!
ვხედავ ცნობილი ჟურნალისტის სიკვდილს. მეცოდება.
ვხედავ მოულოდნელ ტერაქტს. მოლაპარაკება შედეგს არ გამოიღებს.
ვხედავ, გვირაბი ჩამოიშლება. მხარე? ჩრდილოეთი.
ვხედავ, ციხეში მჯდომ მღვდელს გაათავისუფლებენ.
საპატრიარქოს დიდი სიფრთხილე მართებს. ფრთხილად! მის შიგნით ხელოვნურად შექმნილი განხეთქილება იწყება. მაგრამ ყოველივეს უფალი განაგებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს დამსახურებისამებრ! ამინ!

2008 წელი, 2 თებერვალი.

ვხედავ, როგორ იძაბება ყველაფერი. ხალხი უფრო ბობოქრობს. ოპოზიცია? მათ სხვა გზა არა აქვთ, თუ ხალხის ნებას არ დაემორჩილებიან, პარლამენტშიც კი ვერ მოხვდებიან, არათუ მთავრობას შეცვლიან.
ვხედავ, ხალხი შეკრულია ერთ მუშტად. ისინი მოდიან, მთელი საქართველო გამოდის გარეთ! ვხედავ, ხალხს არ მობეზრდა, ხალხი არ იღლება, ხალხს არ ეშინია და მოთმინებით უსმენს ოპოზიციას. ვხედავ, ხალხი ოპოზიციის გარეშეც, მოთმინებითა და მოლოდინით, ერთად დადგება მთავრობის სახლის წინ და უხმოდ დაიშლება. ეს ორჯერ, სამჯერ… მესამედ? ფრთხილად!!!
ვხედავ, მთავრობა ისევ თამაშობს, დროს წელავს, მაგრამ როდემდე? ყველაფერი მოულოდნელად მოხდება!!! იქნება ძალიან ბევრი მოულოდნელობა.
იმ ჭორებს, რომლებიც ოპოზიციის ირგვლივ ტრიალებს (ანუ ავრცელებენ), მალე ფარდა აეხდება. ოპოზიცია მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე). იცოდეთ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
ვხედავ, ძალიან ახლოსაა, “მეცნიერთა პარტია” ხალხი, რომელიც საქართველოს გადაარჩენს. წარსულში ვიღაცეებს ჰქონდათ მცდელობა, დაერქვათ “მეცნიერები”, მაგრამ ისინი არ არიან ის მეცნიერები, რომლებიც ვიწინასწარმეტყველე 1994-1995 წლებში.
“გიორგი ბრწყინვალე” კი ჩემი მეგობარია. მან იცის, რა ძალა დევს წინასწარმეტყველებაში, იცის კოსმიური ენერგიის სიმძლავრე და ბევრი სხვა რამაც.
ყოველივე ძალიან ახლოსაა, მაგრამ დღეს არავინაა პოლიტიკაში “გიორგი ბრწყინვალე”. იგი მოულოდნელად ჩნდება არენაზე და ხალხი მას გაყვება. აი, ნახავთ!

2008 წელი, 3 თებერვალი.

მრავალი პარტია იქმნება, რომლებსაც ხალხი კითხვის ნიშანს დაუსვამს. “ვისი პარტიაა? ვინ დგას მის უკან?” წარმოიდგინეთ, რომ ხალხი სწორ ანალიზს გააკეთებს. ვხედავ, დაფარული არავისთვის არაფერი არ იქნება. წავა ღია თამაშები.
ერთი პერიოდი ისევ დაიძაბება სიტუაცია. საპარლამენტო არჩევნები ასი პროცენტით გაყალბდება. ბევრი პარტია არ მოხვდება პარლამენტში და იქნება დიდი არეულობა. ხალხი ხვდება (კარგა ხანია, მიხვდა ყველა), რომ მათთვის არაფერი შეიცვალა და მოხდება “იების რევოლუცია” * მოკლედ და კონკრეტულად!!!
გგონიათ, არ არიან პოლიტიკოსები? ცდებით. მათ მეცნიერები ჩაენაცვლებიან და მოდის “გიორგი ბრწყინვალეც!”

* * *
საპატრიარქოს ძალიან გაუჭირდება. ქართველი ხალხი საპატრიარქოსა და მთავრობის თანამშრომლობას უარყოფითად აფასებს. ვხედავ, ის, რასაც ხალხი იყვირებს, იქნება საშინელი მოსასმენი, საშინელი! ღმერთო, შენ უშველე ჩემს ერს!
ვხედავ, ხალხი, საქართველო ხელებგაწვდილი ზეცაში იყურება და უფალს თხოვს დახმარებას. მათ მეტი არა დარჩენიათ რა; მიაჩნიათ, რომ ყველამ უღალატა საქართველოს, ხალხს პრეზიდენტმაც, მთავრობამაც და სამღვდელოებამაც!!!
წინასწარმეტყველებები სრულდება ასი პროცენტით. მალე ყველაფერი შეიცვლება სასიკეთოდ. ამინ!

2008 წელი, 5 თებერვალი.

ვხედავ, ხალხს დიდად არ აღელვებს ახალი პარტიების შექმნა, მით უმეტეს, რომ ნდობით არ ეკიდებიან, ეჭვით უყურებენ ყველაფერს. ფიქრობენ, რომ ეს მთავრობის მორიგი თამაშია, რათა პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვონ. ასეც არის.
“ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” რა მდიდრული და პომპეზური იყო მათი სწრაფი წარმოჩენა პოლიტიკურ სარბიელზე?! უცებ, სოკოსავით ამოიზარდა არსაიდან. მისი ლიდერი იწყებს ძველ თამაშებს, მაგრამ არც ხალხს ავიწყდება, რომ იგი ყოფილი მთავრობის სახეა. ეს ძალიან შეუშლის ხელს, ვხედავ, მომავალში. ხალხი არ ენდობა, ყველამ იცის, რომ იგი პრეზიდენტის კაცია. ასეც რომ არ იყოს, მაინც არაფერი ეშველებათ. მოკლედ, ვხედავ, ხალხი მათ პარტიას ხმას არ მიცემს!!! ურთიერთობები, ვხედავ, არც ოპოზიციასთან დაეწყობათ, რადგან მათ იციან, რეალურად რა პარტიაა ეს. არ მისცემს ოპოზიცია იმის საშუალებას, რომ ეს პარტია ჩაენაცვლოს “გაერთიანებულ ოპოზიციას”. ლიდერად, ვხედავ, მაინც გაჩეჩილაძე რჩება. “ქრისტიან-დემოკრატები” წააგებენ ამ თამაშში.
დიახ, “გიორგი ბრწყინვალე” სულ სხვა გზით მოდის პოლიტიკაში. იგი დღეს აქ არ არის. იგი ჩემი მეგობარია, სწამს წინასწარმეტყველებებისა და ელოდება თავის დროს. ყველაფერი ასრულდება ასი პროცენტით.
ოპოზიცია არ ჩერდება. მთავრობა ცდილობს, აფხაზეთის საკითხებით შეაჩეროს მიტინგების ტალღა; ხვდებიან, რომ ეს ხუმრობა აღარაა, რომ ხალხი კი არ განელდა, პირიქით, მთელი საქართველო ბობოქრობს. მითუმეტეს, რომ დანაპირებს არ ასრულებენ.
ფრთხილად!!!
ღმერთმა განსაჯოს ყოველივე. ამინ!

2008 წელი, 15 თებერვალი.

ისევ ვხედავ ცნობილი პიროვნების სიკვდილს! საქართველო, ხალხი ისევ აფორიაქდება… ვხედავ, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ძალიან ცუდადაა; იგი ვერ გამოდის მდგომარეობიდან. ეს რომ არ დავწერო, არ შეიძლება. ღმერთმა უშველოს!
ძალიან რთული გამოცდა ელის ქართველ ხალხს.
ვხედავ ისევ, რომ ოლიგარქი ჩამოდის საქართველოში! ეს ძალიან საინტერესოა. იქნება დიდი ცვლილებები, ძალიან დიდი ცვლილებები და მოულოდნელობები.
ვხედავ, ხალხმა თითქოს მიიძინა, მაგრამ მთავრობა და პრეზიდენტი ისეთ ნაბიჯებს გადადგამენ, რომ ხალხის ტალღა აღარ ჩაცხრება. ისინი შტურმით, დიახ, შტურმით იღებენ პრეზიდენტისა და მთავრობის სასახლეებს! ეს არ არის ხუმრობა.
ერთი რამაა საინტერესო: არც მაღაზიებს არბევს ხალხი და არც არაფერს ამტვრევს. ვხედავ, როგორ გარბის სპეცრაზმი. დიდი შეჯახება იქნება და მთავრობა წააგებს ასი პროცენტით!
ირაკლი ოქრუაშვილს, ვხედავ, საფრანგეთი არ გადმოსცემს საქართველოს, ანუ მას გაამართლებენ. ვხედავ, საქართველოს პრემიერობას მომავალში ირაკლი ოქრუაშვილს თავაზობენ; ამერიკაც თანახმაა!!! საინტერესოა არა? მეც მიკვირს!!! მაგრამ ასეა, ასე ვხედავ. აქ ანალიზების გაკეთება არ შეიძლება და ვერც გააკეთებთ.

2008 წელი, 16 თებერვალი.

ახლად შექმნილ პარტიებს, ვხედავ, ხალხზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენიათ.
`გაერთიანებული ოპოზიცია~ ხალხის ნდობას თითქმის კარგავს. მთავრობა კი თავისას მიერეკება!!! მათ იციან, რომ ოპოზიცია ვერ გადადგამს რადიკალურ ნაბიჯებს. ისინი ღრმად არიან დარწმუნებულები ამაში, მაგრამ ასე არ არის. წინასწარმეტყველება აღსრულდება და `იების რევოლუცია~ სწორედ იმ დროს მოხდება, როცა არავინ ელის.
მოდის და ძალიან ახლოსაა ჯაბა იოსელიანის მსგავსი პიროვნების გამოჩენა.
ექსმინისტრი დანაპირებს შეასრულებს. იგი ცდილობს თბილისში ჩამოვიდეს და თან ეშინია, არ მოკლან. გამორიცხული არაფერია, მაგრამ მის სიკვდილს ჯერ ვერ ვხედავ. იგი ამერიკას ჭირდება, იგი მებრძოლია და ა.შ. ისე, მთავრობას დიდი სურვილი აქვს ოქრუაშვილის სიკვდილისა. ის მათთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე პატარკაციშვილი. ასე მიაჩნიათ.
მოკლედ, ყველაფერი აირევა. ვხედავ, საშინლად გაძვირებულია ყველაფერი, ანუ იმატებს გადასახადები, ფასები სურსათზე და სხვა ყველაფერზე. უმუშევარია თითქმის მთელი საქართველო. ფრთხილად! ხალხს მოთმინების ფიალა აევსო. წინამძღოლი და ლიდერი არ ჭირდებათ!!! ასე ფიქრობს, ვხედავ, ხალხი. ლიდერი მოულოდნელად გამოჩნდება და მერე ვერაფერი შეაჩერებს საქართველოს. მიტინგებზე ბევრი ხალხი მივა. ერთი პერიოდი მთავრობა იფიქრებს, რომ ხალხი დაიღალა, მაგრამ ეს მცდარი აზრია. ვხედავ, მთელი საქართველო გარეთ გამოდის!

* * *
საპატრიარქო აირევა!..

2008 წელი, 17 თებერვალი.

ხალხს აჯერებენ, რომ პრეზიდენტს ალტერნატივა არ ყავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ლიდერი არ ყავს და მიდის ამ თემაზე დიდი მუშაობა, რომ ამერიკელები ვერ ხედავენ სხვა ლიდერს და ა.შ. მაგრამ ვხედავ, რომ საზოგადოება არ ტყუვდება. სიმართლე მთელმა საქართველომ იცის. უბრალოდ, ხალხს სისხლი და ომი არ უნდა. ისინიც, ოპოზიციის ლიდერების მსგავსად, ფიქრობენ, კონსტიტუციური გზით გაყარონ მთავრობა თავის პრეზიდენტიანად, მაგრამ ვხედავ, მომავალში დიდი შეჯახება მაინც იქნება! მთავრობა ორმაგ 7 ნოემბერს მოაწყობს და ხალხს მერე ვეღარ შეაჩერებენ. ხალხი მოულოდნელად დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. ხალხი არ გარბის, პირიქით, ხელჩართული ბრძოლებია, ვხედავ. მთავრობა შეცდა. უფრო მოემატება ხალხი. მთელი საქართველო გამორბის მთავრობის სასახლისკენ!
რუსეთი კოსოვოთი ვეღარ ივაჭრებს. ბედისწერა რუსებს ფაქტების წინაშე აყენებს. დიახ, ასეა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! რა თამაშებიც არ უნდა წამოიწყოს რუსეთმა, არაფერი გამოუვა! ეს ვიცი ასი პროცენტით. არის დიდი მცდელობები, მაგრამ ყოველივე ამაოა. საქართველო მომავალში ერთიანია!
1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ საქართველოში ავტონომიები არ იარსებებს და არც ფედერალური სახელმწიფო შედგება. სწორედაც, რომ ყველაფერი კოსმოსიდან მოდის და ამას ვერავინ გადაკეტავს. ამინ!

2008 წელი, 23 თებერვალი.

ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს, ვხედავ ტერაქტს. ფრთხილად!
ძალიან აირევა “გაერთიანებული ოპოზიცია”. ისინი ჩიხში არიან. ხალხი ელოდება ლიდერს, უმართავნი ხდებიან. ეს ძალიან საშიშია მთავრობისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. ფრთხილად! ხალხს ვერაფერი შეაჩერებს.
ახალი სახეები კი ჩნდებიან პოლიტიკურ არენაზე, მაგრამ ხალხისთვის ისინი ნაცნობები არიან და არ მიიღებენ, არ ენდობიან!
თუმცა ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, დროებითია. ხალხი მალე მოეგება გონს და სწრაფად მოძებნის დასაყრდენს. ასეა, ლიდერი და დასაყრდენი ყოველთვის ჭირდება ხალხს.
ვხედავ, “ნაციონალებს” ძალიან უჭირთ, ხალხიც აღარ ყავთ, საპარლამენტო-საგაზაფხულო არჩევნებისა ეშინიათ.
ხალხი მეცოდება! მაგრამ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს.
იქნებ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსაც მიაქციოთ ყურადღება, ხალხო, რომელიც უამრავ ქველმოქმედებას აკეთებს და დიდ ფულს ხარჯავს? თუ არ გიფიქრიათ, იფიქრეთ, გირჩევთ!!!
და სიმართლე იგი ასეთია: გაბრწყინდება ჩემი საქართველო! ერთიანი და ძლიერია მომავალში ჩემი ქვეყანა! დიახ, ასეთია ნება უფლისა ჩუენისა. ამინ!
ბევრი სიურპრიზები იქნება საქართველოში!

2008 წელი, 28 თებერვალი.

ვხედავ, მომავალში მდგომარეობა უფრო დაიძაბება. “აფხაზებსა და ოსებს ტერაქტი აქვთ ჩაფიქრებული!” _ აცხადებს საქართველოს მთავრობა. _ “ამისთვის კი საჭიროა, გაიწმინდოს საქართველოს ტერიტორია ტერორისტებისგან და მთლიანად ქართულ ტერიტორიაზე გავრცელდეს ქართული კანონმდებლობა!”
ამას მიესალმება ევროპაც და ამერიკაც. რუსეთი ხმას არ ამოიღებს. გულში უკვე თვითონაც მიესალმება ამ ღონისძიებებს.
ვხედავ, დაიწყება მასშტაბური გაწმენდა, ანუ პატარა ომები ტერორისტულ დაჯგუფებებთან. დაუძლეველი არაფერია. ის სირთულეები, რაც რუსებმა მითად აქციეს, სულაც არ არის ქართული ჯარისთვის დიდი წინაღობა. პირიქით, ერთ დღეში დაასუფთავებენ აფხაზეთს. ის მართლაც ტერორისტების ბუდეა. ამას ადრეც ვწინასწარმეტყველებდი, წლების წინ.
კოსოვოს თემამ ვერ უშველა მოძალადე აფხაზებსა და ოსებს, გამოჩნდა რუსეთის ორპირობა და თამაშები. აქ არაფერი გამოსწორდება. როდემდე უნდა მოიტყუონ თავი??? ასე რომ, საქართველოს თვითონ უფალი წმენდს, ურჯულონი გარბიან!
ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში დიდი ძვრები იქნება. ყველა გამოაჩენს საკუთარ სახეს. ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს ოპოზიციაც და მთავრობაც. ხალხი მათ არ ენდობა, ახალ ლიდერს ელოდება და ასეც მოხდება.
დღეს გაერთიანებული პარტიების დაყოფა ძალიან წამგებიანი აღმოჩნდება ოპოზიციისათვის. ისინი ფიქრობენ, რომ გაჩეჩილაძემ დაჩრდილა და მათ ფუნქცია დაკარგეს. წააგებენ! აკეთებენ ერთს და ლაპარაკობენ სხვას.

2008 წელი, 1 მარტი.


ვხედავ, ის, რასაც რუსეთი ჭიკჭიკებს და გეგმებს აწყობს, იმ ძველ სიმღერას ჰგავს, რომელსაც ახალ დროში გადააკეთებენ ხოლმე. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო, ჭკვიანი ხალხის ნათქვამია. ვხედავ, საქართველო ერთიანია! აფხაზეთის საზღვარზე, ფსოუზე ქართული დროშა ფრილებს! სამაჩაბლოსაც და სხვა ტერიტორიებსაც საქართველო იბრუნებს და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს! რუსეთმა იყეფოს, საქართველო კი შედის ნატოში, ვიბრუნებთ ტერიტორიებს, მივდივართ წინ და ასჯერ ნათქვამს ვიმეორებ: საქართველო გაბრწყინდება! `იების რევოლუციის~ ტალღა არ შეჩერდება და ამას ვერც ჯარი და ვერც სპეცრაზმი ხელს ვერ შეუშლის!
რუსეთს საკუთარი თავი აქვს მისახედი. გქონდეს ნავთობი და გაზი, არ ნიშნავს, რომ ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსები გყავს. პირიქით, მათი უზრდელი, თავხედური, დაბალი დონის მზაკვრული პოლიტიკა მთელი მსოფლიოსთვის ნათელია. ჰოდა, ბოლოს სადამ ჰუსეინივით დაამთავრებენ. თუ გონს არ მოეგებიან, მოუვლენთ მათ უფალი უდიდეს გასაჭირს! რუსეთი დაისჯება! სწორედ საკუთარ ტერიტორიებთან დაკავშირებით ექნება უდიდესი წინაღობები. დიახ, ეს ასეა. თავში აქვთ ავარდნილი, თავი მსოფლიოს მბრძანებლად წარმოუდგენია რუსეთის იმპერიას.
საქართველოს რუსეთი ვერ დააჩოქებს! საქართველო გაიმარჯვებს და მას მთელი ევროპა და ამერიკა დაიცავს!
ვარდები ჭკნება, იები ამოდის! მოდის ჩემი პრეზიდენტი და მოდიან ნამდვილი მეცნიერები, ამინ!
ჩემი წინასწარმეტყველებები მსოფლიოს მოივლის და გააოცებს.

2008 წელი, 9 მარტი.
***
რაც შეეხება ჩემს საქართველოს, აქ ყველაფერი დალაგდება: დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, იქნება მთავრობის ცვლა, მოვა “გიორგი ბრწყინვალე”, ხალხი დამშვიდდება და მთავარი: რუსეთი მწარედ წააგებს საქართველოსთან! საქართველო ნატოს ხაზით ასი პროცენტით გადის. აი ნახავთ!
ისევ ვხედავ მეომრებს. ისინი მთიდან ეშვებიან, მესმის ხმლების ჯახუნი. ასჯერ ნანახსა და ნათქვამს ვიმეორებ: აფხაზეთში შევალთ ომით და დავარქმევთ მშვიდობას! გაიგოს ყველამ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო _ ეს ძირძველი მიწებია საქართველოსი, რომ უფალი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას და ისეთ ჭირს მოუვლენს იმ ქვეყნებს, ვინც ილაშქრებს ჩვენი სამშობლოს მთლიანობის წინააღმდეგ, რომ ყოველგვარ სურვილს დაკარგავენ ბინძური თამაშებისა. მათ საკუთარ სახლში დაუდგებათ განსაცდელი.
დრო! დრო ყოველთვის უხილავია, მაგრამ ნანახი და თქმული წინასწარმეტყველებანი, იცოდეთ, ასრულდება სიტყვა-სიტყვით.
უზარმაზარი ენერგია მოდის კოსმოსიდან, სინათლე, რომელიც შთანთქავს ბნელს!
და დაისჯება ყოველი მოღალატე და ურწმუნო! დიახ, ურწმუნო საკუთარ თავს მოჭამს!!! მტერი ქვეყნისა სამუდამოდ მოიძირკვება დედამიწიდან!
მსოფლიოს რუკაზე საქართველო პატარა წერტილია, მაგრამ არა შეგეშალოთ რა! ეს ადგილი უფლისაა და ამიტომ ეს პატარა წერტილი დრომ ვერც ერთ ეპოქაში ვერ წაშალა. იგი იყო და იქნება ყოველთვის! ვაი თქვენ, ვისაც ეს არ გესმით! წარიშლებით თქვენ, წარიშლებით და აღიგვებით პირისაგან მიწისა, ბოროტებისა მატარებელნო! ამას მალე იხილავთ. თითქმის ნახევარი დედამიწა წაიშლება უფლის ნებითა და წერტილი, რომელსაც საქართველო ჰქვია, დარჩება! თუ ვინმეს არ სჯერა, ეს არ გვაწუხებს. ვიმეორებ: ურწმუნოები თვითონ დაიტანჯებიან, მორწმუნეები გადარჩებიან! ასეთია უფლის სიტყვები.

2008 წელი, 11 მარტი.

საქართველო მნიშვნელოვანი ბაზა ხდება ნატოსი. ამერიკა თურქეთს არ ენდობა. სწორიც არის, მუსლიმები სანდონი არ არიან.
რუსეთი ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. რაც არ უნდა მოიგონონ, ვერაფერს გახდებიან; რაც არ უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ, ვერაფერს შეცვლის, ანუ რუსეთის მთავრობა ასეთი პოლიტიკით წააგებს კავკასიაში.
ვიმეორებ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! ყველაფერი დეზინფორმაციაა, რასაც აცხადებენ. ხალხს ვერ შეაშინებენ იმით, რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს ვკარგავთ. ეს ტყულია! არც ოპოზიცია წამოეგება ამ ანკესზე. ყველამ ყველაფერი იცის, ხალხი ბრძენია. როგორც შუბი არ დაიმალება ჩოხის ქვეშ, ისე სიმართლე.

* * *
მთავრობა ცდილობს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხით გადაფაროს ოპოზიციის ყველა ცდა. ხალხი არ ენდობა არც მთავრობას და არც ოპოზიციას. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე.
ჩნდება მესამე ძალა, ჩნდება ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას. ხალხი თვალყურს ადევნებს.
ლტოლვილები მოთაფლეს, მასწავლებლებიც, მაგრამ ამაოდ. ყველა ყველაფერს ხვდება და მიტინგზე ზუსტად ის მასწავლებლები და ლტოლვილები მიდიან, ვისაც თითო პარკი საჩუქარი დაურიგეს., ვხედავ, ზუსტად ასეთი ხალხი ყვირის: “მიშა, წადი!”
ბურჯანაძეს ლანძღავენ, ვერ იტანენ, მისი გამოჩენა მთელ საქართველოს აგიჟებს. იგი იმალება.
საფრანგეთში კი მშვიდად ზის ექსმინისტრი, რომელიც შხამს აფრქვევს ძველებურად. ძალიან მშვიდადაა. მას იცავს დიდი ძალა. ის მეორეა მიშას შემდეგ, ვინც ისევ მოიპოვა ხალხის ნდობა და თქვენ წარმოიდგინეთ, ხალხი მას გაყვება. ეს იცის ამერიკამ და როგორც თადარიგის ოფიცერი, ისე ყავთ ექსმინისტრი. მალე დაჭირდებათ. იგი შემსრულებელია, ჭკვიანია და მორჩილი. დიახ, მორჩილი. იგი მიზანმიმართულად თამაშობს ჭადრაკს. მან მეტოქის სვლები ზუსტად იცის. ექსმინისტრმა მიაღწია იმას, რომ საჭირო გახდა მავანთათვის, შეიქმნა მშვენიერი დაცვითი წერ, თანაც ძალიან სერიოზული. ვიმეორებ: იგი ამერიკის ყურადღების ქვეშ იმყოფება. აი ნახავთ.
ყველა რამდენიმე თამაშს თამაშობს ერთდროულად, მაგრამ ხალხი არ იბნევა, მათ ვეღარ მოატყუებენ. მაგალითად, პოლიტიკოს-ჟურნალისტს ძალიან რთული პერიოდები ელის… ვხედავ, როგორ აქვეყნებენ სატელეფონო საუბრებს. მთლიანად გაწირავს ის ხალხი, ვინც გვერდზე უდგას და აფინანსებს. იგი ვერ გადადგამს სწორ ნაბიჯებს. ზუსტად ოლიგარქ პატარკაციშვილის ვარიანტს გაუთამაშებენ…
მოკლედ, ბედისწერას ვერავინ გაექცევა, ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით. აი ნახავთ!
ვხედავ, ხალხს არ სურს პარლამენტის თავმჯდომარესთან ლაპარაკი. იგი ძალიან ცუდ რეაქციას იწვევს.
მთავრობას უხარია, რომ ცოტა ხალხია მიტინგზე. ფიქრობენ, რომ მათ გაიმარჯვეს სიცრუის იმ პოლიტიკით, რომელიც გაატარეს. მაგრამ ვხედავ, ხალხის უზარმაზარ მასას, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება და… საოცრება! იებით ხელში! თუმცა, ეს არ არის საოცრება.
მთავრობას სწრაფი ტემპით ურიგებს ხალხს ავტობუსებს სოფლებში, უხვად აფრქვევს დაპირებებს. დიახ, საპარლამენტო არჩევნებია ახლოს. ირგვლივ ქაოსია, არის მოძრაობები, გაყალბების დიდი მანქანა ამუშავდა.
ხალხო, რა ხდება?
ღმერთი ყველას დაავიწყდა და მათ თავგასულობას საზღვარი არ აქვს. ფრთხილად! დღეს უფალი თითოეულ თქვენგანს ისე ადევნებს თვალყურს, როგორც არასდროს. ფრთხილად! დღე განკითხვისა ახლოს კი არაა, უკვე დაიწყო! ამინ!
საქართველოში უკვე ბოლავს და ამოხეთქავს კიდეც ვულკანი და ამას ვერავინ შეაჩერებს. ოპოზიცია ახალი შემადგენლობით წარსდგება ხალხის წინაშე.
მოკლედ ვიტყვი: “რესპუბლიკელებმა” დიდი შეცდომა დაუშვეს. წააგებენ. მათი გამოთვლები წამგებიანია.
ვხედავ, მთავრობა ცდილობს ახალი პარტიების შექმნას და ქმნის კიდეც, მაგრამ ხალხი მათ არ მიიღებს!!!

2008 წელი, 30 მარტი.

ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში სულ სხვა თამაშები იწყება. ხალხის ერთ ნაწილს (და საკმაოდ დიდ ნაწილს) აღარც ოპოზიციისა სჯერა და საერთოდ აღარც არავისი. თუ ეს გაბოროტებული, უზარმაზარი მასა დაიძრა მთავრობის წინააღმდეგ (რაც მოხდება), ვერავინ შეაჩერებს _ ვერც სპეცრაზმი, ვერც ჯარი და ვერც ტყვიები! ფრთხილად! მთავრობამ ყველა საშუალება ამოწურა. ვინ შეაჩერებს ხალხს? ვის დაუჯერებს ხალხი? არავის! საქართველო _ ქართველი ხალხი გაოგნებულია. მოკლედ, დიდი ქაოსია.
პრეზიდენტი მნიშვნელოვან, საქართველოსთვის ძალზე მტკივნეულ თემას ეხება და მის ირგვლივ ტრილებს. ეს არის აფხაზეთი და სამაჩაბლო! #1 თემად ამოწია აფხაზეთის საკითხი და გაახმოვანა მთელ მსოფლიოში: მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, რათა თავად აფსუებიც გადაარჩინოს, თავაზობს ყველა იმ პირობას, რომელთაც ევროპა-ამერიკა მიესალმება. და მსოფლიოც ტაშს უკრავს ასეთ მშვიდობისმოყვარე პრეზიდენტს. ასეთი მზაკვრული გეგმა (ასე მიაჩნიათ რუსეთში) კრემლისთვის მიუღებელია, მაგრამ რას იზამენ? ვერაფერს! ისინი ევროპას აშინებენ გაზით, ეკონომიკური სანქციებით, რასაც ხმამაღლა ვერ ამბობენ.
მოკლედ, საქართველოს პრეზიდენტი მშვიდობის მტრედებს აფრენს და თან, ვხედავ, ქართული ჯარების შესვლას ზემო აფხაზეთში, ანუ კოდორში (საიდანაც სოხუმამდე, მგონი, 27 კილომეტრია) და ზუგდიდის სამხედრო ბაზებზეც განლაგდებიან.
მაგონდება ჩემი 1993 წლის წინასწარმეტყველება: “აფხაზეთში შევალთ ომით და დავარქმევთ მშვიდობას!” ეს კია ასე ასი პროცენტით, მაგრამ დრო არ ვიცი!
და მთავარი: თვითონ ჩვენი მთავრობა ისეთ ტერაქტებს მოუწყობს აფხაზებსა და რუსებს, რომ ჩვენები მათ _ რუსულად კარგად გამოითქმის _ “პერეპლიუნუტ!” დიახ, უმაღლეს კლასს ვაჩვენებთ და რა ხასიათზე იქნება მსოფლიო, სოჭის ოლიმპიადაზე ვიხილავთ _ დიდ უარს, დიახ, დიდ უარს!
პუტინმა ზედმეტად გადააჭარბა საკუთარ უფლება-შესაძლებლობებს. იგი მწარედ წააგებს! დავინახავთ, თუ როგორ სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს მას რუსეთი _ ახალი პრეზიდენტის, “მედვედის” თათი. ჰოდა, ძალიან სასიამოვნოა!
სანამ ჩვენ აფსუებს ვეფერებით, ხოლო ჩვენი პრეზიდენტი პიარითაა დაკავებული და მსოფლიოს ტაშს აკვრევინებს, ოპოზიცია ერთმანეთს ღრღნის. თუმცა, ისინი ხალხს არ აინტერესებს. ხალხი ერთმანეთს ეძებს და მათ გარეშე ერთიანდება. ფრთხილად!
პარლამენტში მოდიან ვინ? გაძარცვული (დიახ, ასეა, მთავრობისგან გაძარცვული) ბიზნესმენები, ხალხისთვის კი დიდი ქონების ადამიანები, რომლებიც პარლამენტის ბიუჯეტს და საქართველოს არ გამოხრავენ, არ მოიპარავენ; მათ ისედაც აქვთ მილიონები! “აი, ასეთი ხალხი მოგვყავს!” – ყვირის მთავრობა, მაგრამ ხალხმა კარგად იცის, რა ფულის პატრონებიც არიან ჩვენი გასაცოდავებული ბიზნესმენები.
მათი საშველი სწორედაც რომ პარლამენტია, რათა საჭირო კანონები მიიღონ და თავიდან დაიწყონ ფულის კეთება, ანუ ქართველი ხალხის ძარცვა! დიახ, ძარცვა!
ვხედავ, ხალხი ძალიან კარგად ხვდება ამ თამაშებს: მავანთ ფულები დააყრევინეს და ახლა საშუალებას აძლევენ, თავიდან ძარცვონ ქვეყანა! ვხედავ, მაინც დაიჭერენ! ამ პოლიტიკაში ყველაფერი ბინძურია. დღევანდელ პოლიტიკაში არ არიან ის მეცნიერები, ვისაც დიდი ხანია ვხედავ, არც “გიორგი ბრწყინვალეა”. არც შეიძლებოდა, ისინი ამ პოლიტიკოსებისგან წამოსულიყვნენ.
ვხედავ, ჩემი ხალხი და მთელი საქართველო ღმერთის ანაბარა დარჩა, როგორც იყო ყოველთვის, და მიხარია, რომ უფალი ჩემი ხალხის გვერდითაა და მალე მოეღება ბოლო ყველა იმ ბოროტებას, რომელმაც ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში დაისადგურა და თითქოს ფესვებიც გაიდგა.
და იცრება საქართველო უფლის საცერში, და დარჩებიან ღირსეული ქართველი ვაჟკაცები, ვხედავ, და გადარჩება საქართველო!
ვხედავ გამთლიანებულ, ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველო ჰქვია!
დიახ, ქართველი მხოლოდ საქართველოს სიყვარულში, ბრძოლაში შეიძლება მოკვდეს! მალე იხილავს ჩემი გაწამებული, მშიერი, მაგრამ არა ღირსებადაკარგული ქართველი ყოველივეს, რადგან აქედან თითოეული ასოც კი უფლისაა და ყოველი სიტყვა წინასწარმეტყველებისა აღსრულდება!
აი ნახავთ!
და იცოდეთ, ძლიერი და ბოროტი სახელმწიფო _ რუსეთი, დამარცხდება საქართველოსთან ბრძოლაში უფლის ხელშეწყობით! თუ ყველამ უღალატა საქართველოს, არის ძალა, ძალა უხილავი, ძალა კოსმოსის, რომელმაც არ იცის ღალატი, რომელიც ანადგურებს ბოროტს და ეს არის უფალი ჩვენი, ღმერთი ჩვენი _ შემწე და დამცველი მხოლოდ!
ნუ დაივიწყებთ, ქართველნო, რომ ამასთანავე უნდა იყოთ მიმტევებელნიც. ქართველი კაცი ყოველთვის იქნება კაცთმოყვარე რაინდი, ქართველი ქალი კი სპეტაკი, სათნო დედა საქართველოსი! დიახ, ეს არის ნიმუში მთელი მსოფლიოსათვის.
ამას მასონებისთვის, რომელთაც ფეხებზე კიდიათ რაინდობა, პატიოსნება და სიკეთე, მნიშვნელობა არ აქვს. მათ წყალობა უფლისა, არ აწერიათ ბედისწერაზე. ჰო, ყველანი უფლის შვილები ხართ, მაგრამ არც ასეა საქმე კოსმიურ განზომილებებში. საკუთარ ქმედებებზე პასუხს აგებთ ყველა და ამას ვერავინ გაექცევით, ვერც ერი და ვერც ბერი!
მე მიყვარს ჩემი ხალხი, ჩემი ქვეყანა და მადლობა უფალს, რომ წარმომგზავნეს მე საქართველოში, დედამიწაზე ყველა სუფთა ადგილზე! არავისი გასარჩევი არ არის ჩვენი წინასწარმეტყველებები, ფრთხილად! ჯობია ისწავლოთ სამშობლოს სიყვარული, ვინემ უაზროდ ილაყბოთ! ტყუილად არ ვაფრთხილებ ცრუთ, რომლებიც წინასწარმეტყველებებს იპარავენ და გაზეთებში ბეჭდავენ, თავისად ასაღებენ. რაოდენ მწარე იქნება მათი ბოლო, თვითონაც იხილავენ!
მინდა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომ დრო არ არსებობს კოსმოსში! დროის დანახვის უფლება არ მაქვს და თუკი უფლის ნებით დავასახელებ მას რაიმე სახით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დროს ვხედავ!
მოთმინება და კიდევ მოთმინება! და იხილავთ, როგორ ასრულდება (და სრულდება კიდეც!) თითოეული სიტყვა წინასწარმეტყველებისა.
დრო არასდროს იკითხოთ!
ბედნიერი ვარ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე საქართველოზე ფიქრსა და წერაში! ღამეები მითენებია ჩემს სამშობლოზე წინასწარმეტყველებაში! თუკი რამე მაწუხებს ფიზიკურად, ეს საქართველოს, მთელი ჩემი ხალხის ტკივილის გამო! მინდა მოვეფერო ჩემ ხალხს, ჩავიხუტო და მივცე ენერგია სათითაოდ!!! საამისოდ გამოსავალი ერთი ვნახე _ გაზეთის საშუალებით ვამცნო მათ ყოველივე, რაც მოხდება საქართველოსა და მსოფლიოში. მთელი ენერგია ჩავდე ამ გაზეთში, რათა ამ სახით მოაღწიოს მან თითოეულ ქართველამდე!
მინდა ვუთხრა საქართველოს: გამაგრდი! ფეხზე მყარად დგეხარ! ვინაიდან ვხედავ, ღმერთი ნამდვილად ჩვენთან არს დღეს!
ვხედავ მომავალში შეჯახებებს, ომს, მაგრამ საქართველოს სასიკეთოდ!!! წართმეულ ნამუსს, სინდისს, ზნეს, წეს-ჩვეულებებს, ქართულ სახესა და ქართულ ტერიტორიებს ვიბრუნებთ! პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება და ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს: ურჯულო ფეხს ვერ მოიკიდებს ქართულ მიწაზე! ყველაფერი ქართველებს რჩებათ! ასე ვხედავ და ასეც იქნება!
1992 წელს საქართველოს რუკაზე დავხატე, ანუ აღვნიშნე ის ენერგიები, რომლებიც საქართველოს იცავენ და ის ტერიტორიები, რომელთაც საქართველო იბრუნებს.
დიახ, შევდივართ აფხაზეთში, ანუ ძირძველ ქართულ მიწაზე ზღვიდან, ხმელეთიდან და ა.შ. რაც შეეხება ნატოში შესვლას, ესეც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე და ასი პროცენტით ასრულდება. თუმცა აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ამერიკელები ფეხს ვერ მოიკიდებენ საქართველოში _ ნატოში ამერიკელების გარეშე!

* * *
ვხედავ ტერაქტს ერთ-ერთ ძალოვან მინისტრზე. ფრთხილად! ყველაფერი რუსეთიდან მოდის. ვხედავ, თავდამსხმელთაგან ორი ჩეჩენი და ერთი ოსია. მათ დაიჭერენ და ამაზე ყველა ილაპარაკებს.
“რუსები ტერორისტები არიან!” _ ყვირის პრეზიდენტი და ეს ესმის ევროპა-ამერიკას. ჩვენი პრეზიდენტი შანსს არ უშვებს ხელიდან, რათა რუსეთი გააშავოს მსოფლიოს თვალში.
მაგრამ საქართველოში “იების რევოლუცია” გარდაუვალია! “მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს” _ “გიორგი ბრწყინვალეს!” ღირსეულნი, ანუ “მეცნიერები” ისევ იმუშავებენ საქართველოს საკეთილდღეოდ. ჩემი ხალხი გადარჩება!

2008 წელი, 3 აპრილი.

იმ პარლამენტში, რომელსაც ვხედავ მომავალში, საერთოდ არ არის ეს ხალხი, არც ამ სახეებს ვხედავ. სულ სხვა ხალხი მოვა. მოულოდნელი ცვლილებები იქნება. “იების რევოლუციის” შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება. მოდიან ნამდვილი პოლიტიკოსები. უფალი არ დაუშვებს უსამართლობას! პარლამენტში იხილავთ იმ მეცნიერ-პოლიტიკოსებს, რომლებსაც 1994-1995 წლიდან ვწინასწარმეტყველებ. ეს ხალხი გამოიყვანს საქართველოს, პრაქტიკულად, არარსებული, ხელოვნურად შექმნილი ჩიხიდან. ამინ!
საზოგადოება დღეს “გაერთიანებული ოპოზიციის” მხარეზეა. მათ არ მოწონთ ცალკე მდგომი პარტიების პოლიტიკური ნაბიჯები. გიორგი თარგამაძეს საპატრიარქო ვერ უშველის. ხალხი ბრძენია, ხალხმა იცის, ვინ ვინ არის და რა გააკეთა.
საპატრიარქოს შიგნით დიდ განხეთქილებას ვხედავ _ სამღვდელოება ორადაა გაყოფილი. ისე, ყოველთვის იყო მცდელობა განხეთქილების შეტანისა, სარწმუნოების დასუსტებისა და ა.შ. ამ პროგრამას ვერ განახორციელებენ. საქართველო იყო და დარჩება მართლმადიდებელ ქვეყნად! მომავალში ბევრი რამ ითქმება და დაიწერება და ეს ყოველივე იქნება სიმართლე ქართულ ისტორიაში.
დღესდღეობით კი ქაოსია, არჩევნები _ ერთმანეთს დაჭამენ. ფრთხილად, ხალხი არაფერს მოითმენს. ვხედავ იების ფრიალს, დროშებზე იებია მიმაგრებული თითქოს.
`ნაციონალებს~ დიდი სიურპრიზები ელით. ისინი თითქოს ისეთსავე ნაბიჯებს დგამენ, რიხით მოდიან. `ხალხი რას იზამს? არაფერს!~ – ასე ფიქრობენ. როგორც ყოველთვის, ძალადობა მათი უპირველესი და ძლიერი კოზირია, მაგრამ კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს. “ნაციონალები” წააგებენ! ვხედავ, მომავალში იმართება ნამდვილი არჩევნები. ეს ის საპარლამენტო არჩევნებია, რომელსაც მუდამ ვხედავდი.
იცით, ვხედავ ოპოზიციაც წააგებს. ეს არ არის ის ხალხი, ვინც საქართველო უნდა მართოს, ვინაიდან საქართველოს ნგრევაში მათაც მიუძღვით დიდი წვლილი. დიახ, ბოდიში არავის უშველის! უფალი კია მოწყალე, მაგრამ მათ არ პატიობს!
ვხედავ, მომავალში “სახალხო ბანკი” გაიყიდება, ანუ იხურება. ბევრ რამეს დააბრალებენ, ძალიან რთული მდგომარეობა შეექმნება. შენობა, თვითონ შენობა გაიყიდება!
მოკლედ, ეს არჩევნები ბევრისთვის უარყოფითია, არასასურველია, განსაკუთრებით ბიზნესმენებისთვის. ყველა ჩაიძირება! დრო განკითხვისა ახლოსაა!
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს, ანუ მკვლელობას. ეს ძალზე სერიოზული საკითხია.
ძალიან მძიმე მდგომარეობა იქმნება, იმიტომ, რომ, ვხედავ, ოპოზიცია კარგად არის შეიარაღებული. ისინი იგივეს გაიმეორებენ, რასაც “ნაციონალები” სჩადიან. ფრთხილად! ეს გამოიწვევს უმართავ სიტუაციებს და რევოლუციას მოწყურებულ ხალხს ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ჩნდებიან კრიმინალების ნაცნობი სახეები. – ასე იტყვის ხალხი. ეს ბრძოლა ხელისუფლებისთვისაა და არა ხალხისთვის, საქართველოსთვის. ძალიან დაიძაბება ყველაფერი. როგორც ადიდებულ ტალღას ვერ შეაჩერებ, ისე აღელვებული ხალხის მასას!

2008 წელი, 9 აპრილი.


აფხაზეთი და სამაჩაბლო _ ეს განუყოფელი ნაწილია საქართველოსი და რჩება სამუდამოდ საქართველოს ტერიტორიად ასი პროცენტით. ამინ! ასევე ის ტერიტორიებიც, რომლებიც ადრე დაკარგულად ითვლებოდა _ საინგილო და, ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს: რუსეთმა ჩვენი სოჭი უნდა დაგვიბრუნოს! აი, რაზე აყვირდება საქართველო აუცილებლად.

2008 წელი, 10 აპრილი.

ვხედავ აფხაზეთში ტერორისტულ სერიალებს. ამას საქართველო მოუწყობს იქ მცხოვრებ ვითომ აფხაზებს, რუსებს, სომხებს, კაზაკებსა და რამდენიმე აფსუას. “კონფლიქტის ზონაა, ბატონო, უცხო დაჯგუფებები დათარეშობენ, რომლებსაც გადააქვთ იარაღი, ნარკოტიკები და სხვა მრავალი!” _ ასე იტყვიან ევროპა და ამერიკა. აქ რუსეთი უძლურია. მისი ნახევარპრეზიდენტი პუტინი უკვე ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვინაიდან ძლიერი, ძალიან ძლიერი ძალა დაუპირისპირდება რუს ვითომ სამშვიდობოებს. რუსი ჯარს ვერ შეიყვანს. ურთიერთობები, ვხედავ, ისედაც დაძაბული ექნება ევროპასთან და ასეთი უარყოფითი პოლიტიკა რუსეთს ძალიან დაარტყამს.
მოკლედ, რუსებს ქართველი პატრიოტები, ანუ პარტიზანები, კუდით ქვას ასროლინებენ. ვხედავ, სოხუმში შიშით ცხვირს ვერ ყოფენ. ტურისტები კი არა, თვითონ გარბიან. რუსი სამშვიდობოები ვეღარ `იცავენ~ ქართულ მიწას.
ვხედავ, გუდაუთაში ორი ძალიან სერიოზული ტერორი, ანუ დიდი აფეთქება მოხდება, ასევე ზედ სოჭის საზღვართან. პასუხი კი იგივეა: “ბანდიტები დათარეშობენ, ბატონო!” უფრო უკეთესსაც ვხედავ: ყველაფერს აბრალებენ აფსუებს, რომლებსაც სურთ პროვოკაცია გამოიწვიონ და ომი გააჩაღონ. ეს თვითონ ევროპა-ამერიკის აზრია და ამას რუსეთი ვერ შეეწინააღმდეგება. რა უყონ სოჭის ოლიმპიადას? თავზე ემსხვრევათ ყველაფერი.
ფრთხილად! ქართულ მიწაზე მდგარი ყველა ეკლესია, მათი ნანგრევებიც კი გწყევლიან და ეს იქნება უდიდესი დარტყმა რუსების მიმართ, ვინაიდან აფხაზები _ აფსუები, იქ ვეღარ იცხოვრებენ. ისინი ქრებიან.
ვხედავ ნათლად, როგორ იცავენ საკუთარ მიწას ქართული ტაძრები _ ამაყად მომზირალნი და პატრონები ადგილისა, რომელსაც საქართველო ჰქვია!
ვხედავ წმიდანებისა და მოწამე ბერების სულებს, რომელნიც დგანან საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში ჯვრებით ხელში და ლოცულობენ.
ეს გრანდიოზული ხედვაა! სუნთქვა შემეკრა! ღმერთო, რა ლამაზია ირგვლივ ყველაფერი! ამ ძალას ხომ ატომური ბომბიც ვერ მოერევა?!
ვაი თქვენ, ურჯულონო, გიჯობთ გაეცალოთ საქართველოს. ფრთხილად!!!
რუსეთი, ვხედავ, უფრო ღიად იწყებს თამაშს. მთელი მთავრობაა ჩართული იმ ბინძურ კამპანიაში, რომელსაც საქართველოს მიმართ ანხორციელებენ, მაგრამ კვლავ ვხედავ და ვიმეორებ: უფალი არ დაუშვებს, რომ რუსმა, რუსულმა ჩექმამ გადათელოს საქართველო! ისინი ვერ მიიღებენ აფხაზეთს, სამაჩაბლოს, შავი ზღვისპირეთს, რომელიც მდიდარია საბადოებით (ეს ჯერ კიდევ 1993-1997 და ა.შ. წლებში მაქვს ნაწინასწარმეტყველები). ის, რაც საქართველოსია, რჩება საქართველოში. ასეთია ნება უფლისა!
რუსეთის ყველა მცდელობა საქართველოს მიმართ ჩაშლილია. ვხედავ, საქართველო შედის ნატოში! ეს შეუქცევადი პროცესია. პუტინმა საქართველოსთან ბრძოლა დიდი ხანია წააგო. თვითონ მიიღებს დიდ დარტყმას. მას ტახტიდან გადმოაგდებენ! დიდ ღალატს ვხედავ. ღირსიც არის, რაც დათესა, იმას იმკის!
ცირკის მასხარა, მთავრობის რუპორი ჟირინოვსკი კი პოლიტიკური არენიდან ქრება ასი პროცენტით. აი ნახავთ. რუსულ მთავრობაში ახალ სახეებს ვხედავ. მათთან მუშაობა შეიძლება. ისინი უფრო გონებაგახსნილები და ჭკვიანები არიან. საქართველოსთან ურთიერთობები დათბება. ამინ!

2008 წლის 12 აპრილი.

ვხედავ, ხალხი არჩევანს მაინც “გაერთიანებულ ოპოზიციაზე” აკეთებს. რატომ გაჩეჩილაძე? იმიტომ, რომ მას არაფერი უნდა. ხალხს ესმის, რომ ოპოზიცია მიტინგებზე ვერ მოუწოდებდა მათ ომისკენ, მთავრობის სახლში შევარდნისკენ, რადგან ასეთ შემთხვევაში 7 ნოემბერი მოენატრებოდათ. ყველა დარწმუნებულია, რომ მთავრობა უკვე არა რეზინის, არამედ ნამდვილ ტყვიებს გამოიყენებდა. დიახ, რეალობა ასეთია: ოპოზიციამ რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ხალხი ხმას მაინც გაჩეჩილაძეს მისცემს!
“ქრისტიან-დემოკრატები”, ანუ გიორგი თარგამაძე ფიქრობს, ოღონდ პარლამენტში მოხვდეს და მეტზე არაფერზე.
მოკლედ, პარლამენტში მოდიან მსახიობები, ჟურნალისტები, მომღერლები და ა.შ. სად არიან პოლიტიკოსები? მეცნიერები? ამას მალე ნახავს საქართველო. დიდი, მოულოდნელი ცვლილებები მოხდება ქართულ პოლიტიკაში. მანამდე კი მოდიან ისინი, ვინც არ უნდა მოვიდნენ; მოდიან ისინი, ვისაც ჰგონია, რომ პოლიტიკა ესმით. იყო ძლიერი არტისტი, მომღერალი თუ ჟურნალისტი _ არ ნიშნავს, რომ ხარ პოლიტიკოსი!!!
ფრთხილად! ჩვენი საქართველო სათამაშო ბურთი არაა. მაგრამ სხვა გზა არ აქვთ `ნაციონალებს~. ისინი ფიქრობენ, რომ ხალხს უყვარს ეს მსახიობები, მომღერლები და ა.შ. ცდებით, ბატონებო! ხალხს თქვენ სცენაზე უყვარხართ და არა იქ, სადაც “არა შეჯდა მწყერი ხესა”. კი, გული შეგტკივათ საქართველოზე, მაგრამ თუ გიყვართ სამშობლო, უარი უნდა თქვათ პოლიტიკურ თამაშზე. თქვენ ვერ იტვირთებთ პოლიტიკის სიმძიმეს, ვხედავ, და ყოველივე კრახით დამთავრდება. აი ნახავთ. მერე კი იქნება ქაოსი. ეს არ არის არჩევნები! ეს არ არის ის პარლამენტი, რომელსაც ვწინასწარმეტყველებ. ეს არშემდგარი არჩევნები და პარლამენტია! მაგრამ ეს ყოველივე უნდა მოხდეს. მერე სუფთავდება ყველაფერი და მოდიან მეცნიერი პოლიტიკოსები _ დალოცვილნი უფლისგან, რომელნიც დიდ დარტყმას, დიახ, დიდ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებენ საქართველოს მტრებს. მოდის “გიორგი ბრწყინვალე” და აქედან დაიწყება საქართველოს აღმავლობა.

* * *
თხუთმეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რაოდენ დიდია საქართველოს სიმდიდრე _ ოქრო, ნავთობი, გაზი, გოგირდი, შავიზღვისპირეთი, თავად საქართველოს ადგილმდებარეობაც დიდი სიმდიდრეა.
მოკლედ, წავა დიდი პოლიტიკური ომი ევროპაში. ამერიკაც ხელს შეუწყობს ყოველივეს. საქართველოსთან მიმართებაში დაცვითი ბადე შეიკვრება. რუსეთი თითსაც ვერ გაანძრევს. მითუმეტეს, რომ მათი ახალი პრეზიდენტი არ ისურვებს ომს კავკასიაში. ეს იქნება დიდი დარტყმა ექსპრეზიდენტზე.
ვხედავ ამერიკა-ევროპის მოლაპარაკებას რუსეთის ახალ პრეზიდენტთან. ის რეალური სურათი, რომელსაც რუსეთი იხილავს, შეაშინებს მას და სასწრაფოდ იცვლება პოლიტიკური კურსი. აფხაზეთი და სამაჩაბლო, საინგილო და ტრაპიზონი საქართველოა და დღევანდელი პოლიტიკური ანალიზის მიუხედავად, რომ რუსეთი გვართმევს აფხაზეთსა და ცხინვალს, დაიმახსოვრეთ, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე: რუსეთი საკუთარი ხელით გვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს! თუმცა დღეს დიდი პოლიტიკური ომია, რომელიც ნამდვილ ომში უნდა გადაიზარდოს, ვხედავ. ეს შეუქცევადი პროცესია, მაგრამ ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთი, დიახ, `დიდი რუსეთი~ წააგებს!
ვხედავ, რუსეთს ურთიერთობები ძალიან აერევა მუსლიმებთან, განსაკუთრებით ირანთან; ასევე ჩინეთთან და კორეასთან. აღარ ვლაპარაკობ იაპონიაზე. როგორც არ უნდა ეცადნენ რუსი პოლიტიკოსები, ვერაფრით შეცვლიან ამ რთულ მოვლენებს. ეს კი ჩემი საქართველოს წისქვილზე, ანუ მის პოლიტიკაზე ასხამს წყალს.
სიამოვნებით ვუყურებ ამ წუთას ჟირინოვსკის, რადგან ვხედავ, თუ როგორ იცვლის ლანძღვის პოლიტიკურ კურსს. მას აუსრულდება ადრე დანახული წინასწარმეტყველება, რომ მუსლიმები გამოაგდებენ.
ერთი სიტყვით, “დიდი რუსეთი” აღმოჩნდება დიდი საშიშროების _ მესამე მსოფლიო ომის წინაშე. ისინი მალე მოეგებიან გონს.
ვხედავ, მედვედევი, ეს პატარა კაცი, ჭკუით სჯობს პატარა ექსპრეზიდენტ პუტინს. ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება. დროს, მართალია, ვერ ვხედავ, მაგრამ ძალიან მალე დაიწყება ყოველივე. ასეთი რთული პერიოდი კაი ხანია არ ჰქონია რუსეთს.
საინტერესო ფაქტს ვხედავ: რუსეთის ტელევიზია ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებზე ალაპარაკდება.
მეცინება. ყველა კითხულობს ჩუმად წინასწარმეტყველებებს, მაგრამ აზრს მალავენ. როცა პოლიტოლოგების ლაპარაკს ვუსმენ, რომლებიც, ვერ გაიგებ, მოვლენებს საიდან აშუქებენ, მეცინება!
ჩემთვის მთელი სიმდიდრე ჩემი ქვეყანა და ჩემი უბრალო ხალხია, რომელთაც, ვიცი, რომ ვუყვარვარ და აღიარებენ ჩემს ფენომენს. მეტი არც არაფერი ჭირდება უფალს _ მისი სიტყვები მიდის ხალხამდე. ვისაც არ უნდა გაიგოს ეს, ბოროტება შიგნიდან გამოღრღნის. ასეთები არ მაინტერესებს. მათ თავად უფალი გასცემს პასუხს!
საქართველოს ხალხს არ უნდა ეშინოდეს, საქართველო გადარჩება! იგი, როგორც ყოველთვის, ხელშეუხებელია. ქართული სული ყოველთვის იცოცხლებს დედამიწაზე, სანამ იგი არსებობს. დედამიწა კი ყოველთვის იარსებებს.

2008 წელი, 23 აპრილი.

ვხედავ, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია მთავრობის შეკვეთებს ასრულებს. ისინი გაემიჯნნენ სხვებს, რათა ერთიანობა შეერყიათ.
დიახ, ეს ყველაფერი იყო მთავრობის დაკვეთა. მათ თავი კი იმართლეს, მაგრამ ბოლომდეც არ შეწუხებულან. ეს ისე აშკარად გამოჩნდება, რომ მეტი არ შეიძლება. ვხედავ, ისინი კარგავენ ხალხის, საქართველოს ნდობას. ხალხი მიხვდება, რომ ისინი “ნაციონალების” ნიშნით არიან შეყვანილნი მთავრობაში, რომ ეს თავიდანვე იყო ჩადებული იმ შემთხვევისთვის, თუ “ნაციონალები” კრახს განიცდიდნენ, ოპოზიციად წარმოჩენილიყვნენ. “სათადარიგო “ნაციონალები!” _ ასე უწოდებს ხალხი.
ვხედავ, მათ დაუპირისპირდება სხვა ოპოზიციური პარტია და აქ დაესმებათ წერტილი. ხალხი მათ არ აპატიებს. აი, ნახავთ! ძალიან ბევრი რამ ითქმება. ისინი პოლიტიკური არენიდან გაქრებიან ასი პროცენტით. ასევე ჟურნალისტიც, რომელიც ჟურნალისტად დარჩება. არც ნინო ბურჯანაძეს აწერია ბედისწერაზე პოლიტიკური მოღვაწეობა.
არავითარი პარტიები! მოდიან მეცნიერი პოლიტიკოსები! ისინი არშემდგარ პარლამენტში აღმოცენდებიან. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან, მთავარია, რომ ისინი მოდიან!
ყველაფერი შეიცვლება საქართველოში!

2008 წელი, 4 მაისი.

ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს არ ენდობიან. ყველას სურს დააფიქსიროს რაოდენობა იმ მომხრეებისა, ვინც მათ ხმას მისცემს, რათა დასამადლებელი არაფერი ჰქონდეთ პარლამენტში.
ყველა ფიქრობს, რომ მათი პარტია გაერთიანების გარეშეც ძლიერია და ისედაც მოხვდებიან საკანონმდებლო ორგანოში. ეს ასეა, მაგრამ ფრთხილად, ოპოზიცია არ არის ერთიანი. აი, როცა პარლამენტში ბარიერთან დადგებიან, მერე ნახეთ მათი ომები. მაგრამ მომავალში შავი ღრუბელი გადაივლის და დამშვიდება ჩემი საქართველო, ყველაფერი დაწყნარდება, მერწმუნეთ. იცოდეთ, არ არსებობს ძალა, რომელიც საქართველოს გადაუვლის და დაანაწევრებს.
მოდის ის დრო, როცა საქართველო უნდა გაერთიანდეს, ანუ დაიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. რუსეთის ქმედებები ფუჭია, ომი იქნება ფარული, პარტიზანული. ვხედავ ტერორებს, აფეთქებებს და სხვ. რუსეთი, ვხედავ, ვერ მართავს აფხაზებს, აფხაზებიც უკმაყოფილოები არიან რუსებით. კრემლი არ მალავს საკუთარ მიზნებს. ისინი არავითარ ანგარიშს არ უწევენ აფხაზებს. შედეგს, რასაც რუსები მოიმკიან, ყველა საკუთარი თვალით იხილავს.
ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს აუმხედრდება. ისინი ისედაც ამხედრებულები იყვნენ ყოველთვის, მაგრამ მოგეხსენებათ, ძალა აღმართს ხნავს.
რუსეთს საქართველოზე ზეწოლები უკან უარყოფითად მიუბრუნდება თუნდაც იმით, რომ ჩეჩნები არასდროს აპატიებენ რუსეთს იმ ომს, რომელსაც რეალურად Eჩეჩნების გენოციდი ჰქვია. როგორც კი დროს მოიხელთებენ, ყოველთვის ზურგში დანას ჩაარტყამენ.
საერთოდ, ჩრდილოეთ კავკასია მუდმივად მზადაა ომებისთვის. ამ დაძაბულობას რუსეთი ძალით აჩერებს, მაგრამ როდემდე? ჩრდილოეთში ომები რუსეთს არ ასცდება, საქართველო კი სუფთად გამოძვრება, ვხედავ.
როგორც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, კავკასიის ხალხთა ცენტრი საქართველოშია, თბილისში. ამით ჯერ ამერიკა და ევროპა ინტერესდებიან, შემდეგ კი რუსეთიც.
ვხედავ, რუსული პოლიტიკა წააგებს კავკასიაში. რუსეთს საკუთარი ტერიტორიები აქვს დასაცავი.
ვხედავ, კრემლში დიდი ბრძოლები წავა ციმბირის `შავი ოქროს~ _ ნავთობისა და გაზის ირგვლივ. დიახ, ბატონო პუტინ, თავიდან უნდა გადანაწილდეს რუსული სიმდიდრე. ვისაც მან ქონება წაართვა, ისინიც თავს წამოყოფენ.
ახალ პრეზიდენტს მობეზრდება (თუ მობეზრებული არა აქვს უკვე) ექსპრეზიდენტის მითითებები. მის ირგვლივ შემოიკრიბებიან განაწყენებულნი ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ეს ახალ პრეზიდენტს დიდ ძალას აძლევს, როცა, ამავე დროს, ვხედავ, რომ ომი მას საერთოდ არ აწყობს ჩრდილოეთ კავკასიაში და არც საქართველოსთან. იგი კეთილმეზობლურ ურთიერთობებს აირჩევს, მაგრამ დღეს იძულებულია, ითამაშოს ექსპრეზიდენტის მოთხოვნებით. ამიტომ ყოველივე ძალიან სხვანაირად გამოჩნდება, მაგრამ საბოლოოდ კი დამთავრდება ისე, როგორც ვიწინასწარმეტყველე.
მოკლედ, რუსეთს მძიმე დღეები ელის. აი ნახავთ!
აფხაზეთში კი გრძელდება დაძაბულობები. რუსებს, ვხედავ, ძალიან ეშინიათ საქართველოსი, არ იციან, რა სიურპრიზებს მოუწყობს მათ პრეზიდენტი. იგი ხომ ყოველთვის მოულოდნელ, შემტევ ნაბიჯებს დგამს, რომელთა რეზულტატებით თითქოს შემდგომში არც ინტერესდება. ხომ მოთხრის რუსებს ევროპა-ამერიკის თვალში? ხომ შეუყრის მთელ მსოფლიოს? არც ერთი, უმცირესი დეტალიც კი არ გამორჩება, ამასაც ისე გააპიარებს, რომ რუსეთის პოლიტიკური ნაბიჯები მათ მოქმედებას არანაირად ამართლებს. იწყება დიდი ჩოჩქოლი, ამერიკა სიტყვით გამოდის და ა.შ.
მოკლედ, რუსეთს დიდი თავის ტკივილი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით და წააგებს კიდეც ასი პროცენტით. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. რუსეთის ორთავიან არწივს ერთი თავი უნდა მოწყდეს. ეს ასეც მოხდება. ყოველივე ასრულდება.
საქართველოში კი ყველაფერი ფინიშამდე მიდის. იწყება ახალი პოლიტიკური მოვლენების ხანა, ანუ წინასწარმეტყველებები სრულდება ასი პროცენტით!
მთავრობამ არჩევნები უკვე გააყალბა. ელოდება 21 მაისის არჩევნებს: თუკი ხალხი გარეთ გამოვიდა, სპეცრაზმს დაახვედრებენ და დაშლიან, როგორც 7 ნოემბერს (2007 წელს) გააკეთეს. რა თქმა უნდა, არც ახლა იქნება ლიდერი, ვინც ხალხს მთავრობის სახლში შეუძღვება. ახლა სულაც არ არის ის პერიოდი და სიტუაცია, რაც 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” დროს იყო. ექსპრეზიდენტი შევარდნაძე თვითონ წავიდა სახლში. ფაქტია, რომ არავითარი ძალა არ გამოუყენებია. პრეზიდენტი კი…
მთავრობას ვურჩევ, ფრთხილად იყოს! ისე, როგორც დღეს უჭირს ქართველ ხალხს, `მხედრიონისა~ და კუპონების დროს არ გაჭირვებია. ფრთხილად! ხალხი მშიერია და მათ ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს, არ არსებობს.
`იების რევოლუცია~ მაინც იქნება!
ვხედავ მართალ არჩევნებს.
`გაერთიანებული ოპოზიცია~ პირველია, მას “ლეიბორისტები” მიყვებიან. ხალხს მათი სჯერა. ბევრ ვითომ ოპოზიციურ პარტიას ნიღაბი ჩამოეხსნება. დაფარული, გაიგეთ, არაფერი არ არის ამქვეყნად. ამინ!

2008 წელი, 6 მაისი.

საქართველო გამოაჩენს საკუთარ სიძლიერეს. დიახ, როცა უჭირს საქართველოს, მაშინ იღვიძებს მებრძოლი სული ქართული და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს!
ხალხი ერთიანია, ვხედავ, საქართველოსა და ქართველობის დასაცავად! ვხედავ, ღვთისმშობელს ცრემლის ნაცვლად ღიმილი ეფინება სახეზე. მადლობა უფალს იმისათვის, რასაც ვხედავ: ღვთისმშობელი იღიმება! ეს ღიმილი მთელ საქართველოს ეკუთვნის, ეს ღიმილი ნიშნავს თავისუფლებასა და გაბრწყინებულ საქართველოს და ყოველივე ძალიან ახლოსაა.
აღსრულდება თითოეული სიტყვა უფლისა!

* * *

ვხედავ, ის ინფორმაციები, რაც აფხაზეთზე გადმოიცემა, ტყუილია. კაზაკები და კონფედერაციის სხვა ბანდიტები ვერ იცხოვრებენ ქართულ მიწაზე. არც მათ და არც სხვებს, უბრალოდ, არ აწერიათ ბედისწერაზე აფხაზეთში ცხოვრება.
ჯერ კიდევ 1992-1993 წლებში და და მას შემდგომაც, ყოველთვის ვხედავდი, რომ, როგორც ერი, აფსუა აღარ იარსებებს! რატომ ვწინასწარმეტყველებდი, რატომ ვხედავდი ამას 18 წლის წინ, ახლა ყველა ხვდება, სურათი ნათელია. ჯერ მარტო ჟირინოვსკის სიტყვები რად ღირს: “ჩვენ, რუსები, 5 მილიონი ჩავალთ აფხაზეთში და ისინი ჩვენი მონები იქნებიან!” რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკა მცირე ერებს ისეთ პრობლემებს უქმნის, რომ მომავალში აღარ იარსებონ!!!
ერთი სიტყვით, ვხედავ მრავალჯერ დანახულს: ქართველი ლტოლვილები ქართულ მიწას, საკუთარ სახლებს უბრუნდებიან! აქვე იმასაც ვხედავ, რომ აფსუებს მხოლოდ ქართველები გადაარჩენენ. აი ნახავთ. ისე, ისტორიულად სომხებიც ქართველებმა გადაარჩინეს გადაშენებისგან!!!
რაც შეეხება რუსების მიერ შეთითხნილ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციას, ეს ზღაპარია. მას ნამდვილი კავკასია, საქართველო არ ღებულობს სერიოზულ ორგანიზაციად, და არც სხვები. მოკლედ, რუსეთი თავის ჩახლართულ საქმეებში თავად გაიხლართება. ნათქვამია ბრძენთაგან: ნუ უთხრი სამარეს სხვას, თორემ თვითონ მოხვდებიო იქ. ჰოდა, რუსეთს ამ სამარეში ვხედავ.
უკვე ნადირობენ შინაგან საქმეთა მინისტრზე. იგი უფრო ფრთხილად უნდა იყოს. ხედვაში მიმართულება იკვეთება: მის სახლთან, დიახ, სახლთან! ეს ასი პროცენტით ასრულდება. აი, ნახავთ.
მოსკოვში კი დიდი პოლიტიკური თამაშები წავა. ყოფილი პრეზიდენტი პუტინი ბევრს იღებს საკუთარ თავზე. იგი ძალიან, ძალიან გადაამლაშებს. პრეზიდენტი “მედვედი” თითქოს ყველაფერს ითმენს, ასე გამოჩნდება, მაგრამ ეს კიდევ ვიმეორებ, დროებითია. იგი უცებ დაარტყამს პუტინს.
იწყება დიდი ბრძოლები.

2008 წელი, 11 მაისი.

ვხედავ, მომავალში რუსები კავკასიაში უფრო ძაბავენ მდგომარეობას.
1992 წელს, თექვსმეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთს თვითონ გაუჭირდება; რომ საქართველოსთვის არ ეცლება.
1993-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ ჩეჩნები საქართველოს მხარეს იბრძოლებენ; რომ რუსეთი იძულებული შეიქნება, ტერიტორიები, რომელთა წართმევა სურს, დაგვიბრუნოს!
ამას ყველა გაზეთში, ჟურნალში, წიგნში ვწინასწარმეტყველებ წლების განმავლობაში და ასეც ასრულდება. თუმცა რუსეთის ფანტაზიებს საზღვარი არ ექნება. იმდენ სისულელეს იტყვიან, იმდენ სულელურ ნაბიჯებს გადადგამენ საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში, რომ მთელ მსოფლიოს აალაპარაკებენ, ვხედავ. უბრალოდ, საქართველოს გამწარება სურთ ძალიან. ომიც კი სურთ, ეს მათი დიდი ხნის ოცნებაა.
ვერ მოგართვით, `დიდო რუსეთო~. რაც ჟირინოვსკიმ უსურვა საქართველოს, სულ წერტილ-წერტილ საკუთარ სახლში, ანუ მოსკოვში აუსრულდებათ მომავალში. აი ნახავთ. ბოროტება ყოველთვის დროებით იმარჯვებს, სიკეთე კი მუდამ წინ გხვდებათ ადამიანებს.
რუსები მალე აფხაზებს _ აფსუებს გვერდზე გაწევენ. მათით მანიპულირება მობეზრდებათ, დაიწყება ღია თამაში და კრემლი თავისი მთავრობით, ასე ვთქვათ, შიშვლდება. ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელსაც რუსეთი კავკასიაში დაუშვებს და მოხდება ისე, რომ ევროპა-ამერიკა სერიოზულად, ყოველგვარი თამაშის გარეშე აღიარებენ საქართველოს ევროპულ ქვეყნად. ნატომდეც ერთი ნაბიჯი რჩება და შევალთ კიდეც (1992 წლის წინასწარმეტყველება).
ამავდროულად საქართველო სუფთავდება, წყნარდება, დიდი ცვლილებებია მთავრობაში, მოდიან მეცნიერები და ა.შ.
მინდა გავიმეორო სიტყვები 1993 წლის წინასწარმეტყველებიდან: `რუსეთს ძალიან სურს აფხაზეთის მიერთება, მაგრამ ეს ღია, უტვინო თამაშია და მათ არაფერი გამოუვათ!~ ასე რომ, როგორც ყოველთვის, დანახული აღსრულდება და ამას ვერავითარი ძალა დედამიწაზე ვერ შეაჩერებს!
ვხედავ, ქართველები ბრუნდებიან საქართველოში, მიტოვებული სოფლები ხალხით ივსება და აქედან დაიწყება ჩვენი ქვეყნის გაძლიერება. ის მრავალფეროვანი მოსავალი, რომელსაც გლეხი მოიყვანს, სრულად ყოფნის მთელ საქართველოს და მოწამლული უცხოური პროდუქცია არ გვჭირდება. ყველაფერი ზუსტად ასე იქნება. “ქართული პროდუქცია ყველაზე სუფთაა”. _ ასე იტყვიან ევროპა და სხვა ქვეყნებიც. რა აღარ მოდის საქართველოში, რომელი ერთი ჩამოთვალო? მოსავალს ორჯერ კი არა, ლამის ოთხჯერაც იღებენ. ეს ხომ ყველასთვის ცნობილია.
ვხედავ, ქართველები ერთ გოჯ მიწასაც არ დაუთმობენ უცხოელებს. პატარა საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა! ეს მომავალში მალე გამოჩნდება. ჩვენ საკუთარი გაზიც გვაქვს და ნავთობიც, წყლებიც და ოქროც და სხვ. ეს ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში დავინახე და ვიწინასწარმეტყველე. დრო ძალიან ახლოსაა და ჩვენი დანახული ყოველივე აღსრულდება. ამინ!
ვიმეორებ: საქართველო ერთ-ერთი ულამაზესი და ძლიერი ევროპული სახელმწიფოა მომავალში!

2008 წელი, 17 ივნისი.

ვხედავ, მოდის ახალი ტალღა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. რეფორმებს, რომელსაც მთავრობა ისევ ატარებს, ხალხი ვერ გაუძლებს.
ოპოზიცია სერიოზულად ემზადება, ისინი უკან არ დაიხევენ. არც არაფერი დარჩათ უკან დასახევად. ყველაფერი ძალიან აირევა!!!
ვხედავ, რჩება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ხალხს სათავეში ჩაუდგება და დიდ გასაჭირს გაუჩენს მთავრობას.
ხალხი პარლამენტში მჯდომ ოპოზიციას უარყოფს ხმამაღლა. “ისინი “ნაციონალები” არიან!” _ გაჰკივის ხალხი. ასე რომ, პარლამენტის ვითომ ოპოზიცია წააგებს. ვისი და რისი ინტერესები უნდა დაიცვან პარლამენტში, როცა ხალხი, მთელი საქართველო მათ უარყოფს?! ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება მთავრობის მიმართ, ვინაიდან, რაც “ნაციონალებმა” გამოთვალეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მოდელი იქნება შემოდგომაზე პარლამენტისა, მცდარია, არაფერი გამოუვათ. ხალხის რისხვა იმდენად დიდია, რომ თუ ვინმე აპირებდა თამაშს ან გარიგებას მთავრობასთან, გადაიფიქრებს.
`ლეიბორისტებზე~ წავა (და მიდის კიდეც) დიდი მუშაობა, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ მთავრობას არაფერი გამოუვა. ნათელაშვილი ცოცხალი თავით არ შევა პარლამენტში იმიტომ, რომ იცის, დრო თითქოს ყველაფერს კი შლის, მაგრამ ამ შემთხვევაში ხალხის, მთელი ერის გულში ვერაფერი წაშლის იმას, რაც “ვარდების რევოლუციამ” მოუტანა საქართველოს. ამიტომ ხალხი მკაცრია და არაფერს ივიწყებს. ისინი დღევანდელი პოლიტიკოსების გადადგმულ ნაბიჯებს იმახსოვრებენ (!) და არც არასდროს დაავიწყდებათ. ასეთი ვაი-პოლიტიკოსები კარგავენ საკუთარი ხალხის ნდობას.
მოკლედ, დიდი ბრძოლები წავა (!) და ყველაფერი, რაც ხდება, მოდის კოსმოსიდან, რა თქმა უნდა, და ვინც უფლის სიტყვებს არ მიუშვებს გულთან, იგი წააგებს ყველაფერს. ამინ!
`ვინც ჩვენს სიტყვებს უგულებელყოფს და დასცინის, იგი მწარედ წააგებს და თვითონ გახდება დასაცინი მთელი ცხოვრება; ვინც უფლის სიტყვებს უარყოფს, თვითონ იქნება უარყოფილი და დაუდგებათ დიდი განსაცდელი, მაგრამ უფალი მათთან აღარ იქნება და აგებენ პასუხს ყოველივეზე, რაც მოიმოქმედეს.
ყოველი ცუდი სხვა ყველას განსჯაშია და თვითონ განისჯება. ამინ!~
ყოველი სიტყვა აღსრულდება ასი პროცენტით. აი ნახავთ. ფრთხილად! ყველა წინასწარმეტყველება ასრულდა და ასრულდება მომავალშიც. ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს.
ზაფხული, ვხედავ, არ არის მშვიდი. ხალხს უჭირს, ძალიან უჭირს. “ასეთი ყოფა ომის დროსაც არ ყოფილა!” _ აღნიშნავს ყველა. რაც დარჩათ, იმასაც კარგავენ. რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე, რომ ხალხი ვერ გადაიხდის გადასახადებს, სრულდება. დღეს ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
იცვლება მთავრობა, ვხედავ, მაგრამ ადგილების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ხალხი ბრძენია, ხალხს ვერავინ მოატყუებს!

* * *

ჩვენი წინასწარმეტყველებების მითვისებას განაგრძობენ! ვერ გაიგეს, რომ კოსმოსიდან წამოსული ინფორმაციები ხალხს ეკუთვნის და არა ზოგიერთ ვითომ პოლიტიკოსს ან პოლიტოლოგს!

2008 წელი, 18 ივნისი.

ვხედავ, ოპოზიცია დიდ თამაშს იწყებს. რა გეგმა აქვთ, არ ამბობენ, არც ჟურნალისტებს პასუხობენ ამ კითხვაზე. მალე ახალი პროგრამით დადგებიან. ამავე დროს ბევრი საკითხი გადაწყდება, გამოიკვეთება და ოპოზიცია იწყებს მოქმედებას. ხალხიც მიტინგების ხასიათზეა. უფრო დაჩქარდება მოვლენები.
წინასწარმეტყველებები ასრულდება, ერთი წერტილიც კი არ მოაკლდება და ამას ვერავინ შეცვლის.
მოდიან მეცნიერი პოლიტიკოსები და “გიორგი ბრწყინვალე”.
მინდა ვუთხრა ჩემ ქართველებს, რომ არც პარლამენტში და არც მის გარეთ დღეს არავინაა “გიორგი ბრწყინვალე”. იგი მოულოდნელად მოგვევლინება. ბევრს სურს “გიორგი ბრწყინვალე” იყოს, მაგრამ არაფერი გამოგივათ, ბატონებო. ამ თემით ნუ ივაჭრებთ, ჯობს. ყველაფერს თავისი დრო აქვს და რაც მთავარია: ვერც ერთი თქვენგანი ვერ იქნება “გიორგი ბრწყინვალე”. ასეთ თამაშებს და სიცრუეს უფალი არ დაუშვებს! მოვა დრო და ყველაფერი თავის ადგილზე დაეწყობა ჩემი საყვარელი საქართველოს სასარგებლოდ და გადასარჩენად. ყველა დაინახავს, ვინ ვინ არის. დღეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია, ნიღბები კიდევ ბევრს აეხდება. ფრთხილად! ხალხი ბრძენია, ვერ მოატყუებთ!
ვხედავ, იწყება მართლა სერიოზული ბრძოლები. საქართველო სუფთავდება, უვიცი და მოთამაშე პოლიტიკოსები მიდიან. იწმინდება მთავრობაც. მოდიან ის ადამიანები, ვისაც ხალხი მიიღებს, ანუ თავისი საქმის მეცნიერები. რჩებიან ის პოლიტიკოსებიც, ვისაც საკუთარი ქვეყანა და ხალხი უყვარს პირველ რიგში და მერე დემოკრატია. ასეთია ნება კოსმოსიდან. სისხლი და ომები არ იქნება.
რუსეთის ყველა პროვოკაცია ჩაშლილია. ამას ღმერთი, კოსმოსი არ დაუშვებს! საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვხედავ, მთელი მსოფლიო არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაუჭერს მხარს. დიახ, არა მხოლოდ სიტყვიერი აღიარება, არამედ საქმიანიც. რუსეთს მოუწევს საქართველოს ტერიტორიების დატოვება. ძნელია დაიჯეროთ, მაგრამ ასეა. მთავრობა და ქართველი ხალხი აიძულებს მათ, რომ, ბოლოსდაბოლოს, მოშორდნენ საქართველოს.
აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერავინ შეცვლის. იქნება, ვხედავ, სერიოზული აფეთქებები, ტერორები და ა.შ. საქართველოს მთავრობა განაცხადებს, რომ რუსეთი თვითონ აწყობს აფეთქებებს, რათა მერე ქართველებს გადააბრალოს.
რუსებს ფრთები მოეჭრებათ. აფხაზეთში მოგზაურობის სურვილს დაკარგავენ რუსი, თურქი და სხვა ეროვნების ტურისტები. რუს ოლიგარქებს კი რაც ბათუმში, აჭარაში დაემართათ, ზუსტად იგივე დაემართებათ აფხაზეთშიც. კარგავენ ქონებას! რასაც ვხედავ, როგორც ყოველთვის, ასი პროცენტით ასრულდება.
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს: ურჯულო ქართულ მიწაზე ფეხს ვერ მოიკიდებს! საქართველო ერთიანია!
ქართველი განვითარების ყველა ეტაპს გაივლის, მაგრამ ქართული წესი, ზნე და ჩვეულება არ შეიცვლება მის სისხლში. ქართველი ისევ მებრძოლად რჩება და, როგორც ადამ და ევას დროიდან მოდის, სამშობლოს სიყვარულში, ბრძოლაში მოკვდება!!! ეს ის ღრმა ფესვებია, რომელთაც ვერც სოროსი და ვერც სხვანი ვერ მიწვდებიან, ვერ მოთხრიან. ისინი თვითონ მოითხრებიან საქართველოდან.
ვიცი, ჩემი წინასწარმეტყველება გარკვეულ ჯგუფს აღიზიანებს, რადგან არ სურთ ასეთი საქართველო. იცით, როგორი საქართველო სურთ მათ? რომელშიც ბევრი ჩინელი იცხოვრებს, ბევრი არაბი, თურქი, ზანგი და ა.შ. ვინაიდან საქართველო ასე უფრო დემოკრატიული გამოჩნდება ევროპა-ამერიკის თვალში. დიახ, ჩემო საყვარელო ადამიანებო, მართალს ვამბობ, იმიტომ, რომ ასე ვხედავ. მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. საქართველოში ყველაფრის პატრონი ქართველი იქნება! ყველაფერი მალე დაიწმინდება და გამოჩნდება. უცხოელი, ვხედავ, ფეხს ვერ მოიკიდებს ქართულ მიწაზე.
ვიმეორებ: მსოფლიოში განვითარებულ ყველა სფეროს აითვისებენ ქართველები, არავის ჩამოვრჩებით, მაგრამ არა იმის ფასად, რომ საქართველო ურჯულოებზე გაიყიდოს. დიახ, ასეა, ასე აწერია საქართველოს ბედისწერაზე.
ლამის ქართველთა არსებობის დღიდან გვანადგურებს მტერი, მაგრამ ბოლოს ყოველთვის თავად ნადგურდებოდა, საქართველო კი რჩებოდა. ქართველი კაცის გადამრჩენელი ყოველთვის იყო მისი შინაგანი ბუნება, მებრძოლი ხასიათი, სამშობლოს სიყვარული და მისი წეს-ჩვეულებები. დღესაც ასე ხდება და ბოლოც იგივეა _ საქართველო გადარჩება! საქართველო ერთიანი და ძლიერი ევროპული ქვეყანაა მომავალში! ასე ვხედავ და ასე აღსრულდება ასი პროცენტით. უბრალოდ, ყველაფერი დროზეა დამოკიდებული, დროს კი ვერ ვხედავ, რადგან დრო კოსმოსში არ არსებობს!
დადგება ჟამი და ყველაფერი ასრულდება, თითოეული წერტილიც კი წინასწარმეტყველებისა. ამინ!

2008 წელი, 20 ივნისი.

ვხედავ, რასაც რუსები აფხაზეთში აკეთებენ და აშენებენ, მოკლედ რომ ვთქვა, საქართველოს დარჩება!!! თუმცა რუსები ასე არ ფიქრობენ, მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი განაგებდაო, ისე დაემართებათ მათ.
ქართველების სახლ-კარის დატაცებასა და სხვა უსინდისობა-უსამართლობას მალე მოუღებს კოსმოსი ბოლოს. ისეთი პოლიტიკა გატარდება და ისეთი ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკა-ევროპის მიერ, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სურვილს დაკარგავს. ქართველები რუსებს არ გაახარებენ! დიახ, ასეა, აფხაზეთში ბუზიც არ გაჭაჭანდება. ტურისტები კი არა, აფსუებიც გარბიან შიშით. ვხედავ ხშირ ტერორებს, აფეთქებებს თითქმის ყოველდღე. იწყება პარტიზანული ომები საქართველოს ტერიტორიაზე _ აფხაზეთში, და რუსები ვერაფერს დაამტკიცებენ!!! მსოფლიო რუსეთს დიდი სიამოვნებით არ დაუჯერებს, ევროპა-ამერიკა არც ერთ შემთხვევაში არაფერს დაუთმობს მათ, განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებაში.
ვხედავ, ამერიკა და რუსეთი მაინც მიაღწევენ შეთანხმებას საქართველოსთან მიმართებაში და ეს შეთანხმება, დაიმახსოვრეთ, იქნება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ! და ეს გადაწყვეტილება სამართლიანია!
საქართველოს ერთიანობა ყველას ინტერესებშია, ვხედავ. რუსეთი, როგორც თვრამეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, იძულებული იქნება, დათმოს მტაცებლური პოზიციები. თანაც მსოფლიო იძაბება. ყველა ომის მოლოდინშია. მუსლიმები ერთიანდებიან. ისინი დიდ საშიშროებას წარმოადგენენ და დღეს ეს ყველამ იცის. საქართველო თითქოს მოვლენების ეპიცენტრშია, მაგრამ მალე ყველაფერი დაწყნარდება. დიდი კოსმიური ენერგიები იცავს საქართველოს და ამიტომ კრემლს მცდელობა იმისა, რომ შავი ზღვის დიდი ნაწილი ხელში ჩაიგდოს აფხაზეთის სახით, ჩაეშლება, არაფერი გამოუვა. ვხედავ, რუსეთი ვერ იბატონებს შავ ზღვაზე საბოლოო ჯამში.
ვხედავ, რუსეთი დიდ კრახს განიცდის კავკასიაში. მათ პოლიტიკას კავკასიაში გამარჯვება არ აწერია ბედისწერაზე.

* * *

1. ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს!
2. ვხედავ, გვირაბი მიწით ივსება. აფეთქებენ. მტერი ვერ შემოძვრება!
3. ეკლესიას ცეცხლს უკიდებენ! ამაზე მთელი ქვეყანა აყვირდება. ვხედავ, უფალი დასჯის ამის ჩამდენთ და ყველა გაიგებს მათ სახელებს და იხილავს დამნაშავეებს!
4. ცნობილ პიროვნებას ტერორს უწყობენ. ვხედავ აფეთქებას, მაგრამ ღმერთის წყალობით, გადარჩება. ასეთი აფეთქებები გაგრძელდება, მაგრამ დამნაშავეებს იპოვიან.
5. რუსი გენერლები, ვხედავ, საქართველოში ირბენენ. რუსები მოულოდნელად დატოვებენ აფხაზეთს. ბოლოსდაბოლოს, შეიგნებენ, რომ საქართველო ჩეჩნეთი არაა; საქართველო რუსეთის ტერიტორია არაა!
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ვხედავ, რუსეთს კაზაკები აუჯანყდებიან. ჰოდა, ითამაშონ ომობანა საკუთარ ტერიტორიაზე. ამინ!
6. საქართველო საინფორმაციო ომს ბოლომდე მოუგებს რუსეთს, ხოლო ომს _ ფართომასშტაბიანს, საქართველოში, უფლის წყალობით, არ ვხედავ. თუმცა აფხაზეთში შევდივართ ომით, მაგრამ დავარქმევთ მშვიდობას! ეს ასეა ასი პროცენტით.

2008 წელი, 22 ივნისი.

ვხედავ, პრეზიდენტს ბევრი ღალატობს. მისი ვითომ მრავალრიცხოვანი გუნდი, ფაქტობრივად, დაშლილია. იმ ხალხიდან, რომელთაც იტოვებს (ეს თითო-ოროლა ადამიანია), მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა და არა გუნდის რომელიმე წევრს.
მაგალითად, ქალაქის მერი ძალიან ამბიციური პიროვნებაა, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავსა და მომავალზე, მაგრამ პრეზიდენტი არ ენდობა და არ მისცემს საშუალებას, მაღლა-მაღლა იფრინოს. ძალიან კარგად იცის, რომ უღალატებს. დიახ, გიგი უგულავა ოქრუაშვილს არ ჩამოუვარდება.
ვხედავ, მომავალში გიგა ბოკერია ქმნის საკუთარ გუნდს, იგი აღარ ენდობა პრეზიდენტს. იწყება დიდი ღალატი, როგორც ჩვევიათ სამეფო კარზე.
ბოკერია და ოქრუაშვილი?! წარმოუდგენელი არაფერია, ამაზე ყველა ალაპარაკდება.
`რესპუბლიკური პარტია~ _ ერთ დროს პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, მეგობრები, იწყებენ დიდ თამაშს, რომელსაც ისევ წააგებენ. უბრალოდ, მათ ხალხი უარყოფს. ისინი იძირებიან. მათ საქართველოს ნდობა დაკარგეს.
მოკლედ, ძველი მეგობრები თავებს წამოყოფენ და ვხედავ, პრეზიდენტი მათ დიდ დარტყმას მიაყენებს, უკვე აღარ დაინდობს.
განსაკუთრებით საშიშია ნინო ბურჯანაძე. იგი მრავალფეროვან თამაშს თამაშობს, მაგრამ ვისთვის??? საქართველოს, ქართველ ხალხს იგი სძულს, მას ხმას არავინ მისცემს. იგი ხალხს ძალიან აღიზიანებს.
ბურჯანაძეს პრეზიდენტი, ვხედავ, სძულს და თუკი საშუალება მიეცემა, აუცილებლად უღალატებს. ამერიკელებთან თუ სხვებთან მოლაპარაკებებზე ცდილობს, ლამაზად და ტექნიკურად მოთხაროს სააკაშვილი. ბოლოს ბურჯანაძე აღმოჩნდება წაგებული. ისიც ექსმინისტრ ოქრუაშვილთან ცდილობს დაახლოებას. ოქრუაშვილი კი დროს არ კარგავს და ყველა მოლაპარაკებასა და შეხვედრაზე თანახმაა.
“პარლამენტში ყველა “ნაციონალია”, ოპოზიცია არ არსებობს!” _ ფიქრობს ხალხი. “ქრისტიან-დემოკრატები” + თარგამაძე _ მათი ყველა მცდელობა, დემოკრატებისა და ოპოზიციის ტყავში გაეხვიონ, კრახით დამთავრდება. ხალხისთვის, ვხედავ, ისინი გამყიდველები არიან. მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრებულია.
დრონი მეფობენ და არა მეფენი!!!
ვხედავ, თუ პარლამენტი არ შეიცვალა, მთავრობა დიდ დარტყმას მიიღებს. ხალხის აზრი, ვხედავ, ერთია: პარლამენტში არ სხედან მათი რჩეულები. ფრთხილად!
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, ვხედავ, რომ პოლიტიკაში დამარცხდა. ვურჩევ, ფრთხილად იყოს.
მოკლედ, მომავალში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები და ვხედავ, ხალხის სასარგებლოდ. ამინ!
იქნება დიდი ცვლილებები.

2008 წელი, 23 ივნისი.

რუსეთის უტიფარი განცხადებები და ქმედებები ქართველ ხალხს ძალიან აღიზიანებს, და არა მხოლოდ აღიზიანებს. მაინც ასრულდება ყოველივე და გადაწყდება ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ.
ისევ ვიმეორებ ასჯერ დანახულ წინასწარმეტყველებას: მდინარე ფსოუზე საქართველოს დროშა ფრიალებს! ეს ასე იქნება ასი პროცენტით. რუსების ყველა მცდელობა ჩაფუშულია. ისინი აფხაზეთს ვერ შეიერთებენ.
ყოფილი (თუ დღევანდელი) პრეზიდენტი პუტინი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ვხედავ შეტაკებებს, ეს ძალიან სერიოზულია. მთავრობის სახლი იწვის. `დუმაში~ ერთმანეთს გადაჭამენ. მოსკოვში სიმშვიდე ცოტა ხნით დაირღვევა. დიახ, ერთ ტახტზე ორი მეფე ვერ იჯდება. დღეს ეს რღვევა და დაპირისპირებები უკვე არსებობს, რაც საზოგადოებისთვის უხილავია, მაგრამ ყოველივე მალე გამოჩნდება. პუტინის პოლიტიკა დიდ საშიშროებას უქმნის რუსეთს.
პარალელურად ვხედავ, რომ რუსეთის გაზს ალტერნატივა აქვს და გზა, რომელსაც გაზი გაივლის, საქართველოზე გადის. რუსები უძლურნი არიან, ამ პროცესს პუტინი ვერ შეაჩერებს.
საქართველოს “აბრეშუმის გზა” დაანახებს ევროპას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი _ საქართველო. აზიური სიმდიდრე საქართველოს გავლით უფრო ადვილად ხვდება ევროპაში, ვიდრე რუსეთისა.
დღეს რუსეთი ვერ გაბედავს საქართველოსთან ომის დაწყებას! ეს უტვინო პოლიტიკაა საქართველოსთან მიმართებაში.
ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოში გაწევრიანებაში რუსეთი საქართველოს ხელს ვერ შეუშლის, ვხედავ. ეს თვითონაც კარგად იციან, უბრალოდ ვერ გვერევიან, მხოლოდ ნერვებს გვიშლიან. რუსებს ისე მოუვათ, თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარაო. რუსეთს საქართველოში გამარჯვება არ აწერია!
საინტერესო რამ დავინახე: რუსები თვითონ ცდილობენ საქართველოდან, ანუ აფხაზეთიდან გასვლას ისე, რომ აფსუები, კაზაკები და ა.შ. არ გააღიზიანონ და იწყებენ თამაშს შეთანხმებით. ვისთან? საქართველოს მთავრობასთან!!! კარგადაც ააწყობენ, მაგრამ ვხედავ, სიმართლე მაინც არ დაიფარება.
რუსეთი საკუთარ საზღვრებში ყველა ამბოხს ცეცხლითა და მახვილით აქრობს. ვხედავ, ეს ქვეყანა გაუგონარ პოლიტიკურ ჩიხში მოემწყვდევა. კრემლში მთავრობის ხაზით დიდი ცვლილებები მოხდება, იქნება, კიდევ ვიმეორებ, დიდი დაპირისპირებები. მოდის ახალი პოლიტიკოსების ტალღა. ეს რუსეთს ძალზე გამოაცოცხლებს.
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს!
ამერიკა და ევროპა რუსეთს წინ არ გაატარებენ, არ მისცემენ ამის საშუალებას და, როგორც ყოველთვის, პირველობა ამერიკას დარჩება. ეს, სხვათა შორის, ევროპასაც ეხება.
მალე, ვხედავ, ეკონომიკურ კრიზისს მსოფლიოში ამერიკელები წერტილს დაუსვამენ. როგორც წამოიწყეს, ისე შეაჩერებენ ხელოვნურ კრიზისს. დიახ, ასეა. რა თქმა უნდა, დიდი ინფლაცია წავა და ახალ მილიარდებს მოხვეტავენ, გამოჩნდებიან ახალი მილიონერები!!!
აღმოსავლეთი კი იძაბება. ირანი უკან არ იხევს. მათ თავხედობას არ აქვს საზღვარი. მაგრამ არც ამერიკა იხევს უკან და ასი პროცენტით დაარტყამს ირანს! ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი. არც ევროპა დაიხევს უკან. ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რა საშიშროებას წარმოადგენს მსოფლიოსთვის ირანი. ეს ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და გამოვაქვეყნე კიდეც. დღეს მსოფლიო უკვე დადგა მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე.
რუსეთს ნუ ჰგონია, რომ ამ ომიდან სუფთად გამოძვრება. ძალიანაც რომ მოინდომონ, ვერაფერს გახდებიან!!! საქართველო კი აიცილებს ომს, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით. მსოფლიო აფორიაქებულია მომავალში, ჩემ საქართველოში კი სიმშვიდეა.
მადლობა უფალს იმისათვის, რასაც ვხედავ: ბევრი რამ შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში. ვხედავ ახალ პარლამენტს, ახალ არჩევნებს, ორ პარტიას, რომლებიც პარლამენტში დიდ როლს ითამაშებენ…
ვხედავ, ხალხს ყველა იმ ცვლილებისა, რომელთაც პრეზიდენტი ატარებს, არ სჯერა, ხალხი საერთოდ აღარ ენდობა მთავრობას. აღარც ოპოზიციის გაგონება სურს საერთოდ მთელ საქართველოს. ახალ სახეებს კი ვერ მოძებნიან, ხალხს ვეღარ მოატყუებენ. პოზიციასა და ოპოზიციას ერთ გუნდად მოიაზრებს ხალხი. ვხედავ, მარტო ნათელაშვილი _ “ლეიბორისტები” რჩებიან, ისინიც ძლივს ხოხავენ, მაგრამ ხალხის 80 პროცენტით მაინც ენდობა. სხვა არც არავინ არის ასეთ ქაოსში, სადაც ყველამ კარგად იცის, ვინ ვინაა. პოლიტიკურადაც გაიზარდა ქართველი ხალხი და ძნელია უკვე მათი მოტყუება.
არენაზე ჩნდებიან მეცნიერი პოლიტიკოსები. აქედან იწყება ძალიან დიდი ცვლილებები ქართულ პოლიტიკაში. ვხედავ მთელი საქართველო მათ გაყვება. ამინ!

2008 წელი, 25 ივლისი.

ვხედავ, მთავრობა ცდილობს შეცვალოს ყველაფერი ტელევიზიებში, პარლამენტში, ხელოვნებაში, სპორტში და მოკლედ ყველაფერში. ანუ სახელებს შეუცვლიან, მაგალითად, ტელეარხებს, თორემ პროგრამა ერთნაირია. ფიქრობენ, ახალი სახელები ხალხს აღარ გააღიზიანებს. ყველაფერი თითქოს სასიკეთოდ იცვლება, მაგრამ ხალხი, ვხედავ, არ დაიჯერებს ამას. იმ გადაადგილებებსა და ცვლილებებს, რომეთაც პრეზიდენტი შეიტანს პარლამენტში, ხალხი არ დაუჯერებს. ხალხისგან უარყოფილი სახეების ოპოზიციად წარმოჩენა საზოგადოებისთვის მიუღებელია. მოკლედ, რა დგას თითოეული პოლიტიკური ცვლილების უკან, საქართველო სწრაფად აანალიზებს.
ყველა მომზადებულია მიტინგებისთვის, მაგრამ ხალხი არც ოპოზიციას ენდობა და ისადგურებს სიჩუმე. ეს ყოველივე დროებითია, რა თქმა უნდა. ხალხი ელოდება ლიდერს, ვინც ამ მთავრობას დაუპირისპირდება.
ხალხი ვერ იხდის გაზის, შუქის, წყლის და ა.შ. გადასახადებს. ვხედავ, იმაზე მეტი ადამიანი გამოვა გარეთ, ვიდრე წარსულში გამოდიოდა მიტინგებზე. ვხედავ, ბევრი სოფელს დაუბრუნდება, მაგრამ თითქოს ბუნებაც განაწყენებულია, რადგან წყალდიდობები თუ სეტყვა არ დააკლდება გლეხის ნაშრომს.
იწყება სერიოზული ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად.
აფხაზეთში რუსების ყველა მცდელობა ჩაფუშულია, ისინი ვერ გაიმარჯვებენ. დროის ამბავია, თუ როგორ წავლენ ქართული მიწიდან!!!
ტერორები გრძელდება. “დიდი რუსეთი” ვერაფერს გააწყობს. მათი პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მიმართ ატარებენ, ევროპა-ამერიკისთვის მიუღებელია. მათ განცხადებებს ყურს არავინ უგდებს. “ტერორებს თვითონ რუსები აწყობენ!” _ აცხადებს საქართველოს მთავრობა და ეს ყველას სჯერა. ვხედავ, მხოლოდ ტურისტები კი არ გარბიან, ბიზნესმენებიც უკან მიყვებიან! ისინი ხვდებიან, რომ “დიდი რუსეთი” ვერც მათი დამცველი იქნება და ვერც მათი ბიზნესისა. ოლიმპიადაზე ლაპარაკიც ზედმეტია! რუსეთს სხვა გზა არ აქვს, ვხედავ, მომავალში ისინი ტოვებენ საქართველოს ტერიტორიებს _ აფხაზეთს, სამაჩაბლოს.
ვხედავ, საქართველოს დროშა ფრიალებს მდინარე ფსოუზე! ყველაფერი ასრულდება, რაც თვრამეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე; დიახ, სიტყვა-სიტყვით ასრულდება ასი პროცენტით!
რა მდგომარეობაც არ უნდა შეიქმნას სირთულეების მხრივ, იცოდეთ, ეს ყველაფერი დროებითია. ვხედავ, უფალი და მთელი კოსმიური ენერგიები შენთანაა, ჩემო საქართველოვ! ვხედავ, საქართველო იმარჯვებს! ვხედავ, გადავრჩებით იმ ძნელბედობის ჟამსაც, როცა მსოფლიოს ქვეყნები დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან. იწყება ომები, დიდი ომები და საქართველო გადარჩება. მადლობა ღმერთს, რომ ეს ომი დიდხანს არ გაგრძელდება. საოცარია, როცა მსოფლიო აირევა, საქართველო მაშინ წყნარდება; როცა დიდი ომია, საქართველოში სიმშვიდეა.
მე მიხარია, რასაც ვხედავ საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ მეცოდება ის ქვეყნები, რომლებიც ომს იწყებენ.
უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ ადამიანებს, რათა გადარჩნენ! ამინ!
ბოროტება მაინც განიდევნება დედამიწიდან, ადამიანები გადარჩებიან, ღმერთი არ გაწირავს მათ!
ჩემი საქართველო კი, ასჯერ დანახულს ვიმეორებ: მომავალში ევროპის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა.

2008 წელი, 30 ივნისი.

ვხედავ, რუსები ვერ ისვენებენ, შავი ზრახვები ამოძრავებთ საქართველოს მიმართ. აფხაზეთში მომხდარ ტერაქტებს ქართველებს აბრალებენ. სამაგიეროს გადახდას, ასე ვთქვათ, აფხაზების ხელით ცდილობენ, ანუ მსგავსი ტერაქტი სურთ მოაწყონ ქართულ მიწაზე. ვხედავ, არაფერი გამოუვათ.
საერთოდ, რასაც რუსები ცდილობენ დღეს, რომ მიაღწიონ საქართველოს ტერიტორიაზე, ასრულება არ აწერია, ყველა მათი ჩანაფიქრი წაშლილია. რუსეთი ცდილობს, პროვოკაციაზე წამოაგოს ქართველები, მაგრამ, როგორც ვხედავ, თვითონ ეგებიან მახეში.
რუსეთის მეორე პრეზიდენტი _ პუტინი, ვერ ისვენებს. რაც თავისი პრეზიდენტობის დროს ვერ გააკეთა აფხაზეთში, ვხედავ, პრეზიდენტ “მედვედის” ზურგსუკან ცდილობს, განახორციელოს. ეს სასაცილოა!
ვხედავ, რუსები სერიოზულად არაპოლიტიკურ ნაბიჯებს დგამენ ქართულ მიწაზე. საქართველო ჩეჩნეთი არაა, ბატონო რუსეთო, არაფერი გამოგივათ, ვიმეორებ ასჯერ დანახულს.
აფხაზეთში კი გრძელდება ტერაქტების სერიალები. საინტერესო ფაქტს ვხედავ: აფხაზები, ანუ რუსები დაიჭერენ ტერორისტების ჯგუფს და აყვირდებიან, ქართველები არიანო.
საქართველო კი, ვხედავ, დუმს.
ტერორისტები ჩეჩნები აღმოჩნდებიან.
“ისინი ქართველებმა მოისყიდეს!” _ ახლა ამას აყვირდება აფხაზი-რუსი. მაგრამ ჩეჩნებსაც ხომ საკუთარი ანგარიშები აქვთ რუსეთთან? ეს კარგად იცის ევროპამაც და ამერიკამაც.
ვხედავ, ჩნდება დაჯგუფებები, იმართება პატარ-პატარა ომები.
“რა ხდება ქართულ მიწაზე?!” _ ყვირის საქართველო. _ `რუსები ვერ მართავენ სიტუაციას, საქართველომ უნდა დაიცვას საკუთარი ტერიტორია!”
და ატყდება ერთი ამბავი. დამალული და დაფარული არაფერი იქნება. ევროპა-ამერიკა სწრაფად იგებს ყველაფერს, არაფერს გააციებს საქართველო. დიახ, საინფორმაციო ომი რუსეთმა წააგო. სწორედ ეს გატეხს კრემლს. ამინ! ასე რომ, რუსეთი, ბოლოსდაბოლოს, უკან დაიხევს.
ვხედავ, რუსეთის ურთიერთობა აზიის ქვეყნებთან დიდი კრახით დამთავრდება. მუსლიმები მართლმადიდებელ რუსეთს არ ენდობიან. როგორც კი საშუალება მიეცემათ, პირველად რუსეთს დაარტყამენ. რუსეთი ცდილობს ძალის გამოყენებას, მაგრამ არაფერი გამოუვა.
ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტი, დრო არ ვიცი, მაგრამ მალე შეიცვლება! მოხდება ისეთი რაღაცეები, რომ ეს ცვლა გარდაუვალია.
მოსკოვს ახალი ქალაქის მერი ეყოლება.
მოსკოვში ორი სერიოზული მკვლელობა მოხდება. ამაზე ყველა ილაპარაკებს. იქნება დიდი ცვლილებები მთავრობაშიც.
ვხედავ, მოდის დრო, როცა “დიდ რუსეთს” ძალიან გაუჭირდება. ფრთხილად! ფრთხილად! გაბოროტებული მეფე კარგავს საღ აზროვნებას და მერე დიდ შეცდომებს უშვებს _ გამოუსწორებელ შეცდომებს! ასე დაემართებათ რუსეთის პრეზიდენტებს.
საქართველო პატარაა კერკეტი კაკალივით, რომელიც ძალიან ძნელად და იშვიათად ტყდება. რუსეთი ვერ გატეხს საქართველოს, ვხედავ, იმიტომ, რომ ქართველები იცავენ სამშობლოს! ჩვენით მოვიპოვებთ გამარჯვებას _ უფლის წყალობით და არა სხვათა! ამინ!

2008 წელი, 2 ივლისი.

რუსეთი ცდილობს აფხაზეთი და სამაჩაბლო კოსოვოს ჩარჩოში ჩასვას, ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის, რათა საქართველო მოთმინებიდან გამოიყვანოს. ვხედავ, პირიქით მოხდება: საქართველო გამოიყვანს მოთმინებიდან რუსებს.
ტერაქტები, რომლებიც ქართულ მიწაზე ხორციელდება, რუსების მოწყობილია, რათა ამაში ბრალი დასდონ ქართველებს და უმცირესობის დაცვის მიზნით საჯარისო ნაწილები შემოყავთ საქართველოში, ტანკები, ვერტმფრენები!..
რუსები ისე გათავხედდნენ, რომ ანგარიშს არავის და არაფერს არ უწევენ. საინტერესო ისაა, რომელ უმცირესობას იცავენ რუსები _ სომხებს თუ კაზაკებს? თუ იქ ჩასახლებულ მუსლიმებს და კიდევ ვის? და საერთოდ, რა უნდათ რუსებს ქართულ მიწაზე?
ვხედავ, საქართველოს სრული მხარდაჭერა ექნება ევროპა-ამერიკისგან. ქართველი ერთ გოჯ მიწასაც არ დათმობს. ყოველთვის ვიბრძოდით და ვხედავ, რომ კვლავაც ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ კიდეც ასი პროცენტით.
გაფრთხილდით, საქართველოს უზარმაზარი ენერგია იცავს და ეს კოსმიური ენერგია უცხო ტომთათვის სასიკვდილოა! ვაი მას, ვინც საქართველოს მიეკარება! გაიხსენეთ ჩემი წინასწარმეტყველებები, ყველაფერი სრულდება!
დიახ, “რუსები აწყობენ ტერაქტებს, რათა დამატებითი ჯარი შემოიყვანონ ქართულ ტერიტორიებზე. მოკლედ, საომარ ვითარებას ქმნიან!” _ ამას დაიჯერებს მთელი მსოფლიო. ვხედავ, რუსეთის ყველა მცდელობა, დააშინოს საქართველო, ჩაფუშულია. ვერაფერსაც ვერ დაუმტკიცებს ევროპა-ამერიკას საიმისოდ, რომ საქართველო დაადანაშაულოს. ცუდად დაწერილი სცენარია. ასე რომ, რუსეთი საქართველოს სახით მეორე კოსოვოს ქმნის, საქართველოს სრული ყურადღების ცენტრში კი, რა თქმა უნდა, აფხაზეთი და სამაჩაბლოა.
სინამდვილეში, ჩემო საყვარელო ქართველებო, ევროპა-ამერიკა ჩვენს მაგივრად არ იომებენ. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო, ქართველებმა უნდა დავიცვათ!
ჩვენ გავიმარჯვებთ!
და იცით, რატომ? ეს ჩვენი ძირძველი მიწებია, ქართული მიწები! დიახ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!!!
1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ საქართველოში არ იქნება და ვერ ვხედავ ავტონომიებს. ერთი ასრულდა: აჭარა; აჭარის ავტონომია აღარ არსებობს, ავტონომიის სტატუსი ფიქტიურია, ტყუილია. დღეს ეს მთავრობას ჭირდება პოლიტიკური თამაშებისთვის, მხოლოდ დღეს და არა მომავალში.
1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთს ძალიან სურს აფხაზეთის მიერთება, მაგრამ ეს ღია, უტვინო თამაშია და რუსები ამას ვერასდროს მოესწრებიან; რომ რუსეთი წააგებს. ეს ასეც იქნება.
რუსეთი არა მხოლოდ საქართველოსთან წააგებს, არამედ მსოფლიო პოლიტიკაშიც არასწორ ნაბიჯებს დგამს. მალე დაატყდებათ თავს მუსლიმების რისხვა.
ტერაქტები კი აფხაზეთში, სოჭსა და სამაჩაბლოში გრძელდება.
ლუჟკოვის სახლს ააფეთქებენ.
ვხედავbr /, ეკლესია იწვის.
ხალხს რუსი ეჯავრება და ამას გამოავლენენ. ვხედავ დიდ მიტინგს, რომელზეც საქართველოს დროშა ფრიალებს. ამას რუსი ვერ შეაჩერებს.
მუდამ ერთი და იგივეს ვხედავ, რომ რუსეთი კავკასიაში წააგებს ასი პროცენტით. აი ნახავთ. ამინ!

2008 წელი, 3 ივლისი.

ახლო მომავალში, ვხედავ, იქნება ახალი ოპოზიციური პარტიები, მაგრამ ერთი დიდი სირთულის წინაშე დადგება პოზიციაც და ოპოზიციაც: ხალხი, საქართველო არ ენდობა პარტიებს, ფიქრობენ, რომ ისინიც `ნაციონალები~ არიან. ორივე მხარემ დაკარგა ნდობა. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდება. წინასწარმეტყველებები ასრულდება. მცირე დრო დარჩა თითქოს.
ვხედავ, ახალი ოპოზიციური პარტია ბევრ პრობლემას შეუქმნის მთავრობას. ისინი ძალიან კარგად არიან მომზადებულები, ხალხის ნდობას მოიპოვებენ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რამდენიმე ცნობილი სახეც გამოჩნდება.
ვხედავ ექს-მინისტრ ოქრუაშვილს, ასევე რუს მილიარდერ ბერეზოვსკის. ისინი უკან არ იხევენ, მოქმედებენ!!! ისევ ამოტივტივდება ძველი ისტორიები!!! ასე რომ, ყველა ახალი სახის უკან ძველები დგანან. თუმცა ხალხს ლიდერი ჭირდება, რათა მთავრობა გადააყენოს.
ხალხს შია, არავითარი საშუალება არ გააჩნია, გადასახადებს ვერ იხდის, მაგრამ ქართველი ხალხი, ვხედავ, ყველა სირთულეს გადალახავს. უფალი, ვხედავ, არ დაუშვებს ქართველების გადაშენებას. ვიმეორებ: უზარმაზარი კოსმიური ენერგია იცავს საქართველოს! ვხედავ, საქართველო გაერთიანებული, ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანაა! ასი პროცენტით შევდივართ ნატოში! რუსეთი კავკასიის მიღმა რჩება. იგი იძულებულია, გვაღიაროს ყოველგვარი ავტონომიების გარეშე. მათი ოცნება _ საქართველოს, ქართველების განადგურება, კრახით მთავრდება. საქართველო ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოა. დიახ, ეს ასეა მომავალში, რომელიც ძალიან ახლოსაა.
მინდა ვუთხრა ჩემ საყვარელ ქართველებს: დღეს რუსეთი ტერაქტებითაა გართული და საკუთარ სახლში აუფეთქებენ ყველგან ყველაფერს. ეს სულ სხვა ძალებია, რომელნიც ისარგებლებენ ქართულ-რუსული კონფლიქტით, რათა შეინიღბონ. მაგრამ ყოველივეს უფალი ჩვენი განაცხადებს. მოდის დრო, როცა საქართველოს მტრებმა პასუხი უნდა აგონ.
აფხაზეთში აფსუების ორი ძლიერი დაჯგუფებაა, ვხედავ, რომელნიც ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გამოუცხადებენ. ერთს რუსეთი სურს, თუმცა არა ბოლომდე, მეორეს კი რუსეთი სძულს, რადგან იციან, რომ რუსეთის ხელქვეითობა გამოიღებს იმ ნაყოფს, რომ აფხაზეთში (ანუ ქართულ მიწაზე) აფსუები გადაშენდებიან! დღეს უკვე აღარც არიან იმდენნი, რამდენიც წარსულში იყვნენ.
მოკლედ, დიდი ქაოსი იქნება. ეს ორი დაჯგუფება აფსუებისა ერთმანეთს დაეტაკება. მათ რუსეთიც ვერ გააშველებს. ვხედავ, არცერთ დაჯგუფებას არ აწყობს რუსეთი, მაგრამ მაინც ვერ მორიგდებიან _ ბრძოლები გრძელდება. რუსეთი საკუთარ შესაძლებლობებს ამოწურავს.
ბევრი რამ შეიცვლება. ევროპა-ამერიკა ხმამაღლა დაგმობს რუსულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. ეს დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის, თუმცა არ შეიმჩნევენ.
აფხაზეთი რთულ მდგომარეობაშია. ვხედავ, ტერაქტების სერიალები გრძელდება, უფრო ფართო მასშტაბით ხორციელდება და დასასრული არ ექნება თითქოს. ხალხი შეშინებულია. ომი არავის სურს, მაგრამ ტერაქტები ომზე უარესია საქართველოს ამ პატარა ტერიტორიისთვის.
სოჭშიც ისმის აფეთქებების ხმა. ვხედავ, “ძლევამოსილი” რუსეთი ჩიხშია მოქცეული, ვერაფერს უხერხებს პატარა საქართველოს, ვერაფრით აშინებს ქართველებს. “დიდი რუსეთი” იძულებულია, ბევრ დათმობაზე წავიდეს და ბევრი რამ, რაც კანონიერად ეკუთვნის საქართველოს, გადაწყვიტოს და დაუბრუნოს. ეს ასეც მოხდება ასი პროცენტით.
ექს-პრეზიდენტი პუტინი ფიქრობს, არაფერი დაუთმოს საქართველოს და ძალისმიერი მეთოდით იმოქმედოს. ვხედავ, არაფერი გამოუვა, ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდება, ბევრი აუმხედრდება, კრემლი ორად იყოფა. იწყება დიდი ბრძოლები. ვხედავ, პუტინს აღარ უმართლებს.
რუსეთს ევროპასთან, ისევ ვიმეორებ, ურთიერთობები ძალიან დაეძაბება. გერმანია და საფრანგეთი ცდილობენ, რომ სირთულეები განმუხტონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.
რუსი პოლიტიკოსების თავხედობას საზღვარი არ აქვს. ამ პოლიტიკურ ბრძოლაში რუსეთს მთელი ევროპა დაუპირისპირდება. ნათლად ჩანს მათი სახე, ყველაფერს ნიღაბი ჩამოეცლება.
გაზისა და ნავთობის საკითხებში იქნება დიდი სირთულეები. რუსეთის მთავრობაში, ვხედავ, ერთი ამბავი ატყდება, ბევრი რამ გამჟღავნდება. დიდი დარღვევებია. ჩუმად იმართება სასამართლოები, მაგრამ ყველაფერს ხმამაღლა იტყვიან, არაფერი დაიმალება.
ორი დიდი ჩინის მქონე პიროვნებას დაიჭერენ. ეს იქნება დიდი სკანდალი. ამას კრემლი ვერ დამალავს. ასე იცის სიხარბემ.
ვხედავ პუტინის შეშინებულ და გაფითრებულ სახეს. იგი ამ ბრძოლას წააგებს ასი პროცენტით.

2008 წელი, 4 ივლისი.

რუსების თავხედობას საქართველოს მიმართ საზღვარი არ აქვს. ეს ხომ “ყოვლისშემძლე ერია!” საერთოდ კარგავენ, ვხედავ, სიფრთხილეს, განდიდების მანია ჭირთ ისე, როგორც არასდროს. ეს ძალიან ცუდია მათთვის. საქართველო ისე დაადგებათ ყელზე, რომ ვერც კი წარმოუდგენიათ.
სოჭის ოლიმპიადა _ გამალებული მუშაობა მიდის. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ოლიმპიადა უნდა გაიმართოს, ვხედავ, იქნება დიდი აფეთქებები, ანუ სერიალები. რუსი ვერ შეძლებს ტერაქტების შეჩერებას. ასევე ვხედავ თავდასხმებს სამხედრო ბაზებზე. აქაც ვერაფერს გახდება “დიდი რუსეთი”. დიახ, რუსეთი დაისჯება იმ სისასტიკისათვის, რაც მათ კავკასიაში გამოიჩინეს, ყველაფერზე პასუხს აგებენ. საქართველოსთან მიმართებაში კი დიდი ხანია, წაგებული აქვთ ყველა ბრძოლა. ვერც ვერაფერს დაუმტკიცებენ ქართველებს, ანუ იმ ტერაქტებს, რომელთა გადაბრალება სურთ, რათა ევროპა-ამერიკას დაანახონ, თუ როგორი ტერორისტები არიან ქართველები; რომ საქართველო კავკასიაში ტერორისტების ცენტრია. არაფერი გამოუვათ. ვხედავ, რუსეთი ძულს ევროპა-ამერიკას.
ვხედავ, რუსები აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ტოვებენ. უფალი მათ ქართულ მიწაზე არ გააჩერებს. მოხდება ისე, რომ რუსეთი იძულებული შეიქნება, საქართველო დატოვოს!
კრემლი აუცილებლად აირევა, მთავრობა ორად იყოფა, პუტინი _ ყოფილი თუ დღევანდელი პრეზიდენტი, ბოლომდე გამოაჩენს საკუთარ სახეს. ფრთხილად!
ვხედავ, რომ პუტინს თვითონ რუსეთი გაასამართლებს. დიახ, ასე ვხედავ და ეს ასი პროცენტით ასრულდება.

2008 წელი, 10 ივლისი.

იქმნება ახალი პარტიები, მაგრამ მათ ხალხი არ მიიღებს. ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ქმნის პოლიტიკურ პარტიას. ის პრეზიდენტის მტერია. დიახ, ვხედავ, რომ თუ ძალა არ დაუპირისპირა ხელისუფლებას და ჩამოცილდა პოლიტიკურ გზას, მას თავიდან მოიშორებს პრეზიდენტი, როგორც სხვები მოიშორა. ეს პოლიტიკური თამაშების კანონია. სანამ ნინო ბურჯანაძე ჯერ კიდევ ძლიერად დგას საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ წრეებში, მან ეს პერიოდი უნდა გამოიყენოს. თუ დრო გაეწელა, იგი კარგავს გავლენიან წრეებთან კონტაქტს და კარგავს ყველაფერს. “მე ვქმნი ახალ პარტიას. მე ვარ და ჩემ სიტყვას ვიტყვი პოლიტიკაში!” დიახ, იგი ფიქრობს, რომ რკინის ლედია.
მთავრობა, პრეზიდენტი, ვხედავ, ბურჯანაძეს არ ენდობა არც ერთ შემთხვევაში. იგი ყველანაირად ხელს შეუშლის მას წინსვლაში. იგი ფიქრობს, რომ დღეს თვითონ დაცულია, ნინო ბურჯანაძე კი ხალხს სძულს. მაგრამ მოგეხსენებათ ხალხის _ გაჭირვებული ხალხის ფსიქოლოგია.
ყოფილი თავმჯდომარე მივა მიტინგზე და სიტყვით გამოვა, რომ თითოეული ქართველი მისთვის ესოდენ ძვირფასია და ა.შ. რა თქმა უნდა, ხალხს გული აუჩუყდება და მიიღებს, მაგრამ არ გაყვება მას. ნაწილი უკრავს ტაშს, მაგრამ დიდი ნაწილი ნინო ბურჯანაძეს უარყოფს.
“მის პარტიას არ უნდა მიეკაროთ!” _ მოდის ბრძანება (ეს ბიზნესმენებს ეხებათ). თუ გვერდში ამოუდგებიან, ყველაფერს დაკარგავენ.
მოკლედ, დიდი ბრძოლები მიდის, ვხედავ, მაგრამ მათი ბრძოლა ხალხს სულაც არ ადარდებს, პირიქით, ვხედავ, უხარიათ.
ნინო ბურჯანაძე წააგებს. ვხედავ, მისი ყველა ურთიერთობა უცხოელ დიპლომატებთან, მისი საუბრები და ქმედებები კარგადაა ცნობილი პრეზიდენტისთვის. იგი არ აპატიებს ღალატს, თვითონაც ასე იტყვის, და უდიდეს დარტყმას მიაყენებს მას. თავიდან პრეზიდენტი ყურს მოუყრუებს, მიჩუმდება, მაგრამ როდესაც “რკინის ლედი” ძალიან შეტოპავს საერთაშორისო ურთიერთობებში, მაშინ დაარტყამს, რადგან უკვე ფაქტებიც აქვს და სალაპარაკო თემაც. იგი ბურჯანაძეს რუსების აგენტსაც უწოდებს. ეს ბრალდებები ხალხზე იმოქმედებს, თუმცა მათ საერთოდ არ აინტერესებთ ეს ყოველივე. ხალხი ფიქრობს, რომ ეს პრეზიდენტისა და ნინო ბურჯანაძის მორიგი თამაშია, მორიგი პოლიტიკური ინტრიგაა, რათა ხალხი ისევ, უკვე მერამდენედ, მოტყუვდეს. ხალხი მათ ზურგს შეაქცევს. ასე იშლება ძველი გვარდია. დიახ, ვხედავ, უფალი ტოვებს მხოლოდ მათ, ვისაც საქართველო _ ქართველები უყვარს, მოთამაშეთ და ტახტის მოყვარულთ კი ვხედავ, ძალიან ცუდი დღე დაადგებათ. ისინი აღიგვებიან მიწის პირისაგან. ამინ!
ვიმეორებ: მოდიან მეცნიერი პოლიტიკოსები, ვხედავ “გიორგი ბრწყინვალეს” _ ხმალამოწვდილს საქართველოსა და ქართველი ხალხის სადარაჯოზე.
ნუ გეშინიათ, ქართველნო! უფალი თქვენთანაა და ვერც შინაური და ვერც გარეული მტერი ვერ მოგვერევა! ყველა გამყიდველი და მოღალატე საქართველოსი დაისჯება ძალიან მწარედ და ამ ყოველივეს, ქართველნო, საკუთარი თვალით იხილავთ და საკუთარი ყურით მოისმენთ.
ვხედავ უზარმაზარ კოსმიურ ენერგიებს. ეს საქართველოს დაცვითი ენერგიებია და მტერი, ურჯულო ვერას დაგვაკლებს! ვაი მათ, ვინც ჩვენ მოგვეკარება! როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მტერი საქართველოსი, იგი ვერ გაიმარჯვებს. საქართველოს ვერავინ და ვერაფერი წაშლის მსოფლიო რუკიდან.
ყველაზე დიდი მტერი, როგორც ყოველთვის, ციხის შიგნითაა. შადიმანები საკუთარი კარიერისა და ფულის გულისთვის ღალატობენ ხალხსა და ქვეყანას. ისინი ფიქრობენ, რომ სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს. სიტყვას `პოლიტიკა~ ბევრია ამოფარებული, მაგრამ ვხედავ, ეს თამაშები (ანუ ამგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები) დიდხანს არ გაგრძელდება. კოსმოსი მალე მოუღებს ბოლოს ამ ამ დიდ სიბოროტეს.
საქართველო იბრძვის, იბრძვის ქართველი ერი, რათა გადარჩეს! ვიბრძვით, რათა ქართული მიწები არ დავუთმოთ ურჯულოებს! ვხედავ, საქართველო იმარჯვებს. ყველაზე დიდი მონსტრი _ რუსეთი, საქართველოსთან დიდ მსოფლიო პოლიტიკურ თამაშს წააგებს. პირველი სოჭის ოლიმპიადა წააგებინებს, დანარჩენი კი ისედაც უნდა მომხდარიყო.
აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ტერაქტების სერიალები გრძელდება. ვხედავ, უფრო აქტიურად ფეთქდება სამხედრო ბაზები. გუდაუთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზას ცეცხლი უკიდია (ძალიან დიდი აფეთქებები იქნება), ეს სამხედრო ბაზაა. “ჩვენ ცილს ნუ გვწამებთ!” _ ყვირის საქართველოს მთავრობა. _ “ჩვენ არაფერ შუაში ვართ!” _ და მათ მთელი მსოფლიო უჯერებს. ევროპა-ამერიკა რუსეთს ადანაშაულებს, რასაც დიდი სიამოვნებით გაახმაურებენ. რუსეთს მოთხოვენ ყველა კანონის დაცვასა და ბრძოლის შეწყვეტას საქართველოს მიმართ.
ვხედავ, კრემლში ყველა გაცოფებულია. ექსპრეზიდენტმა პუტინმა წააგო.
მსოფლიოს ძალიან აღიზიანებს რუსეთის ორი პრეზიდენტი, ორი არწივივით “ძლიერი თავი”. ვხედავ, რუსეთს ამის გამო ურთიერთობები ძალინ დაეძაბება ევროპა-ამერიკასთან. შეხვედრებზე დადის ერთი პრეზიდენტი, გადაწყვეტილებებს ღებულობს მეორე _ ექს-პრეზიდენტი. ეს ყველას აღიზიანებს. ვხედავ ასეთ მიმართვას კრემლისადმი: “იქნებ პუტინმა გვიპასუხოს, მან გადაწყვიტოს?” დიახ, საბოლოოდ კრემლი ისევ ორად იყოფა და დარჩება ერთი არწივის თავი.
საქართველო კი მსოფლიოს თვალში თავს იცავს. “რუსეთი თავს გვესხმის, ბატონო!” _ აცხადებს მთავრობა. _ “ჩვენ კი ვიგერიებთ!”
შიდა ბრძოლები გრძელდება და ამ შეტაკებაში “რუსი აფხაზები” დამარცხდებიან. გამორიცხულია, რომ მათ გაიმარჯვონ! კოდორის ხეობაში ქართველებს ვხედავ და არა რუსებს. უდიდეს დარტყმას რუსები ზუსტად აქედან მიიღებენ.
აფხაზეთი საქართველოა! ისევ ვხედავ ასჯერ დანახულს: მდინარე ფსოუზე, სოჭის საზღვარზე საქართველოს მთლიანობის დროშა ფრიალებს! ამ წუთში ვხედავ, რომ უფალი საკუთარი ხელით აღმართავს დროშას და მიწიერად ამას გააკეთებენ ქართველი მეომრები. ამინ!
“ვინც საქართველოს მიეკარება, იგი განწირულია, საკუთარ თავს წააგებს!” _ ესე არს სიტყვა უფლისა!
დიახ, მოდის დრო, როცა მოთარეშე შინაურმა თუ გარეულმა მტერმა უნდა დატოვოს საქართველო! ვხედავ, მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცულია. ყველაფერს იბრუნებს საქართველო, პირველ რიგში _ სახელმწიფოებრივ სიძლიერეს. ამინ!

2008 წელი, 12 ივლისი, ურეკი, დილის 6 საათი.

ვხედავ, ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ხალხმა არ იცის. საინფორმაციო წყარო ტექნიკურად დაიხურა, ანუ დახურეს. “ჩვენი არხიც დავხურეთ!” _ ამბობს მთავრობა, მაგრამ ხალხი აღარაფერს იჯერებს, ისინი მთავრობას არ ენდობიან.
პრეზიდენტი განაგრძობს რეფორმებს. იგი არ ჩერდება. მთელი ძალები რუსეთის წინააღმდეგაა მობილიზებული. რუსეთი კი ზუსტად იმგვარ პროგრამას ახორციელებს, რასაც აკეთებდა ბალტიისპირეთში. მაგრამ იქ ხომ არაფერი გამოუვიდათ _ ბალტიისპირეთი ნატოში გაერთიანდა! ასე მოხდება, ვხედავ, საქართველოშიც.
შევდივართ ნატოში!
ეს ჯერ კიდევ 1990-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რაც ასრულდება. ამერიკის პოლიტიკაში რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს, მნიშვნელობა აღარ აქვს _ საქართველო მაინც შევა ნატოში.
მინდა აღვნიშნო, რომ ვხედავ, საქართველოს საკუთარი ჯარი ყავს, ანუ ქართული შეიარაღებული ძალები ნატოს ეგიდით. ასე გადაწყვეტს ნატო. უცხო ძალები კი დროებითია, მათ ჩანაცვლებას არ ვხედავ. ისეთი პერიოდი დადგება, რომ გყავდეს შენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, დასაშვებია _ როგორც ისრაელშია, როგორც თურქეთშია და სხვა. საქართველოს ყველა რესურსი აქვს იმისათვის, რომ ყავდეს საკუთარი ჯარი. დიახ, საქართველო საკუთარ თავს ყოველთვის დაიცავს. ეს გენეტიკურად გვაქვს სისიხლში. ქართველი ერი მეომარი, უშიშარი ერია. ეს ისტორიამაც დაამტკიცა. ვიღაც ყოველთვის გვებრძოდა, მაგრამ ვერ გვერეოდა. მადლობა უფალს, რომ გადაშენება არ გვაწერია ბედისწერაზე. საქართველო, ჩემი საყვარელი ქართველები, ვიყავით და ვიქნებით მუდამ. ეს ასეა.
“დრონი მეფობენ, არა მეფენი!” ასე რომ, საქართველო იბრუნებს ვითომ დაკარგულ ტერიტორიებს ასი პროცენტით. ვხედავ, რომ გაიზრდება ჩემი ქვეყანა, ერთი გოჯი მიწაც კი არ მოაკლდება ქართულ ტერიტორიებს და დიდ ბრძოლებში, როგორც ყოველთვის, ქართველი ერი გადარჩება.
მაშინ დაცვითი უზარმაზარი ენერგია წამოვა კოსმოსიდან და ამას ყველა იხილავს. მე მრავალი წლის წინ დავხატე, თუ როგორი კოსმიური ენერგიები იცავს საქართველოს. თბილისი ცეცხლოვანი შოლტითაა გარშემორტყმული და ვინც ამ კოსმიურ ენერგიას მიეკარება, ვაი მას! შოლტს საქართველო რუსეთს მოუქნევს და ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს იმ დარტყმას, რომელსაც პატარა საქართველო დიდ რუსეთს მიაყენებს. ეს კოსმიური დაცვითი წრე საქართველოს რუკაზეც აღვნიშნე. ეს არ არის უბრალო რამ. ეს ძალზე სერიოზული, საქართველოს დაცვითი და გადამრჩენი ძალებია.
რუსეთის ყველა მცდელობა წაშლილია საქართველოსთან მიმართებაში. წინასწარმეტყველებები ასრულდება ასი პროცენტით. ქართულ მიწაზე, აფხაზეთში შევალთ ომით, მაგრამ დავარქმევთ მშვიდობას! ეს ჯერ კიდევ 14-15 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და ყველაფერი ზუსტად ასრულდება _ სიტყვა-სიტყვით.
ვხედავ, ქართველები ბრუნდებიან ქართულ მიწაზე. აფხაზეთს მიყვება სამაჩაბლო, ამას ვერავინ შეაჩერებს.
მომავალში ბევრ ფილმს გადაიღებენ ქართველები, რათა სიმართლე არ დაიმალოს, რათა ყველამ იცოდეს, რა მოხდა სინამდვილეში, როგორი გენოციდი მოუწყეს რუსებმა _ დიახ, რუსებმა, ქართველებს.
ამინ!

2008 წელი, 13 ივლისი.


ასევე სუფთავდება ჩემი საქართველოც.
მინდა აღვნიშნო: ვხედავ, რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას ურჩევნია, ქართული მიწები დაუბრუნოს ქართველებს. რუსისა რა ვთქვა, მაგრამ უფალი კი მართლა გვიბრუნებს წართმეულ მიწებს!
ქართველებიც უკან არ დავიხევთ. ვხედავ, როგორ მივიწევთ წინ _ რუსეთის საზღვრამდე. დარტყმა ზუსტად კოდორიდან _ ზემო სვანეთიდან მოხდება. პირდაპირ სოხუმში შევვარდებით. ეს ასჯერ მაქვს დაწერილი და როგორც სხვა მრავალი წინასწარმეტყველება, ესეც ასრულდება ასი პროცენტით!
დიდი ენერგიები მოდის კოსმოსიდან საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებისათვის. ამას ვერავინ შეაჩერებს! 1990-იან წლებში რუკაზე აღვნიშნე, როგორ შედის ქართული ჯარი ქართულ მიწაზე. ეს ინფორმაცია კოსმოსიდან მოდიოდა, ვხედავდი და ვწერდი. ეს მაშინ ძალიან დაუჯერებელი იყო, მაგრამ დღეს ყოველივე რეალური ხდება. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.
კი, რუსეთი არ ჩერდება, ვხედავ, ყველა სიბინძურეს გამოიყენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ კრემლს არაფერი გამოუვა. არც ევროპა-ამერიკა და არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ დაუჭერს მხარს კრემლს. რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება ასი პროცენტით, მაგრამ საქართველომ ბრძოლის პერიოდი უნდა გაიაროს, თავად ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ ქართული მიწები, უნდა ვიბრძოლოთ ისე, რომ მტერს დავაკარგვინოთ საქართველოს დაქუცმაცების სურვილი!!! ქართველები კი, ვიცი, რომ ვიბრძოლებთ და დავიცავთ არამხოლოდ საქართველოს, არამედ ქართველობასაც. ამინ!
1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსებს ძალიან სურთ აფხაზეთის შეერთება, მაგრამ ეს ღია, უტვინო თამაშია და მათ არაფერი გამოუვათ, ისინი აფხაზეთს ვერ შეიერთებენ-მეთქი. ეს წინასწარმეტყველება გამოვაქვეყნე 1995 წელს გაზეთშიც და ჟურნალშიც `ლელა _ ქართველი ვანგა თუ…~ დღეს _ თექვსმეტი წლის შემდეგ, ეს დრო დადგა. რუსეთი ღიად ცდილობს აფხაზეთის ანექსიას სოჭის მსგავსად, მაგრამ დიდი ბოდიში, წინასწარმეტყველება აღსრულდება ასი პროცენტით და რუსების ეს ღია, უტვინო თამაში საქართველოსთან დამთავრდება მათი კრახით! ისინი დიდ დარტყმას მიიღებენ ევროპა-ამერიკისგანაც.
ქართველები არაფერს დათმობენ. ვხედავ, ზემო აფხაზეთი, კოდორის ხეობა ქართველი მეომრებითაა სავსე და მათ იქიდან ვერავითარი ძალა ვერ გაიყვანს, იმიტომ, რომ აქ თავად უფალი დგას სადარაჯოზე მის დასაცავად!
ფრთხილად, ერთმორწმუნე რუსეთო! კოსმოსი არც სარწმუნოებრივ ღალატს გაპატიებთ.
კიდევ ვიმეორებ ასჯერ ნაწინასწარმეტყველებს: აფსუები თითზე ჩამოსათვლელნი დარჩნენ. მსოფლიოსათვის ცხადია, რომ რეალურად რუსები არიან მთავარი მოქმედი პირნი აფხაზეთში და არა გამქრალი აფსუები. იქ უფრო მეტი ბანდიტური შენაერთებია, სომხებისგან, კაზაკებისა და სხვათაგან შემდგარი. ამას ხედავს ევროპაც და ამერიკაც.
ქართულ მიწებს ერთმორწმუნე რუსეთი გვედავება და ურჯულოებს გვისევს. ვხედავ, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს საქართველოსთან ამ ომში. ქართული მებრძოლი სული ბევრად ძლიერია რუსულზე. დიახ, ეს ასეა!
მაგონდება ნაპოლეონ ბონაპარტეს სიტყვები: `მე ომი მომიგო არა რუსმა ხალხმა, არამედ გენერალმა ზამთარმა!~
დიახ, ჩემო კარგებო, ნაპოლეონმა მოსკოვი გადაწვა, ანუ მან მოუგო რუსებს ომი….
აბა, არ ჰყოლოდათ რუსებს სათავეში ქართველი იოსებ ჯუღაშვილი _ სტალინი, ქართული სული მეომრისა, რომელმაც იხსნა რუსეთი ფაშიზმისაგან?! ეს შელამაზებული ამბები კი არაა, რეალურად, ისტორიულად რაც არის, ეს არის (და კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება. ისე, ისტორიკოსებმა საკუთარი აზრები უშიშრად უნდა გამოთქვან).
დღეს ჩემს საქართველოს უჭირს და ქართველებმა _ ვისაც როგორ შეუძლია, ისე უნდა დაიცვან ჩვენი საყვარელი სამშობლო. ერთი კენჭიც კი არ უნდა დავუთმოთ ურჯულოებს. ჩვენ გავიმარჯვებთ!
აზერბაიჯანიც კეთილს ინებებს და გვიბრუნებს ჩვენს ტერიტორიებს. საერთოდ, დიდი ტერიტორიული ცვლილებები იქნება მესამე მსოფლიო ომის შემდეგ.
ვხედავ, საქართველო ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოა მსოფლიოს რუკაზე. ეს არ არის უბრალო შეძახილი, ეს რეალობაა, რომელიც ასი პროცენტით ასრულდება, როგორც ასრულდა მრავალი წინასწარმეტყველება.
თუკი ვინმე ქილიკობს და კბენს წინასწარმეტყველებებს, მადანაშაულებს ჩემი ქართველებისა და სამშობლოს სიყვარულში, ვიცი, რომ მას უფალი _ მამა ღმერთი, კოსმოსი დასჯის. დღეს უსაშველოდ უჭირს საქართველოს, ამიტომაც არ დაინდობს მოღალატეებს უფალი. შადიმანები ქრებიან საქართველოდან, თუკი სადმე არიან. საქართველო სუფთავდება და განიდევნება ბოროტი ხელითა უფლისა ჩვენისა. ამინ!

2008 წელი, 19 ივლისი, ურეკი, დილის 7 საათი.

ვხედავ, წარსულში ცნობილი ყვითელი გაზეთი იხურება, მისი მეპატრონე კი ყველაფერს კარგავს. ფრთხილად! მას ციხეშიც კი გამოამწყვდევენ. არავინ იყვირებს, რომ მასმედიას ჩაგრავენ, რომ ჩაგრავენ თავისუფალ სიტყვას. და ეს იმიტომ, რომ პატივს არ სცემენ ამ გაზეთს. ყველაფერს აქვს საზღვარი. ვხედავ, რომ უფალი სჯის იმ სიბინძურისთვის, რასაც გაზეთის მეპატრონე აფრქვევდა. იგი უსინდისოდ განსჯიდა ხალხს საკუთარი გაზეთის მეშვეობით და შავი გზებით შოულობდა ფულს. ასეა, ბოროტება ყოველთვის ისჯება. ისინი გაქრებიან და არავის მოაგონდება. დიდი ტყუილები მოცილდება ქართველს ხალხს უფლის წყალობით; ბევრი მათი ცოდვა ამოტივტივდება და ამას სხვა გაზეთები, მასმედია სიამოვნებით გაახმოვანებს. ამინ!
მე ადრევე ვიწინასწარმეტყველე ტელევიზიებისა და გაზეთების დახურვა. 1998 წლიდან სულ ამას ვხედავ დღემდე და ყოველივე სრულდება. მოკლედ, ღირსეულნი რჩებიან. ჟურნალისტიკა იხვეწება, იფილტრება და ეს ძალიან კარგია, პირველ რიგში, ხალხისთვის, რათა მიიღონ მართალი, ობიექტური ინფორმაცია და სწორი ანალიზი გააკეთონ სამომავლოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, ყოველივე, რაც შეიცვლება, იქნება ნაბიჯი _ გადადგმული მხოლოდ უკეთესობისკენ, მერწმუნეთ. კანონი, დიახ, ცოტა მკაცრი კანონი აუცილებლად საჭიროა და ასეც იქნება. თვითონ ხალხიც შეაფასებს ვითარებას და მიხვდება, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია.
და მაინც, ვხედავ, ამდენ ცრუ ინფორმაციაში ხალხი მაინც კარგად არჩევს, სად არის სიმართლე და სად _ ტყუილი. ვხედავ, არავის არ აქვს პრეტენზია კანონის წინააღმდეგ, პირიქით. იცით რატომ? იმიტომ, რომ ხალხი დაიღალა.
ამავე დროს, იცოდეთ, რომ ხალხი განათლდა და გაიწაფა კიდეც დიდ პოლიტიკაში, ბევრი რამ ისწავლა და დღეს მათი მოტყუება ძალიან ძნელია. ხალხმა ისეთი სკოლა გაიარა, რომ ადვილად ვეღარ მოტყუვდება, ამიტომ დიდი სიფრთხილე მართებთ ოპოზიციასაც და პოზიციასაც, მთელ მთავრობას. სიტყვების რახარუხით ხალხს ვეღარ გააბრუებთ, ვეღარ მოატყუებთ. ყველა ძალიან კარგად ხვდება, საით უბერავთ, რას გულისხმობთ და რა პოლიტიკურ თამაშებს თამაშობთ. დიახ, ასეა და ხალხი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
ხალხი ბრძენია! რატომ ავიწყდება ზოგიერთ ვაი-ჟურნალისტს ეს გამონათქვამი? წაიკითხავ სტატიას და ისეთი უცენზურო სიტყვებით არის სავსე, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობ. ნუთუ საჭიროა, ასეთი ბინძური გინებითა და ქილიკით სავსე წერილები ბეჭდოთ? ეს ხომ საზოგადოების უდიდესი შეურაცხყოფაა?! თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ, მალე ხალხი გაფიქრებინებთ. ვხედავ დიდ უარყოფას! ვხედავ, მომავალში ხალხი ასეთ ცრუ გაზეთებს აღარ წაიკითხავს, რადგან ყველაფერთან ერთად, მათ მეტი იციან.
ბოლოსდაბოლოს, ინფორმაციები იხვეწება, იბეჭდება ნორმალური წერილები და სიმართლე, რომელიც ასე წყურია ჩემ ქართველ ხალხს, აღარ დაიკარგება. ამ ყოველივეს, ვხედავ, კანონი მოგვიტანს და მომავალში მართლა თავისუფალ მედიას ვხედავ.

2008 წელი, 22 ივლისი, ურეკი.

იწყება ახალი პოლიტიკური, ვითომ დიდი თამაშები, მაგრამ ვხედავ, რომ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ხალხი კი მოლოდინშია.
ახალ თამაშს იწყებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. ვხედავ, რომ იგი ქმნის პოლიტიკურ პარტიას. დიახ, ასეა _ ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. ამას პატარა ბავშვიც კი მიხვდება, მაგრამ წინასწარმეტყველებაში ბედისწერაზე გამარჯვება არ აწერია. ხალხმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს კი აპატია, მაგრამ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არ აპატიებს; არ აპატიებს 7 ნოემბერს. როგორც კი ფეხს მოიმაგრებს, იმავე წამს ამას გაახსენებენ, ყველაფერს მას გადააბრალებენ, თუ დაჭირდათ, რადგან იგი იყო ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირი. მე ეს არ გამიკეთებია და ზეწოლის ქვეშ ვიყავიო, ამას არ დაუჯერებენ (მის კაბინეტთან მჯდარ მოშიმშილეებს პლედები არ შეატანინა, რომ არ გაყინულიყვნენ. ამაზე მეტი რა გინდათ?) მოკლედ, მთავრობასაც და ხალხსაც ბევრი ბრალდება აქვთ მის წინააღმდეგ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტი ერთ თამაშს თამაშობენ, ცდება. ისინი ერთად ვერ იქნებიან, ვხედავ. პრეზიდენტი მას სავარძელს არც ერთ შემთხვევაში არ დაუთმობს. ისინი დიდ ბრძოლას გამოუცხადებენ ერთმანეთს. ბევრი კი ითმინეს ხალხის დასანახად, მაგრამ არაფერი გამოუვათ. საბოლოოდ ნერვები უმტყუნებთ და იქნება, ვხედავ, დიდი დაპირისპირებები, მოლაპარაკებები არ უშველით. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ბოლოსდაბოლოს, წერტილი უნდა დაუსვას ამ კლანს. დიახ, ასე განაცხადებს. იგი პარლამენტის თავმჯდომარეს არასდროს ენდობოდა.
იწყება დიდი ბრძოლები. ძველი, მაგრამ დღეს ისევ პოლიტიკოსები, ანუ პრეზიდენტის გუნდი, ისევ არენაზე ჩნდება ინტენსიურად. არენაზე ჩნდება ექს-მინისტრიც. იგი ღიად იწყებს თამაშს. მას ამის უფლება ევროპამ მიანიჭა, ასე ამბობს და აქაც იწყება პოლიტიკური ბრძოლები.
პარლამენტში მყოფ ოპოზიციას ხალხი საერთოდ არ ენდობა. არც მათ აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი. მათთვის მთავარია, რომ მსოფლიოს თვალში წარმოჩინდნენ, როგორც ოპოზიცია, რომ დააფიქსირონ, მთავრობას პარლამენტში ოპოზიცია ყავსო.

* * *

ხალხის ფსიქოლოგია ისეთია, რომ ყველაფერი მათი მოსაწონი ვერ იქნება. გამოსვლები და გაფიცვები მთელ მსოფლიოში ეწყობა, რომლებსაც მერე არბევენ. ასე რომ, სასტიკი დარბევები მსოფლიოსთვის უცხო არაა და ამიტომაც არ აქცევენ ყურადღებას.
ვხედავ, არჩევნების მოდელიც ევროპა-ამერიკიდანაა გადმოღებული და სხვაც ბევრი რამ. თუმცა არც ძველი არჩევნები ჩამოუვარდებოდა ახალს.
საწყალი ჩემი ხალხი. ვინც წარსულში ძარცვავდა და ჭამდა, ისევ ისინი ჭამენ დღესაც. მათ არაფერი დაუკარგავთ, აქვთ დიდი ფული, თანამშრომლობენ მთავრობასთან და თავს კარგად გრძნობენ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ხალხი კი გაჭირვებაში ცხოვრობდა და დღესაც ასე ცხოვრობს. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ხალხის ბრძოლა დიდ შედეგს გამოიღებს, ვხედავ მომავალში.
საქართველოს გაჭირვების, დღევანდელი მდგომარეობის გამოყენებას ცდილობენ საქართველოს მტრები, განსაკუთრებით, “დიდი რუსეთი”.
მინდა ისევ გავიხსენო ოცი წლის წინანდელი წინასწარმეტყველება, რადგან დღესაც იგივეს ვხედავ: რუსეთს სურს შეიერთოს აფხაზეთი, მაგრამ ეს ღია, უტვინო თამაშია. ამას ვერ მოესწრებიან, არაფერი გამოუვათ, ყველა მცდელობა ჩაფუშულია, ანულირებულია. რუსები წავლენ საქართველოდან. საქართველო მაინც გავა ნატოს ხაზით. ყველა დაკარგულ ტერიტორიას ვიბრუნებთ. ეს ასეა ასი პროცენტით, ვინაიდან ასეთია ნება უფლისა. ამინ!
ყველგან დიდი ცვლილებები იქნება და ეს მოხდება უკვე ძალიან სწრაფად. ამ მოვლენებს ვერავითარი ძალა დედამიწაზე ვერ შეაჩერებს.
საქართველოში კი მიდის ძველი პოლიტიკური თამაშები, ერთმანეთს გადაჭამენ. ხალხს, ვხედავ, რომ არც ერთი მხარისა არ სჯერა, არავის ენდობა (ეს ძალიან საშიშია). ამიტომ ხალხი მათ მხარს არ აუბამს. ოპოზიციას ეჭვის თვალით უყურებენ, ელოდებიან სულ სხვა გმირებს, ანუ ნამდვილ ოპოზიციას; მე კი ველოდები ოცი წლის წინ ჩაწერილი წინასწარმეტყველების ასრულებას: “მოდიან მეცნიერები. ვხედავ, ისევდაისევ, მეცნიერთა პარტიას _ მათ, ვინც საქართველოს, ჩემ საყვარელ სამშობლოს და ქართველებს გადაარჩენენ. და მალე ვიხილავთ `გიორგი ბრწყინვალეს!”
საქართველო, ვხედავ, აღმართავს მახვილს და მტერს გამოუცხადებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. ქართველები უკან არ დაიხევენ. დიახ, არც ერთი ნაბიჯი უკან! პატარა საქართველო დიდ რუსეთს უპირისპირდება და ეს პოლიტიკური და ფიზიკური ომი ვხედავ, ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებითაა დაგვირგვინებული.
ქვეყნის გამყიდველები და მოღალატეები შიგნითაც ბევრი გვყავს, მაგრამ ვხედავ, რომ მათ თვითონ განგება _ უფალი დასჯის, მათ ქილიკს და გესლიანობას მალე მოეღება ბოლო, ასეთებს ქართველები პიროვნულად შეიძულებენ. ხალხი ბრძენია, მათ მოტყუებას ვერ შეძლებენ და ამიტომაც ვხედავ გამყიდველთა შავ სახეებს ჰაერში აფრიალებულთ _ გრიგალი გადარეცხავს კაენის შთამომავალთა შთამომავლებს. ამინ!

* * *
ვხედავ, მომავალში გაზეთ “ალიას” მეპატრონეს დაიჭერენ. მას იმდენი ცოდვა აქვს, ისეა დამძიმებული, რომ ენა ვერ აღწერს. ჰოდა, ჩასვამენ ციხეში. ყველაფერი კანონზომიერია ბუნებაში. იმდენი ადამიანი განიკითხა უსაფუძვლოდ და ბოროტებით, რომ ახლა თვითონ განიკითხება უფლისაგან, ვხედავ. მტრის კარს, რაც ემართებათ. ისინი კარგავენ ყველაფერს და ვერც ვეღარასდროს ავლენ სიმაღლეზე; ყველა ბიზნესის კარი ჩაეკეტებათ და ვერასდროს გააღებენ.
ვხედავ, ხალხს მათი არ სჯერა და ტყუილად ფიქრობენ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია. ამ გაზეთისთვის დრო, ვხედავ, რომ ნამდვილად არ არის მკურნალი. რამდენიც არ უნდა კბინონ სხვას, საბოლოოდ თვითონ დაიკბინებიან. ვერ ხედავთ, თვითონ რომ გახდით საქილიკო და დაცემულნი?
ფრთხილად! ვხედავ, მოგივლენთ უფალი უფრო დიდ გასაჭირს. საქართველოსა და ხალხის შეცდომაში შეყვანას უფალი არავის აპატიებს. ამინ!
ვხედავ მომავალში მასმედიის კანონს, რომელიც დაასუფთავებს და გაწმენდს უარყოფითი და უღირსი პიროვნებებისაგან პრესასა და ტელევიზიას. მოდის სამშობლოს სიყვარულით, სიმართლით სავსე ახალგაზრდა ჟურნალისტების გუნდი, ზოგიერთი გადმონაშთი კი ქრება. ვხედავ ძლიერ მასმედიას _ მართალსა და შეუპოვარს. მითითებებს მათ ვერც მთავრობა და ვერც სხვა ვერავინ ვერ მისცემს, ვეღარაფერს უბრძანებენ და ყველა აღიარებს, რომ საქართველოში მართლაც თავისუფალია სიტყვა მედიისა.
ერთი სიტყვით, წინასწარმეტყველება ასეთია: იცვლებიან გაზეთები და ტელევიზიებიც! ეს ნამდვილად სასიხარულოა, რადგან ვიცი, რომ ეს ყოველივე ჩემი სამშობლოსა და ქართველი ხალხის სასარგებლოდაა.

* * *
მესმის ხმა:

“და ეშვებიან, ვხედავ მეომრებს, მდუმარე სახით,
მათ თან მოჰყვებათ უფლის დაცვა და შეძახილი:
ჰე, ქუდზე კაცი, ქართველებო! ჰე, ქუდზე კაცი!
გამოდით ყველა საქართველოს გადასარჩენად!”

ამინ!

იცოდეთ ყველამ, რომ საქართველო გადარჩება. დადგება ძნელი დრო, მაგრამ ქართველები გავიმარჯვებთ ასი პროცენტით!

2008 წელი, 8 აგვისტო, ურეკი.

უამრავი წინასწარმეტყველება გვაქვს საქართველოს ტერიტორიების შემოერთების შესახებ 1987-1990 და ა.შ. წლებში დანახული და დღეს ყოველივე სრულდება.
საოცარი სულიერი სიმშვიდე დამეუფლა. რატომ? იმიტომ, რომ ვიცი, საქართველო, ქართველი ხალხი ურჯულოებს დაამარცხებს. ყოველი სიტყვა უფლისა სრულდება ყოველ წამს. მე მიხარია ის, რომ ქართველმა მეომარმა, ვაჟკაცურმა სულმა გაიღვიძა და მთელ მსოფლიოს ვანახებთ, რანი ვართ ქართველები, რა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია სამშობლოს დაცვა, როგორ შეგვიძლია სიყვარული და ერთიანობა, როცა საქართველოს უჭირს.
…და კავკასიონიდან ეშვებიან ქართველი მეომრები!

რუსეთი წარმოუდგენელ შეცდომებს დაუშვებს, უფრო სწორად ვიტყვი: სულელურ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. მათ წინაღმდეგ მთელი მსოფლიო მოიმართება. ისინი საქართველოს ბომბავენ, მაგრამ უშედეგოდ. ქართული ნამდვილი ბაზებიც სხვაგანაა განლაგებული და სამხედრო ტექნიკაც.
ერთი ვიცი ნამდვილად, რომ რუსეთი მართლა დაიბომბება III მსოფლიო ომის დროს იმ მუსლიმებისგან, ვისაც ხელს უწყობენ (1992-1994 წ.წ. წინასწარმეტყველებები, რომლებიც ასი პროცენტით აუსრულდებათ!).
საქართველო არ დათმობს ქართული მიწის პატარა ნაგლეჯსაც კი. ეს ომი ქართველებისაა და როგორც ადრე აღვნიშნე, ურჯულოები განიდევნებიან საქართველოდან. ეს ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და ყველაფერი დაფიქსირებულია.
როცა სამაჩაბლო დავკარგეთ, კოსმოსს იგი დაკარგულად არ მიუღია. ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველო თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს. მართალია, ამას ძნელად იჯერებდნენ და ძალიან ვბრაზობდი, მაგრამ იცოდეთ, ვიზეიმებთ, რადგან საქართველო შემოიერთებს იმ ტერიტორიებს, რომელსაც საქართველო ჰქვია: კახი, ნუხი, საინგილო…
მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთი უსინდისო და უზრდელი ჟურნალისტის ქილიკს არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია ჩემზე. საინტერესოა, დღევანდელ ვითარებაზე რას ფიქრობს? მე კი ვიცი, რასაც ფიქრობს, ჰოდა…
ასეთი შადიმანები ყველა ერს ყავს, მაგრამ საქართველოში ისინი მალე არენიდან გაქრებიან. ამინ!
საქართველო ერთიანია!
საქართველო ძლიერია!
საქართველო აუღებელი ციხე-სიმაგრეა და უტვინო კრემლი _ რუსეთი, ვერ დაისაკუთრებს უფლის სასუფეველს, რომელსაც საქართველო ჰქვია!!!
ვხედავ, რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთის მეგობარი(?), გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რომლებიც მან საქართველოს მიმართ ჩაიდინა. რაც დათესეს, იმას მოიმკიან!
როკის გვირაბი (ეს ჯერ კიდევ 1990-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე) მიწით ამოივსება. საქართველოს ეს გვირაბი არ ჭირდება და მალე იგი აღარ იარსებებს.
ქართულ არმიას ებრძოდა უზარმაზარი ქვეყანა, დიდი, მაგრამ უტვინო რუსეთი. `დიდმა~ რუსულმა არმიამ სახმელეთო ბრძოლა წააგო! დიახ, ეს ასეა.
მთელი მსოფლიო, ვხედავ, მართლა საქართველოს მხარეზეა. გამორიცხულია, რუსეთი თავს ვერ გაიმართლებს, რა ხერხებსაც არ უნდა მიმართოს _ საინფორმაციოს თუ სამხედროს.
რუსეთმა წააგო. ამერიკას და ევროპას არც ერთ შემთხვევაში არ აწყობთ თვალი დაუხუჭონ რუსულ აგრესიას და ამიტომაც მოითხოვენ მათგან, დაიცვან საერთაშორისო კანონები. რუსებს კი სულ არ ანაღვლებთ კანონები, აკეთებენ იმას, რაც მოეპრიანებათ. ისინი ღიად ილაშქრებენ ამერიკა-ევროპის წინააღმდეგ. ეს ომი საქართველოსთან არის საჩვენებელი ომი მთელი მსოფლიოსათვის: `ჩვენ პირველები ვართ და თქვენც დაგარტყამთ!~
ისე, სასაცილოა. ქართულმა ჯარმა დიდი დარტყმა მიაყენა რუსებს. ბანდიტურ ფორმირებებზე ხომ აღარაფერს ვამბობ _ მიწასთან გაასწორეს ქართველმა მეომრებმა. რუსეთს კი თავს რომ ვინმე დაესხას, საკუთარ ტერიტორიას ვერ დაიცავს, იმიტომ, რომ, რაც ტექნიკა ჰქონდა და ჯარი ჰყავდა, პატარა საქართველოში შემოყარა, რისი უფლებაც საერთოდ არ ჰქონდა. თუ რუსეთს ეს შერჩა, საქართველოს რა უჭირს, იკითხონ ევროპამ და ამერიკამ!!!
ვხედავ, ქართველები იბრძვიან, არაფერს დავთმობთ. წინასწარმეტყველება, რომ რუსეთი იძულებული იქნება, დატოვოს საქართველოს საზღვრები და ასევე წინასწარმეტყველება 1992 წლისა, რომ საქართველო მაინც, დიახ, მაინც შევა ნატოში (და ბევრი სხვა რამაც), უკვე ნათელია, რომ ასი პროცენტით ასრულდება.
საცოდავმა პუტინმა რუსეთს მსოფლიოში საშინელი სახელი დაუმკვიდრა. მათ დაკარგეს ნდობა. სამწუხაროა, მაგრამ “დიდი რუსეთი” ისევ მოემწყვდევა “ოქროს ურდოს” კლანჭებში. უფალი მოუვლენს მათ დიდ გასაჭირს _ მუსლიმებს!
მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ ქართველებს ომში ვერავინ და ვერაფერი შეგვედრება და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. რუსეთმა ითამაშა წესების დარღვევით, თუმცა ისინი ვაჟკაცობით არც არასდროს გამოირჩეოდნენ. რუს მეომრებზე შეთითხნილი საგმირო ამბები ტყუილია. მათ დღეს ნიღაბი აქვთ ახდილი. რუსი მშიშარა, უტვინო და არაკაცური მებრძოლია. პრინციპში, მებრძოლებიც არ ჰქვიათ. მათი უპირატესობა მხოლოდ რაოდენობაშია, მეტი არაფერში. ერთ ქართველს ასი არაკაცი რუსი დაესია (ასე ვხედავ), მაგრამ ესეც მოიგერია ქართველმა მებრძოლმა. რუსები ქურდულად იპარებიან, არღვევენ საქართველოს საჰაერო სივრცეს და ქურდულად გვბომბავენ. სად აქვთ იმის ვაჟკაცობა, რომ ერთი ერთზე, პირდაპირ გვებრძოლონ? რუსულ დათვს კი არა, კურდღლებს დაუძახებს მათ მთელი მსოფლიო.
მინდა შევახსენო ხალხს, რომ წარსულში რუსულ არმიაში მსახურობდნენ თხუთმეტი რესპუბლიკის ჯარისკაცები და ვხედავ, რომ წამყვანი და დამრტყმელი ძალა სწორედ ისინი იყვნენ და არა რუსები. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კავკასიელები, მაგრამ რუსები ამის დამადასტურებელ ფაქტებს მალავენ. მაგრამ სტალინი რომ კავკასიელი იყო? თითქმის დღემდე მოჰყვათ რუსებს მისი აშენებული რკინის საძირკველი, რომელიც უკვე გაცვდა და ახლა რა ეშველებათ?
ვხედავ, იწყება სერიოზული პოლიტიკური ბრძოლები: რუსეთი-მსოფლიო-ამერიკა-ევროპა. დასავლეთი, ანუ ნატო ეხმარება ქართველებს, როგორც პატარა, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, იცავს რუსეთის აგრესიისგან. დიახ, ამას ხმამაღლა განაცხადებენ. რუსეთი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება.
“საქართვ საერთოდ კარგავენ, ვხედავ, სიფრთხილეს, განდიდების მანია ჭირთ ისე, როგორც არასდროს. ეს ძალიან ცუდია მათთვის. საქართველო ისე დაადგებათ ყელზე, რომ ვერც კი წარმოუდგენიათ. ელოს გულისთვის ამერიკა და რუსეთი არ დაეტაკებიან ერთმანეთს!” _ ისმის ყოველთვის, მაგრამ ვხედავ, რომ დაეტაკებიან, ვინაიდან ეს რუსეთის მხრიდან არის გამოწვევა დასავლეთისა; ეს არის ომი რუსეთისა და დასავლეთისა. პატარა საქართველო მხოლოდ საბაბი იყო.
დანარჩენი ცირკები ჯერ კიდევ წინ გველის.
ვხედავ, საქართველოში შემოდის ნატოს ჯარი! ამინ!

 

 

Comments

comments

დატოვე პასუხი