კომ­პა­ნია Jet Aviation Basel-მა თვითმფრი­ნავ ACJ340-600-ის კომ­პლექ­ტა­ცია და­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ე­ვი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. თვითმფრი­ნავ­მა Jet Aviation Basel-ის კომ­პლექ­ტა­ცი­ის ცენ­ტრი უკვე და­ტო­ვა და დუბ­ლინ­ში შე­სა­ღე­ბი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის გა­დაფ­რინ­და. ერთი თვის შემ­დეგ ავი­ა­ლა­ი­ნერს დამ­კვეთს გა­დას­ცე­მენ.

თვითმფრი­ნა­ვის ინ­ტე­რი­ე­რის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი. 80-ად­გი­ლი­ა­ნი ACJ340-600-ის სა­ლო­ნი სა­სა­დი­ლო ოთახს, მი­სა­ღებს, ორ VIP-სა­ძი­ნე­ბელს, აბა­ზა­ნებს, ოფისს და სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტს მო­ი­ცავს. ასე­ვე თვითმფრი­ნა­ვის უკა­ნა ნა­წილ­ში თან­მხლე­ბი პი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი კომ­პაქ­ტუ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი სა­ვარ­ძლე­ბია.

Jet Aviation Basel-ის ვიცე-პრე­ზი­დენტ რუდი კრაფ­ტის თქმით, სა­ლო­ნის ინ­ტე­რი­ე­რი კომ­პა­ნი­ის დი­ზა­ინ-სტუ­დი­ამ შე­ი­მუ­შა­ვა.

ამ­ჟა­მად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი ავა­ი­ლა­ი­ნე­რე­ბით – Boeing 767-300 და Airbus ACJ319 და ასე­ვე კომ­პა­ნია SW Business Aviation-ის თვითმფრი­ნა­ვე­ბით -Gulfstream G550-ითა და Gulfstream G450-ით დაფ­რი­ნა­ვენ.

Comments

comments

დატოვე პასუხი