Sports.kz წერს, რომ “გაბალას” მთავარი მწვრთნელი შესაძლოა საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი კახა ცხადაძე გახდეს.

აზერბაიჯანის თასის ფინალში “კეშლასთან” 0:1 მარცხის შემდეგ, კლუბის უკრაინელმა სპეციალისტმა რომან გრიგორჩუკმა განაცხადა, რომ ეს “გაბალას” ხელმძღვანელის რანგში მისი ბოლო მატჩი იქნებოდა.

ყაზახური წყაროს ცნობით, გრიგორჩუკი, დიდი ალბათობით, “ასტანაში” გადაინაცვლებს, მისი ადგილის დაკავების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი კახა ცხადაძეა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი “კაირათიდან” წამოსვლის შემდეგ ჯერ კიდევ უმუშევარია.

Comments

comments

დატოვე პასუხი