ენისელიზაქათალის პირველობისათვის ბრძოლის მორიგი შეხვედრა ალიაბადის “ენისელი”-სა და სოფელ ქეფანაქჩის ფეხბურთის გუნდებს შორის გაიმართა.

გუშინ ადგილობრივი დროით 13:00 საათზე გამართული დაბა ალიაბადის “ენისელი”-სა და სოფელ ქეფანაქჩის შორის გამართული შეხვედრა ენისელის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

თამაში მეტად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, თუმცა პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, მაგრამ მეორე ტაიმის 58-ე წუთზე ბეხრუზ ტინიევმა იაქტიურა და ჩვენი თანამემამულეების გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ თამაში უფრო დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, თუმცა გუნდმა ვერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მსაჯის მიერ დამატებულ 3 წუთშიც ანგარიში აღარ შეცვლილა. ამრიგად ენისელმა 1:0 გამარჯვებით 10 ქულა მოიპოვა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენმა კორესპონდეტმა რამაზ ჰერელმა ენისელის გუნდის წევრებს მიულოცა გამარჯვება და წარმატებები უსურვა.

 

Comments

comments

დატოვე პასუხი