ყოფილა ვიმნე მეაქლემე არაბი ანუ მეცხვარე. ამას გაუგონია წმინდა გიორგის სასწაულთ–მოქმედება და მოურევნია თავისი ცხვრის ფარა ამ წმინდის ეკლესიის მახლობლად, რომ რა არის გამოსცადოს: მართლა აქვს იმას სასწაულთ–მოქმედების ძალა, თუ არა.

ეს ეკლესია წმინდის მთავარ–მოწამისა არის სოფ. კახის აღმოსავლეთის მხარეს; მდებარეობს ერთს წინ–ცხვირ წამოწვდილ მთაში, რომელიც დაჰყურებს ალაზანს. და შეადგენს ერთს დიდ ლოდს, რომელიც უგუმბათო ეკლესიას მიემსგავსება. ლოდი იქმნება სიგძე–სიგანით 42 არშინი, ხოლო სიმაღლით – ექვსი. ხალხის აზრით, ეს ლოდი შიგ ღრუვიანია და ის ღმერთს აგრე დაუბადებია. აი ეს არის წმინდის გიორგის ეკლესია, რომლის დასავლეთისკენ დაღმართში აწყვია ზოლ–ზოლად, კეცებად, ლოდი ქვები. აი შიგ ამ ლოდში, ხალხის აზრით, სცხოვრობს საქართველოს მფარველი წმინდა გიორგი, და მეორე ხელით აშენებულს ეკლესიაში, რომელიც ახლა დაქცეულია, საქართველოს პატრონი ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი. ამ სალოცავს ხალხი უწოდებს „ქურმოსის საყდარს“.

აი ქა ამ ეკლესიაზე მოსულა მდიდარი მწყემსი წმინდა გიორგის ძალის გამოსაცდელად. აქ მას დაუნებებია თავი ცხვრის ფარისათვის და უთქვამს: აბა, წმინდაო გიორგი! თუ შენ მართლაც სასწაულთმოქმედების ძალა გაქვს, დღეს და ამაღამ მოუარე ჩემს ცხვარს, ასე რომ არც ერთი არ დააკლდეს ფარას და მაშინ მე ვირწმუნებ, რომ შენ მართლაც ძალა გქი~ონია და ერთს კარგს მოვლილსაც საღმრთოდ შემოგწირავ. იმას თვალ–ყური აღარ დაუჭერია ცხვარზე იმ დღეს და ღამეც არხეინად დაუძინია. დილას ამდგარა დაუთვლია ცხვარი და უნახავს, რომ სულ მთლად არის. იმას ეს ზალიან სწყენია და გაჯავრებულს, დაპირებული საღმრთო კი არ შეუწირავს, არამედ (სტრიქონები აკლია) … ამ საძაგლობისთვის ღმერთს იმისი ცხვარიც და თვითონაც ქვად უქცევია. ეკლესიის ზემოთ ზოლ–ზოლად მწყობი ქვები, ინგილოების აზრით, იმ მეცხვარის ცხვრები ანუ არაბის აქლემებია.

დიმიტრი ჯანაშვილი, მგზავრის ისტორიული შენიშვნა საინგილოზე, მნათობი,№4–5,გვ.21–36

წყარო infohereti.ge

Comments

comments

დატოვე პასუხი