ამერიკული ტელეარხის CNN-ის წამყვანი, შეფ-მზარეული ენტონი ბურდენი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასასურველ პირთა სიაში შეიყვანა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი ის გახდა, რომ აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე ენტონი ბურდენი საავტორო გადაცემის ჩასაწერად მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა.

აზერბაჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ ამერიკელი ტელეწამყვანი „სომხების მიერ ოკუპირებულ ქალაქ შუშუს“ ოქტომბერში ეწვია. მან სოციალური ქსელის პირად გვერდზე ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ყარაბაღში ვიზიტამდე სომხეთში იმყოფებოდა და რომ ყარაბაღში გადაცემა „უცნობი მხარეები“ უნდა გადაეღოთ. ფოტოს გამოქვეყნებისთანავე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.

აზერბაიჯანის „შავ სიაში“ ამჟამად 672 ადამიანია. სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის დარღვევისთვის აზერბაიჯანმა პერსონა ნონ გრატად პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ხელოვანები და სხვა პროფესიის წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები გამოაცხადა.

Comments

comments

დატოვე პასუხი