ლელა კაკულია

1999 წელი, 6 იანვარი, დილის 12 საათი.

დგება ქარიშხალიანი წელი – არც ისე საშიში, მაგრამ ბევრი სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი წამოიჭრება.
საქართველოს რაც შეეხება, თუ პარტიები წარმოაჩენენ საკუთარ სახესა და შესაძლებლობებს, მთავრობაში დიდი ცვლილებები იქნება, დაწყებული პრეზიდენტით.
პრეზიდენტი იავადმყოფებს. ვხედავ, განიცდის უენერგიობას. სახეზეც ეტყობა უკვე, რომ სწრაფად იღლება. ნერვებს ვერ მოთოკავს, შეცდომებს დაუშვებს, ვერ ლაპარაკობს… მოკლედ, კატასტროფაა! ამაზე პრესაც კი ალაპარაკდება. ეს უკვე დასასრულია.
1999 წელი, 7 იანვარი, საღამოს 8 საათი.

ვხედავ (ნახავთ), პრეზიდენტი აფხაზეთის საკითხს ინახავს არჩევნებისთვის, მერე კი აფხაზეთის საკითხი მწვავედ დადგება, თვითონ რუსები წამოწევენ. ასეთი აფხაზეთი რუსეთს აღარ აწყობს იმდენად, რამდენადაც უკვე მათთვისაა საშიში, ძალიან საშიში! საქართველო, ვიმეორებ, თითქოს დროს წელავს (1993 წლის წინასწარმეტყველება), მაგრამ ეს ნომერი ჩვენ მთავრობას არ გამოუვა. ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი და რა დროც არ უნდა იყოს, აფხაზეთი + ბათუმის (აჭარის) ზოლი შავი ზღვისა, გაიგეთ და შეიგნეთ – საქართველოა! საქართველო აქედან იწყება! არ არსებობს ისეთი ძალა, საქართველო რომ დაყოს! მალე მიხვდებიან და იციან კიდეც, რომ აფხაზეთი საქართველოა. რასაც ისინი სჩადიან, იგივეა, რუსებმა რომ თქვან, თბილისი მოსკოვიაო! დაიწყება მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს შორის და დროზე ადრე გადაწყდება აფხაზეთის საკითხი.
გალის ამბავი გაითამაშეს, აქაოდა, ადვილი არ არის აფხაზეთში შესვლაო, რომ ამას დრო ჭირდებაო, ის დრო, როცა იქნება პრეზიდენტის არჩევნები. ყველაფერი ეს სისულელეა, თუმცა ბევრი კი შეიწირეს.
იმისათვის, რომ ვიღაც გამეფდეს, საშინელ გზებს იყენებენ და ღმერთი, დიახ, ღმერთი ყველას დაავიწყდა! ჰოდა, სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს, დღე განკითხვისა ახლოსაა მთავრობისთვისაც და იმათთვისაც, ვინც ამაში იღებდა მონაწილეობას. ყველას დაატყდება თავს ღვთის რისხვა! აი ნახავთ.

1999 წელი, 10 იანვარი, დღის 3 საათი, თბილისი.

საქართველოს მსხვილ მეწარმეებს მთავრობა ომს გამოუცხადებს. ეს დიდი შეცდომაა. მთავრობის მხრიდან უსამართლობის ბევრ მომენტს ფარდას ახდის თოფაძე. იგი, ვხედავ, გადააბიჯებს შიშის იმ ზღვარს, რომელიც ხელს უშლიდა და სასამართლოში იჩივლებს. რაც მოხდება, ეს დროებითია. მოკლედ, ვხედავ, რომ მომავალში თოფაძე გაიმარჯვებს სასამართლოში – მოუგებს მთავრობასაც. აი მაშინ ატყდება ბიზნესმენებს შორის ქაოსი, ყველა იჩივლებს, მეწარმენი გაერთიანდებიან და მოიგებენ. უბრალოდ, მათ კარგად უნდა დათვალონ! თუ არავის და არაფერს (რა თქმა უნდა, ტყუილში) ანგარიშს არ გაუწევენ, მოიგებენ.
ბიზნესმენი, რომელიც თავს შეგნებულად იტყუებს, ყოველთვის წააგებს; თუ მყარ ნაბიჯებს გადადგამს, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ კარგავს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი სარგებლობს თავისი მდგომარეობით და ბიზნესმენებს ლამაზად უშლის ხელს, რითაც სახელმწიფო ზარალდება! ვხედავ, მომავალში ხმამაღლა იტყვიან მათ სახელებსა და გვარებს. სიმართლე გაიმარჯვებს.
იქამდე კი ყველა ძალიან რთულ გზას გაივლის. თოფაძეს ციხეც ემუქრება, მაგრამ ეს დროებითია, აცდება. საბოლოო ჯამში იმარჯვებენ.
1999 წელი, 11 იანვარი, დილის 10 საათი, თბილისი.

ვხედავ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიდი ურთიერთობები დამყარდება. რუსებიც დაიწყებენ სირბილს საქართველოში. ვხედავ, რუსები აფორიაქდნენ, მათ ვერ ჩაშალეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. მოდის ის დრო, როცა რუსეთის ინტერესებში შედის კავკასიის საზღვრების დალაგება. ამას ჯერ კიდევ როდის ვწინასწარვმეტყველებდი (1990-1991 წ.). ჰოდა, აფხაზეთის საკითხი უნდა გადაწყდეს. ვხედავ, რომ რუსეთს მეზობელი აფხაზეთი, ანუ საქართველოს ეს ნაწილი, აღარ აწყობს დაულაგებელი, იმიტომ, რომ აფხაზეთზეც გადის ის “აბრეშუმის გზა”, რომელიც რუსეთმა, ბოლოსდაბოლოს, ცნო.

1999 წელი, 17 იანვარი. 9 საათი და 30 წუთი, თბილისი.

დღეს მნიშვნელოვანი რამ გადაწყდა!
ეს საქართველოს მომავალია… მეტის თქმის უფლება არა გვაქვს, არ შეიძლება.
იგი გაიმარჯვებს ასი პროცენტით.

1999 წელი, 19 იანვარი, დილის 10 საათი.

აჭარაში მოულოდნელი ამბოხება იქნება. თბილისიდან აჭარაში მორბენალი მთავრობის წარმომადგენლები, ისინი, ვისაც კარიერა აინტერესებს, ორმაგ თამაშებს თამაშობენ და ზუსტად ეს თამაში გამოიწვევს აჭარაში არეულობებს და ამბოხებებს. ეს ყველაფერი ლამაზადაა დაგეგმილი!!! ამაზე თვითონ ასლან აბაშიძე იყვირებს. იქ შეგროვილი პენსიონერები ვეღარ დაბრუნდებიან; თავიანთ ცოდნასა და ენერგიას მოახმარენ იმას, რომ დაუნგრევენ ასლან აბაშიძეს შექმნილ იმპერიას. ეს ასეა.

1999 წელი, 22 იანვარი, საღამოს 5 საათი.

ორი ძალა იბრძვის: ერთი იმისთვის, რომ საქართველოს არ ჰქონდეს საზღვრები, ანუ იყოს თავისუფალი ზონა, სადაც ვისაც სურს შემოვა და გავა; მეორე იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისი საზღვრები ჩაკეტილი, რომელსაც უსაბუთოდ ვერ გადმოაბიჯებ!..
ის, რასაც მთავრობა დათმობს, დროებითია; მერე კი აღდგება ყველაფერი და დალაგდება თავის ადგილზე.

1999 წელი, 9 თებერვალი, დილის 10 საათი.

თბილისში მიწისძვრა არ იქნება; პატარა ბიძგები კი, მაგრამ 8-10 ბალი – არასდროს!
წინასწარ არავის ძალუძს (ე. ი. არც აპარატურას) განსაზღვროს დრო და ადგილი მიწისძვრისა, არ არსებობს, მერწმუნეთ. მე კი მაქვს ასპროცენტიანი წინასწარი ხედვები, რომლებიც რეალურადაც სრულდება კიდეც, მაგრამ დროს ვერ ვხედავთ და არც არასდროს მითქვამს.
ეს არის დივერსია, მორალური ზემოქმედება, მასების ფსიქოზი.
აცხადებდნენ, რომ შენობაში ბომბია – ხან აქ, ხან იქ, მაგრამ არენა ეცოტავათ და ფართო მასშტაბიანი ფსიქოლოგიური ზემოქმედება დაიწყეს. ეს ბლეფია ვაიწინასწარმეტყველთა და ცრუთა ენერგიებიდან გამომდინარე.
კიდევ ელოდეთ ცრუ ინფორმაციებს.

1999 წელი, 10 თებერვალი, დილის 10 საათი, თბილისი.

როდესაც მიწისძვრას ვხედავდი, რა თქმა უნდა, თან ვწერდი და საშინელი სურათები მეხატებოდა. ვხედავი, ანძა როგორ გადმოვარდა. შიშით შევკივლე, მერე კი გავიხსენით ენერგიებით – უზარმაზარი, დიდი ენერგიის ნაკადი წამოვიდა კოსმიურ ველში, დავიწყეთ დაცვითი რკალის შეკვრა საქართველოს ირგვლივ. განსაკუთრებით თბილისი ჩავსვით დაცვით ჯვარში.
მოდიოდა უზარმაზარი შავი ენერგიები და თავს იყრიდა საქართველოს ირგვლივ. ჩვენ შევერიეთ და… ბოლოს მაინც გავიმარჯვეთ!
როცა ადამიანებს ვიცავთ და მასზე ვხარჯავთ ენერგიებს, ისინი ვერც კი ხვდებიან, თუ რა სირთულეებს ვაცდენთ მათ, არ იციან, რომ სიცოცხლეს ვჩუქნით. თუმცა ჩვენ არაფერს ვთხოვთ ადამიანებს, გარდა რწმენისა.
დღესაც ასე მოხდა. რაც 1996 წლის 5 იანვარს დავინახეთ, მაშინ როგორც ვიმუშავეთ კოსმიურ ველში, ეს დღეს გამოჩნდა – ოთხი წლის შემდეგ. იწყება მიწისძვრაზე ლაპარაკი და არა ნგრევა, ვინაიდან ჩვენ ეს უარყოფითი ინფორმაცია და იმ ექსტრასენსთა ენერგიები, რასაც ჩვენ სატანურს ვუწოდებთ, ოთხი წლის წინ გადავკეტეთ. მოვიდა სეტყვა და დახვდა… ქვა კი არა, კლდე!
შეიძლება ეს ინფორმაცია ბევრმა ვერ გააცნობიეროს, უფრო კი ვაი და ცრუ წინასწარმეტყველებმა, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, ჩვენ ჩვენი მისია შევასრულეთ! გთხოვთ ირწმუნოთ, რომ ეს ასპროცენტიანი სიმართლეა.
საერთოდ ასეთ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, განსაკუთრებით იმაზე, რაც კოსმოსს ეხება, მაგრამ იძულებული ვარ, ერთი პროცენტი მაინც ავხსნა და გადმოვცე, რათა საქართველო გადარჩეს ფსიქოლოგიურ დარტყმას და ნგრევას, რომელიც არ იქნება. დიახ, ვხედავ, მიწისძვრა არ იქნება დამანგრეველი, დაიმახსოვრეთ!

1999 წელი, 2 მარტი, დილის 12 საათი, თბილისი.

აფხაზეთზე რაც კი ვიწანასწარმეტყველე 1992-1995 და ა.შ. წლებში, ყველაფერი ასრულდება ასი პროცენტით. დღეს კი ყველაფერი ეს თამაშია. არძინბამ თვითონ არ იცის, რა უნდა. რუსეთი თვითონ უნდა დაქუცმაცდეს.
აფხაზეთი საქართველოა! მომავალში ვხედავ, აფსუები და ბევრი სხვა ეროვნების წარმომადგენლები ქართველებად ჩაეწერებიან. ბევრი რამ შეიცვლება საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში.
მალე მთელი საქართველო გაერთიანდება ღვთის ნებით, ერთი მთლიანი დროშის ქვეშ შეიყრება ქართველთ ლაშქარი სამშობლოს საზღვრების დასაცავად!!! იწყება საზღვრების ჩაკეტვა.
ბათუმი – აჭარა – ყველაფერი სუფთავდება. მოდის ახალი მთავრობა, ქართული სული იღვიძებს საქართველოს ამ კუთხეში.
ჩრდილოეთით, სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით – ოთხივ კუთხივ თეთრ ჯვარს ვხედავ. ეს ნიშანია ღვთისა საქართველოსთვის! სიკეთე და სიმშვიდე დაისადგურებს ჩემს საქართველოში. დიდი ომი, ჭირი და უბედურება, ნგრევა და სიკვდილი აცდება მას. ამინ! ამინ! ამინ!

1999 წელი, 3 მარტი, საღამოს 5 საათი.

“ლეიბორისტები” იშლებიან ასი პროცენტით. “მოქალაქეები” და “ლეიბორისტები” ერთად? ვერ ვხედავ, რომ მორიგდნენ. ნათელაშვილი უდიდეს შეცდომებს დაუშვებს, მისი ნაბიჯები პოლიტიკაში მცდარია, მისი მომხრეები ზურგს შეაქცევენ, მოხდება უფრო დიდი განხეთქილებები, ვიდრე დაგეგმილია. მოკლედ, “ტიტანიკივით” ჩაიძირებიან. დიდ პოლიტიკურ თამაშში ჩაბმულ “ლეიბორისტებს” დიდი გამოცდილება აკლიათ – გავარჯიშებულ “მოქალაქეებს” ვერ მოერევიან!
ასლან აბაშიძეს, მგონი, ჟვანიასთან მეგობრობა ერჩია ნათელაშვილთან მეგობრობას. ამას მალე მიხვდება. ასლან აბაშიძესა და ნათელაშვილს შორის მოხდება დიდი განხეთქილება, რაც, სხვათა შორის, თითქოს გეგმაში არ ჰქონდათ. მოულოდნელობები და ცვლილებები დაიწყება. აჭარაში გახიზნულნი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. იქ მათ შორისაც იწყება განხეთქილება და ასევე დაუპირისპირდებიან თვით ასლან აბაშიძესაც. ყველა გეგმა ჩაშლილია, ვხედავ.
აჭარაში ვხედავ არეულობებს, იქნება დაპირისპირებები, აბაშიძე ვერ გაუმკლავდება ოპოზიციას (იხილეთ 1995 წლის წინასწარმეტყველებანი).
ნათელაშვილს თუ არ მოცილდა აბაშიძე, დიდ პოლიტიკურ თამაშს წააგებს. აი ნახავთ.

1999 წელი, 4 მარტი, დილის 11 საათი, თბილისი.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ქართველებს ვერ გააფხაზებს! ეს ზღაპარია! შეუშვას ლტოლვილები სოხუმში, გუდაუთაში, გაგრაში, გალში (სადაც ისედაც დადიოდნენ და დადიან) ისევ ბინძური პოლიტიკური თამაშია ხალხის ხარჯზე, მაგრამ მალე მოეღებათ ბოლო. ვინც კი საქართველოს წართმეული ტერიტორიებისთვის სისხლი დაღვარა, სიცოცხლე გაწირა და დღესაც იბრძვის, მათ ისტორია გმირებად გამოაცხადებს. ასე ვხედავ და ვიცი.
აფხაზეთში, სამაჩაბლოში მათ საფლავებზე მემორიალებს ვხედავ წარწერებით, მათი საფლავები ყვავილებითაა მორთული და დღეს ნუ შესცოდავთ. როცა პარტიზანებს ლანძღავთ, იცოდეთ, ისინი გმირები არიან. ეს ასეა ღვთის ნებით.
ადამ და ევას დროიდან სულ გვაქუცმაცებენ, გვყოფენ, გვტაცებენ თითქმის ყველაფერს, მაგრამ ღვთის წყალობა და დაცვა საქართველოს მიმართ უსაზღვროა. ამიტომ ჩვენ გადავრჩით და გადავრჩებით. საქართველო ყოველთვის იარსებებს და ვიქნებით ჩვენ მანამ, სანამ დედამიწა იარსებებს.
ვიბრუნებთ ტერიტორიებს! ასეთია ნება ღვთისა. აფხაზეთში, სამაჩაბლოში, მესხეთ-ჯავახეთსა თუ აჭარაში აშენდება დანგრეული ეკლესიები, გაბრწყინდებიან ისინი მთელის დიდებითა და ვხედავ, მომავალში გამცნობენ, რომ ჩვენ ვარსებობთ! მიწის პირისაგან აღგვილი საქართველო ისევ დაიბადა და იგი იქნება მანამ, სანამ დედამიწა არსებობს კოსმიურ სამყაროში; გავქრებით მაშინ, როცა გაქრება დედამიწაც. ეს კი არასდროს მოხდება. ამიტომაც, უკვდავია ქართველი და თვით საქართველო. ამინ!

1999 წელი, 5 მარტი, დილის 12 საათი, თბილისი.

საფრანგეთში ლაპარაკი იქნება სამეფო კარის აღდგენაზე, მონარქზე. ლუვრი უნდა დაამშვენოს მეფემ.
ვხედავ, მეფე ზის ტახტზე განსაზღვრული დროის ფარგლებში. როცა მისი დრო ამოიწურება, იცვლის ტანსაცმელს და მიდის სახლში, აკეთებს თავის საქმეს… უცნაურია, არა? მაგრამ მე ვხედავ, რომ ინგლისის სამეფო კართან შედარებით დიდი განსხვავებაა. დროთა განმავლობაში ფრანგების სამეფო კარი დაიხვეწება, მეფე იბრუნებს თავის ქონებას, შენობებია ეს თუ მიწები.
ეს ძალიან საინტერესოა:
ვხედავ ახალ პრეზიდენტს. მოულოდნელი ცვლა უნდა იყოს მთავრობაში. ეს საფრანგეთისთვის სასიკეთოა;
ვხედავ დიდი პოლიტიკოსის სიკვდილს მოულოდნელად;
ვხედავ უდიდესი ფირმის გაკოტრებას;
მოულოდნელი კრიზისი იქნება ფულთან დაკავშირებით;
დიდი მსახიობის სიკვდილს ვხედავ;
ეიფელის კოშკს ნგრევა ემუქრება – წარღვნა.

1999 წელი, 6 მარტი, დილის 10 საათი, თბილისი.

თბილისში პარტიებს შორის უნდა დაიწყოს განხეთქილებები, რაც გამოთვლილი იყო ჭკვიანთაგან. ბათუმიდან თბილისისკენ შემობრუნდებიან. `სოციალისტები~ და `ლეიბორისტები~ ერთმანეთს სასტიკად დაუპირისპირდებიან; მართლაც ვერ მოზომავენ, ბევრ შეცდომებს დაუშვებენ, ამიტომ სექტემბრისთვის რაღაც ახალი თუ არ შექმნეს და არ მოიფიქრეს რაიმე საოცრებები, წააგებენ – ამომრჩევლებს კარგავენ. თუმცა `სოციალისტებს~ უფრო უმართლებთ.
ბევრი დიდი პიროვნება დატოვებს პოლიტიკურ არენას. თვით ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე იმედებს გაუცრუებს პრეზიდენტს. ნიკო ლეკიშვილს ფულები აღარ უშველის. `მეწარმეთა~ ბედი უარყოფითია – ჭყონიას, თოფაძეს, ტყემალაძეს და ა.შ. ყველაფერი უკუღმა შეუბრუნდებათ, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. პრეზიდენტი მათთვის თითსაც კი არ გაანძრევს. დროა, ადგილი სხვებს დაუთმონ. დიდი შეხლა-შემოხლები იქნება, არეულობებს ვხედავ.
პრეზიდენტი ქმნის მინისტრთა კაბინეტს, უნდა დაინიშნოს პრემიერ-მინისტრი. ეს ვიწინასწარმეტყველე 1998 წლის 17 მაისს. პრეზიდენტი შეუდგა კაბინეტის ჩამოყალიბებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავისებურად დაიწყო მოქმედება, როგორც ყოველთვის.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ, რასაც ლელა კაკულია იწინასწარმეტყველებს, ის ასი პროცენტით კი არა, მილიონი პროცენტით სრულდება საბოლოო ჯამში. ამიტომ ვინც დროს გაწელავს და პოლიტიკურ თამაშებს შეუდგება, ის ბევრ შავ ძალას დაუთმობს დროს და თავისუფალი მოქმედების არეალს მისცემს. ამის ნაყოფს კი მალე მოიმკის. აი ნახავთ.

1999 წელი, 7 მარტი, დღის 12 საათი, თბილისი.

ბერეზოვსკი: აფხაზეთი მის პირად ინტერესებში შედის. თუ პოლიტიკური თამაში წააგო, ბევრ რამეს წააგებს, დიდი დანაკარგები ექნება. იგი დარბის თბილისში. რატომ? იმიტომ, რომ იცის, კრემლში აფხაზეთის საკითხი დადებითად წყდება, ქართველების სასარგებლოდ და ამიტომ უნდა ითამაშოს უკვე ქართულ მხარეზე. მისდღემში ქართველთა მოწინააღმდეგე დღეს ფიქრობს საქართველოს გაერთიანებაზე, ანუ საკუთარ ჯიბეზე! ქართველებთან კეთილი ურთიერთობები შეუნარჩუნებს აფხაზეთში მთელს კაპიტალს, მაგრამ ღმერთი, რომელიც საერთოდ არ ახსოვთ, ის ღმერთი უხდის სამაგიეროს!
პრეზიდენტის შეწუხებული ინტერვიუ ამ ფაქტთან დაკავშირებით, მიკროფონს არ გაცდება. ან რატომ უნდა მოიმდუროს კრემლი? ქართველებს ისედაც პირველობა გვიყვარს ყველაფერში. კიდევ კარგი, პრეზიდენტი გვყავს გაწონასწორებული, რომელსაც უყვარს დაცდა, ფინალის დადგომა და მერე, ბოლოს გამოსვლა სიტყვით.
ელცინი ისევ ბევრ სიურპრიზს უმზადებს რუსეთს. სანამ მოკვდება, გეგმაში აქვს ისინიც დახოცოს – შურიანი თანამოაზრენი (რა თქმა უნდა, მორალურად დახოცოს). ბურთს და მოედანს ელცინი თავის მტრებს არ დაუტოვებს, ყველას წინ გაიმძღვარებს. აი ნახავთ.
ლუჟკოვი – მოსკოვის მერი, მოსკოვის პატარა პრეზიდენტი, ის მარხავს ელცინს; მერე თვითონ მას დამარხავენ.
ნამდვილი პრეზიდენტი შუმეიკოა. აი ნახავთ!

1999 წელი, 10 მარტი, საღამოს 5 საათი.

სამეგრელოდან, პარლამენტში მოდის სულ სხვა ძალა – ძალა, რომელიც დღეს არ ჩანს არენაზე. მათზე ვერ იტყვიან, რომ არაჯანსაღი ძალაა, არც რუსების აგენტები არიან. ეს ის პარტიაა, რომელიც სამეგრელოს ჭირდება, რომელიც ბევრ რამეს დაურეგულირებს სამეგრელოს პარლამენტში. ეს მართლა ჭირდება დასავლეთს. მთავრობას ეს პარტია უფრო აწყობს და ხელსაც შეუწყობს, ვიდრე საშა ჭაჭიას. მას არ მიიღებენ. თუმცა ვხედავთ, რომ შეცდომებს უშვებს. პირველი შეცდომა ის იყო, რომ აჩქარდა, დღეს არ უნდა გამოჩენილიყო არენაზე, ცოტა მოგვიანებით, მაგალითად, ივლისში. ამბიციური პიროვნებაა, რთულ თამაშში ებმება – ძალიან სახიფათო თამაშში. ფულით მაინც ვერ გაიმარჯვებ! ფული ეშმაკისაა.
ფოთი საქართველოს გულია. იმ ძალებს, რომლებიც ფოთშია შეკრებილი მთავრობის ხაზით, ვერავინ გაარღვევს. ეს არის კარი, საიდანაც საქართველოში შემოედინება ის სიმდიდრე, რომელიც საქართველოს გადაარჩენს. ასე რომ ამ კარს უფლის ნიშანი ადევს და არ არსებობს ძალა, რომ მოარღვიოს.
მომავალში პარტიობანას თამაშს საქართველო აღარ განაგრძობს. მოდის სულ სხვა პერიოდი. ვხედავ, ხალხი გამოხატავს საკუთარ ნებას ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებშია და ისე წარიმართება მმართველობა ქვეყნისა. მოდის საერთოდ ახალი ხალხი, ახალი მთავრობა, რაც ვიწინასწარმეტყველე 1993-1998 წლებში.
მალე გათენდება დღე მშვიდობისა საქართველოსთვის!

1999 წელი, 14 მარტი, 11საათი და 20 წუთი.

ეჰუდ ბარაქი – სამხედრო პირი, ოპოზიციაშია დღეს. მომავალში, ვიმეორებ, ნათანიაჰუს გადააყენებენ. მოდის სამხედრო, რაც ვიწინასწარმეტყველე 1998 წელს. ეს იქნება ეჰუდ ბარაქი. დიახ, მას ვხედავ. ფაქტობრივად ორი სამხედრო ფიგურაა ოპოზიციიდან პრემიერის პოსტზე, მაგრამ გავა ეჰუდ ბარაქი. ეს ასეა ასი პროცენტით. საერთო ჯამში ვიწინასწარმეტყველე, რომ ოპოზიციიდან მოდის სამხედრო პირი, ჰოდა, ასრულდება, ასეა თუ ისეა. ეს ის პიროვნებაა, ვისაც ისრაელი გაყვება, ერთადერთი რეალური კანდიდატურაა, ამერიკელებიც მის მხარეზე არიან. მუსლიმებს არ მოწონთ, ეშინიათ.
ბევრი საკითხი გადაწყდება დადებითად.
სამხედროები მოდიან ისრაელის სასიკეთოდ.
საერთოდ, ბევრგან მოვლენ სამხედროები.
იწყება მესამე მსოფლიო ომი!

მოწმე ვარ!
თემურ იაკობაშვილი (მოსე)
14.03.1999
11 სთ. 20 წთ.

1999 წელი, 15 მარტი, საღამოს 7 საათი, თბილისი.

სამეგრელო ორ ბანაკად გაიყოფა, ვხედავ. `აღორძინება~ და `კოლხეთი~ (შემოკლებით აღვნიშნავ პარტიების დასახელებას).
“აღორძინება” – საშა ჭაჭია: მის უკან დგას ასლან აბაშიძე;
“კოლხეთი” – ბაკურ გულუა: მის უკან დგას პრეზიდენტი.
ვხედავთ, მიდის ფსიქოლოგიური თამაში ხალხზე, მაგრამ ხალხი არ აყვება მორიგ ავანტიურას.
სამეგრელოს სახელმწიფო? ეს ზღაპარია! საქართველო კოლხეთიდან იწყება და მთავრდება კახი+ნუხი+საინგილოთი, თუ უფრო იქით არა (ასევე ჩრდილოეთით და სამხრეთით).
მოკლედ, ვხედავ, სამეგრელოში ისევ აირევა სიტუაციები, წავა ბრძოლა ამ ორ პარტიას შორის, მაგრამ სერიოზული არეულობები არ იქნება, ყველაფერი მალევე ჩაწყნარდება. გაიმარჯვებს პარტია “კოლხეთი”, იგი მოვა პარლამენტში ასი პროცენტით. პრეზიდენტი სიხარულით მიესალმება ამ ძალებს.

აფხაზეთი, სამეგრელო
აჭარა – გაერთიანდებიან
და გამოვა ერთიანი, შავი ზღვის ზოლზე გადაჭიმული
რესპუბლიკა
აფ-სამ-აჭა?!
აფსამაჭა – სასაცილოა!!! 1) აფხაზეთის სახელმწიფო;
2) აჭარის სახელმწიფო;
3) სამეგრლოს სახელმწიფო;
4) სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო;
5) მესხეთ-ჯავახეთის სახელმწიფო.

რასაც ვხედავ მომავალში, ეს არის ერთიანი, მთლიანი, ჯანმრთელი და გაბრწყინებული საქართველო ღვთის სხივის ქვეშ. არ არსებობს ძალა, რომ დაშალოს და დაანაწილოს საქართველო, გაანადგუროს ერი, რომელმაც საუკუნეების ქარცეცხლს გაუძლო და აქამდე მოიტანა თავის ენა ქართული, ჯვარი ქრისტიანული, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გვაქუცმაცებდნენ და გვწვავდნენ.
რაც დღეს ხდება, ისტორიის გამეორებაა და ისევ გადავრჩებით, გავმთლიანდებით და გავმრავლდებით, იცოდეთ. ამინ! ამინ! ამინ!
ნუთუ საქართველოს მტრებს, რომლებმაც ეს გეგმა დაისახეს, მართლა ჯერათ, რომ თუკი ძალა მათ ხელში მოხვდება, ასე ადვილად გადაწყვეტენ საქართველოს ბედს? ვნახოთ! ისინი ხომ ნათელმხილველები არ არიან?! ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს, რომ ასრულდება ჩემი წინასწარმეტყველებები ასი პროცენტით.

აფხაზეთის, სამეგრელოსა და აჭარის გაერთიანებას დავარქვი აფსამაჭა. როგორც ეს სახელია აბსურდული, ისე ეს გეგმაა ბლეფი!

1999 წელი, 10 აპრილი, დილის 2 საათი.
***
, რუსეთი ჩიხშია მომწყვდეული და რაც ვიწინასწარმეტყველე (1992 წლის 19 ოქტომბერს), სრულდება. რუსები იძულებულნი იქნებიან, დაგვიბრუნონ ტერიტორიები, რუსეთის ჯარს აქეთ გამოვიყენებთ. ხედვაში საქართველოს დროშა ფრიალებს – გამარჯვების დროშა!

1999 წელი, 11 აპრილი, დღის 12 საათი.
***

რუსეთი საქართველოს ძალიან დაუტკბება, ვხედავ. რუსები გვიბრუნებენ დაკარგულ მიწებს, თითქოს მართლა მათი ყოფილიყოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეს მაინც არ ჩაეთვლებათ სიკეთეში. ისინი მიხვდებიან, თუ საქართველოს დღეს არ დაუბრუნებენ მიწებს, ხვალ იგი თვითონაც რეალურად იბრუნებს ტერიტორიებს, მათი დახმარების გარეშეც.
ოღონდ საჭიროა მთავრობაში ხალხი შეიცვალოს. აფხაზეთთან დაკავშირებით მუშაობენ ისინი, ვისაც საზოგადოება არ მიიღებს მომავალში, ვხედავ. ის ხალხი კი, ვისაც შეუძლია მოლაპარაკებები და პატივს სცემენ თვით აფსუები, “დაკონსერვებულნი” არიან, ბევრი ჭკვიანი მინისტრი და მოხელეა ჩამოცილებული თავის საქმეს (იძულებითი შვებულება – კულტურულად რომ ვთქვათ). თუ ყველაფერი თავის ადგილზე არ დადგება მომავალში, ძალიან გაუჭირდება ამ მთავრობას, ძალიან და ვხედავ…
არჩევნები? მოდის ახალი და ნათელი პერიოდი. საქართველოს განდიდების დროც ახლოსაა.
საქართველო იბრუნებს თავის ზნეს, წესსა და ჩვეულებას, ჭკვიანნი და ნიჭიერნი თავიანთ საქმეს უბრუნდებიან. ვხედავ, ღმერთი ნამდვილ ქრისტიანებს უბოძებს ყველაფერს და ხელს შეუწყობს მათ მოსვლაში. დიახ, ისინი მიიღებენ უზარმაზარ ენერგიებს, რათა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინონ. ამ ნავთობსადენ მილებს და “აბრეშუმის გზას” ჭკვიანური მართვა და პატრონობა ჭირდება, რათა სიმდიდრე ქვეყნისა არ გავიდეს საქართველოს გარეთ. ამიტომ მოხდება მთავრობის ცვლა, მოვა ახალი ხალხი – ჭკუა და გონება საქართველოსი. ისინი ერთიანდებიან და მოდიან ღვთის ნებით; დიახ, ღვთის ნებით და არა ადამიანებისა. ამინ!
მოხდება მოულოდნელი დიდი ცვლილებები, ვხედავ, რაც ძალიან გაუკვირდებათ. ასეთია ბედისწერა და ნება უფლისა ჩვენისა ღმერთისა. ამინ! ამინ! ამინ!

1999 წელი, 19 აპრილი.

ჩერნომირდინი ჩამოვიდა. რატომ?
პრეზიდენტი ამერიკაში მიემგზავრება. რუსები ფიქრობენ, ისევ გამოიყენონ ამერიკასთან ურთიერთობების აღსადგენად თუ დასალაგებლად როგორც ადრე, როცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. აქ არის თხოვნაც და მუქარაც. ვხედავ, დიდი ვაჭრობაც მიდის აფხაზეთზე, სამაჩაბლოზე და ა.შ.
სრულდება ჩემი წინასწარმეტყველებები 1992-1993 წლებისა: რუსეთი თვითონ გვიბრუნებს ჩვენ მიწებს. ისინი ჩრდილში მოემწყვდევიან, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
პრეზიდენტი ამ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებს. რუსეთი წააგებს დიდ პოლიტიკას. აფხაზეთში შევალთ, ვხედავ ასი პროცენტით. იქნება ლაპარაკი ეშერას საიდუმლო გამოქვაბულზე, რომელიც ბევრ რამეს წყვეტს. საქართველო დათანხმდება იქ რუსული სამხედრო წერტილების განლაგებაზე, მაგრამ ეს დროებითია. ვხედავ, რუსეთს მომავალში მაინც მოუწევს აფხაზეთისა და მთლიანი საქართველოს დატოვება. საქართველო მთლიანად გადადის ნატოს ბლოკში.
საქართველო ისრაელს გავს!
მოდის ახალი მთავრობა, ახალი ხალხი, ახალი პარტია. ორი პარტია დარჩება, როგორც 1992 წლის 18 დეკემბერს ვიწინასწარმეტყველე – `რესპუბლიკელები~ და `დემოკრატები~. ასე იქნება.
საქართველო განიწმინდება – ქრისტიანობა უფრო ღრმა ფესვებს იდგამს. სხვანი – ეშმაკნი და ფარისეველნი, ფეხს ვერ მოიკიდებენ. ძლიერია ქართული ეკლესია!

1999 წელი, 20 აპრილი, დილის 11 საათი.

ორი სხვადასხვა მეწარმეთა კავშირი ვერ ითანამშრომლებს. პირველი – თოფაძის გუნდი, მართლა მეწარმეთა კავშირის ინტერესებს იცავს, რაც გამოჩნდება მომავალში; მეორე მხარე – მეწარმეთა (ქვემო ქართლიდან, ცენტრი რუსთავშია. აქ დევს სხვა ძალაც, რასაც არ ვშიფრავ!) უფრო პოლიტიკური გაერთიანებაა და ზოგიერთი თანამდებობის პირის დიდი კომერციული ინტერესებია ჩადებული. ზუსტად ეს კავშირი გაუფუჭებს მათ კარიერას მომავალში. ასე რომ არ იყოს, მაშ, რატომ არ შეუერთდნენ თბილისელ მეწარმეებს? ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში თოფაძის გუნდი გაიმარჯვებს. ისინი მართლა შეასრულებენ მეწარმეთა პროგრამას, მაგრამ თუ პოლიტოლოგები არ მოიწვიეს, ძალიან გაუჭირდებათ მერე მართვა. ისე, ყველა პარტიას გაუჭირდება, მომავალში არც ერთი არ იარსებებს, სულ სხვა ძალები მოდიან. ყველაფერი ახალი! წარმოიდგინეთ, მართლა ასეა.

1999 წელი, 30 ივნისი, დღის 12 საათი.

“თელასში” მოულოდნელად სიტუაციები ძალიან აირევა. არ გამოვრიცხავთ არაფერს, თუნდაც სარწმუნოებას.
ამერიკელების ზურგს უკან რაც დგას და ვინც დგას, არ არის მყარი ბაზა. ირგვლივ თითქოს ყველაფერს შთანთქავენ. ვითომ აშენებენ, ამ დროს მნიშვნელოვან ბაზებს ხელში იგდებენ კაპიკების ფასად და ფიქრობენ ფესვების გადგმას, პლუს რელიგიური ხაზითაც, რაზეც მალე ახმაურდებიან პარლამენტშიც. რა ხდება, ნახავთ. მაგრამ “თელასის” უკან დგას გარკვეული ჯგუფი ქართველებისა და მათ მიზანს არ აწერია ასრულება!
ვხედავ, ეს ყველაფერი დაიშლება, იქნება “თელასი” და “საქენერგო”. იქმნება ახალი, ერთიანი, უზარმაზარი დეპარტამენტი, ასე ვთქვათ, სამინისტრო, და ეს სამსახური მიიღებს ნამდვილ სახელს. ამას თავად პრეზიდენტის ბრძანებით გააკეთებენ. ასე რომ, “თელასი” სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.
ვხედავ სასამართლოებს მათ წინააღმდეგ, ვინც ფიქრობდა “თელასის” დათრევას. ეს იქნება დიდი სკანდალი, მაგრამ სწრაფადვე ჩაქრება.
ამერიკელების უკან ქართველთა პატარა ჯგუფია, რომელთაც ამხელა სიმდიდრის კაპიკებში ხელში ჩაგდება მოინდომეს. სხვათა შორის, მათი სახელებიც ამოტივტივდება. ღმერთი არაფერს შეარჩენს!
ამინ!

1999 წელი, 5 ივლისი, დილის 9 საათი, კოჯორი.

ვხედავ, “მეწარმეთა კავშირს” უჭირს დღეს, მაგრამ ეს მხოლოდ დღეს, დროებითია. მოკლედ, ვხედავ, თოფაძე მოიგებს სასამართლოს – დიდ სასამართლოს ევროპაში. იგი ყველა საბუთს გამოამზეურებს, რასაც აქ არ აჩვენებს. ამას მოყვება დიდი სკანდალი ევროპაში. იგი ამტკიცებს, როგორ კოტრდებიან მეწარმენი საქართველოში ხელოვნურად შექმნილ სიტუაციაში. საშინელებაა! მეწარმეები არ დაიშლებიან, ანუ არ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რაზეც მუშაობენ. “დაყავი და იბატონე” არ გამოუვათ, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ კარგავს.
თოფაძემ საერთოდ არ უნდა გადაიხადოს თანხა, რაც ვალად არ აქვს. ასე “აწერენ” სხვებსაც, ვინაიდან არჩევნებში ფული სჭირდებათ.
თოფაძე, ვხედავ, ხალხს ასაქმებს, ბევრს სიკეთეს თესს და საქართველოს მტერს ვერ ვუწოდებ. მტრები არიან სახელმწიფო აპარატში და მთავრობაში, ვინც სპობს საქართველოში მეწარმეობას, რათა თვითონ გაისქელონ ჯიბეები და წილში იყვნენ. მაგრამ ავიწყდებათ, რომ ცოდვა-მადლი საბოლოო ჯამში ღვთისგან ირჩევა და ასეც მოხდება. თოფაძე გაიმარჯვებს! იგი დიდ ენერგიაში იმყოფება. სასამართლო – ციხე – მერე სიმაღლე.
პრეზიდენტმა ყველაფერი იცის, მაგრამ მერე რა ქნას? არჩევნები! ყველაფერი მისგან მოდის! სათავე პრეზიდენტია!
მეწარმენი წელში გასწორდებიან. მოვლენ მთავრობაში მყარი ნაბიჯით, ოღონდ სულ სხვა ხალხს ვხედავ.

1999 წელი, 8 ივლისი, დღის 12 საათი, კოჯორი.

ციხე ნელ-ნელა დაიწმინდება, ბევრი უდანაშაულო გამოვა გარეთ ღვთის ნებით და ბევრიც – ეშმაკის ნებით. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.
მომავალში პოლიტიკური არენა ძალიან დაიძაბება ისევ, ოღონდ, პრეზიდენტის სასარგებლოდ. ისე ჩანს, თითქოს პრეზიდენტის ირგვლივ იკვრება ძალიან ცუდი წრე, მაგრამ ეს ასე არ არის. მას ისევ პრეზიდენტობა აწერია ღვთის ნებით და ადამიანების მიერ დაგებულ მახეს დედამიწაზე არავითარი ფასი არ აქვს. ბედისწერით ისევ პრეზიდენტია და ასეც ვხედავ, მაგრამ მმართველობა ძალიან გაუჭირდება, თუ არ შეცვლის კადრებს. აქ უკვე მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმართავს საკუთარ ბედს ერთ მონაკვეთში, როგორ მოიხმარს ენერგიებს. რომელ ენერგიებს? ეს თვითონ კარგად იცის!!!
უნდა შეიქმნას (და ასეც იქნება) მინისტრთა კაბინეტი, უნდა შეიქმნას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც. ამით პრეზიდენტი რამდენიმე კურდღელს იჭერს ერთად!!!
ამაზე დიდი ჭიდილი წავა მთავრობაში, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო! ბევრი დატოვებს თანამდებობას.

1999 წელი, 14 ივლისი, დილის 10 საათი, კოჯორი.

ძველი, საპარლამენტო პარტიები ცდილობენ, რა თქმა უნდა, რომ არ წაიშალონ პოლიტიკური არენიდან, მაგრამ ყველა მათი ცდა ჩაფუშულია. ისინი ვერასდროს, ანუ არასდროს მოვლენ მთავრობაში, პარლამენტში. არ გამოვრიცხავ მხოლოდ თითო-ოროლა ძველ მინისტრს და თანამდებობის პირს, რომლებიც პრეზიდენტის ბრძანებით ბრუნდებიან სხვადასხვა ადგილზე. აღსანიშნავ, ანუ რაიმე დიდ დარტყმას არჩევნებთან დაკავშირებით არ ვხედავ, ყველაფერი ჩვეულებრივად ჩაივლის.
მოულოდნელად უნდა ჩაიძიროს ზოგიერთი მნიშვნელოვანი პარტია. ეს კანონზომიერიცაა, მაგრამ ომს და დიდ უბედურებას ნამდვილად არ ვხედავ.
რთულ პერიოდს ვხედავ სარწმუნოებასთან დაკავშირებით. მოვუფრთხილდეთ ქრისტიანულ სარწმუნოებას! ეკლესიებს და საპატრიარქოს ძალიან გაუჭირდებათ. საქრისტიანოს უპირისპირდებიან იეღოველები, ვაჰაბიტები, კრიშნაიდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტელევიზიებს, როგორც იტყვიან, ფეხებზე კიდიათ ყველაფერი. თუ ფულს გადაიხდის, თუგინდ სატანას გამოიყვანენ სიტყვით. ეს თითქოს ქვეყნის დასასრულია. დიახ, ვხედავ, მომავალში ქვეყნის დასასრული დაუდგებათ მათ, ვინც ქრისტიანობა უარყო. ისინი დაისჯებიან ღვთის მახვილით. ბიბლიის ეს მონაკვეთიც მათ ეკუთვნით:

1999 წელი, 19 ივლისი, დღის 2 საათი, კოჯორი.

სექტემბერი მოულოდნელი პოლიტიკური ამბებით იქნება სავსე.
ვხედავ, `აღორძინება~ (ასლან აბაშიძის პარტია) დაიშლება მომავალში; ისინი უმრავლესობაში არ იქნებიან. დიდი ჭიდილი წავა ვითომ, მაგრამ, როგორც პრეზიდენტს აქვს დაგეგმილი, ზუსტად ისე ჩამოყალიბდება ყველაფერი. ეს ასეა. ასლან აბაშიძე, როგორც 1995-1996 წლებში ვიწინასწარმეტყველე, წარადგენს თავს პრეზიდენტის პოსტზე. აქ უკვე მისი დასასრულია, იგი არენიდან ქრება.
და საერთოდ, მოდის ახალი თაობა, ახალი ხალხი, მთლიანად შეიცვლება მთავრობა. ვისაც დღეს იმედი აქვს, რომ ასი პროცენტით მოვა, ცდება. ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი დატოვებს პოლიტიკურ არენას, ზოგიერთების გამოკლებით.
პროკურატურაში დიდი ცვლილებები იქნება. ეს გამოიწვევს შიდა უკმაყოფილებას, მაგრამ ასეა. რაც მოხდა სასამართლოებში, იგივე სურათია პროკურატურაშიც. ასეთია ბედისწერა. ეს არამართებულია, ჯობდა სხვა რამე მოეფიქრებინათ. დაიწყება დიდი ბრძოლები.
საერთოდ, რაც შეეხება ძალოვან სამინისტროებს, დიდი ცვლილებები განხორციელდება უცხოური პროგრამებით, რომლებიც, ვხედავ, ამერიკაში დაიგეგმება. შესაფერის დროს ელოდებიან. უშიშროება “ცერეუს” გავს, შ.ს.ს. კი (პოლიცია) დიდი დეპარტამენტია, რომელიც ექვემდებარება უშიშროებას. ეს იქნება ერთიანი დეპარტამენტი – სამინისტრო, მრავალი და საჭირო განყოფილებით. მეორე – ეს არის ჯარი.
უშიშროება და პოლიცია ერთიანია;
ჯარი – შეიარაღებული ძალები – მოდელი ევროპულ-ამერიკული.

1999 წელი, 18 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი.
***
როგორც გნებავთ, ისე მიიღეთ, არ მაინტერესებს: ძლიერი რუსეთი გვაწყობს ასი პროცენტით. რუსეთის მთავრობა შუმეიკოს მეთაურობით საქართველოსთვის მომგებიანია. ახალ ხალხს ვხედავ საქართველოს მთავრობის ხაზითაც. იმ დროს, ვხედავ, რუსეთი მყარ კონტაქტშია საქართველოსთან და სუფთა ურთიერთობებს ამყარებს. კავკასია კი დამშვიდებულია. კავკასიის ცენტრი, როგორც 9 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, საქართველოა. ასეთია ნება ღვთისა, ამინ!

1999 წელი, 20 აგვისტო, საღამოს 9 საათი, კოჯორი.

ვხედავ სიკვდილს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისა. ეს ქალია. ვხედავ, ვინც არის… დიაგნოზი: სიმსივნე საშვილოსნოს ზოლში. მკურნალობა უშედეგო იქნება. ასეთია ნება ღვთისა. ამიტომ ეს პარტია ძალიან სუსტდება. ახალი ლიდერი, როგორც იტყვიან, ვერ გაქაჩავს და ჩრდილში, თამაშგარე მდგომარეობაში მოექცევიან.
“მოქალაქეთა” პარტია უფრო ძლიერდება. ისინი ყოველთვის იქნებიან. მათი მოშორება ბევრს სურს და არ მოწონთ ისინი, მაგრამ ასეთია ბედისწერა. ბაზას იმყარებენ, როგორც მმართველი პარტია.
1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, პარლამენტში ორი პარტია დარჩება, სათავეში ზის ცხრა კაცი, რომელნიც მართავენ საქართველოს-მეთქი. ყალიბდება, ვხედავთ, მინისტრთა კაბინეტი – ეს ის ცხრა კაცია (რამდენიმე სამინისტროს გააერთიანებენ). დიდი ცვლილებები იქნება მათ სტრუქტურებში. მხოლოდ ორი პარტია დარჩება. აქედან ერთი სახელისუფლებო პარტიაა, მეორე კი ახლად შექმნილი და პრეზიდენტიც მათი ლიდერი იქნება. იგი ჩემი მეგობარია.
მოულოდნელი ცვლილებები ბევრს აუბნევს გზაკვალს, მაგრამ ასეა: დასარჩენი დარჩება, წამსვლელი კი წავა. წარსულიდან დაბრუნდება მთავრობაში გათავისუფლებული მინისტრი და თანამდებობის პირი. ასეა, მათი გამოცდილება დაჭირდება პრეზიდენტს ღვთის ნებით, სურს თუ არა და ბევრი რამ სასიკეთოდ გადაწყდება საქართველოსთვის, ხალხისთვის.

1999 წელი, 25 აგვისტო, ღამის 12 საათი.

მომავალში იქმნება ახალი მთავრობა, ახალი კანონები, რომლებიც კანონობს. საინტერესო კი ის არის, რომ ბევრი, ასე ვთქვათ, სახელოვანი პარტია, ვერ გადალახავს შვიდპროცენტიან ბარიერს და დარჩება ქუჩაში, დიახ, ქუჩაში. ძალიან გაუკვირდებათ, მაგრამ ეს ასეა. ბევრი, ასე ვთქვათ, ძლიერი დეპუტატიც გარეთ დარჩება.
1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება: “ცხრა კაცი დგა ქვეყნის სათავეში. დარჩება ორი პარტია”. ეს ყველას უკვირს. პარტიების ისეთი სიმრავლეა, რომ დაუჯერებელია ორი პარტიის დარჩენა ქვეყანაში.
ყველაფერი ლაგდება, ვხედავ, მაგრამ პრეზიდენტს მოულოდნელი დეპრესიები ეწყება, ფსიქიკა ძალიან გადაეღლება, რჩება უენერგიოდ, ეს საშინელებაა. იძაბება, როგორც არასოდეს, იავადმყოფებს ხანგრძლივი პერიოდი. ბევრ რამეს მიხვდება, მათ შორის იმასაც, თუ რას ნიშნავს ენერგია, მაგრამ… ასეთია ბედისწერა. მოდის ახალი პრეზიდენტი, ახალი ხალხი, ახალი მთავრობა.

1999 წელი, 5 ოქტომბერი, დილის 10 საათი.
***
და ასრულდება 1992 წელს ჩაწერილი წინასწარმეტყველება: “დე-ფაქტო პრეზიდენტს თვითონ რუსები მოთხრიან”. რუსეთის ტელევიზია დღე და ღამე მის ლანძღვაში იქნება. მეტად სასიამოვნო მოსასმენია, როგორ ცნობს რუსეთი აფხაზეთს საქართველოდ!
ბედის ირონია!
ასეთია ბედისწერა. ამინ!

1999 წელი, 9 ოქტომბერი, ღამის 11 საათი.

არჩევნებში “მოქალაქეები” იმარჯვებენ, მოდიან უმრავლესობაში. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ გარეთ დარჩნენ, ისინიც მოხვდებიან პარლამენტში. `აღორძინება~ (ბათუმი) წააგებს; დიდი კრახი და დარტყმა ელით, ყველაფერი წყალში ჩაეყრებათ.
პრეზიდენტი ისევ შევარდნაძეა. მომავალში დიდი ცვლილებები იქნება, პრეზიდენტი ყველაფერს შეცვლის.
წინა პლანზე მაინც, ვხედავ, ზურაბ ჟვანია წამოიწევს, სააკაშვილი კი პარლამენტის თავმჯდომარეა??? ზღაპარივით გესმით, არა? მეც, მაგრამ ასე იქნება მომავალში. მოდიან ისინი ვისაც ვერ წარმოიდგენთ!
პრეზიდენტი დიდ თამაშს წამოიწყებს და უზარმაზარ დარტყმას მიაყენებს მტრებს – მოღალატე `თავადებს~. იგი ფართომასშტაბიან ომს გამოუცხადებს კორუფციას, დაიწყებს პარლამენტიდან!!! ბევრი დაკარგავს დიდ ქონებას!!! მთავარი: გახშირდება ტერორები, დაიწყებენ ერთმანეთის განადგურებას, ემსგავსებიან იტალიელ მაფიოზებს, გაასწრებენ კიდევაც.
“აღორძინება” (აჭარა) დაიშლება. ასლან აბაშიძე წააგებს სამუდამოდ. თვითონვე ხვდება, რომ წააგო. იგი ძალიან უცნაურ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს (ამაზე ყველა ილაპარაკებს), რუსეთთან მოუვა დიდი შეჯახება. ბევრს ელაპარაკებოდნენ, მაგრამ არაფერი გაუკეთეს (საცოდავია ნამდვილად). სრულდება ჩემი წინასწარმეტყელებები – ჩაწერილნი 1992 წლიდან დღემდე.

1999 წელი, 5 ნოემბერი, დილის 10 საათი.

საქართველო ნელ-ნელა დაწყნარდება. პარლამენტი დაიწყებს მუშაობას. ვერ ვხედავ, რომ არასერიოზული ხალხი იყოს შეკრებილი, პირიქით. პარლამენტი, ვხედავ, დიდ, ურთულეს თამაშს მოიგებს მომავალში პოლიტიკაში. ეს უკვე ძლიერი და ერთიანი ძალაა. რა თქმა უნდა, არის შეცდომებიც – თითქოს გამოუსწორებელი, მაგრამ წარსულთან შედარებაც არ არის.
`მრეწველები~ თავიანთ სიტყვას იტყვიან პარლამენტში, მაგრამ ვხედავ, არა ისე, როგორც ქონდათ დაგეგმილი. ვითარება და მდგომარეობა ძალიან შეიცვლება, ამიტომ მათ ჭირდებათ პოლიტიკური მრჩეველი (ადრეც ვიწინასწარმეტყველე: “ჭირდებათ მრჩეველი!” 20 აპრილი, 1996 წელი). ერთს მიხვდებიან ბოლოს, როცა ბრძოლით დაიღლებიან, რომ უნდა შეეკრან რომელიმე პარტიას, თუ უნდათ, რომ საქმე გააკეთონ. თითქოს “აღორძინებისკენ” გადაიხრებიან, თითქოს, მაგრამ ეს უფრო თამაშს გავს, ვიდრე სერიოზულ ნაბიჯს. “მრეწველები” “მოქალაქეებს” შეეკვრებიან. ასეც უნდა ყოფილიყო – თანხები “მოქალაქეებს” ჭირდებათ პრეზიდენტის არჩევნების წინ; ასეც იყო დაგეგმილი.
“მოქალაქეები” ერთიან, ძლიერ ძალად ჩამოყალიბდება, ძალად, რომელიც ისევ მოვა პარლამენტში, ოღონდ სახელს შეიცვლიან.
ახალ პარლამენტს რთული დღეები ელის პოლიტიკაში, მაგრამ მათი კანონები და სამუშაოც, რომელსაც შეასრულებენ, საქართველოსთვის სასიკეთოა. მართებული ნათქვამია: “სოფელი უცებ არ აშენებულა”.
“აღორძინება” საკუთარ შესაძლებლობებს და სახეს გამოაჩენს. არც ისეთი ჭკვიანი ძალაა, როგორც გაჰკიოდნენ. მასში შემავალი პარტიებისთვის “აღორძინება” იყო ნაღდი ხიდი პარლამენტში მოსახვედრად და რაც მოხდება, ამას წინასწარმეტყველება არ ჭირდება.
არც “მოქალაქეებს” არ ჭირდებათ ისინი. მზაკვრობა და დატერორება, რაც ყოველთვის არის პარლამენტში, გაგრძელდება.
რჩეულიშვილი ვახტანგი: ძალიან სუსტ ძალად წარმოჩინდება. მას დიდი დეპრესიები ეწყება. საჭიროა მკურნალობა.
“მოქალაქეები” ძლიერი თანამდებობის სკამებს ხელში არ ჩაუგდებენ პარტიას “აღორძინება”. ვხედავ დიდი ქალბატონის სიკვდილს. “დრონი მეფობენ და არა მეფენი!”
ასე რომ, ორი ძალა, ორი პარტია: “მოქალაქეები” და “აღორძინება” , დანართი – “მრეწველები”. ეს არ არის პარტია; ეს არის ნაუცბათევად შექმნილი ბლოკი, ანუ ხალხი, რომლებმაც თავიც გადაირჩინეს და “მოქალაქეებს” თოთხმეტი ხმაც შემატეს. “მრეწველებს”, როგორც პარტიას, არ აქვს წარსული. ნამდვილი პარტიები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ეს ბავშვსაც კი ესმის.
დრო, რასაც არ ვწინასწარმეტყველებ, კოსმიურ ველში არ არსებობს, იგი უსაზღვრო სივრცეა.
კიდევ უფრო მომავალში ორი პარტია დარჩება, როგორც დღეს არის, ოღონდ დანართების გარეშე.
მე “მრეწველების” გამარჯვება ვიწინასწარმეტყველე პოლიტიკაში, მაგრამ, როგორც პარტიას, მაინც ვერ ვხედავ. ეს ყველამ იცის. როგორც ყოველთვის, ჩემი წინასწარმეტყველებები გამართლდება ასი პროცენტით.

1999 წელი, 6 ნოემბერი, საღამოს 10 საათი.

ვხედავ, მომავალში “მრეწველები’ თანდათან ჩამოყალიბდებიან, როგორც ნამდვილი პარტია. მათ აქვთ თანხები და თუ სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამენ – ისეთს, რომ მრეწველობის, ეკონომიკის სადავეები არ დაკარგონ – მაშინ თავის პარტიას დააფინანსებენ იმდენად, რომ შეძლებენ “აღორძინების” ადგილიც კი დაიკავონ მომავალში. მაგრამ გაქაჩავენ? ეს შეკითხვა იწერება მათ ბედზე.
გარეთ დარჩენილი პარტიები ფარ-ხმალს არ ყრიან, შეცდომებს ასწორებენ. ისინი დაიწყებენ გაერთიანებას.
ორად გაყოფილი “ეროვნულ დემოკრატები” შეერთდებიან. მათ სხვა პარტიაც შეუერთდებათ, მაგრამ გარეთ დარჩენილებს ყურს არავინ უგდებს. ასე რომ, დიდი მოთმინება დაჭირდებათ მიზნის მისაღწევად.

* * *
2004 წელიც მალე გაირბენს. აი ნახავთ!

* * *
ბევრი სასარგებლო საქმე გაკეთდება საქართველოსთვის. დროს არ ვაფიქსირებ, როგორც ყოველთვის, მაგრამ საქართველო ნამდვილად ბევრი ურთულესი სიტუაციიდან გამოძვრება.
პარლამენტი რუსეთის მიმართ გონიერ ნაბიჯებს გადადგამს. პრეზიდენტი შევარდნაძეა! რუსეთი ყველაფერს შეურიგდება საქართველოსთან მიმართებაში.
საინტერესო დეტალს ვხედავთ მომავალში: საქართველო და რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქეთში, დიახ, თურქეთში. მეც მიკვირს, მაგრამ ასე ასრულდება ასი პროცენტით. ამერიკაც ღია თამაშს იწყებს და საქართველოს ინტერესებს ღიად დაიცავს, ასე ვთქვათ, ყველას დასანახად.
საქართველო ნატოს წევრია! ნატოს სამხედრო გემებია შავ ზღვაზე აფხაზეთიდან აჭარამდე, ვხედავთ. მომავალში სიმშვიდეა მთელს საქართველოში.

1999 წელი, 7 ნოემბერი, დღის 2 საათი.

საქართველო ევროპაა, ანუ მისი ნაწილი, ამიტომ კავკასია ითქმის ჩრდილოეთ კავკასიაზე და არა საქართველოზე. ეს უზარმაზარი ფარია და დაცვა რუსული მონსტრისგან. მომავალში მთელი საქართველო მიხვდება – უწიგნურიც კი, თუ რა საშიშროება და ნგრევა ააცილა ამ ტიტულმა – ევროპელის სახელმა ჩვენ ქვეყანას. კავკასიად მოიხსენიებენ ჩრდილოეთ კავკასიას, აზერბაიჯანსა და სასომხეთს, საქართველოს კი – ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს შავი ზღვისპირეთისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას, ევროპა იერთებს. ეს მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
ვხედავ, მომავალში კიდევ მნიშვნელოვან ბრძოლას მოვიგებთ. რუსეთი გვცნობს, როგორც ევროპას, მაგრამ მანამდე რთულ და საშიშ ეტაპებს გავივლით.
ბევრი სახელოვანი და გამოჩენილი ადამიანი ეწვევა საქართველოს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ინგლისის დედოფლის ჩამოსვლა. იგი ჩამობრძანდება საქართველოში ასი პროცენტით. გრანდიოზულ შეხვედრას მოუწყობს საქართველო მას.
ინგლისელები შავ ზღვაზე იაქტიურებენ საქმიანად – სამხედრო ხაზით ეხმარებიან საქართველოს. ვხედავ წყალქვეშა ნავს და გემს, რომელსაც ინგლისი საქართველოს აჩუქებს. დიდ პროექტებს ვხედავ, ყველგან აშენებენ. ინგლისის მსხვილი ბანკებიც შემოდიან კონტაქტში. ცნობილი მანქანების ფირმა შემოდის პროექტებით, რომ ააშენონ ქარხნები. ვხედავ უცხოური მანქანების მინიქარხნებს. საქართველოსთვის ეს ძალიან მოგებიანია. ასეა მომავალში ასი პროცენტით. აი ნახავთ!!!

1999 წელი, 8 ნოემბერი, საღამოს 6 საათი.

ვხედავ, გაზის პრობლემას საქართველო მომავალში აუცილებლად გადაწყვეტს, იძულებული შეიქნება.
რუსებს ჩემი მტერი ენდო! რუსეთიდან საქართველო გაზს სრულყოფილად არასდროს მიიღებს.
ვხედავ უზარმაზარ პროექტებს. თურქეთი-საქართველო-აზებაიჯანი – მათ შუა მილი გაივლის. ნავთობის მილების მსგავსად, გაზსადენ მილებს ვხედავ მომავალში ასი პროცენტით. ეს უდიდესი დარტყმაა რუსეთისათვის, მაგრამ ვერაფერს გახდებიან. გაზის მილი, უნდა თუ არა რუსეთს, მაინც გაივლის საქართველოზე ასი პროცენტით.
მომავალში, ვხედავ, საქართველო არაფრით არ არის დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ ის ნავთობ- და გაზსადენი მილები, რომლებიც რუსეთთან გვაქვს, არ უნდა დაიშალოს. მომავალში მათ კიდევ ბევრჯერ გამოვიყენებთ, როცა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დამყარდება. ეს ასეც მოხდება, როცა რუსეთი დაწყნარდება და მართლა დემოკრატიულ სახეს მიიღებს.
მოკლედ, გაზსადენ მილზე საქართველოს დიდი ბრძოლები ელის, მაგრამ გავიმარჯვებთ. ამერიკა და ევროპა გვეხმარება, მთელი მასალა და დაფინანსება მათი იქნება. მტრის კარს, რუსეთი ისე გაცოფდება, მაგრამ ცივი წყალი დალიონ.
საქართველოსაც მივმართავ: ძალიან შეგეშინდათ და ვერ რისკავთ, არ იცით, საიდან დაიწყოთ, მაგრამ მაინც ისე მოხდება, როგორც ვხედავ!
აი ნახავთ!

1999 წელი, 9 ნოემბერი, დილის 10 საათი.

ინგლისი ძალიან დაინტერესდება საქართველოს წყლებით. ეს წყლები – სამკურნალო, გოგირდის წყლები – ძალიან საინტერესოა ყველასათვის. ჯერ ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოს ბუნებრივი წყლები უძვირფასესი სამკურნალო ნივთიერებითაა სავსე და როცა დაიწყება ნამდვილი გამოკვლევა, მსოფლიო გაოცდება. დიახ, ეს ასეა. ააშენებენ ბალნეოლოგიური კურორტის მსგავს დიდ ლამაზ შენობებს, სამკურნალო ცურვისა და მასაჟის ცენტრს, ყოველგვარი წამლით მკურნალობის გარეშე, რასაც უდიდესი და საოცარი ეფექტები იქნება. ასეთ აუზებში იბანავებენ და იმკურნალებენ დედოფლები, მაგალითად, ინგლისის დედოფალი, მსოფლიო ელიტა. ჩვენი გოგირდის წყლისნაირი მსოფლიოში სხვაგანაც არის? არა, ბატონებო, არსადაც არ არის! ამ სითხეს გასაოცარი სამკურნალო თვისებები აქვს; ვიმეორებ, გასაოცარი!!! ამას პლუს მიწა, ტალახები, რომლებიც საოცარი მკურნალია, საოცარი! არადა თითქმის მთელ საქართველოშია, ყველა კუთხეში მოედინება ეს წყლები. საქართველო პატარაა, მაგრამ ძალიან მდიდარი. ასე ვხედავ მომავალში.
იტალიაში მოდის ახალი პაპი და იწყება ახალი პაპის ახალი ეტაპი. იგი დიდი პოლიტიკოსია, არანაკლები, ვიდრე იყო იოანე პავლე მეორე.
ინგლისს ახალი დედოფალი ეყოლება.
ამერიკელ პოლიტიკოსს მადლენ ორლბრაიტს მძიმე ოპერაცია ელის; ეს შეეხება სახსრებს.
ამერიკაში ახალი პრეზიდენტი მოდის – “რესპუბლიკელი~”

1999 წელი, 10 ნოემბერი, ღამის 12 საათი.

რომის პაპად მოვა მართლმადიდებელი! დიახ, მართლმადიდებლობას თითქოს უარყოფს, ასე ჩანს. ბევრი გაღიზიანდება, მაგრამ ეს მისი კარიერისთვის იყო საჭირო. რასაც ვხედავ და ვწერ, თვითონ მაოცებს.
არც იოანე პავლე მეორე იყო იტალიელი, მაგრამ დაუშვეს. ამასაც დაუშვებენ. ასეა ასი პროცენტით.
ეს მართლმადიდებელი პაპი ევროპიდან წამოვა, როგორც წამოვიდა იოანე პავლე მეორე. იგი უდიდეს სამსახურს გაუწევს ვატიკანს და საერთოდ მსოფლიოში სარწმუნოებაში დიდი ცვლა იქნება. ასე ნებავს ღმერთს! ამინ!!!

1999 წელი, 12 ნოემბერი, დღის 12 საათი.

პარლამენტი, მინისტრები – ვინ არიან? ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი სატანის მოციქულნი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! ეშმაკნი!
მოდის ძალიან რთული პერიოდი, დაპირისპირებები, ერთმანეთის ჭამა, გაყიდვა, ტერორები. პარლამენტში რომ გაარჩევენ საქმეს, მერე ქუჩაში გადადიან და ხოცავენ ერთმანეთს. რამდენიმე პარლამენტარის სიკვდილს ვხედავ.
მოკლედ, ვერ აღვწერ, რასაც ვხედავ!
“აღორძინება”-“მოქალაქეების” ჯიბრზე ისინი თითქოს ერთიან პოლიტიკას თამაშობენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება – ერთმანეთს ისე დაერევიან, რომ ვერ გააშველებენ.
ეს ათ წელიწადში დაგროვილი ნაგვის გაფილტვრაა საქართველოში, დიახ, ნაგვის!
მათ პატარა პერიოდი აქვთ. პრეზიდენტს აღარ აქვს ძალა და ენერგია. ეს მალე გამოჩნდება. მისივე მოყვანილი ხალხი უღალატებს, ვისიც ვითომ მართლაც სჯერა. მოკლედ, საზიზღარი პერიოდია.
იქმნება ახალი პარტიები, მოდის ახალი თაობა და პრეზიდენტი “გიორგი” – ის ახალგაზრდა, ვისაც დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ.
დღეს კი პრეზიდენტს ძალიან, ძალიან გაუჭირდება; იმდენად გაუჭირდება, რომ მოინდომებს კაბინეტში დავუჯდე ოფიციალურად, ტიტულსაც კი მომანიჭებს. ასეა. მე კი რას ვეტყვი? უარს!
პრეზიდენტს ისეთ დღეში ჩააგდებენ, მტრის კარს!

1999 წელი, 20 ნოემბერი, ღამის 11 საათი.

სწორედ ახლა დამირეკა ხათუნა კოკოჩაშვილმა ბრიუსელიდან. მე ვუწინასწარმეტყველე ხათუნას ახლობელს, ხათუნა თარჯიმნობდა.
გავაოგნე!
ტელეფონით, რა თქმა უნდა, არ მიჭირს წინასწარმეტყველება; არც მანძილი თამაშობს როლს.
ბრიუსელში უკვე მიცნობენ და ყველას სურს ჩემთან მოხვედრა.
მეცინება. ვისაც ვუწინასწარმეტყველე, თვითონაც ვითომ წინასწარმეტყველია, მაგრამ ხათუნამ მითხრა, ისეთი უსუსური გახდა, ლელა, და ისეთი შეშინებულია, რომ ნახო გაგიჟდებიო.
გამეცინა.

1999 წელი, 20 დეკემბერი, დილის 8 საათი.

პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას არ ენდობა, მაგრამ უნდა გამოიყენოს, რა თქმა უნდა, სათავისოდ. ჟვანიაც თავს გამოაყენებინებს, რათა მერე თვითონ გამოიყენოს პრეზიდენტი; და საერთოდ, ამ ეტაპზე შევარდნაძე აწყობს პრეზიდენტად. ეს ოთხი წელი არის მისი მზადებისა და დიდი ბრძოლების პერიოდი, რათა პრეზიდენტად მოვიდეს. ამიტომ იქნება ძალიან რთული პერიოდები, შანტაჟები და ტერორები.
`მოქალაქეების~ ქმედებები ზღვარს გადააბიჯებს და პრეზიდენტს ბრწყინვალე საშუალება ეძლევა, რათა ჟვანიას ხელი შეუშალოს სახალხოდ პრეზიდენტად მოსვლაში. ეს ძალიან ტექნიკური და ჭკვიანური თამაში იქნება, მაგრამ პრეზიდენტს ის ძალა აღარ აქვს. იგი ნელ-ნელა სუსტდება, მაგრამ ბევრსაც გადაიყოლებს, ისე არ წავა. ამიტომ, ვისაც ჭკუა აქვს, უნდა ითამაშოს პრეზიდენტის მხარეზე, რათა არ დაიხრჩოს. ამ დროს ის პრივილეგია მაინც გაქვს, რომ პრეზიდენტი იმ პერიოდში არ ჩაგძირავს. ცოტა მოგვიანებით, მართალია, მაინც გაგწირავს, მაგრამ თუ ჭკვიანი ხარ და ენერგიაც გაქვს, დრო მაინც არის, რომ გამოძვრე; არა მარტო გამოძვრე, გარკვეული ადგილიც კი დაიკავო, ანუ გამოგლიჯო თანამდებობა პრეზიდენტს. ასე უყვარს მას.
მეწარმეთა ჯგუფს კარგი დღე არ დაადგება. ვის მხარეზე არიან? პრეზიდენტი თუ პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია? გადაიხრებიან ჟვანიას მხარეზე.
პრეზიდენტი კატასავით მიიძინებს (ეს მისი ტაქტიკაა), რათა საშუალება მისცეს ჟვანიას, დაკარგოს სიფხიზლე, ფრთები შეისხას და იგრძნოს, რომ ეხლა მათი დროა. და ეს სწორედ მაშინ, როცა მისი დრო არ არის. ეს გონებას დაუბნელებს `მრეწველებს~, უშვებენ დიდ პოლიტიკურ შეცდომებს და ამით სამარეს ითხრიან საკუთარი ხელით, რომელშიც მერე პრეზიდენტი ჩამარხავს მათ.
თოფაძეს ძალიან გაუჭირდება. მისი ბიზნესი ძალას კარგავს, ანუ დააკარგინებენ. მას საქმე ექნება პროკურატურაში და რაც ინჯიას გაუკეთეს, იგივე ბედი ელის მასაც.
`მრეწველთა კავშირი~ არ გაამართლებს იმდენად, რამდენადაც ისინი დაიღუპებიან ჟვანიასთან ალიანსის გამო. პრეზიდენტი მათ არ აპატიებს. მოდიან ახალი ბიზნესმენები. ისინი სრულად აკმაყოფილებენ პრეზიდენტს. აი ნახავთ!

1999 წელი, 21 დეკემბერი, დღის 12 საათი.

ლორთქიფანიძე იწყებს დიდ თამაშს – პრეზიდენტის პროგრამას ასრულებს, ჟვანიას თხრის. ორ კურდღელს იჭერს.
პრეზიდენტის მადლობა;
ჟვანიას, ანუ მეტოქის მოშორება.
ლორთქიფანიძე მიზანთან ძალიან ახლოს იქნება, მაგრამ ძალიან გაუჭირდება. პრეზიდენტი იგი არ გახდება არასდროს.
დღეს ლორთქიფანიძე ურჩევნია პრეზიდენტს, ვიდრე ჟვანია. ლორთქიფანიძე უფრო კარგი ელჩია, ვიდრე პრემიერი და ამიტომაც ნიშნავს მას პრეზიდენტი. იგი დასაწყისშივე გამოავლენს სისუსტეს, მაგრამ პრეზიდენტი ამაზე თვალებს დახუჭავს მანამ, სანამ ლორთქიფანიძის შემცვლელ კანდიდატურას არ იპოვნის.
სააკაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე? სასაცილოა, ხომ? აი ნახავთ!
კორუფციას ებრძვიან. არის ერთი ყაყანი, მტკიცებანი, მაგრამ საქმე? ყველაფერი სისულელეა. ლაპარაკი ლაპარაკად რჩება და მეტი არაფერი.
მოკლედ, ისეთი არეულობებია, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს.
ლორთქიფანიძე “ტიტანიკივით” ჩაიძირება.

Comments

comments

დატოვე პასუხი