10 C
Tbilisi. GE
ა. ნუროშვილი

ა. ნუროშვილი

ნუროშვილი

განშორება

რად გამირბიხარ , რისთვის მშორდები, ნუთუ შენ გაძლებ უჩემოდ კარგო, განა აკლია ჩემს გულს დარდები, როცა მიდიხარ და მტოვებ მარტო. მე უშენობას ვეღარ ავიტან, შენ კი არ გესმის ეს ჩემი ხვედრი, უმზეოდ მთვარე სად გაგონილა, ვხედავ , ძვირფასო, მღალატობს ბედი. ვდგავართ და...

თბილისო

თბილისო ძველო ქალაქო, ათასხუთასი წლისაო, დროთა და ჟამთა მოწამევ, უდრეკო სალი კლდისაო. შენ გაუძელი მტრის რისხვას, დუღაბო რკინა-ქვისაო, შენი თ ამაყობს ქართველი, შენ ხარ დამხდური მტრისაო. თბილისო , ძმობის ქალაქო, ია-ვარდების ბაღნარო, ერთგულო, სტუმართმოყვარევ, ქვეყნად არავის სადარო. გაფურჩნულ , გამწვანებულო, გამთბარო ქართლის მზითაო, თბილისო, დედავ მთავარო, ქალაქო რუსთველისაო... ავტ....

ჟამი დიდების

ეს მერამდენედ იწვის და დნება თაფლის სანთელი, ტაძრის ფრესკებთან მუხლმოდრეკით შენზე ვლოცულობ, დარეკა ზარმა, გაინაბა ირგვლივ ყოველი, გაიღო კარი,ღვთისმშობელმა გამოანათა. ოცნება ჩვენი შემოსილია მადლით ღვთიურით, თავისუფლება კარზე მოგვადგა, ფრთები გაშალა, მავანი ცდილობს,დაგვატეხოს ცხოვრება რთული და შეგვახსენოს მივიწყებული ძველი იარა. ახლა დგება დრო,...