აზერბაიჯანის დედაქალაქის ერთ-ერთ კაფეში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი” ბინაგადინის რაიონის პოლიციის განყოფილებაზე დაყრდნობით.

აფეთქება კაფეში, რომელიც სავაჭრო ცენტრ „ელიტთან” ახლოს მდებარეობს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც აფეთქების მიზეზების დადგენას ცდილობენ.

დაღუპულთა ვინაობა ცნობილი არ არის. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ორი პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

 

Comments

comments

დატოვე პასუხი