ინფორმაცია ებრაული სპეცსამსახურების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ირანის ბირთვული არქივის გასატაცებლად გამოყენების შესახებ „ფეიქია“,– ამის შესახებ აზერბაიჯანის დიპლომატიური უწყების პრესმდივანმა ჰიქმეთგაჯიევმა განაცხადა.

„გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის შესაბამისმა უწყებებმა გადაამოწმეს და სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იგი ჩვეულებრივი „ფეიქია“,– აღნიშნა მან.

ცნობისთვის: ქუვეითურმა გაზეთმა „ალ–ჯარითმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ებრაულმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს „თავხედური ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც გატაცებული და აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით გატანილ იქნა ირანის ბირთვული არქივი“.

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტები 2018 წლის იანვარში გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება მომხდარის შესახებ საქმის კურსში არ იყო, ვინაიდან არქივი გამტაცებლებმა ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით სასაზღვრო პუნქტების გვერდის ავლით გაიტაცეს, ხოლო შემდეგ საჰაერო გზით ისრაელში გადაზიდეს.

წყარო accent.com.ge

Comments

comments

დატოვე პასუხი