აზერბაიჯანში ბავშვი იშვიათი პათოლოგიით გაჩნდა, ახალშობილს დაბადებისას 8 კიდური ჰქონდა.

ბავშვს მუცელზე განუვითარებელი სიამის ტყუპის სხეულის ნაწილები, ხელები ფეხები, სასქესო ორგანო, შარდის ბუშტი, ნაწლავები და ერთი თირკმელი ჰქონდა, რომელიც დაკავშირებული იყო მის ნაწლავებთან და ღვიძლის ნაწილთან.

7 დღის ახალშობილს წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

სამეცნიერო ლიტერატურაში, ეს პათოლოგია განიხილება, როგორც ბლასტოპათიის შედეგი, რომელიც ნაყოფს განვითარების მე-14 დღეს უვითარდება.

მსგავსი ოპერაცია აზერბაიჯანში ორი წლის წინ ჩატარდა.

Comments

comments

დატოვე პასუხი