მანათი დოლარიაზერბაიჯანის ეროვნული ბანკი დღეიდან მანათის კურსს თავისუფალ მიმოქცევაში ჩაუშვებს. ამის მიზეზი პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის დევალვაცია გახდა, რის შედეგადაც დოლარის კურსი 47 პროცენტით, 1.55 მანათამდე გაიზარდა.

როგორც აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება ბაზარზე ენერგომატარებლების სიჭარბითა და პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შესუსტებით არის განპირობებული, ამ პროცესებმა კი აზერბაიჯანის ეკონომიკაზე იქონია გავლენა.

ქვეყნის ეროვნულ ბანკში, ასევე, აღნიშნავენ, რომ მკვეთრად შემცირდა ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო და ქვეყნის სავალუტო შემოსავალი სხვადასხვა წყაროდან.

ცენტრალური ბანკის განმარტებით, მიმდინარე წლის ივლისიდან ნავთობის ფასების ვარდნამ მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა მანათის კურსზე. ამავე დროს პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის დევალვაციამ უარყოფითი გავლენა იქონია ეროვნული ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობაზე.

Comments

comments

დატოვე პასუხი