აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი არ გამორიცხავს იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადის გაზრდას.

ამის შესახებ უწყების საბაჟო ტარიფების რეგულირების განყოფილების უფროსმა აზიზაგა ჰუსეინოვმა სემინარზე „აზერბაიჯანის საბაჟო – დღევანდელობა და მომავლის გამოწვევები“ გამოსვლაში განაცხადა.

ჰუსეინოვის თქმით, ტარიფების შესაძლო გაზრდის უმთავრესი მიზანი ადგილობრივი წარმოების დაცვა იქნება.

“უპირველესად, ეს შეეხება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობის ნაწარმი, აგროპროდუქციის გადამუშავება, მანქანათმშენებლობა და სხვა სფეროები”,–განაცხადა ჰუსეინოვმა.

Comments

comments

დატოვე პასუხი