ლელა კაკულია

2009 წელი, 10 თებერვალი, თბილისი.

რუსეთის გეგმაა, პირდაპირ დაარტყას თბილისს. ვხედავ, რომ ვერ ახერხებენ. სანამ ევროპა და ამერიკა ხმამაღლა მსჯელობენ რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობაზე, სანამ ეს ხმაური არ შეწყდება, განსაკუთრებით ევროსაბჭოში, მანამ რუსეთი ბლოკირებულია.

თანაც, რა გარანტია აქვს რუსეთს, რომ ამ ომში ჩრდილოეთ კავკასიაც არ ჩაერთვება??? კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელთაც კრემლი ვერ წყვეტს. მთავარი კი ის არის, რომ ევროპა-ამერიკა მათ არ აპატიებს. აქ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წინა პლანზეა წამოწეული, ეს არის, ბოლოსდაბოლოს, ევროსაბჭოს პრესტიჟი! ყველა ჩიხშია მომწყვდეული.
რუსეთსა და ევროპას მთელი მსოფლიო უყურებს. რუსეთმა გაზი შეგნებულად შეუწყვიტა, როგორც ადრე აღვნიშნე, ევროპას. ეს სიგნალია ევროპისთვის, რომელიც ამცნობს მათ, რომ რუსეთი უკან არაფერზე დაიხევს, თუ რუსეთს ყელში ხელი არ წაუჭირეს და არ დაანახეს, რომ ევროპა არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს მსოფლიო ქვეყნებს, რომ ეს დიდი ძალაა, რომელსაც რუსეთი უნდა დაემორჩილოს. დღეს კი პოლიტიკურ დებატებს წელავენ, იქამდე, სანამ სადღაც არ გაწყდება. ვხედავ, რუსეთი წააგებს.
რუსეთი განსაკუთრებით აქტიურობს იმისთვის, რომ დაყოს საქართველო და ურჯულოებს ძირძველ ქართულ მიწაზე გაუმყარონ ბაზა. აქ ორი საკითხია: რუსებს ნამდვილად აინტერესებთ აფხაზეთი სამხედრო თვალსაზრისით; კრემლს სურს ამერიკას მოუგოს ისე, როგორც ამერიკამ მოუგო რუსეთს კოსოვოს საკითხში, ანუ ძალა აჩვენონ, რომ ჩვენ, რუსები ძლიერები ვართო. არადა, მართალია, რუსეთი თავის დღევანდელ მდგომარეობას ვარდისფერებში აპიარებს დღე და ღამე, მაგრამ სინამდვილეში ინგრევა ისე, როგორც საბჭოთა კავშირი.
ადრეც ვთქვი პარტიზანულ მოძრაობებზე და დღესაც ვხედავ, რომ ისინი ძალიან გააქტიურდებიან, ანუ საშინლად გააქტიურდებიან. ჩრდილოეთ კავკასია დიდ სარწმუნოებრივ ომს იწყებს. ისინი ნამდვილად მზად არიან და რუსებს არ აპატიებენ აფსუებისა და ოსების რესპუბლიკად აღიარებას. მათ ასევე შეუერთდებათ ბევრი ქვეყანა.
რუსეთს დიდი პრობლემები უჩნდება შუა აზიის ქვეყნებთანაც, რაც კრემლს ძალიან არ აწყობდა, მაგრამ ეს გარდაუვალი პროცესებია. ვხედავ, რუსეთი შუა აზიაშიც ომს იწყებს – შეყრის ჯარისკაცებს, რომელნიც უკან გამორბიან.
არანაირი პირობები არ არსებობს რუსულ ჯარში, რუსული მთავრობის მხრიდან ლაპარაკი ლაპარაკად რჩება. შეაიარაღებული ჯარი – ამას ცოტა დიდი დრო ჭირდება, მითუმეტეს, რომ ვხედავ, რუსეთი გაკოტრებულია.
ძალიან აირევიან შუა აზია და ჩრდილოეთ კავკასია. ფრთხილად!!! ფრთხილად!!!
ასეთ რთულ ვითარებაში საქართველო თითქოს ხელშეუხებელია. ბევრი რამ აცდება ჩემს ქვეყანას, რუსეთს კი “ესენგეს” ქვეყნები დაუპირისპირდებიან. არავინ, არც ერთი ქვეყანა არ ცნობს აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთს” დამოუკიდებელ ქვეყნებად. პირიქით, “ეს ტერიტორია საქართველოა!” – ასე ფიქრობს მსოფლიო. რუსეთი მწარე რეალობის პირისპირ დგება: მათ არავინ აყვება, არც არავინ დაუთმობს, ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ვითომ მოკავშირედ მიიჩნევდნენ.
ვხედავ, სამაჩაბლოდან ოსები გარბიან, დიახ, გარბიან, იმიტომ, რომ ვითარება ძალიან დაიძაბება, თვითონ რუსებიდან გამომდინარე. შიდა არეულობები, ერთმანეთზე მიყოლებული ტერორები, პარტიზანული ჯგუფები, ჩეჩნები, ინგუშები და სხვები, რუსებს შავ დღეს დააწევენ. საქართველო არაფერ შუაშია, ოსი “ბოევიკები” პარტიზანებთან ბრძოლების გამო მცირდებიან.
სჯობს საკუთარი სამშობლო დაიცვან ოსებმა. ეს დღეც ახლოსაა: ოსებისა და ინგუშების შეტაკება გარდაუვალია (1993 წლის წინასწარმეტყველება, როცა დავინახე ოსთა და ინგუშთა ომი). კრემლი ჩრდილოეთ კავკასიის ომს ვერ შეაჩერებს!
თვითონ რუსეთი შიგნიდან გამალებული ტემპით იშლება, როგორც საბჭოთა კავშირი დაიშალა. დიახ, რუსეთი ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუძლებს. ტყუილად ეძებენ რუსები წინასწარმეტყველებს, რომლებიც რუსეთს თურმე ზესახელმწიფოდ ხედავენ. ხან ვანგა, ხან ფრანგი ალბერი, ხან “ტაიგელი ვანგა”, ვინ არ ამოთხარეს წარსულიდან, მაგრამ ეს ასე არ არის.
ყელზე ადგას რუსეთს ქართველი წინასწარმეტყველის – ლელა კაკულიას პოლიტიკური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ასი პროცენტით სრულდება და არ იციან, როგორ შეგვეწინააღმდეგოს, როგორ გააბათილოს ჩვენი წინასწარმეტყველებები.
ქართულ გაზეთში თუ მომიხსენიებენ აგდებით, ეს მოსყიდული პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი ქილიკობს ჩვენს წინასწარმეტყველებებზე. ინტერნეტ-ფორუმზეც არ მაკლებენ ხელს. შადიმანების მეტი რა გვყავს ქართველებს? მაგრამ მე მათ სიამოვნებას არ მივანიჭებ, კვლავაც ვიტყვი სიმართლეს, დღეს და ღამეს გავასწორებ, ვიწინასწარმეტყველებ მხოლოდ იმ სიმართლეს, რომელსაც უფალი მეუბნება და მანახებს. მცდელობიდან, რომ შეკვეთილი ქილიკით გააბათილონ ხედვები, წინასწარმეტყველებები, არაფერი გამოუვათ!
მინდა აღვნიშნო ასჯერ ნათქვამი: კვლავ დიდი მონდომებით იპარავენ ჩვენს წინასწარმეტყველებებს და წიგნებსაც კი გამოსცემენ უკვე. ხალხი ამას ხვდება. მინდა გითხრათ, ვაი-მწერლებო, რომ არაფერი გამოგივათ! უბრალოდ, პატივი ეცით თქვენს მდგომარეობას. თუმცა ყველაფერს ხალხი განსჯის. როგორც არ უნდა გადააკეთოთ წინასწარმეტყველება, ისტორია ცრუდ შეგრაცხავთ და ვერც უფალთან მოხვდებით. ამის გარანტიას გაძლევთ კოსმოსი, ვხედავ (ამას ვწერ ჩემი ქართველებისთვის, რომ სიმართლე იცოდნენ).
რაც მთავარია, მე ამ ვაი-მწერლებს კარგად ვიცნობ, ჩემი გაზეთები და წიგნები საკუთარი ხელით მაქვს ნაჩუქარი მათთვის, მაგრამ ისინი, ვიცი, ცარიელნი წავლენ ამ ქვეყნიდან.
წინასწარმეტყველებას ვერაფერს მოუხერხებთ. ის სიმართლეს ყველა საუკუნეში იტყვის და ტყუილად ირჯებით, გიმეორებთ, ტყუილად! თუკი ფიქრობთ, რომ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე მიაღწევთ რამეს, კიდევ გეტყვით, რომ ეს ტყუილია, ვერაფერსაც ვერ მოიგებთ. მოპარული წინასწარმეტყველებები დაგწვავთ!
ასეა, მთელი ცხოვრება ვიბრძვი, რათა დავიცვა უფლის სიტყვები და ვიბრძოლებ ბოლომდე! თუმცა, მათ პასუხს უფალი გასცემს.
მინდა ვუთხრა შადიმანებს, რომ მათი ბოროტება, მათი ქილიკი, საერთოდ არ მოქმედებს ჩემზე. ტყუილად ირჯებით, ვერ შეგვაჩერებთ! მთავარი ჩვენი გაზეთია. ეს არის თითოეული ადამიანის გადარჩენა, რწმენა, იმედი იმ მომავლისა, რომელიც ასი პროცენტით დადგება. ენერგიის ამ უზარმაზარ ოკეანეს ვერ დააშრობთ. ასეა ასი პროცენტით. არც ის მანაღვლებს, როგორ გაიგებთ და როგორ მიიღებთ სიმართლეს, რადგან პასუხს თავად უფალი მოგცემთ!
ვხედავ, ჩემი საყვარელი ქვეყანა მალე გამოვა კრიზისიდან, ყველაფერი შეიცვლება ხალხისა და ქვეყნის სასარგებლოდ.
ვხედავ, მთელი კავკასია, როგორც ადრე დავინახე, ერთ მუშტად შეიკვრება და “დიდი რუსეთის” წინააღმდეგ გაილაშქრებს. ევროპა-ამერიკის მხარდაჭერა ძლიერია საქართველოს მიმართ და პატარა კავკასიური ქვეყნების გადაწყვეტილება – საქართველოსთან დგომა, მათ გადაარჩენს გადაშენებისგან.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთს გვერდში არავინ ამოუდგება, ვითომდა მათი მეგობარი ქვეყნებიც ზურგს შეაქცევენ. რუსები ამ თემაზე – ღალატზე, ბევრს ილაპარაკებენ.

2009 წელი, 14 თებერვალი, თბილისი.

ვხედავ, ოპოზიცია თითქოს სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. ქმნიან ახალს, რათა ხალხის ყურადღება მიიქციონ, ძლიერი ტალღა ააგორონ ისევ; ერთიანდებიან, ახალ კოალიციებს ქმნიან, მაგრამ მაინც იშლებიან. მათი მცდელობა ფუჭია, ვინაიდან ხალხს მათი არ ჯერა, ხალხი მათ არ გაყვება! ეს ფაქტია, რომელიც ასრულდება. ასეა, სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობს.
მოდის გაზაფხული, მაგრამ არაფერი მოხდება, ვინაიდან ყველა ფიქრობს, რომ სხვები გააკეთებენ ყველაფერს, ჩვენ კი ვუყუროთ, რა მოხდებაო. და ამას ფიქრობს მთელი საქართველო.
მოკლედ, შავი ნისლია ჩამოწოლილი და ნისლი ჯერ არ გადავა, ტყუილად ირჯებით. ეს თქვენ, ოპოზიციამაც კარგად იცით, ეს მთავრობა ხომ თქვენ მოიყვანეთ!!!
ვხედავ, ხალხი სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ ნამდვილი წინამძღოლი არავინაა, ადგილების გადანაცვლებით კი ჯამი არ იცვლება, ეს ხომ ყველასთვის ცნობილია.
მოკლედ, რაც წარსულში ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი ასრულდება, დღევანდელი ოპოზიციის მცდელობები კი შედეგს არ მოიტანს. არც ინფორმაცია მოდის კოსმოსიდან, იმიტომ, რომ ისინი ვერაფერს შეცვლიან.
მხოლოდ მეცნიერთა პარტია, რომელიც ძალიან მალე შეიქმნება, მოუტანს რეალურ რეზულტატებს საქართველოს. ყველაფერს თავისი დრო აქვს!
ისე, ამ უმოქმედო პერიოდში კიდევ ბევრი გამოავლენს სახეს, ბევრს ჩამოეხსნება ნიღაბი. იქნება დიდი ცვლილებები. ხალხის აზრი, ვხედავ, ერთია: `ჩვენ თავს თვითონ მივხედოთ!~ ეს კი ნიშნავს, რომ დადგა დრო ცვლილებებისა. მოდიან ახალი პოლიტიკოსები, მთლიანად იცვლება ოპოზიცია.
მთავარი ის არის, რომ საქართველო, ჩემი ქვეყანა, ძლიერდება, სიძლიერეს კი მოაქვს ხალხისა და ქვეყნის გადარჩენა.
მომავალში ბევრ პატარა ერებს არ მიეცემათ უფლება არსებობისა და ამას დრო გვიჩვენებს, რაც მოხდება. საქართველო კი ქართველებთან ერთად განაგრძობს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო მთელ კავკასიაში. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს შემადგენლობაშია. რუსეთი მწარედ წააგებს, ვხედავ, არა მარტო საქართველოსთან, არამედ მთელ კავკასიაში და მთელ მსოფლიოშიც. ამას ყოველივეს ძალიან მალე ვიხილავთ.
რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი ბოღმა დაახრჩობს. რაც საქართველოსთვის მოინდომა, თავის სახელმწიფოში აუსრულდება. ვხედავ, რუსეთი ნელ-ნელა დათმობს პოზიციებს, რადგან ევროპა და ამერიკა აიძულებს, შეცვალოს პოლიტიკა საქართველოს მიმართ. დიახ, ამას ვხედავ და ასეც ასრულდება ასი პროცენტით. რუსეთი, საბოლოო ჯამში, ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი.
დროა, `სამხრეთ ოსეთი~ არ არსებობდეს და ამ კუთხეს ნამდვილი სახელი `სამაჩაბლო~ დაუბრუნდეს. ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება და ეს გახდება განსჯის საგანი ევროპა-ამერიკისთვისაც. საქართველოს მთავრობა ოფიციალურად მოითხოვს,რომ კომუნისტების მიერ ძალად შექმნილ `სამხრეთ ოსეთს~, რომელსაც ნამდვილი სახელი სამაჩაბლო ჰქვია, იურიდიულად გაუფორმდეს ნამდვილი სახელწოდება. ევროპის სასამართლოც, შეისწავლის რა საქმის ნამდვილ ვითარებას, ანუ წარმომავლობას სახელწოდებისა “სამხრეთ ოსეთი”, დაადგენს, რომ კანონიერი სახელი ქართული მიწისა არის “სამაჩაბლო” და ისტორიულადაც ასე უნდა დარჩეს: სამაჩაბლო და არა კომუნისტების მიერ ძალად შექმნილი ვითომ ავტონომიური რესპუბლიკა ოსებისა! ამით ბოლო მოეღება დიდ ტყუილს. სამაჩაბლო არასდროს ყოფილა ოსებისა და არც იქნება, კოსმოსი ამას არ დაუშვებს! ვიმეორებ, მოდის დრო, როცა სიმართლე იზეიმებს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს თურქეთის მიმართაც (ეს ჯერ კიდევ 1993-1994 წლებში დავინახე და ვთქვი). სწორიც არის. ვხედავ თურქეთ-რუსეთის შეთანხმებებს, რომლებსაც ასრულება არ აწერია. ნუ გაუღებთ თურქებს ფართოდ კარს, ვინაიდან ისინი ვითომ მეგობრული ურთიერთობებით საკუთარ მზაკვრულ პოლიტიკას გაატარებენ ყოველთვის. ამიტომ არ არის საჭირო, მათ რამე დავუთმოთ. თუმცა, ვხედავ, თურქეთზე ამერიკა იზრუნებს. ვხედავ, თურქული პოლიტიკა წააგებს საქართველოში, ისინი პოზიციებს დათმობენ, ასე ვთქვათ, გამოფხიზლდებიან. თურქებს და ასევე რუსებს ყელზე დაადგებათ ბათუმი და აფხაზეთი.
რა თქმა უნდა, თურქეთს თავისი ინტერესები აქვს რუსეთთან, დაწყებული ტურიზმით, დამთავრებული სხვა პოლიტიკური ზრახვებით, მაგრამ მათი ტკბილი ურთიერთობები დიდხანს არ გასტანს, საქართველოს დასუსტებას ვერ მოესწრებიან!!! და `მეგობარი~ თურქეთი სხვა ენაზე აჭიკჭიკდება. მე მათ ვურჩევდი, ნუ დაავიწყდებათ, ლაზეთი და ჭანეთი რომ საქართველოა და ერთ დღეს უფალი ინებებს, ეს ტერიტორიაც დაუბრუნოს საქართველოს!
მინდა აღვნიშნო 1994 წლის 1 აპრილის წინასწარმეტყველება, რომელშიც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით ფართე პროგრამაა გადმოცემული. მთავარია, ქართველებმა დაამუშავონ საკუთარი მიწები. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი. სხვისი არც პომიდორი, არც კიტრი, არც კარტოფილი, არც პურის ფქვილი, არც ხილი, არც ციტრუსი და არც სხვა არაფერი ქართველებს არ გვჭირდება. ჩვენი მიწები დავამუშავოთ და უფალი ხვავსა და ბარაქას არ მოგვაკლებს, ვხედავ. ნუ მიატოვებთ სოფლებს!. მოდის დრო, როცა ძალიან დაგჭირდებათ სოფელი, თუნდაც პატარა მიწა. მიხედეთ თქვენს სახლ-კარს, რომ მერე სანანებელი არ გაგიხდეთ. მოიწიეთ მოსავალი, რომელიც გადაგარჩენთ.
სოფელი – ეს არის ნამდვილი საქართველო, ნამდვილი ქართველებით!!! აქედან დაიწყება ისევ ქართული ტრადიციების აღდგენა. სოფელი თქვენი თავშესაფარია, ადამიანებო, და გადამრჩენელი ქართული სახელმწიფოსი. ამინ!

2009 წელი, 19 თებერვალი, დილის 5 საათი, თბილისი.

ვხედავ, საქართველოში არავინ დარჩა, ვისაც ხალხი ენდობა. ხალხი დაბნეულია, მაგრამ მოაზროვნე საზოგადოება, რომელთა მოტყუება შეუძლებელია, ყველაფერს მშვენივრად აფასებს, განსაკუთრებით, პოლიტიკურ ხრიკებს. მათ არ უჭირთ გაარჩიონ, სად სიმართლეა და სად – ტყუილი.
საქართველო დაიღალა. ხალხი დაბნეულია და პოლიტიკოსები რისი გამკეთებლები არიან ქართული სახელმწიფოსა და ხალხისთვის? ეს დიდი კრახია, რადგან მტერს ადვილად შეუძლია მათით მანიპულირება.
ვინც ამ მთავრობას მაგრად აგინებს, ის არის მაგარი და საქართველოს გადამრჩენელი. ჰოდა, დგანან ეს პარტიები და მაგრად აგინებენ პრეზიდენტს და მთავრობას, მერე კი შეთანხმება შედგება და ორივე სასურველ მდგომარეობას ინარჩუნებს. ხალხი არავის ახსოვს, მთავარია, შეთანხმდნენ. ასე გრძელდება ერთმანეთის ლანძღვა-გინება და მსოფლიოში რა პოლიტიკური ცვლილებები მიდის, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, არავის აინტერესებს, არავის!
არადა, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, ხალხნო, დაფიქრდით. ჩვენ პატარა, მაგრამ კავკასიაში ყველაზე მისაღები სახელმწიფო ვართ, ამასთან, ჩვენი ყველაზე დიდი მტერი რუსეთია, რადგან ჩვენი განადგურება ყოველთვის სურდა და ყოველთვის ამას ცდილოდა. გადახედეთ წარსულს, ისტორიას.
საერთოდ, პატარა საქართველოს მსოფლიო პოლიტიკაში არჩევანი აქვს? ან ვინ მოგცემს თავისუფალი არჩევანის საშუალებას? რუსეთი? ახლა ხომ საჭიროა, რომ სწორი პოლიტიკა გავატაროთ და რუსეთს კლანჭებიდან დავუძვრეთ, როცა მას დიდი სირთულეები შეექმნა მსოფლიო პოლიტიკაში. ამერიკის სახით დიდი დარტყმა აწერიათ მათ და საქართველომ ეს შანსი არ უნდა დაკარგოს – ამ ორ მონსტრს შორის უნდა ამოირჩიოს ვითომ უკეთესი, რათა გადარჩეს.
ნუ გავიწყდებათ, ქართველებო, რუსული აზრი: “ჩვენ საქართველო გვიყვარს ქართველების გარეშე”. რუსეთი დღეს ცდილობს, აისრულოს ოცნება და ევროპა და ამერიკა რომ არა, გაგვანადგურებდნენ! ჩვენს ბედზე, რუსეთ-ევროპა-ამერიკის ურთიერთობები, კიდევ კარგი, აირია. ამ ფაქტმა ჩემი საყვარელი ქვეყანა იხსნა!!! დღეს საქართველოს გადარჩენა საგარეო პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რუსეთ-ევროპის ურთიერთობის საბოლოო გაფუჭებაზე, ენერგორესურსებზე და მრავალ სხვა ფაქტორზე. ჩვენი საშინაო პოლიტიკა კი, მომიტევეთ, მაგრამ ყველას ფეხებზე ჰკიდია. მიტინგები ყველგან არის, დარბევებიც და ცემა-ტყეპაც, თანაც უფრო უარესი. დემოკრატიულ რელსებზე გადასვლას ბევრი უკმაყოფილება მოსდევს, რაც ევროპის ქვეყნებმაც და ამერიკამაც გაიარეს და ჩემი საყვარელი ერის გულისტკივილი მათთვის უცხოა, მიუღებელია! ასე ფიქრობს ევროპა და, მით უმეტეს, ამერიკა. ვითომ გისმენენ, მაგრამ შემუშავებულ პროგრამას არ გადაუხვევენ!!! ეს ის სიმართლეა, რასაც ვხედავ, ქართველებო.
ჩემი წინასწარმეტყველებები, რომლებსაც ასე ებრძვიან შადიმანები, სრულდება ნაბიჯ-ნაბიჯ. ბევრი მოშურნე ყავს უფლის სიტყვებს, მაგრამ ვაი მათ, სიმართლეს ვერ მოერევიან! “დრონი მეფობენ და არა მეფენი”, არ დაგავიწყდეთ.
ნუ გგონიათ ვითომ პოლიტიკოს-ანალიტიკოს-მსახიობებს, რომ მომავალში ვინმე მოგიგონებთ. ისტორია იტყვის მხოლოდ, რომ ამა და ამ წლებში რუსეთმა საქართველოში წააგო, რომ საქართველომ რუსეთს დიდი პოლიტიკური ომი მოუგო, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდა, რომ საქართველო გახდა მნიშვნელოვანი ენერგორესურსების გამტარებელი სუვერენული სახელმწიფო ძლიერი ჯარით, რომ საქართველო კავკასიის გამაერთიანებლად და მის ცენტრად იქცა, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრი და დაიწყო ევროპისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტების მართვა, რომ, რაც მთავრია, კუთვნილი ტერიტორიები დაიბრუნა ავტონომიების გარეშე და ა.შ. და ა. შ.
დღეს დანახულ ამ წინასწარმეტყველებებს ჩემს ქვეყანაზე წაიკითხავთ თქვენ – მომავლის ქართველობა, რომელნიც ძალიან მიყვარხართ.
საქართველოს სახელმწიფოს დანახვა მომავალში, მისი კვლავ არსებობა, გამრავლებულ ქართველთა ხილვა, დღეს ძალას მაძლევს, რომ ვებრძოლო საქართველოს მტრებს, შადიმანებს, რომელნიც ურცხვად ყიდიან სამშობლოს და პატრიოტობას კი იჩემებენ.
თქვენ, მომავლის ქართველებო, ვიცი, ვხედავ, რომ აბსოლუტურად სწორედ შეაფასებთ წარსულს, თუ ვინ ვინ იყო და დაიწერება მართალი ისტორია, როგორც არასდროს! ამინ!
23-24-ე საუკუნეების საქართველო ძლიერი სახელმწიფოა, რაც მთავარია, დაცულია მტრისგან. ეს არის ნაყოფი დღეს გატარებული პოლიტიკისა. ეს ასეა ასი პროცენტით. საქართველო გადარჩა წარსულში და გადარჩება მომავალშიც!
საქართველო მომავალში რუსეთს არასდროს მოსთხოვს დახმარებას და თანადგომას. ვხედავ, საქართველო ევროპის ის ნაწილია, რომელიც მათ – თვითონ ევროპის სახელმწიფოებსაც ჰაერივით ჭირდებათ და ამერიკასაც. თუ რას ნიშნავს ევროპა-ამერიკისთვის საქართველო თავისი გეოგრაფიული მდგომარეობით, კოსმოსი მალე დაანახებს და მათი მოქმედებაც სწრაფი იქნება. საქართველოს ნატოში შესვლა, ტერიტორიების დაბრუნება და რუსების გაყრა ქართული მიწიდან – ვხედავ, მხოლოდ ასეთი პოლიტიკის გატარებითაა მომავალში საქართველო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა. არც რუსეთი და არც ამერიკა, გაიგეთ, ხალხნო, არ გვჭირდება, მაგრამ ჯარი და რაკეტები ხომ გვჭირდება რუსეთის მსგავსი აგრესორისგან თავის დასაცავად (და არა სხვა სახელმწიფოზე თავდასხმისათვის). ეს ორი ფაქტორი: ჯარი და შეიარაღება სხვა სახელმწიფოებსაც შეაჩერებს თავდასხმისაგან. ასეა, როცა ძლიერი ხარ, თავს არავინ გესხმის, სუსტი ქვეყანა კი ყველასათვის ხელწამოსაკრავია. ასეთია კანონი დედამიწაზე: ძლიერი ყოველთვის იმარჯვებს!!!

2009 წელი, 4 აპრილი, თბილისი.

ვხედავ, ამერიკა უფრო გაააქტიურებს ურთიერთობებს საქართველოსთან, განსაკუთრებით სამხედრო ხაზით. მთლიანად იცვლება ჯარის სტრუქტურა. ვხედავ, მომავალში ეს ისეთი ჯარია, რომელსაც მტერთან ბრძოლაში – ხმელეთზე აღარაფერს ვამბობ – ჰაერსა და ზღვაზე ბრძოლაშიც, ანალოგი არ ეყოლება!
ეს ყველაფერი ხდება დღეს, როცა ამერიკის პრეზიდენტი ხვდება რუსეთის პრეზიდენტს და მიდის მოლაპარაკებები. ამერიკა არ წყვეტს მუშაობას საქართველოსთან მიმართებაში, რაც მთავარია, სამხედრო ხაზით; ვიმეორებ, განსაკუთრებით, სამხედრო ხაზით! ვხედავ, ეს რუსეთს აცოფებს, ძალიან აღიზიანებს, მაგრამ ამ პროცესს ისინი ვეღარ შეაჩერებენ. მათი ყველა ცდა ფუჭია.
ვხედავ, ქართული არმიის შეიარაღებაში ისრაელიც ღებულობს დიდ მონაწილეობას. ამერიკა თანახმაა, გაიხსნას ეს კორიდორი და ეს არავისთვის დაფარული არაა. მოკლედ, რაც 1992 წლის 18 დეკემბერს ვიწინასწარმეტყველე, სიტყვა-სიტყვით სრულდება.
ზუსტად ვხედავ, რომ ამერიკელები გვეხმარებიან იარაღით და ბევრი სხვა რამითაც…
მომავალში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. კოდორის ხეობას რუსი, ვხედავ, მოულოდნელად დატოვებს. ვხედავ ქართველ პარტიზანებს – მათ ვერაფერს მოუხერხებენ. პერიოდულად იმართება სასტიკი ბრძოლები. თუ რომელი შენაერთებია და ვინ არიან ისინი, რუსები მართლა ვერ დაადგენენ. თუმცა პარტიზანები თითქოს მათი მეგობრები არიან. მთაში, ხეობაში, ვხედავ, იმართება დიდი ბრძოლები. აქ კი ყოველთვის პარტიზანები იმარჯვებენ. რუსეთი საქართველოს მთავრობას, ძალიანაც სურს, მაგრამ ბრალს ვერ დასდებს ამაში. საამისო მტკიცებულებები არ აქვს. პირიქით, ეს მათ მხარეზეა ყოფილი დიდი პარტიზანი. მე კი ვხედავ, რომ ზუსტად ეს ადამიანი უთხრის რუსებს სამარეს კოდორის ხეობაში. იგი აღმოჩნდება პატრიოტი საკუთარი ქვეყნისა. ის სამშობლოს სიყვარულით აკეთებს ყველაფერს და არა რაიმე შეთანხმებების გამო. ამაზე დიდი ამბები ატყდება. ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ გამოიკვეთება.
ვხედავ, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” აუჩქარებლად, მიზანდასახულად მოქმედებს და მოულოდნელად ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. მათ ყველა გამოსვლა გათვლილი აქვთ და სანამ ოპოზიციური პარტიები ქუჩაში დარბიან, “ქრისტიან-დემოკრატები” ევროპა-ამერიკაში დადიან თავის წარმოსაჩენად და იმის დასამტკიცებლად, როგორი დემოკრატები არიან. ამას უმტკიცებენ მათ თავიანთი გამოსვლებითა და ქმედებებით, რაც დიდ ნაყოფს გამოიღებს კიდეც და ეს გამოჩნდება, როცა ამერიკელები აზრს გამოთქვამენ საქართველოსთან მიმართებაში. ისინი “ქრისტიან-დემოკრატებს” მოიხსენებენ, როგორც ერთადერთ მისაღებ პარტიას. აი სიურპრიზი ოპოზიციას! “ხალხი?” – იკითხავთ. ხალხს უკვე მოსწონს მათი გაწონასწორებული, დამაჯერებელი, რიხიანი, ძალიან სერიოზული გამოსვლები, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები.
მოკლედ, ატყდება ერთი გნიასი პარტიებს შორის და განსაკუთრებით, მთავრობის მხრიდან. მათ არც ერთ შემთხვევაში არ აწყობთ “ქრისტიან-დემოკრატების” პირველობა და იმართება დიდი პოლიტიკური ომები. მთავრობას ერთი პერიოდი აძლევდა ხელს “ქრისტიან-დემოკრატების” რეიტინგულობა, თორემ მათი ლიდერობა მომავალში არცერთ შემთხვევაში არ აწყობდათ და ვხედავ, არც დაუშვებენ ამას.
ვხედავ, ახალი ეტაპი იწყება ქართულ პოლიტიკაში. ჩნდება ახალგაზრდა კაცი, რომელმაც არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა პირველ ეტაპზე, მაგრამ ვხედავ, იგი უზარმაზარ ენერგიას ღებულობს კოსმოსიდან და აქ ყველაფერი გადაწყდება. ამ ახალგაზრდა პოლიტიკოსს ვერავითარი მიწიერი ძალა ვერ მოერევა! არ არსებობს! კოსმიური ენერგია მას ნელ-ნელა მაღლა და მაღლა აქაჩავს და ეს ის კანდიდატურა იქნება, ვისაც ხელისუფლებაც, პარტიებიც და ხალხიც მიიღებენ. ასე რომ, “ქრისტიან-დემოკრატებს” ძალიან, ძალიან სერიოზული ალტერნატივა უჩნდებათ. ეს არის ის ბრძოლა, რომელსაც ყველა წააგებს, ვინაიდან კოსმოსს ვერავინ მოერევა! კოსმიური ენერგია – ეს ყველაფერია და ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ ყველა წინააღმდეგობა გაცამტვერდება! ეს ყოველივე იქნება ძალიან დროული ქართულ პოლიტიკაში.
ვხედავ, ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკოსებისა ამ ახალგაზრდა კაცის პარტიაში ერთიანდება და არა მარტო ისინი – უდიდესი მასა დაუჭერს მას მხარს, ხალხი გაჰყვება.
მინდა აღვნიშნო, რომ დღეს კიდევ არ არის გამოკვეთილი ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც `გიორგი ბრწყინვალის~ სახით უნდა მოევლინოს საქართველოს.
გრძელდება უამრავი წინასწარმეტყველების ასრულება. ასეა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ვხედავ, საქართველოს მოღალატეებს, შადიმანებს კოსმოსი სათითაოდ გაანადგურებს და ამას ყველა იხილავს.
დაიხურება კიდევ ერთი ჟურნალ-გაზეთი და მას სხვებიც მიჰყვებიან.
ვხედავ, ხალხს ფული არ აქვს, ამიტომ გაბერილი ფასები დაეცემა. თუმცა, არც ეს შველით ბიზნესმენებს. ბევრი რამ შეიცვლება და ბევრი ვერ გადარჩება.
ძალიან რთულ პერიოდს გაივლის საქართველო. როცა ხალხი გაარჩევს, სად არის ნათელი და სად – ბნელი, აი მაშინ ეშველება ჩემს ქვეყანას, აი მაშინ გადაიდგმება სწორი პოლიტიკური ნაბიჯები.
საქართველოს, ხალხს სჭირდება განათლებული, მოაზროვნე ახალგაზრდა პოლიტიკოს-ანალიტიკოსები. სიტუაციის მათეული სწორი ანალიზი ხალხს თვალებს აუხელს. სწორ მიმართულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. აბა, შეხედეთ, დღეს ვითარების ანალიზები კი არა, ლანძღვა, ქილიკი და ყველაფრის მიმართ უარყოფა ისმის. ესენი არ არიან ის პოლიტოლოგები, ვინც ქართველ ხალხს ჭირდება. ისინი მასხარად გვიგდებენ. დააკვირდით და მიხვდებით. განსაკუთრებით მაგრები არიან ჩემი წინასწარმეტყველებების მითვისებაში, მაგრამ, საბედნიეროდ, ხალხი კარგად არჩევს სიმართლეს, განსაკუთრებით კი იმ ჭორებს, რომლებსაც ქართველი წინასწარმეტყველის – ლელა კაკულიას ირგვლივ ავრცელებენ. ფრთხილად! კოსმოსი მალე მოგკითხავთ ყველას პასუხს. ყველა სიბინძურე უკან დაგიბრუნდებათ, გაჰყვება თქვენს შთამომავლობას და ვერ ჩამოირეცხავენ. ამინ! სიმართლეს ვერ დამალავთ. თქვენ მომავალში არც კი გახსენებენ, ვხედავ.
გაარღვიეთ, ახალგაზრდებო, მათ მიერ ჩაკეტილი წრე. ვხედავ, უფალი თქვენთანაა! ნუ შეშინდებით! ჩემი ქვეყანა არსებობას განაგრძობს და რუკიდან არასდროს წაიშლება. თქვენს მიერ გაკეთებული პოლიტიკური ანალიზები ვხედავ, მთელი სიზუსტით ჯდება პოლიტიკურ მოვლენებში და, ახალგაზრდა პოლიტოლოგებო, გამოიყენეთ თქვენი რესურსები ბოლომდე!
საქართველო უნდა გაიწმინდოს კომუნისტური რეჟიმის ნარჩენებისგან, წარსულის იმ ნარჩენებისგან, რაც და ვინც ხელს უშლიან საქართველოს განვითარებასა და წინსვლაში.
დღეს საქართველოში პირადი ანგარიშსწორებების პერიოდია. შუღლი, ბოროტება, სიყვარულის თამაში, უპატივცემულობა, ომი სკამებისთვის, შური, სიძულვილი და ყველაფერი ცუდი ერთად აღებული ზეობს, მაგრამ ვხედავ, ეს ავნებს მხოლოდ მათ, ვინც ჩაფლულია ამ ჭაობში. ხოლო ჩემი ქვეყანა მალე გამოვა ჩიხიდან.
მოდიან მეცნიერი პოლიტიკოსები, მოდის სუფთა ძალა, მოდის “გიორგი ბრწყინვალე”, მაგრამ არა ძალადობით, არა ომით – მხოლოდ მშვიდობით! საქართველო, ვხედავ, სახეს იცვლის: ქილიკი და ბოროტება ქრება, ნიჭიერება კი ფართოდ შემოაბიჯებს ქართულ პოლიტიკაში და მას გზას ვერ გადაუღობავს ვერავითარი მიწიერი შავი ძალა.
უფლის საცერში ყველა გაიცრებით და ამას ვერ გაექცევით. აღარ მოგინდებათ ქილიკი. ისტორია გადაგრეცხავთ და ნიჭიერება გაიმარჯვებს ჩემს ქვეყანაში.
რაც დღეს ხდება, ათეული წლის წინ დავინახე და ვიწინასწარმეტყველე. უამრავი რამ ასრულდა და მომავალშიც ასრულდება. ნუ უყურებთ ამას, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, გირჩევთ, ვინაიდან ეს არის უზარმაზარი კოსმიური ენერგია, რომელიც საქართველოს გადაარჩენს მომავალში.
ვხედავ, ეს არის დიდი სტიმული და იმედი ქართველებისთვის, რათა მომავალში შევაბიჯოთ გაბრწყინებულ საქართველოსთან ერთად. მომავლის ცოდნით კოსმოსი უამრავ ადამიანს, არც მეტი, არც ნაკლები, სიცოცხლეს ჩუქნის. ხოლო ისინი, ვინც წინასწარმეტყველების ქილიკს ბედავთ, მალე დადუმდებით და გადაირეცხებით ქართული პოლიტიკიდან. პოლიტიკაშიც მუდამ ქილიკობდით და ნიჭიერების წინააღმდეგ გონება შურით გქონდათ დაბნელებული. ამის მეტი არც არაფერი გიკეთებიათ. ახალგაზრდა პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და მათი სუფთა აზროვნება გადაარჩენს ქართულ პოლიტიკას და თქვენ ხელს ვერ შეუშლით მათ. ასეა:
“მიეცი ნიჭსა გზა ფართე,
თაყვანისცემა – ღირსებას,
ნიჭს აძლევს მხოლოდ ზენა კაცს
და არა გვარიშვილობა!”
დიდება იმ ხალხს, რომელთა გულები საქართველოს, სამშობლოს სიყვარულით არის სავსე! დიდება იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოსთვის თავი გაწირეს! დიდება ყველა ნიჭიერ ადამიანს, ვისი წყალობითაც მსოფლიო გადარჩება!
ეს ყოველივე კოსმოსიდან მოდის. ასე ნებავს უფალს და ასეც იქნება! საქართველოს ვერავინ გაყოფს, ვერც ყვავ-ყორნები დაკორტნიან. საქართველო, ვხედავ, იბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.
რუსეთი, ვიმეორებ ასჯერ დანახულ წინასწარმეტყველებას, წავა ჩვენი ქვეყნიდან. ვაფრთხილებ მათ, რომ საქართველოში ისევ ომის დაწყება რუსეთისთვის არ არის მომგებიანი, პირიქით. რუსეთი უძლურია, ეს პოლიტიკური მოვლენები სათავისოდ წარმართოს, ვინაიდან მან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სადავეები დაკარგა საქართველოსთან აგვისტოს ომში და დღეს უკვე ყველა პოლიტიკურ მოვლენას ამერიკა მართავს. ეს სადავეები ამერიკას ხელში საქართველომ ჩაუგდო. აი, ეს ვერ აუტანიათ რუსებს და ეს ბოღმა კლავთ. ამიტომ, გაიგეთ, რომ ამერიკა არ დათმობს საქართველოს.
საქართველო გადარჩება!

2009 წელი, 11 აპრილი, თბილისი.

ვხედავ, რუსები ვერაფერს მიაღწევენ საქართველოში. მათ აგრესორობას მალე მოეღება ბოლო.
რუსეთისთვის, ვიმეორებ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი მთავრობა ყავს საქართველოს. რუსეთის გეგმა ერთია: საქართველოს განადგურება და მეტი არაფერი! საამისოდ არც არაფერს ერიდებიან, ვხედავ. მსოფლიოს აზრი ხომ საერთოდ არ აღელვებთ და არც აინტერესებთ. მიაჩნიათ, რომ, რაც სურთ, ის უნდა აკეთონ და მათი მიზნების განხორციელებას ვერც ევროპა და ვერც ამერიკა ხელს ვერ შუშლიან. ასე ფიქრობს რუსეთის მთავრობა და ვხედავ, ღრმად არიან დარწმუნებულები საკუთარი გეგმების აღსრულებაში. ისინი თვალყურს ადევნებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ელოდებიან, როდის ჩამოაგდებს ოპოზიცია პრეზიდენტს.
ვხედავ, ვითომ გაერთიანებული ოპოზიცია არ არის ერთსულოვანი. მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ – პრეზიდენტის ჩამოგდება. მაგრამ მერე? მერე კი ვერ მორიგდებიან. ვხედავ, როგორც არ უნდა ეცადნენ, ერთმანეთს ომს მაინც გაუმართავენ. ეს ძალიან საშიშია!
სხვათა შორის, არც ხალხს აინტერესებს, ვინ არის გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომელი პარტიები, არიან თუ არა იქ მათთვის მისაღები პოლიტიკოსები, ოღონდ პრეზიდენტი ჩამოაგდონ და მერე რაღაც იქნება. ზუსტად ეს რაღაც ღუპავდა საქართველოს ყოველთვის. ვინც დღეს ოპოზიციაშია, სწორედ მათ მიუძღვით ლომის წილი პრეზიდენტის მოყვანაში.
მაგრამ ყველაფერი ასრულდება ისე, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე; დიახ, ასრულდება მთელი სიზუსტით!
მოდიან მეცნიერები და “გიორგი ბრწყინვალე” და ამას ხელს ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის. მომავალში აღარ იქნება ძველი ოპოზიციის 90 პროცენტი, მე მათ ვერ ვხედავ. ვხედავ მხოლოდ ორ პარტიას. მრავალპარტიულობის ხანა დასრულდება და მას კანონი შეწყვეტს. ეს ასეა. ორი პარტია რომ დარჩება საქართველოში, ეს ჯერ კიდევ 1992 წლის 18 დეკემბერს ვიწინასწარმეტყველე, რაც სხვა წინასწარმეტყველებების მსგავსად, ასი პროცენტით ასრულდება.
საქართველოში მრავალპარტიულობა ძალიან მოდაშია. ვისაც არ ეზარება, მნიშვნელობა არ აქვს, გააჩნია თუ არა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნიჭი, შეუძლია პარტიის შექმნა. მომავალში კი საქართველო სუფთავდება. დრონი მეფობენ და არა პარტიები, მეფეები, შადიმანები და სხვანი.
ვხედავ, ამერიკის მთავრობა ძალიან გააქტიურდება საქართველოსთან მიმართებაში. ვიმეორებ ასჯერ დანახულს: ამერიკა არაფერს დაუთმობს რუსეთს, განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო კავკასიის გასაღებია და ამ გასაღებს ამერიკა რუსეთს ხელში არ ჩაუგდებს. ხოლო რაც შეეხება ირანს, ავღანეთსა და სხვას, ამერიკა ამ საკითხებს რუსეთის გარეშეც გადაწყვეტს.
მოდის დრო, როცა რუსეთს თვითონ დაჭირდება დახმარება. ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის სამარეა, საიდანაც ვერ ამოვა. ფრთხილად!

2009 წელი, 16 აპრილი

საქართველო, ქართველები – ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა იყო წარსულში და რა იქნება მომავალში, საიდან აღმოვცენდით, რას გვეუბნება ჩვენი ისტორია ჩვენს წარმომავლობაზე?..
რატომ უფრო ბევრს არ ვიკვლევთ, რატომ უფრო ბევრს არ ვწერთ? ჩვენ ხომ უძველესი ერი ვართ და ბევრი სხვა ქვეყნის კულტურაზე მაღლა ვდგავართ?
საქმე ისაა, რომ ჩვენი პირველობა ბევრ ქვეყანას ხელს არ აძლევს, ვინაიდან ჩვენ – ქართველები, მათზე ადრე ვარსებობდით (და მომავალშიც ვიარსებებთ). ჩვენ წარმომავლობის უძველესი ისტორია გვაქვს და ამ ფაქტებს კვლავ მოძიება ჭირდება. ქართველებო, თუ ამ საქმით დაკავდებით, კოსმოსი ყველა გზას გაგიხსნით დღეს.
ვხედავ, მომავალში იწყება სერიოზული არქეოლოგიური გათხრები. ვიცი, გვყავს სერიოზული, ჭკვიანი სპეციალისტები არქეოლოგიაში, რომელთაც ასეთი კვლევები ოცნებად აქვთ გადაქცეული და ეს ყველაფერი მალე იქნება. როგორც ყოველთვის, წინასწარმეტყველება ასრულდება!
ნუ დაგავიწყდებათ, ქართველნო, რომ ჩვენი სამშობლო ძლიერი და ვრცელი ქვეყანა იყო. ნუ დავივიწყებთ, რომ:
რუსეთმა წაიღო სოჭი, დვალეთი, პირიქითა ხევსურეთი და თებერდა;
სომხეთმა წაიღო (მისცა რუსეთმა და ორჯონიკიძემ): ლორეს ოლქი;
აზერბაიჯანმა წაიღო: საინგილო, აჯინოურის ველი და ტბა, მტკვარ-იორის შუამდინარეთი მინგეჩაურის ზღვამდე, ეგრეთ წოდებული, ჯერნის ველი;
ჩვენი მიწები წაიღო თურქეთმაც (ჯერ ოტომანთა იმპერიამ, შემდეგ რუსეთმა დაუთმო): ართვინის ოლქი, ლაზეთი, იმიერტაო, ამიერტაო და კლარჯეთი, კოლა, არტაანი, შავშეთი, ერუშეთი, ფოცხოვი, ქალაქი კარი (სომხურად ყარსი).
დააკვირდით, ქართველნო, რუსეთმა რამხელა ტერიტორია წაგვართვა. ამიტომ, წინასწარმეტყველება, რომ საქართველო იბრუნებს დაკარგულ მიწებს, ასი პროცენტით ასრულდება.
ჩვენ, ქართველები, ვფლობდით საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას, მაგრამ შემდეგ მსოფლიოს გადანაწილება მოხდა. ვხედავ, მომავალში ისევ შეიცვლება სახელმწიფოთა საზღვრები, ისევ მოხდება გადანაწილება და საქართველო დაიბრუნებს თავის ისტორიულ მიწებს. როგორ და რა გზით? იმავე გზით, როგორც წაგვართვეს და დაანაწევრეს ჩვენი ქვეყანა.
მაგალითად, რუსეთი მონღოლების ლაშქრობისას, XIII საუკუნეში, პატარა იყო, მაგრამ დღეს იგი მონღოლეთის ტერიტორიაზეცაა გადაჭიმული, რომელიც რუსეთმა შეიერთა და გახდა “დიდი რუსეთი”. ამას ისტორიაც ამტკიცებს. მომავალში კი ვხედავ გაერთიანებულ მონღოლებს, სწორედ ისე, როგორც ჩინგიზ ყაენმა გააერთიანა ყველა ტომი და შექმნა მონღოლთა უდიდესი იმპერია.
ჰოდა, მოევლინება მსოფლიოს მეორე ჩინგიზ-ყაენი, გამოთქვამს პრეტენზიებს და ეს იქნება სამართლიანი პრეტენზიები, რადგან რუსეთის ტერიტორია _ ეს ხომ ისტორიული მონღოლეთია?
უდიდესი საფრთხე ელით რუსებს მომავალში. ნუ გგონიათ, რუსებო, რომ რახან, თქვენი აზრით, დღეს ზესახელმწიფოდ იწოდებით, ამ ტერიტორიებს არ დაკარგავთ!
მინდა განვუცხადო კრემლის ბინადართ, რომ ისტორია გამეორდება და მიტაცებულ ტერიტორიებს, ბატონებო, დაკარგავთ! თქვენში 90 პროცენტი, თუ არა სრული ასი, მონღოლური სისხლია, მონღოლური გენია.
ვიმორებ ასჯერ დანახულს, რომ საქართველო დაიბრუნებს წართმეულ ტერიტორიებს! ეს ასეა ასი პროცენტით.
საერთოდ, ნუ ფიქრობთ, ადამიანებო, რომ თქვენა ხართ ძლიერნი ამ ქვეყანაზე. შენ არაფერი ხარ, ადამიანო! კოსმოსი მართავს ყველაფერს დედამიწაზე და არამხოლოდ დედამიწაზე. და რაც ხდება, გეუბნებით, რომ ეს პასუხია თქვენს ქმედებებზე, რომ დამსახურებისამებრ გიბრუნდებათ ყველაფერი უკან.
საქართველო უმნიშვნელოვანესი ნაწილია დედამიწის დიდი ისტორიისა, რაც მოხდება; საქართველო ის ეპიცენტრია, საიდანაც თავს უმტკივნეულოდ დავიძვრენთ. ეს ჯერ კიდევ 1984-1987 წლებში ვიწინასწარმეტყველე.
ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ დღეს, დაბეჭდილია გაზეთებში, ჟურნალსა და წიგნში. დღეს ქართველი წინასწარმეტყველის ახალი წიგნი მუშავდება, II ნაწილი, სადაც მთელი მსოფლიოს მომავალია აღწერილი და ამას ვერავინ ვერ აღუდგება წინ.
ადამიანები მეუბნებიან ხოლმე, რომ მავანნი მათ უკრძალავენ ჩემი გაზეთის კითხვას და ახლა ამ “მავანთ” მინდა ვუთხრა: ვაი, თვენს პატრონს, თქვე უცოდინრებო! რას ემსახურებით, ისიც არ იცით და მხოლოდ მიწიერ კარგად ყოფნაზე ფიქრობთ. მე ხომ თქვენ კარგად გიცნობთ. კოსმოსი გაგცემთ პასუხს და არაფერი შეგერგებათ ამ ქვეყანაზე. დადგება დრო, თქვე უსახურებო, შადიმანებო, და ხალხი მიხვდება, ვინც ხართ და ზურგს შეგაქცევთ. ჭეშმარიტება ყოველთვის იმარჯვებს და თქვენ უფალი მალე ჯოჯოხეთის გზას გაგიყენებთ! ჩემს წინასწარმეტყველებებს კარგად იპარავთ და მერე საკუთრად ისე აცხადებთ, რომ არც კი გრცხვენიათ! მალე ყველას უფროდაუფრო აგეხდებათ ნიღბები. არაფერი გამოგივათ.
რჩეულნი კითხულობენ ჩემს წინასწარმეტყველებებს, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ყოველივე და ეს რჩეულები თითქმის მთელი საქართველოა.
ჩვენს ენერგიას ვერავინ მოერევა! დარტყმას კოსმოსიდან თქვენ მიიღებთ, შადიმანებო! ეს ასეა ასი პროცენტით.

2009 წელი, 25 აპრილი, თბილისი.

ვხედავ, საქართველო სასამართლოებს გამართავს, რათა “სამხრეთ ოსეთს” დაუბრუნდეს ნამდვილი, ისტორიული სახელი “სამაჩაბლო”. რუსეთმა შექმნა დასახელება და არა ავტონომია. იქ ხომ ქართული მოსახლეობაა მხოლოდ. ამიტომ (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე და დღესაც იგივეს ვხედავ) ევროპის სასამართლო მომავალში იურიდიულად ცნობს “სამაჩაბლოს” და არა კომუნისტების მიერ ძალად შექმნილ და შერქმეულ “სამხრეთ ოსეთსა” და მის ტერიტორიას. ეს იქნება საქართველოს დიდი გამარჯვება და მომავალში, ვიმეორებ, ჩვენს ქვეყანაში ავტონომიები არ იარსებებს!
რაც შეეხებათ სასომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს – ეს ძალიან რთული და საშიში საკითხია. რუსეთი აქაც, მათ პოლიტიკაშიც აფათურებს ხელებს. თუ სასომხეთი კარგად არ მოიქცევა, რა მოხდება მაშინ? ან თუ აზერბაიჯანს შეეშლება რამე რუსეთთან, მაშინ?
რუსეთი, ვხედავ, ისევ შეეცდება ყარაბაღის საკითხის გახსნას, ანუ არეულობის შემოტანას, რათა ომი გააღვივოს, იქაც აახმიანოს ტანკები და ითამაშოს მშვიდობისმყოფელის როლი. მაგრამ ვხედავ, ეს თამაში რუსეთს მთელ კავკასიაში ძალიან ძვირი დაუჯდება! ასევე სასომხეთსაც, თუკი მან განაგრძო ორმაგი თამაში, აუსრულდება დიდი დარტყმა, რაც რუსეთისგან ელის!
საქართველო არ ენდობა სომხეთს!
ვხედავ, საქართველოში რუსი აგრესორია. კრემლი ქართულ მიწებზე სამხედრო ბაზებს აშენებს, აზერბაიჯანსა და სასომხეთში მშვიდობისმყოფლად გვევლინება, მაგრამ იქაც სამხედრო ბაზებს ამაგრებს, კერძოდ, სასომხეთში. აზერბაიჯანს კი ყარაბაღს ჰპირდება, თუ იგი მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეთანხმებებს შეწყვეტს ევროპა-ამერიკასთან და ა.შ. მომავალში, ვხედავ, აზერბაიჯანი არ დაემორჩილება რუსეთს. მათ ზუსტად იციან, რომ რუსეთი, უხეშად რომ ვთქვათ, ატყუებს. ვხედავ, რომ მომავალში რუსებს სომხებთან პოლიტიკური ურთიერთობები ძალიან დაეძაბებათ. სასომხეთი სერიოზულად შეცვლის პოლიტიკას რუსეთთან ურთიერთობაში. აქ, ვხედავ, ამერიკის ხელიც ურევია. თუმცა, სომხებს სხვა გზა აღარც დარჩენიათ, მათ ნატოში შესვლა ურჩევნიათ რუსეთის მონებად დარჩენას. ეს ყოველივე ასრულდება ზუსტად.
მინდა აღვნიშნო, რომ სასომხეთს საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით, არაფერი გამოუვა! მან უნდა დაგვიბრუნოს რუსების მიერ ნაჩუქარი ქართული მიწები!!!! რაც აუცილებლად ასრულდება ასი პროცენტით. ისინი შავ ზღვაზე მხოლოდ საქართველოს გავლით იმოგზაურებენ! ხოლო აჭარა, გოდერძის უღელტეხილი, მათთვის ჩაკეტილია. სომხები აჭარაში ფეხს ვერ მოიკიდებენ, ვხედავ, ვეღარც სხვაგან საქართველოში. ეს ასე ასრულდება ასი პროცენტით.
და მაინც, როგორც ყოველთვის, კავკასიის წამყვანი და მთავარი ქვეყანა საქართველოა და ამერიკა მთელს კავკასიაში მხოლოდ მას ენდობა. ისინი რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს უნდობლად ეკიდებიან და მათი არ ჯერათ. ამერიკა სომხეთს არ ენდობა, ვინაიდან რუსეთს სამხედრო ხაზით მჭიდრო კონტაქტი აქვს მასთან და სასომხეთის დათმობას რუსეთი ცოცხალი თავით არც აპირებს. დღეს ასე აწყობთ.
აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობები, ვხედავ და ვიმეორებ, შეუძლებელია. ყოველთვის იქნება ინტრიგები და ომები, რაც დასავლეთს ნამდვილად არ აწყობს. რჩება ისევ საქართველო, ქვეყანა, რომელსაც მთელი მსოფლიო ენდობა. ამიტომ მომავალში რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკა კავკასიაშიც და ასევე საქართველოშიც დიდი კრახით დამთავრდება! რუსეთის ყველა ცდა ჩაფუშულია. ვხედავ, მომავალში ისინი კავკასიას კარგავენ.
ასევე ძალიან საინტერესოა ისიც, რომ რუსეთი შავ ზღვაზე ვერ იქნება პირველი! ის კი არა, საერთოდ არ ვხედავ შავ ზღვაზე მომავალში მათ!!! რუსეთი დიდ პოლიტიკურ თამაშებს წააგებს ევროპასა და ამერიკასთანაც!
“რუსეთის მთავრობა სუსტია. მათმა პოლიტიკამ რუსეთი დაშალა!” – ყვირის რუსი ხალხი და მთელი რუსეთი აღსდგება კრემლის ბინადართა წინააღმდეგ და იმას, რასაც რუსეთი საქართველოში ცდილობდა, ანუ რევოლუციას, საკუთარ სახლში მიიღებს. თანაც, ძალიან დიდ რევოლუციას! რუსეთი დაიშლება ასი პროცენტით და ამას მთელი მსოფლიო მიესალმება!
ფრთხილად, რუსებო! იბადება მონღოლი ჩინგიზ-ყაენის სული და დაბრუნდებით მე-13 საუკუნეში, ანუ იმ ეპოქაში, როცა რუსეთი რუკაზე ერთი პატარა მწვანე ლაქა იყო მხოლოდ. ისინი რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრებენ, ვხედავ და ეს ძალზე საშიშია. ამ რღვევას ვერავინ შეაჩერებს. მონღოლები, ანუ თურქი მონღოლები მთელ წართმეულ ტერიტორიებს იბრუნებენ. ეს ასე ასრულდება ასი პროცენტით.
“ესენგე” კი დაიშლება ბოლომდე. ეს ჯერ კიდევ 20 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე.
რუსეთმა დღეს ასევე წააგო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ისინი უკან დაიხევენ, სხვა გზა არ ექნებათ! დიდი პარტიზანული ბრძოლები იმართება კოდორის ხეობაში, ვერცერთი რუსის ჯარისკაცი ვერ გაჩერდება იქ. ვხედავ, მთელი აფხაზეთი ცეცხლის ალშია გახვეული. თვითონ აფსუები და რუსები ერთმანეთს დაერევიან. ისინი, როგორც ადრე აღვნიშნე, ვერ მორიგდებიან.
რუსეთს ასევე წინ აქვს ომი უკრაინასთან. დიახ, ომი! ვხედავ, ყირიმში დიდი არეულობები იწყება. ასე რომ, უკრაინის მთავრობა იძულებული შეიქნება, ძალა იხმაროს, დიდი ხნის წინ შემუშავებული გეგმა აამუშავოს და პატარა რუსეთი გაცხრილოს, დაშალოს და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი ყირიმში რუსულ ავანტიურებს.

 

 

 

Comments

comments

დატოვე პასუხი