1-მრავალი მკვლევარის ვარაუდით სიტყვა ღვინო მთელს მსოფლიოში ქართულიდან გავრცელდა, ფუძეს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს:ძვ. ბერძნ.: Οíνος, ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино და ა.შ. სიტყვა თამადაც(სუფრის გამძღოლი)ქართულიდან დამკვიდრდა პოსტსაბჭოთა და ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში.

2-ძნელად მოიძებნება ის ქართველი, რომელმაც არ იცოდეს, რომ მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართულია, თუმცა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ სიძველით ქართული დამწერლობა მე-5 ადგილზეა, მასზე წინ მხოლოდ

ჩინური, ბერძნული, ლათინური და ებრაული დამწერლობაა.

3-ჭიათურა იყო ქალაქი, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი საბაგირო გზა იყო გაყვანილი.

4-სოფელი უშგული ყველაზე მაღალი დასახლებაა ევროპაში, ის ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს.

5-1935 წელს მუშტაიდის ბაღში ამოქმედდა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა.

6-მსოფლიოში პირველი ჩაის საკრეფი ტრაქტორი საქართველოში დამზადდა 1963 წელს ЧСН-1, 6/1, 3 А “Сакартвело”.

7- 2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი;

8-სამების საკათედრო ტაძარი (98მ)სიდიდით რიგით მესამეა მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებულ ტაძრებს შორის, მას მხოლოდ მაცხოვრის საკათედრო ტაძარი-(მოსკოვი) და ისააკის ტაძარი-(სანკტ-პეტერბურგი)ასწრებს.

9-საქართველო ერთ-ერთი უიშვიათესი ქვეყანაა მსოფლიოში სადაც არ ყოფილა ანტისემეტიზმი, ებრაელები აქ 2000 წელზე მეტი ცხოვრობდნენ.

10-ნაპოლეონის პირადი მცველი ქართველი იყო, -როსტომ რაზმაძე.

Comments

comments

დატოვე პასუხი